საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ამინდი იქნება საქართველოში ზამთარში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ვრცელი პროგნოზი
როგორი ამინდი იქნება საქართველოში ზამთარში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ვრცელი პროგნოზი

ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს ან ნორ­მა­ზე 1-2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპერ­ტე­ბის კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზის ფო­რუმ­ზე (SEECOF-20) მომ­ზად­და 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის სე­ზო­ნის ამინ­დის პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ეყ­რდნო­ბა გლო­ბა­ლურ და ხმელ­თა­შუა ზღვის და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნე­ბის დი­ნა­მი­კურ და სტა­ტის­ტი­კურ მო­დე­ლებს.

„ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებს. აღ­ნი­შუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია: ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს ან ნორ­მა­ზე 1-2 გრა­დუს C-ით მა­ღა­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზამ­თრის სე­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე +5, +7გრა­დუსს; მთა­ში 0, +2 გრა­დუსს; მა­ღალ მთა­ში -4, -2 გრა­დუსს; აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 0, +2 გრა­დუსს; მთა­ში -2, 0 გრა­დუსს; მა­ღალ მთა­ში -5, -3 გრა­დუსს შე­ად­გენს“, – აცხა­დე­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია გა­ნე­კუთ­ვნე­ბა მე-2 ზო­ნას, რომ­ლის თა­ნახ­მად ზამ­თრის სე­ზონ­ში ნორ­მა­ზე მეტი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ალ­ბა­თო­ბა 50%-ს შე­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზამ­თრის სე­ზო­ნის ნა­ლე­ქე­ბის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე 500-700 მმ, მთა­ში 300-450 მმ, მა­ღალ მთა­ში 200-400 მმ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 70-120 მმ, მთა­ში 80-150 მმ, მა­ღალ მთა­ში 70-150 მმ-ს შე­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ზამთარში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ვრცელი პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ზამთარში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ვრცელი პროგნოზი

ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-20) მომზადდა 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი, რომელიც ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

„ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშულის გათვალისწინებით, მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია: ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 გრადუს C-ით მაღალი.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7გრადუსს; მთაში 0, +2 გრადუსს; მაღალ მთაში -4, -2 გრადუსს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2 გრადუსს; მთაში -2, 0 გრადუსს; მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, საქართველოს ტერიტორია განეკუთვნება მე-2 ზონას, რომლის თანახმად ზამთრის სეზონში ნორმაზე მეტი ნალექების რაოდენობის ალბათობა 50%-ს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ-ს შეადგენს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ