საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბიშვილი არ ითვალისწინებდა რჩევებს, მასთან მუშაობა რთული იყო" - მოშე კლუგჰაფტი საქართველოში მუშაობის შესახებ
"ზურაბიშვილი არ ითვალისწინებდა რჩევებს, მასთან მუშაობა რთული იყო" - მოშე კლუგჰაფტი საქართველოში მუშაობის შესახებ

ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი, რო­მე­ლიც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის­თვის ეხ­მა­რე­ბო­და, ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბი­სას ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან არ მო­უს­მე­ნია. პო­ლიტ­ტექ­ნო­ლოგ­მა ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის „მე­ცხრე არხთან“ ისა­უბ­რა, ინ­ტერ­ვი­უს sova.news ავ­რცე­ლებს.

კლუ­გ­ჰაფ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ "ვი­ღაც ებ­რა­ელ აფე­რისტს, მო­შეს მის­ცა მი­ლი­ონ ორა­სი ათას­ზე მეტი“.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა. არა­სო­დეს გა­მი­გია, რომ ვინ­მეს ჩემს წარ­მო­შო­ბა­ზე, ეროვ­ნე­ბა­სა და რე­ლი­გი­ა­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნა აქ­ცენ­ტი. ეს არ არის ლა­მა­ზი და სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა. მგო­ნია, რომ მან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბის­თვის, რომ­ლის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაც­ვა მო­მი­ჩი­ნეს - ასე­თი რა­მაც პირ­ვე­ლად შე­მემ­თხვა. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც გრძნობთ, რომ აგებთ, სახე უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. სა­ა­კაშ­ვი­ლი, ასე­ვე, ამ­ბობ­და, რომ მე არ მეს­მის ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის და ამი­ტომ წა­ვა­გებ­დით. ის ამ შემ­თხვე­ვა­შიც შეც­და,“ - ამ­ბობს კლუ­გ­ჰაფ­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო : ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი ალა­პა­რაკ­და, რა გა­ა­კე­თა მე­ო­რე ტურ­ში "ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის­თვის - "გან­ვა­ცხა­დე - უნდა გა­და­ვი­დეთ სა­პა­სუ­ხო თავ­დას­ხმა­ზე..."

პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი სა­უბ­რობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეც - სა­არ­ჩევ­ნო პლა­კა­ტებ­ზე მე­ო­რე ტუ­რის­თვის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბიც გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, რო­მე­ლიც, რო­გორც ირ­კვე­ვა, სწო­რედ მის­მა გუნ­დმა მი­ი­ღო.

„ჩვენ ჩა­მო­ვე­დით მე­ო­რე ტუ­რის­თვის და გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა აქ­ცენ­ტი არა მხო­ლოდ კან­დი­დატ­ზე, არა­მედ ძა­ლა­ზე, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტე­ბის უკან იდ­გნენ და მხარს უჭერ­დნენ მათ. ეს იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და­პი­რის­პი­რე­ბა. ამი­ტომ ბილ­ბორ­დე­ბის­თვის არა მხო­ლოდ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ, სა­დაც ის ლი­დე­რად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი, არა­მედ - მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის სუ­რა­თე­ბიც. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად იყ­რი­და კენ­ჭს, სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო­ჩე­ნა სა­ჭი­რო იყო, ისი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან და სა­კუ­თარ ელექ­ტო­რატ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წე­სია - არის კან­დი­და­ტი და არი­ან ისი­ნი, ვინც მას მხარს უჭე­რენ.

ასე­ვე, იყ­ვნენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც, ვინც იდ­გნენ ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტის, გრი­გოლ ვა­შა­ძის უკან. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მიგ­ვე­ტა­ნა გზავ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე - არ­ჩე­ვანს აკე­თებთ არა მხო­ლოდ ორ კან­დი­დატს, არა­მედ ორ იდე­ო­ლო­გი­ას და მმარ­თვე­ლო­ბის ორ წესს შო­რის,“ - აღ­ნიშ­ნავს კლუ­გ­ჰაფ­ტი.

პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი ყვე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე ქვეყ­ნის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, თუმ­ცა თბი­ლის­ში მა­ლე­ვე შე­ის­წავ­ლა ყვე­ლა­ფე­რი, რაც მუ­შა­ო­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და.

„სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზის შემ­დეგ აყა­ლი­ბებთ სწორ და­პი­რე­ბებს, რო­მე­ლიც ხალ­ხს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­კენ უბიძ­გებს, რო­მე­ლიც თქვენს კან­დი­დატს წა­ად­გე­ბა. ამას­თან, გზავ­ნი­ლებ­მა არ უნდა შე­ა­ში­ნოს ისი­ნი, ვინც ცალ­სა­ხად მხარს უჭე­რენ თქვენს კან­დი­დატს“ - ყვე­ბა სა­კუ­თა­რი მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ხებ მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად სწო­რი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თან­ხა - მი­ლი­ონ ორა­სი ათა­სი დო­ლა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პი­არ­კამ­პა­ნი­ის­თვის, კლუ­გ­ჰაფ­ტი პა­სუ­ხობს, რომ „დაე, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ფა­როს გან­სხვა­ვე­ბა“, თუმ­ცა რა თან­ხა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ის არ აკონ­კრე­ტებს.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­ვე­დი, პირ­ვე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ხმა­უ­რი იყო, მი­ტინ­გე­ბი... „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­სა­მარ­თით მძი­მე ბრალ­დე­ბებს ვის­მენ­დით. ავ­რცე­ლებ­დნენ პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც დრო­ნე­ბით იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. მქონ­და გან­ცდა, რომ ეს ყვე­ლა თავ­დას­ხმა მმარ­თველ პარ­ტი­ა­ზე ვი­ღა­ცას წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი და გათ­ვლი­ლი. ამი­ტომ გან­ვა­ცხა­დე - უნდა გა­და­ვი­დეთ სა­პა­სუ­ხო თავ­დას­ხმა­ზე და არ უნდა ვი­ყოთ თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში,“ - იხ­სე­ნებს კლუ­გ­ჰაფ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი უფრო ლი­დე­რია, ვიდ­რე - პო­ლი­ტი­კო­სი და მას­თან მუ­შა­ო­ბა მარ­ტი­ვი არ იყო.

„ის ლი­დე­რია, ამი­ტომ გა­უ­ჭირ­და კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საქ­მის ადა­მი­ა­ნია. იყო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ელჩი, მო­ვი­და, რომ ემუ­შა­ვა. ამი­ტომ, რო­დე­საც ვუ­თხა­რით, რომ სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გას­ვლა, ბავ­შვე­ბის­თვის ლო­ყა­ზე კოც­ნა, ის ამით დი­დად არ და­ინ­ტე­რეს­და და რჩე­ვე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ ცდი­ლობს გა­ა­კე­თოს ის, რა­საც აკე­თე­ბენ სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს. ამ კუ­თხით - ის არის კან­დი­და­ტი, ვის­თან მუ­შა­ო­ბაც რთუ­ლია.

კამ­პა­ნი­ის დროს მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა შეხ­ვედ­რა ხალ­ხთან, ახალ­გაზ­რდო­ბას­თან. მის­ვლა იქ, სა­დაც სხვა დროს არ და­დი­ხართ. მან ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი თქვა. გა­და­წყვი­ტა, რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი, რო­გო­რიც იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. მე ვუ­თხა­რი - „გა­სა­გე­ბია, რომ არ მოგ­წონთ თა­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა, მხო­ლოდ ერთ რა­მეს გთხოვთ - ისე მო­ი­ქე­ცით, თით­ქოს უკვე პრე­ზი­დენ­ტი ხართ“. მან ჩემი რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და მგო­ნია, რომ სწო­რედ ამან იმუ­შა­ვა მის სა­სარ­გებ­ლოდ,“ - გა­ნა­ცხა­და ინ­ტერ­ვი­უ­ში კლუ­გ­ჰაფტ­მა.

ავტორი:

"ზურაბიშვილი არ ითვალისწინებდა რჩევებს, მასთან მუშაობა რთული იყო" - მოშე კლუგჰაფტი საქართველოში მუშაობის შესახებ

"ზურაბიშვილი არ ითვალისწინებდა რჩევებს, მასთან მუშაობა რთული იყო" - მოშე კლუგჰაფტი საქართველოში მუშაობის შესახებ

ისრაელელი პოლიტტექნოლოგი მოშე კლუგჰაფტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურისთვის ეხმარებოდა, ამბობს, რომ საქართველოს გარდა არცერთ ქვეყანაში მუშაობისას ანტისემიტური განცხადებები პოლიტიკოსებისგან არ მოუსმენია. პოლიტტექნოლოგმა ამის შესახებ ისრაელის „მეცხრე არხთან“ ისაუბრა, ინტერვიუს sova.news ავრცელებს.

კლუგჰაფტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ "ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი“.

„ბოლო პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომიწია მუშაობა. არასოდეს გამიგია, რომ ვინმეს ჩემს წარმოშობაზე, ეროვნებასა და რელიგიაზე გაეკეთებინა აქცენტი. ეს არ არის ლამაზი და სრულიად უადგილოა. მგონია, რომ მან ბოდიში მოიხადა საკუთარი სიტყვებისთვის, რომლის გამოც საქართველოში დაცვა მომიჩინეს - ასეთი რამაც პირველად შემემთხვა. მაშინაც კი, როდესაც გრძნობთ, რომ აგებთ, სახე უნდა შეინარჩუნოთ. სააკაშვილი, ასევე, ამბობდა, რომ მე არ მესმის ქართული მენტალიტეტის და ამიტომ წავაგებდით. ის ამ შემთხვევაშიც შეცდა,“ - ამბობს კლუგჰაფტი ინტერვიუში.

ნახეთ ვიდეო : ისრაელელი პოლიტტექნოლოგი ალაპარაკდა, რა გააკეთა მეორე ტურში "ოცნების" გამარჯვებისთვის - "განვაცხადე - უნდა გადავიდეთ საპასუხო თავდასხმაზე..."

პოლიტტექნოლოგი საუბრობს გადაწყვეტილებაზეც - საარჩევნო პლაკატებზე მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის გარდა მმართველი პარტიის ლიდერებიც გამოჩენილიყვნენ, რომელიც, როგორც ირკვევა, სწორედ მისმა გუნდმა მიიღო.

„ჩვენ ჩამოვედით მეორე ტურისთვის და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა აქცენტი არა მხოლოდ კანდიდატზე, არამედ ძალაზე, რომელიც კანდიდატების უკან იდგნენ და მხარს უჭერდნენ მათ. ეს იყო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება. ამიტომ ბილბორდებისთვის არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ფოტოები გამოვიყენეთ, სადაც ის ლიდერად არის წარმოჩენილი, არამედ - მმართველი პარტიის ლიდერების სურათებიც. იმის მიუხედავად, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს, სხვა პოლიტიკოსების გამოჩენა საჭირო იყო, ისინი პოპულარულები არიან და საკუთარ ელექტორატთან აქტიურად მუშაობდნენ. წინასაარჩევნო კამპანიის წესია - არის კანდიდატი და არიან ისინი, ვინც მას მხარს უჭერენ.

ასევე, იყვნენ სხვა ადამიანებიც, ვინც იდგნენ ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის უკან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მიგვეტანა გზავნილი მოსახლეობამდე - არჩევანს აკეთებთ არა მხოლოდ ორ კანდიდატს, არამედ ორ იდეოლოგიას და მმართველობის ორ წესს შორის,“ - აღნიშნავს კლუგჰაფტი.

პოლიტტექნოლოგი ყვება, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ქვეყნის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა თბილისში მალევე შეისწავლა ყველაფერი, რაც მუშაობისთვის სჭირდებოდა.

„სიღრმისეული ანალიზის შემდეგ აყალიბებთ სწორ დაპირებებს, რომელიც ხალხს იმ გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს, რომელიც თქვენს კანდიდატს წაადგება. ამასთან, გზავნილებმა არ უნდა შეაშინოს ისინი, ვინც ცალსახად მხარს უჭერენ თქვენს კანდიდატს“ - ყვება საკუთარი მიდგომების შესახებ მოშე კლუგჰაფტი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორი იყო სააკაშვილის მიერ დასახელებული თანხა - მილიონ ორასი ათასი დოლარი საქართველოში ჩატარებული პიარკამპანიისთვის, კლუგჰაფტი პასუხობს, რომ „დაე, სააკაშვილმა დაფაროს განსხვავება“, თუმცა რა თანხა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებამ, ის არ აკონკრეტებს.

„საქართველოში რომ ჩავედი, პირველი დღეების განმავლობაში ქვეყანაში ხმაური იყო, მიტინგები... „ქართული ოცნების“ მისამართით მძიმე ბრალდებებს ვისმენდით. ავრცელებდნენ პარტიის ლიდერების უძრავი ქონების ფოტოებს, რომელიც დრონებით იყო გადაღებული. მქონდა განცდა, რომ ეს ყველა თავდასხმა მმართველ პარტიაზე ვიღაცას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და გათვლილი. ამიტომ განვაცხადე - უნდა გადავიდეთ საპასუხო თავდასხმაზე და არ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში,“ - იხსენებს კლუგჰაფტი.

რაც შეეხება თავად სალომე ზურაბიშვილს, ისრაელელი პოლიტტექნოლოგის შეფასებით, არჩეული პრეზიდენტი უფრო ლიდერია, ვიდრე - პოლიტიკოსი და მასთან მუშაობა მარტივი არ იყო.

„ის ლიდერია, ამიტომ გაუჭირდა კამპანიის ჩატარება. ზურაბიშვილი საქმის ადამიანია. იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ელჩი, მოვიდა, რომ ემუშავა. ამიტომ, როდესაც ვუთხარით, რომ საჭიროა საზოგადოებაში გასვლა, ბავშვებისთვის ლოყაზე კოცნა, ის ამით დიდად არ დაინტერესდა და რჩევები არ გაითვალისწინა. ზურაბიშვილი არ ცდილობს გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ სხვა პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ამ კუთხით - ის არის კანდიდატი, ვისთან მუშაობაც რთულია.

კამპანიის დროს მიღებული პრაქტიკაა შეხვედრა ხალხთან, ახალგაზრდობასთან. მისვლა იქ, სადაც სხვა დროს არ დადიხართ. მან ამ ყველაფერზე უარი თქვა. გადაწყვიტა, რომ უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც იქნება არჩევნების შემდეგ. მე ვუთხარი - „გასაგებია, რომ არ მოგწონთ თავის მოჩვენება, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ - ისე მოიქეცით, თითქოს უკვე პრეზიდენტი ხართ“. მან ჩემი რჩევა გაითვალისწინა და მგონია, რომ სწორედ ამან იმუშავა მის სასარგებლოდ,“ - განაცხადა ინტერვიუში კლუგჰაფტმა.