პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე
როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე

ანევ­რიზ­მა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა ტი­პის ანევ­რიზ­მა არ­სე­ბობს, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მაა. რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ამ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბის­გან, ამის შე­სა­ხებ ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ცენ­ტრის ან­გი­ო­ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი კოტე ყი­ფი­ა­ნი სა­უბ­რობს.

- ანევ­რიზ­მე­ბი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლძარ­ღვთა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ჩნდე­ბა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რი მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მაა. პრო­ცენ­ტუ­ლად, მას­ზე ანევ­რიზ­მა­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 80% მო­დის. ანევ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, სის­ხლძარ­ღვთა კედ­ლის ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი გა­დაგ­ვა­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, თუ ჯან­მრთე­ლი აორ­ტის დი­ა­მეტ­რი 2 სან­ტი­მეტ­რია, 3 ან 4 სან­ტი­მეტ­რის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე უკვე ანევ­რიზ­მას­თან გვაქვს. თუ ანევ­რიზ­მის დი­ა­მეტ­რი 5 სმ-მდეა, მას სჭირ­დე­ბა არა­ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა დი­ნა­მი­კა­ში, მაგ­რამ თუ უფრო დიდი ზო­მაა, მისი გას­კდო­მის ალ­ბა­თო­ბა დი­დია და ამი­ტომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს მუც­ლის აორ­ტის 13 სმ-იანი დი­ა­მერ­ტის ანევ­რიზ­მა ჰქონ­და. ეს თით­ქმით მთე­ლი მუც­ლის ღრუა.

- უფრო ხში­რად რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა?

- ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს ეს და­ა­ვა­დე­ბა არ ემარ­თე­ბა. მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცებ­ში, ვიდ­რე ქა­ლებ­ში. შე­ფარ­დე­ბა 1/10-ზეა. მისი სა­შუ­ა­ლო ასა­კია 65 წელი. 55 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ყვე­ლა მა­მა­კაც­მა უნდა გა­ი­კე­თოს ექოს­კო­პია და შე­ა­მოწ­მოს, ხომ არ არის ამ და­ა­ვა­დე­ბის რიკს-ჯგუფ­ში. რისკ-ჯგუ­ფებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან, ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კა­ში აქვს, ასე­ვე მწე­ვე­ლე­ბი, ვი­საც ათე­როსკლე­რო­ზი აქვს.

- რა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, ათე­როსკლე­რო­ზის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის გა­ა­კე­თოს?

- ათე­როსკლე­რო­ზის პრე­ვენ­ცია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია. წნე­ვის კონ­ტრო­ლი, სი­გა­რე­ტის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ჯან­სა­ღი კვე­ბა. ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს ბოსტნე­უ­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. ნაკ­ლე­ბად უნდა მი­ი­ღოს ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი, კვერ­ცხი, ღო­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცი შემ­წვა­რი და ა.შ. ხან­ში­შე­სულ­მა ადა­მი­ან­მა წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ორ­ჯერ უნდა ჩა­ი­ტა­როს სკრი­ნინ­გი (მუც­ლის ღრუს ექოს­კო­პია). ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თუ ათე­როსკლე­რო­ზი გა­მოჩ­ნდა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე გა­და­ვი­დეთ და შე­ვა­ჩე­როთ მისი გან­ვი­თა­რე­ბა. ათე­როსკლე­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, შე­ჩე­რე­ბა - შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- ანევ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი რა არის? თუ არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს?

- მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა. წი­ნას­წარ რომ პრე­ვენ­ცია გა­ა­კე­თო მა­ინ­ცდა­მა­ინც ანევ­რიზ­მა­ზე, არ არ­სე­ბობს ჩვენ ათე­როსკლე­როზს უნდა ვებ­რძო­ლოთ.

- ცნო­ბი­ლია, რომ 70 % ანევ­რიზ­მა სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, 30 %-ის შემ­თხვე­ვა­ში კი აქვს სიმპტო­მე­ბი, რა სიმპტო­მე­ბი აქვს?

- თუ აქვს ადა­მი­ანს მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მა, როცა მუ­ცელ­ზე ხელს და­ი­დებს, უნდა იგ­რძნოს, რომ მუ­ცე­ლი ფეთ­ქვას. ეს იმის ბრა­ლია, რომ სის­ხლძარ­ღვი გა­ბე­რი­ლია. ასე­ვე, მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა და ტკი­ვი­ლი აქვს წე­ლის არე­ში.

- რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­კეთ­დეს ოპე­რა­ცია?

- თუ სის­ხლძარ­ღვი 5 სმ-ს გა­დას­ცდა, სა­ჭი­როა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. მინ­და და­ვამ­შვი­დო მკი­თხვე­ლი, თუ ოცი წლის წინ, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ იყო 10/12%, დღეს 1 -2 % არის დაყ­ვა­ნი­ლი. არის კი­დევ ე.წ. და­ხუ­რუ­ლი ოპე­რა­ცია, რაც გა­ნაკ­ვე­თის გა­რე­შე გვაძ­ლევს სტენ­დი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თუ შემ­თხვე­ვით მოხ­და და ანევ­რიზ­მა გა­უს­კდა ადა­მი­ანს, შე­საძ­ლოა, იმ წამს არ გარ­და­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ამ დროს წნე­ვა ვარ­დე­ბა და დრო­ის ფაქ­ტორს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გამსკდარ ანევ­რიზ­მა­ზე 38 %-ია პი­რა­დად ჩემს პრაქ­ტი­კა­ში, მაგ­რამ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ძა­ლი­ან დიდი - 65 % არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე

როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე

ანევრიზმა ყველაზე საშიში გულსისხლძარღვთა დაავადებაა, რომელიც ხშირად ფატალურად სრულდება. სხვადასხვა ტიპის ანევრიზმა არსებობს, თუმცა, ყველაზე გავრცელებული მუცლის აორტის ანევრიზმაა. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ვერაგი დაავადებისგან, ამის შესახებ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ანგიოქირურგი, პროფესორი კოტე ყიფიანი საუბრობს.

- ანევრიზმები, უმეტეს შემთხვევაში, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების გამო ჩნდება. მათ შორის ყველაზე ხშირი მუცლის აორტის ანევრიზმაა. პროცენტულად, მასზე ანევრიზმათა, დაახლოებით, 80% მოდის. ანევრიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სისხლძარღვთა კედლის ათეროსკლეროზული გადაგვარებაა. მაგალითად, თუ ჯანმრთელი აორტის დიამეტრი 2 სანტიმეტრია, 3 ან 4 სანტიმეტრის შემთხვევაში, საქმე უკვე ანევრიზმასთან გვაქვს. თუ ანევრიზმის დიამეტრი 5 სმ-მდეა, მას სჭირდება არაქირურგიული მკურნალობა და დაკვირვება დინამიკაში, მაგრამ თუ უფრო დიდი ზომაა, მისი გასკდომის ალბათობა დიდია და ამიტომ ქირურგიული ჩარევაა აუცილებელი. ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტს მუცლის აორტის 13 სმ-იანი დიამერტის ანევრიზმა ჰქონდა. ეს თითქმით მთელი მუცლის ღრუა.

- უფრო ხშირად რა ასაკში ვლინდება ეს დაავადება?

- ახალგაზრდა ადამიანს ეს დაავადება არ ემართება. მუცლის აორტის ანევრიზმა გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. შეფარდება 1/10-ზეა. მისი საშუალო ასაკია 65 წელი. 55 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა უნდა გაიკეთოს ექოსკოპია და შეამოწმოს, ხომ არ არის ამ დაავადების რიკს-ჯგუფში. რისკ-ჯგუფებში, პირველ რიგში, ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც ეს დაავადება გენეტიკაში აქვს, ასევე მწეველები, ვისაც ათეროსკლეროზი აქვს.

- რა შეიძლება ადამიანმა, ათეროსკლეროზის პრევენციისათვის გააკეთოს?

- ათეროსკლეროზის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესია. წნევის კონტროლი, სიგარეტის გარეშე ცხოვრება და რაც მთავარია, ჯანსაღი კვება. ადამიანმა უნდა მიიღოს ბოსტნეული დიდი რაოდენობით. ნაკლებად უნდა მიიღოს ქოლესტერინის შემცველი საკვები, კვერცხი, ღორისა და საქონლის ხორცი შემწვარი და ა.შ. ხანშიშესულმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი (მუცლის ღრუს ექოსკოპია). ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თუ ათეროსკლეროზი გამოჩნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდეთ და შევაჩეროთ მისი განვითარება. ათეროსკლეროზის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა, შეჩერება - შესაძლებელი.

- ანევრიზმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები რა არის? თუ არსებობს დაავადება, რომელიც მის განვითარებას უწყობს ხელს?

- მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს მოხმარება. წინასწარ რომ პრევენცია გააკეთო მაინცდამაინც ანევრიზმაზე, არ არსებობს ჩვენ ათეროსკლეროზს უნდა ვებრძოლოთ.

- ცნობილია, რომ 70 % ანევრიზმა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, 30 %-ის შემთხვევაში კი აქვს სიმპტომები, რა სიმპტომები აქვს?

- თუ აქვს ადამიანს მუცლის აორტის ანევრიზმა, როცა მუცელზე ხელს დაიდებს, უნდა იგრძნოს, რომ მუცელი ფეთქვას. ეს იმის ბრალია, რომ სისხლძარღვი გაბერილია. ასევე, მოსვენებულ მდგომარეობაში უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი აქვს წელის არეში.

- რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ოპერაცია?

- თუ სისხლძარღვი 5 სმ-ს გადასცდა, საჭიროა ქირურგიული ჩარევა. მინდა დავამშვიდო მკითხველი, თუ ოცი წლის წინ, სიკვდილიანობა ოპერაციის შემდეგ იყო 10/12%, დღეს 1 -2 % არის დაყვანილი. არის კიდევ ე.წ. დახურული ოპერაცია, რაც განაკვეთის გარეშე გვაძლევს სტენდირების საშუალებას. თუ შემთხვევით მოხდა და ანევრიზმა გაუსკდა ადამიანს, შესაძლოა, იმ წამს არ გარდაიცვალოს, მაგრამ ამ დროს წნევა ვარდება და დროის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. სიკვდილიანობა გამსკდარ ანევრიზმაზე 38 %-ია პირადად ჩემს პრაქტიკაში, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი - 65 % არის.