მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ მეუფე იაკობს 1 ლარის გადახდა დააკისრა - საქმის დეტალები
სასამართლომ მეუფე იაკობს 1 ლარის გადახდა დააკისრა - საქმის დეტალები

ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი, რომ­ლი­თაც ის ქო­რე­პის­კო­პოს ია­კობს პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის უჩი­ო­და, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა მი­ა­წო­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი კო­პა­ლი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქო­რე­პის­კო­პოს ია­კობს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის­თვის სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­და და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის სიმ­ბო­ლუ­რად 1 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

"მო­სა­მარ­თლემ ახლა გა­მო­ა­ცხა­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლი, რომ­ლი­თაც ჩემი სარ­ჩე­ლი მთლი­ა­ნად დაკ­მა­ყო­ფილ­და. სა­უ­ბა­რია ჩემი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე. ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც ცილი დამ­წა­მა, ვი­თომ, მე ვი­ყა­ვი მე­უ­ფე პეტ­რეს მა­ბე­ზღა­რა, ვი­ყა­ვი ჩა­ნერ­გი­ლი აგენ­ტი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძი­სა და გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია მიმ­ქონ­და დათა ახა­ლა­ი­ას­თან, რაც მო­სა­მარ­თლემ ცი­ლის­წა­მე­ბად ჩათ­ვა­ლა და და­ა­კის­რა ქო­რე­პის­კო­პოს ია­კობს ყვე­ლაფ­რის სა­ჯა­როდ უარ­ყო­ფა, ისე­ვე რო­გორც სა­ჯა­როდ დამ­დო ბრა­ლი და ცილი დამ­წა­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას, სიმ­ბო­ლუ­რად ერთი ლარი მო­ვი­თხო­ვე, რად­გან ღირ­სე­ბა და პა­ტი­ვი შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. მო­სა­მარ­თლემ ქო­რე­პის­კო­პოს ია­კობს ერთი ლა­რის სიმ­ბო­ლუ­რად გა­დახ­და და­ა­კის­რა. დიდი მად­ლო­ბა მო­სა­მარ­თლე ბა­ტონ ირაკ­ლი კო­პა­ლი­ანს, რო­მე­ლიც არა­ფერს შე­უ­შინ­და", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

პრო­ცესს არ დას­წრე­ბი თა­ვა­და ქო­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი.

"მო­რი­გე­ბაც მინ­დო­და და მისი ნახ­ვაც, რაში მწა­მებ­და ცილს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მე­მა­ლე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სასამართლომ მეუფე იაკობს 1 ლარის გადახდა დააკისრა - საქმის დეტალები

სასამართლომ მეუფე იაკობს 1 ლარის გადახდა დააკისრა - საქმის დეტალები

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა.

როგორც ის განმარტავს, მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.

"მოსამართლემ ახლა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც ჩემი სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა. საუბარია ჩემი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებულ განცხადებაზე. ქორეპისკოპოსმა იაკობმა ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში, ასევე ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და დააკისრა ქორეპისკოპოს იაკობს ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, სიმბოლურად ერთი ლარი მოვითხოვე, რადგან ღირსება და პატივი შეუფასებელია. მოსამართლემ ქორეპისკოპოს იაკობს ერთი ლარის სიმბოლურად გადახდა დააკისრა. დიდი მადლობა მოსამართლე ბატონ ირაკლი კოპალიანს, რომელიც არაფერს შეუშინდა", - განაცხადა რამიშვილმა.

პროცესს არ დასწრები თავადა ქორეპისკოპოსი იაკობი.

"მორიგებაც მინდოდა და მისი ნახვაც, რაში მწამებდა ცილს, მაგრამ ყოველთვის მემალებოდა", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს