სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი და რამდენი ადამიანის მონაცემებია ატვირთული Vali.ge-ზე ამ დროისთვის
ვისი და რამდენი ადამიანის მონაცემებია ატვირთული Vali.ge-ზე ამ დროისთვის

ვებგ­ვერ­დზე Vali.ge ამ დრო­ის­თვის ატ­ვირ­თუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია 407 ათას­ზე მეტი მსეს­ხებ­ლის 679 ათას­ზე მეტი სა­სეს­ხო ჩა­ნა­წე­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა სა­სეს­ხო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბა 3 მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტს შე­ად­გენს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვებგ­ვერ­დზე სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად სა­ჭი­როა სამი ეტა­პის გავ­ლა: მსეს­ხებ­ლის პი­რა­დი ნომ­რის; და­ბა­დე­ბის დღის, თვი­სა და წლის შეყ­ვა­ნა და უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი გრა­ფის „მე არ ვარ რო­ბო­ტი“ მო­ნიშ­ვნა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ეტა­პე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, თუ მსეს­ხე­ბე­ლი თა­ვის მო­ნა­ცე­მებს იპო­ვის, ეს ნიშ­ნავს, რომ მას 15 დე­კემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში გა­უ­ნულ­დე­ბა ვებგ­ვერ­დზე გა­მო­ტა­ნი­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. ამ ეტა­პის­თვის, ვებგ­ვერ­დზე ატ­ვირ­თუ­ლია შემ­დე­გი სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან შე­ძე­ნი­ლი სეს­ხე­ბი/კრე­დი­ტე­ბი: სს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“, სს „თი­ბი­სი ბან­კი“, სს „ლი­ბერ­თი ბან­კი“, სს „სილქ როუდ ბან­კი“, სს „ხა­ლიკ ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო“ და სს „იშ­ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო“.

პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ერ­თი­ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზას და­ე­მა­ტე­ბა მათი მო­ნა­ცე­მე­ბი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

ვისი და რამდენი ადამიანის მონაცემებია ატვირთული Vali.ge-ზე ამ დროისთვის

ვისი და რამდენი ადამიანის მონაცემებია ატვირთული Vali.ge-ზე ამ დროისთვის

ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის; დაბადების დღის, თვისა და წლის შეყვანა და უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის „მე არ ვარ რობოტი“ მონიშვნა.

„აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი თავის მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ და სს „იშბანკი საქართველო“.

პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო