ავტორი:

vali.ge, რო­მე­ლიც სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის ჩა­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იქ­მნა, ჩაირთო

vali.ge, რო­მე­ლიც სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის ჩა­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იქ­მნა, ჩაირთო

სპეციალური საიტი - vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, ჩაირთო. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პირველი ორი დღის განმავლობაში საიტზე ჩაეშვება „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ბაზები.

„მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ ე.წ. შავი სიიდან. დღეს, 18:00 საათზე ჩაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი შეძლებს დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ კერძო ორგანიზაციაზე, კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები. მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. ინფორმაცია არის ძალიან მასშტაბური და ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. 15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების ამოღება მოხდება ე.წ. შავი სიიდან და ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე“, - განაცხადა ბახტაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ