პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭების პირველ სქესობრივ გამოცდილებას ბორდელში მამები აფინანსებენ - რა წერია ქართველ მშობლებზე UNICEF-ის კვლევაში
ბიჭების პირველ სქესობრივ გამოცდილებას ბორდელში მამები აფინანსებენ - რა წერია ქართველ მშობლებზე UNICEF-ის კვლევაში

სა­ქარ­თვე­ლო­ში სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა ბი­ჭე­ბის­თვის მა­მის საქ­მედ აღიქ­მე­ბა, ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია UNICEF-ის კვლე­ვა­ში სა­ხელ­წო­დე­ბით „მო­ზარ­დთა მშობ­ლო­ბა“.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ცოტა მშო­ბე­ლია მზად, მის­ცეს შვილს სა­შუ­ა­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ, სექ­სუ­ა­ლუ­რად აქ­ტი­ურ ზრდას­რუ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და ხელი შე­უ­წყოს მას სექ­სუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ესა­უბ­როს და რჩე­ვე­ბი მის­ცეს შვილს სექსზე, სექ­სუ­ა­ლო­ბა­ზე, ფი­ზი­კურ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რისკ-ფაქ­ტო­რებ­სა და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კი­თხებ­ზე.

„ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მშობ­ლე­ბი თავს იკა­ვე­ბენ ესა­უბ­რონ შვი­ლებს სექ­სუ­ა­ლო­ბა­ზე, არის მათი შიში, რომ მცი­რე ასა­კის ბავ­შვე­ბი­სათ­ვის მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მათ ნა­ად­რე­ვი სექ­სის მი­მართ ინ­ტე­რესს და სურ­ვილს აღუძ­რავს. მო­ზარ­დო­ბის ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში მყო­ფი მო­ზარ­დე­ბის თქმით, ისი­ნი უხერ­ხუ­ლო­ბას გა­ნიც­დი­ან და თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ მშობ­ლებ­თან სექ­სუ­ა­ლო­ბის გარ­შე­მო არ­სე­ბულ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რი­სას, ამი­ტომ, ამ თე­მა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­ძი­ებ­ლად, ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ ინ­ტერ­ნეტს მი­მარ­თონ.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი სქე­სობ­რივ მომ­წი­ფე­ბა­სა და სხე­უ­ლის ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ზარდ გო­გო­ნებს დე­დებ­მა უნდა გა­უ­ზი­ა­რონ. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­მამ გა­მო­ხა­ტა მზა­ო­ბა, ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე ესა­უბ­რა შვი­ლებ­თან, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა.

ზო­გა­დად, კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ჩანს, რომ სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა ბი­ჭე­ბის­თვის მა­მის საქ­მედ აღიქ­მე­ბა. თუმ­ცა, რო­დე­საც საქ­მე მო­ზარდ ბი­ჭებს ეხე­ბა, მა­მე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ გარ­კვე­ულ ასაკ­ში თა­ვი­ან­თი ბიჭი შვი­ლე­ბის ბი­ო­ლო­გი­ურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას, და­ამ­ყა­რონ სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და მე­ტიც, ღიად და ფი­ნან­სუ­რა­დაც კი უჭე­რენ მხარს ამ გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბას. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მშო­ბელ­მა გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ მათ შვი­ლე­ბის და­ცუ­ლი სექ­სის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­ი­ა­რა­ღე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რი­ათ,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში.

ამას­თან, UNICEF-ის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, მი­ღე­ბუ­ლია, რომ გვი­ა­ნი მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­სულ­მა ბი­ჭებ­მა პირ­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ბორ­დელს უნდა მი­მარ­თონ.

„ასე­თი ტი­პის „ვო­ი­ა­ჟე­ბი“ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლია და თა­ვად მა­მე­ბიც კი აფი­ნან­სე­ბენ. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, მა­მე­ბი იშ­ვი­ა­თად თუ სა­უბ­რო­ბენ შვი­ლებ­თან სა­მო­მავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ, ან აწ­ვდი­ან რჩე­ვებს და­ცულ სექსთან და­კავ­ში­რე­ბით,“ - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

naTia
0

ვაი, თქვენ პატრონს, იმიტომ არ ყავდა სანდრიას 11 შვილი მაგისთანებს რომ არ ასწავლიდნენ? თუ კაცად იზრდება ყველაფერს მოახერხებს და თუ ჩუჩელად ყალიბდება არაფერიც არ ეშველება. მაგ შვილებს დედები ყავთ და მამები და ყველაფერს მოაგვარებენ, თქვენ სასმელი, საჭმელი, ხელფასები მიეცით იმდენი რამდენიც საჭიროა უბადრუკებო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ბიჭების პირველ სქესობრივ გამოცდილებას ბორდელში მამები აფინანსებენ - რა წერია ქართველ მშობლებზე UNICEF-ის კვლევაში

ბიჭების პირველ სქესობრივ გამოცდილებას ბორდელში მამები აფინანსებენ - რა წერია ქართველ მშობლებზე UNICEF-ის კვლევაში

საქართველოში სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება, ამის შესახებ ნათქვამია UNICEF-ის კვლევაში სახელწოდებით „მოზარდთა მშობლობა“.

კვლევის მიხედვით, ცოტა მშობელია მზად, მისცეს შვილს საშუალება დამოუკიდებელ, სექსუალურად აქტიურ ზრდასრულად ჩამოყალიბდეს და ხელი შეუწყოს მას სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, ესაუბროს და რჩევები მისცეს შვილს სექსზე, სექსუალობაზე, ფიზიკურ ცვლილებებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რისკ-ფაქტორებსა და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

„ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მშობლები თავს იკავებენ ესაუბრონ შვილებს სექსუალობაზე, არის მათი შიში, რომ მცირე ასაკის ბავშვებისათვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება მათ ნაადრევი სექსის მიმართ ინტერესს და სურვილს აღუძრავს. მოზარდობის ადრეულ პერიოდში მყოფი მოზარდების თქმით, ისინი უხერხულობას განიცდიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ მშობლებთან სექსუალობის გარშემო არსებულ საკითხებზე საუბრისას, ამიტომ, ამ თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად, ამჯობინებენ ინტერნეტს მიმართონ.

კვლევის შედეგების მიხედვით, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი სქესობრივ მომწიფებასა და სხეულის ცვლილებებთან დაკავშირებით, მოზარდ გოგონებს დედებმა უნდა გაუზიარონ. მხოლოდ რამდენიმე მამამ გამოხატა მზაობა, ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა შვილებთან, განურჩევლად სქესისა.

ზოგადად, კვლევის შედეგების მიხედვით, ჩანს, რომ სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება. თუმცა, როდესაც საქმე მოზარდ ბიჭებს ეხება, მამები აცნობიერებენ გარკვეულ ასაკში თავიანთი ბიჭი შვილების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, დაამყარონ სქესობრივი კავშირი და მეტიც, ღიად და ფინანსურადაც კი უჭერენ მხარს ამ გამოცდილების მიღებას. მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მათ შვილების დაცული სექსისთვის საჭირო ინფორმაციით შეიარაღების პასუხისმგებლობა აკისრიათ,“ - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, UNICEF-ის ანგარიშის მიხედვით, მიღებულია, რომ გვიანი მოზარდობის პერიოდში შესულმა ბიჭებმა პირველი სქესობრივი გამოცდილების მისაღებად ბორდელს უნდა მიმართონ.

„ასეთი ტიპის „ვოიაჟები“ ზოგიერთ შემთხვევაში ინიცირებულია და თავად მამებიც კი აფინანსებენ. თუმცა, ამავე დროს, მამები იშვიათად თუ საუბრობენ შვილებთან სამომავლო გამოცდილების შესახებ, ან აწვდიან რჩევებს დაცულ სექსთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია კვლევაში.

"წნევა დავარდა, დამწვრობის სუნი იყო" - რა მოხდა კიევი-ბათუმის ავიარეისზე? - სოციალურ ქსელში თვითმფრინავის სალონში გადაღებული კადრები ვრცელდება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი

"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა