ავტორი:

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2019 წლისთვის

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2019 წლისთვის

გთავაზობთ 2019 წლის ფინანსურ ჰოროსკოპს, ასევე - მოსალოდნელ კარიერულ ცვლილებებს.

ვერძი

კარიერული წინსვლის წელი დაგიდგათ. იანვარ-თებერვალში სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ზაფხულში განაახლებთ ურთიერთობას ძველ პარტნიორებთან. სექტემბერ-ოქტომბერში: სამსახურის შეცვლას გადაწყვეტთ, თუ ახლანდელ თანამდებობა სიამოვნებას არ განიჭებთ. მოერიდეთ კოლეგების წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას. წლის ბოლოს მოგიმატებენ ხელფასს, მიიღებთ საჩუქარს, პრემიას. თუმცა, ამავე პერიოდში უნდა მოერიდოთ ფინანსურ დაბანდებას.

კურო

წლის დასაწყისში დაგაწინაურებენ. შეიძლება ახალ პროექტს უხელმძღვანელოთ. ზაფხულში თავად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კოლეგებისა და უფროსისგან მხარდაჭერას იგრძნობთ. შემოდგომაზე უმნიშვნელო მიზეზების გამო, სამსახურში ნუ იკამათებთ. იანვარი მსხვილი საყიდლების თვეა. თებერვალ-მარტში მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. წლის ბოლოს ძვირად ღირებული საჩუქრები შეიძინეთ ახლობელი ადამიანებისთვის.

ტყუპი

სამსახურში წინა წელთან შედარებით ნაკლები უსიამოვნება გელით. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. წლის ბოლოს საინტერესო, საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. მარტივად გაისტუმრებთ ვალებს. წლის ბოლოს მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმეებში დაბანდებას.

კირჩხიბი

გაზაფხულზე მოიმატებს კონკურენცია, უფროსს თქვენი პროფესიონალიზმი უნდა დაუმტკიცოთ. მოითხოვეთ ხელფასის მომატება. ივლისში გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. შემოდგომაზე კარიერული საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ”გამორთეთ” ემოციები. ფულის დაბანდებისთვის საუკეთესო პერიოდია 7-17 აპრილის შუალედი. ფული იმდენი გექნებათ, რომ და-ძმების (თუ ცოდნის მიღების სურვილი გექნებათ, საკუთარისაც) სწავლის გადასახადსაც გადაიხდით.

ლომი

იანვარ-თებერვალში მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან. წლის დასაწყისი კარგი პერიოდია ცოდნის მისაღებად, ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე. მაისში მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, ურთიერთობა რომ არ გაიფუჭოთ უფროსთან, საქმიან პარტნიორებთან. აგვისტოში ნუ დაიწყებთ ახალ ბიზნესპროექტებს. ოქტომბერ-ნოემბერში ნუ აიღებთ ვალს, კრედიტს. მატერიალურ კეთილდღეობას გაგიუმჯობესებენ მშობლები, მეგობრები. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ნუ ენდობით მათ, ვინც "მარტივ ფულს" გპირდებათ...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს