პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი თურქული სერიალების გმირების სახელებს არქმევენ ქართველი მშობლები შვილებს
რომელი თურქული სერიალების გმირების სახელებს არქმევენ ქართველი მშობლები შვილებს

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა სა­ხე­ლებს არ­ქმე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ახალ­შო­ბილ შვი­ლებს - ამის გა­სარ­კვე­ვად ინ­ფორ­მა­ცია სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან გა­მო­ვი­თხო­ვეთ.

უკვე წლე­ბია, პო­პუ­ლა­რო­ბას არ თმობს სა­ხე­ლი გი­ორ­გი - 2018 წელს 1 474 გი­ორ­გი და­ი­ბა­და. გო­გო­ნებ­ში კი 2018 წელს ყვე­ლა­ზე მეტი ელე­ნე იყო - 1 214.

თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი, თუ ევ­რო­პუ­ლი სა­ხე­ლე­ბის გარ­და, ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი შვი­ლებს პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის გმი­რე­ბის სა­ხე­ლებ­საც არ­ქმე­ვენ.

სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად ირ­კვე­ვა, რომ 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბად­ნენ გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი, რო­მელ­თაც მშობ­ლებ­მა ზეჰ­რა, ელი­ფი, ონუ­რი და სხვა ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლე­ბის გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი და­არ­ქვეს.

32 ბიჭს და­არ­ქვეს სა­ხე­ლად ონუ­რი - "ნო­მე­რი 309"-ს მთა­ვა­რი გმი­რის პა­ტივ­სა­ცე­მად. სე­რი­ა­ლი 2016 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი და მას­ში ონუ­რი­სა და ლა­ლეს სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აა აღ­წე­რი­ლი.

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად ბრმა პა­ე­მან­ზე ხვდე­ბა, რო­მე­ლიც მათი დე­დე­ბის მო­წყო­ბი­ლია, შემ­დეგ კი მათი დაბ­რკო­ლე­ბე­ბით სავ­სე, რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ვი­თარ­დე­ბა.

ონუ­რი ქვია კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის "1001 ღა­მის" გმირს, რო­მელ­საც ხა­ლიტ ერ­გენ­ჩი ასა­ხი­ა­რებს. ეს სე­რი­ა­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნებს, 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 65 დამ­ლა და­ი­ბა­და. დამ­ლა ჯოლ­ბაი პო­პუ­რა­ლურ თურ­ქულ სე­რი­ალ­ში "ძმა" ერთ-ერთ მთა­ვარ როლს - ჟურ­ნა­ლისტ გო­გო­ნა ეი­ლემს თა­მა­შობს. ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში სე­რი­ალ­მა გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­ა­ჯაჭ­ვა მა­ყუ­რებ­ლე­ბი ეკ­რა­ნებს. "ძმა" დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს. სე­რი­ა­ლი 2016 წელს გა­და­ი­ღეს და მას­ში მთა­ვარ რო­ლებს თურ­ქი ვარ­სკვლა­ვე­ბი და ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლე­ბი - ჩა­ღა­თაი ულუსოი და არას ბუ­ლუთ ინემ­ლი ას­რუ­ლე­ბენ. სე­რი­ა­ლი ამ­ჟა­მად "იმე­დის" ეთერ­ში გა­დის.

2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 35 ზეჰ­რა და­ი­ბა­და. ზეჰ­რა თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის "ტყუ­ი­ლის" მთა­ვა­რი გმი­რია. სე­რი­ა­ლი 2016 წელს გა­და­ი­ღეს და ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში 2018 წელს გა­მოჩ­ნდა.

ჩვე­ნი სია მთავ­რდე­ბა სე­რი­ა­ლი "ელი­ფით", რო­მე­ლიც 2014 წელს გა­და­ი­ღეს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­დის და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობს. სე­რი­ალ­ში ელი­ფი მთა­ვარ გმირს ჰქვია და მოვ­ლე­ნე­ბი სწო­რედ ამ გო­გო­ნას გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა, პა­ტა­რა­ო­ბი­დან სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე. 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ 27 გო­გო­ნას მშობ­ლებ­მა სწო­რედ ელი­ფი და­არ­ქვეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

საქართველოს მოქალაქე აზერები არქმევენ ასეთ სახელებს და არა ქართველები.მთიანი აჭარის მოსახლეობაც სუფთა ქართულ სახელებს არქმევს შვილებს!

სრულიად საქართველო
1

იმ ქართველის ................ ვინც ყიზილბაშის სახელს შვილს დაარქმევს ფუუუუუუუუ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რომელი თურქული სერიალების გმირების სახელებს არქმევენ ქართველი მშობლები შვილებს

რომელი თურქული სერიალების გმირების სახელებს არქმევენ ქართველი მშობლები შვილებს

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა სახელებს არქმევენ საქართველოს მოქალაქეები ახალშობილ შვილებს - ამის გასარკვევად ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოვითხოვეთ.

უკვე წლებია, პოპულარობას არ თმობს სახელი გიორგი - 2018 წელს 1 474 გიორგი დაიბადა. გოგონებში კი 2018 წელს ყველაზე მეტი ელენე იყო - 1 214.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა ტრადიციული ქართული, თუ ევროპული სახელების გარდა, ქართველი მშობლები შვილებს პოპულარული თურქული სერიალების გმირების სახელებსაც არქმევენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ 2018 წელს საქართველოში დაიბადნენ გოგონები და ბიჭები, რომელთაც მშობლებმა ზეჰრა, ელიფი, ონური და სხვა ცნობილი სერიალების გმირების სახელები დაარქვეს.

32 ბიჭს დაარქვეს სახელად ონური - "ნომერი 309"-ს მთავარი გმირის პატივსაცემად. სერიალი 2016 წელს არის გადაღებული და მასში ონურისა და ლალეს სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

წყვილი ერთმანეთს პირველად ბრმა პაემანზე ხვდება, რომელიც მათი დედების მოწყობილია, შემდეგ კი მათი დაბრკოლებებით სავსე, რომანტიკული ურთიერთობა ვითარდება.

ონური ქვია კიდევ ერთი პოპულარული თურქული სერიალის "1001 ღამის" გმირს, რომელსაც ხალიტ ერგენჩი ასახიარებს. ეს სერიალიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქართველ მაყურებელში.

რაც შეეხება გოგონებს, 2018 წელს საქართველოში 65 დამლა დაიბადა. დამლა ჯოლბაი პოპურალურ თურქულ სერიალში "ძმა" ერთ-ერთ მთავარ როლს - ჟურნალისტ გოგონა ეილემს თამაშობს. ქართულ ტელესივრცეში სერიალმა გამოჩენისთანავე მიაჯაჭვა მაყურებლები ეკრანებს. "ძმა" დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სერიალი 2016 წელს გადაიღეს და მასში მთავარ როლებს თურქი ვარსკვლავები და ქალების გულთამპყრობელები - ჩაღათაი ულუსოი და არას ბულუთ ინემლი ასრულებენ. სერიალი ამჟამად "იმედის" ეთერში გადის.

2018 წელს საქართველოში 35 ზეჰრა დაიბადა. ზეჰრა თურქული სერიალის "ტყუილის" მთავარი გმირია. სერიალი 2016 წელს გადაიღეს და ქართულ ტელესივრცეში 2018 წელს გამოჩნდა.

ჩვენი სია მთავრდება სერიალი "ელიფით", რომელიც 2014 წელს გადაიღეს, თუმცა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია გადის და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. სერიალში ელიფი მთავარ გმირს ჰქვია და მოვლენები სწორედ ამ გოგონას გარშემო ვითარდება, პატარაობიდან სრულწლოვანებამდე. 2018 წელს საქართველოში დაბადებულ 27 გოგონას მშობლებმა სწორედ ელიფი დაარქვეს.