პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, თბილისში მანქანა გასტაცეს
ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, თბილისში მანქანა გასტაცეს

თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მა­მა­კაცს ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პა­რეს. შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით მოხ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, რომ სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტი­დან ტე­ლე­ფონ­ზე თან­ხა ჩა­ე­რი­ცხა, რა დრო­საც უც­ნო­ბი პირი მის მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და და გა­იქ­ცა.

რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით გამ­ტა­ცე­ბელ­მა ავა­რია მო­ახ­დი­ნა, რა დრო­საც ხუთი მან­ქა­ნა და­ამ­ტვრია. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­ლე­ვე იპო­ვეს. დამ­ნა­შა­ვე კი და­კა­ვე­ბუ­ლია.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ქურ­დო­ბას და 4-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავტორი:

ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, თბილისში მანქანა გასტაცეს

ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, თბილისში მანქანა გასტაცეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მამაკაცს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, რომ სწრაფი გადახდის აპარატიდან ტელეფონზე თანხა ჩაერიცხა, რა დროსაც უცნობი პირი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, მოპარული ავტომანქანით გამტაცებელმა ავარია მოახდინა, რა დროსაც ხუთი მანქანა დაამტვრია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად გატაცებული ავტომობილი მალევე იპოვეს. დამნაშავე კი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.