პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთსაათიანი გაკვეთილები შესვენებების გარეშე, თითო საგანში 40 გვერდი... გასაგიჟებელია" - იტალიაში მცხოვრები ქართველი დედის შეფასებები
"ერთსაათიანი გაკვეთილები შესვენებების გარეშე, თითო საგანში 40 გვერდი... გასაგიჟებელია" - იტალიაში მცხოვრები ქართველი დედის შეფასებები

მშობ­ლებს ყო­ველ­თვის გვა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორც ცხოვ­რო­ბენ და უძღვე­ბი­ან ოჯა­ხებს უცხო­ე­ლი მშობ­ლე­ბი, რა გვაქვს სა­ერ­თო და რა მიდ­გო­მით გან­ვსხვავ­დე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან. უცხო­ეთ­ში ჩვენს არა­ერთ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს უხ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა. მაია ტუ­რა­ბე­ლი­ძე უკვე 20 წე­ლია იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. იტა­ლი­ე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს. მათი შვი­ლე­ბიც იტა­ლი­ა­ში და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დნენ. რო­გო­რი გა­რე­მოა იტა­ლი­ა­ში ბავ­შვე­ბის აღ­საზ­რდე­ლად, რა პრობ­ლე­მებ­ზე ღე­ლა­ვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად იქა­უ­რი მშობ­ლე­ბი, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან სკო­ლე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის. ამ ყვე­ლა­ფე­რის შე­სა­ხებ მაია Mshoblebi.ge-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

- 20 წე­ლია, რაც იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლად თავს მა­ინც ვერ ჩავ­თვლი, რად­გან თით­ქმის ყო­ველ წე­ლი­წადს ჩავ­დი­ვარ ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში და გარ­კვე­ულ პე­რი­ოდს იქ ვა­ტა­რებ. სხვა­ნა­ი­რად არც შე­მიძ­ლია, მი­წის ყი­ვი­ლი ძლი­ე­რია ჩემ­ში. იტა­ლი­ა­ში მთარ­გმნე­ლო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი, რაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რუ­სუ­ლი ენით და­ვი­წყე: ვთარ­გმნი­დი, ვე­წე­ო­დი თარ­ჯიმ­ნო­ბას და ერთ-ერთ ქარ­ხა­ნა­ში ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ­დი, რო­მე­ლიც საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას აწარ­მო­ებ­და რუ­სეთ­თან, მაგ­რამ რუ­სე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გამო ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყდა და მეც შევ­ჩერ­დი. ამ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი ენით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი ანუ თა­ნა­მედ­რო­ვე იტა­ლი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვაც­ნობ ქარ­თველ მკი­თხველს, რაც, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და და ჩემს გა­ტა­ცე­ბად და სუ­ლი­ერ მო­თხოვ­ნი­ლე­ბად გა­და­მექ­ცა. ჩემი მე­უღ­ლე იტა­ლი­ე­ლია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სიყ­ვა­რუ­ლი და ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა იცის, ნამ­დვი­ლი ჯენლტმე­ნია. ერ­თმა­ნე­თი ქუ­თა­ის­ში გა­ვი­ცა­ნით. მის­მა ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ თავ­და­ვი­წყე­ბამ­დე შე­მაყ­ვა­რა ის, და ქორ­წი­ნე­ბა­ზეც დავ­თან­ხმდი. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თუ ოდეს­მე მი­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი მარ­თლაც უძ­ლი­ე­რე­სი გრძნო­ბა ყო­ფი­ლა და წინ ვერ აღ­ვუ­დე­ქი. ქუ­თა­ის­ში დავ­ქორ­წინ­დით წმ. პეტ­რე-პავ­ლეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, 1999 წელს. სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი იყო პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ანუ პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ში. იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო მა­შინ არ არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი ჯერ კი­დევ მოს­კოვ­ში გვარ­დე­ბო­და. ქორ­წი­ნე­ბის ნე­ბარ­თვის სა­ბუ­თიც სწო­რედ მოს­კო­ვი­დან ჩა­მოგ­ვი­ვი­და. ოჯა­ხის შექ­მნამ­დე, გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და ქუ­თა­ის­ში გვე­ცხოვ­რა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ხში­რად ისე არ მი­დის, რო­გორც ჩვენ გვინ­და, და კი მოგ­ვი­წია იტა­ლი­ა­ში გად­მოს­ვლა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მა­ინც არ ვკარ­გავ და ვერც მო­ვა­ხერ­ხებ, რად­გან ჩემი სუ­ლის დიდ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს ის. ორი ულა­მა­ზე­სი გოგო შეგ­ვე­ძი­ნა, რომ­ლე­ბიც დღეს თით­ქმის 19 და 17 წლის არი­ან.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი იტა­ლი­ა­ში გა­ი­ზარ­დნენ. გა­იხ­სე­ნეთ ეს წლე­ბი, რო­გო­რი მიდ­გო­მე­ბია მანდ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდის თვალ­საზ­რი­სით და რო­გო­რია ჩვენ­თან?

- დიახ, იტა­ლი­ა­ში და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დნენ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­ნათლნენ და ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს არ ივი­წყე­ბენ.ბავ­შვის ფორ­მი­რე­ბა და აღ­ზრდა, მე ვი­ტყო­დი, ოჯა­ხი­სა და სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ოჯახს, ისე­ვე რო­გორც სკო­ლას, არა­ნაკ­ლე­ბი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ბავ­შვის აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში; და ასეც უნდა იყოს, მით უმე­ტეს, დღეს, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­დე­ნად სა­ხარ­ბი­ე­ლო თვი­სე­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. რაც უფრო მი­ვი­წევთ წინ, თით­ქოს მით უფრო იმღვრე­ვა წყა­ლი ჩვენ თვალ­წინ, იღ­რე­ვა სამ­ყა­რო და ეკარ­გე­ბა ფასი ბევრ რა­მეს. გან­სა­კუთ­რე­ბით, ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბა ექ­ცე­ვა უკა­ნა პლან­ზე. მის დე­ფი­ციტს გან­ვიც­დით და ამი­ტო­მაც ხდე­ბა უამ­რა­ვი ცუდი რამ ჩვენ ირ­გვლივ. დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რომ ახალ­გაზ­რდას ფეხი არ და­უც­დეს და მცდარ წრე­ში არ მოხ­ვდეს. მშობ­ლის როლს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ყვე­ლა­ფერ ამა­ში. მან უნდა გა­უკ­ვა­ლოს გზა შვილს და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­უ­თი­თოს. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ოჯა­ხი­სა და სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მაგ­რამ ვერც სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვერც იტა­ლი­ა­ში ეს ვერ ხერ­ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხის ერ­თი­ა­ნო­ბას იმ­დე­ნად დიდი ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა, უფრო სწო­რად, ვერ ხერ­ხდე­ბა. სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ და­სუ­ლი ოჯა­ხე­ბი ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად რას არ აკე­თე­ბენ. დე­დე­ბი ქვეყ­ნის გა­რეთ არი­ან გა­სუ­ლე­ბი და შვი­ლე­ბის ზრდას სკა­ი­პით ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს. ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი და უზო­მოდ მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მაა. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ­ცერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შეძ­ლო ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა. იმე­დია, უფრო მეტი მონ­დო­მე­ბა იქ­ნე­ბა ამა­ზე ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან, რა­მე­თუ ის ქა­ლია და იცის, დე­დის ფასი ოჯახ­ში რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ მხრივ იტა­ლი­ა­ში ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. არა, მე არ მინ­და ვთქვა, რომ იტა­ლი­ა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან და დე­დებს არ უხ­დე­ბათ ოჯა­ხე­ბის და­ტო­ვე­ბა. ასე სუ­ლაც არ არის, მაგ­რამ იმ მცი­რე ანა­ზღა­უ­რე­ბით, რა­საც აქა­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­მუ­შა­ვე პი­რებს უხ­დის, მრა­ვა­ლი გა­და­სა­ხა­დის მი­უ­ხე­და­ვად, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხარ­ჯვი­თა და ეკო­ნო­მი­უ­რი სვლე­ბით, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბო­ბა. ვი­მე­ო­რებ, არ­სე­ბო­ბა, და არა, გარ­თო­ბა. ეს უკა­ნას­კნე­ლი სხვა ფე­ნო­მენს წარ­მო­ად­გენს კი­დევ. მუ­შა­თა კლა­სი აქ დიდ ზე­წო­ლას გა­ნიც­დის უთ­ვა­ლა­ვი გა­და­სა­ხა­დის ზე­მოქ­მე­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო წა­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ერთსაათიანი გაკვეთილები შესვენებების გარეშე, თითო საგანში 40 გვერდი... გასაგიჟებელია" - იტალიაში მცხოვრები ქართველი დედის შეფასებები

"ერთსაათიანი გაკვეთილები შესვენებების გარეშე, თითო საგანში 40 გვერდი... გასაგიჟებელია" - იტალიაში მცხოვრები ქართველი დედის შეფასებები

მშობლებს ყოველთვის გვაინტერესებს, როგორც ცხოვრობენ და უძღვებიან ოჯახებს უცხოელი მშობლები, რა გვაქვს საერთო და რა მიდგომით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. უცხოეთში ჩვენს არაერთ თანამემამულეს უხდება ცხოვრება. მაია ტურაბელიძე უკვე 20 წელია იტალიაში ცხოვრობს. იტალიელი მეუღლე ჰყავს. მათი შვილებიც იტალიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. როგორი გარემოა იტალიაში ბავშვების აღსაზრდელად, რა პრობლემებზე ღელავენ ყველაზე მეტად იქაური მშობლები, რამდენად კმაყოფილები არიან სკოლების და მასწავლებლების. ამ ყველაფერის შესახებ მაია Mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

- 20 წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოდან წასულად თავს მაინც ვერ ჩავთვლი, რადგან თითქმის ყოველ წელიწადს ჩავდივარ ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში და გარკვეულ პერიოდს იქ ვატარებ. სხვანაირად არც შემიძლია, მიწის ყივილი ძლიერია ჩემში. იტალიაში მთარგმნელობით საქმიანობას ვეწევი, რაც რამდენიმე წლის წინ, რუსული ენით დავიწყე: ვთარგმნიდი, ვეწეოდი თარჯიმნობას და ერთ-ერთ ქარხანაში ლექციებს ვკითხულობდი, რომელიც საქმიან ურთიერთობას აწარმოებდა რუსეთთან, მაგრამ რუსებისთვის დაწესებული სანქციების გამო ურთიერთობა შეწყდა და მეც შევჩერდი. ამჟამად ქართული ენით ვარ დაკავებული ანუ თანამედროვე იტალიურ ლიტერატურას ვაცნობ ქართველ მკითხველს, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან შემიყვარდა და ჩემს გატაცებად და სულიერ მოთხოვნილებად გადამექცა. ჩემი მეუღლე იტალიელია, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც სიყვარული და ქალის პატივისცემა იცის, ნამდვილი ჯენლტმენია. ერთმანეთი ქუთაისში გავიცანით. მისმა ჩემდამი დამოკიდებულებამ თავდავიწყებამდე შემაყვარა ის, და ქორწინებაზეც დავთანხმდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთ გადაწყვეტილებას თუ ოდესმე მივიღებდი, მაგრამ სიყვარული მართლაც უძლიერესი გრძნობა ყოფილა და წინ ვერ აღვუდექი. ქუთაისში დავქორწინდით წმ. პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში, 1999 წელს. სხვათა შორის, ჩვენი იყო პირველი ოფიციალური ქორწინება ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ ანუ პირველი დამოუკიდებელ სახელმწიფოში. იტალიის საელჩო მაშინ არ არსებობდა საქართველოში და ბიუროკრატიული საკითხები ჯერ კიდევ მოსკოვში გვარდებოდა. ქორწინების ნებართვის საბუთიც სწორედ მოსკოვიდან ჩამოგვივიდა. ოჯახის შექმნამდე, გადაწყვეტილი გვქონდა ქუთაისში გვეცხოვრა, მაგრამ ცხოვრება ხშირად ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, და კი მოგვიწია იტალიაში გადმოსვლა, თუმცა საქართველოს მაინც არ ვკარგავ და ვერც მოვახერხებ, რადგან ჩემი სულის დიდ ნაწილს წარმოადგენს ის. ორი ულამაზესი გოგო შეგვეძინა, რომლებიც დღეს თითქმის 19 და 17 წლის არიან.

- თქვენი შვილები იტალიაში გაიზარდნენ. გაიხსენეთ ეს წლები, როგორი მიდგომებია მანდ ბავშვების აღზრდის თვალსაზრისით და როგორია ჩვენთან?

- დიახ, იტალიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, თუმცა საქართველოში მოინათლნენ და ქართულ ტრადიციებს არ ივიწყებენ.ბავშვის ფორმირება და აღზრდა, მე ვიტყოდი, ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ოჯახს, ისევე როგორც სკოლას, არანაკლები წვლილი მიუძღვის ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაში; და ასეც უნდა იყოს, მით უმეტეს, დღეს, როცა საზოგადოება იმდენად სახარბიელო თვისებებით არ გამოირჩევა. რაც უფრო მივიწევთ წინ, თითქოს მით უფრო იმღვრევა წყალი ჩვენ თვალწინ, იღრევა სამყარო და ეკარგება ფასი ბევრ რამეს. განსაკუთრებით, ადამიანური ღირსება ექცევა უკანა პლანზე. მის დეფიციტს განვიცდით და ამიტომაც ხდება უამრავი ცუდი რამ ჩვენ ირგვლივ. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ახალგაზრდას ფეხი არ დაუცდეს და მცდარ წრეში არ მოხვდეს. მშობლის როლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველაფერ ამაში. მან უნდა გაუკვალოს გზა შვილს და სწორი მიმართულება მიუთითოს. კარგი იქნებოდა, ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობა, მაგრამ ვერც საქართველოში და ვერც იტალიაში ეს ვერ ხერხდება. საქართველოში, სამწუხაროდ, ოჯახის ერთიანობას იმდენად დიდი ყურადღება არ ექცევა, უფრო სწორად, ვერ ხერხდება. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დასული ოჯახები ლუკმაპურის საშოვნელად რას არ აკეთებენ. დედები ქვეყნის გარეთ არიან გასულები და შვილების ზრდას სკაიპით ადევნებენ თვალყურს. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი და უზომოდ მტკივნეული პრობლემაა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ პრობლემის აღმოფხვრა. იმედია, უფრო მეტი მონდომება იქნება ამაზე ახლად არჩეული პრეზიდენტისგან, რამეთუ ის ქალია და იცის, დედის ფასი ოჯახში რაოდენ მნიშვნელოვანია. ამ მხრივ იტალიაში ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა. არა, მე არ მინდა ვთქვა, რომ იტალიაში ყველანაირად უზრუნველყოფილები არიან და დედებს არ უხდებათ ოჯახების დატოვება. ასე სულაც არ არის, მაგრამ იმ მცირე ანაზღაურებით, რასაც აქაური ხელისუფლება მომუშავე პირებს უხდის, მრავალი გადასახადის მიუხედავად, რაციონალური ხარჯვითა და ეკონომიური სვლებით, მაინც შეიძლება არსებობა. ვიმეორებ, არსებობა, და არა, გართობა. ეს უკანასკნელი სხვა ფენომენს წარმოადგენს კიდევ. მუშათა კლასი აქ დიდ ზეწოლას განიცდის უთვალავი გადასახადის ზემოქმედებით, სახელმწიფო წამომადგენლებისგან განსხვავებით. წაიკითხეთ სრულად

თუ 112-ს ვერ უკავშირდებით - გადაუდებელი დახმარების ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

"თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ დიდი საშიშროება არ გველის" - ამირან გამყრელიძე

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა