სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანკისს პატრონი არ ჰყავს!" - რას ყვება ქისტი ისტორიკოსი გამსახურდია-შევარდნაძესთან ურთიერთობაზე და ხეობის პრობლემებზე
"პანკისს პატრონი არ ჰყავს!" - რას ყვება ქისტი ისტორიკოსი გამსახურდია-შევარდნაძესთან ურთიერთობაზე და ხეობის პრობლემებზე

პან­კი­სის ხე­ო­ბა ყო­ველ­თვის თუ არა, ბოლო წლე­ბია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ მას ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო ბო­ლომ­დე ვერ აკონ­ტრო­ლებს...

წლე­ბის შემ­დეგ, პან­კი­სის ხე­ო­ბის მკვიდ­რი, 74 წლის ის­ტო­რი­კო­სი ელ­დარ ბორ­ჩაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პან­კის­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში ჯერ კი­დევ 80-იანი წლე­ბი­დან არის ჩარ­თუ­ლი, დუ­მილს არ­ღვევს და ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ ძველ და ახალ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს...

- სო­ფელ დუ­ის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჩემი თხოვ­ნით, თე­ლა­ვის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მა­ნა­წი­ლეს... 1980-იან წლე­ბის ბო­ლოს, იმა­ვე სას­წავ­ლე­ბელ­ში მას­წავ­ლებ­ლად, დო­ცენ­ტად და პრო­ფეს­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი. მალე პრო­რექ­ტო­რის ვა­კან­სია გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მა­შინ­დე­ლი წე­სის თა­ნახ­მად, ამ პოსტზე მო­სახ­ვედ­რად მსურ­ველს კენ­ჭი უნდა ეყა­რა.

რად­გან ქის­ტი ვი­ყა­ვი, პრობ­ლე­მე­ბი შემ­ხვდა, რის გა­მოც, "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­თან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან გა­დავ­წყვი­ტე შეხ­ვედ­რა. სხვა­ნურ კოშკში, მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შემ­ხვდნენ, შემ­დეგ კი, თა­ვად გამ­სა­ხურ­დი­აც ვნა­ხე და მისი პი­რა­დი ჩა­რე­ვით, პრო­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამირ­ჩი­ეს... იმ პე­რი­ოდ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბედი გა­და­წყვე­ტი­ლი იყო. რეს­პუბ­ლი­კე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ... მე მთე­ლი სა­ნა­თე­საო და სა­ახ­ლობ­ლო ჩეჩ­ნეთ­ში მყავ­და (ახ­ლაც მყავს, მაგ­რამ ვი­ზე­ბის გამო მათ ნახ­ვას ვერ ვა­ხერ­ხებ) და ზვი­ა­დის და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩეჩ­ნეთს შო­რის კავ­ში­რე­ბი, სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა მე­ვა­ლე­ბო­და.

- "ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში" იყა­ვით ჩარ­თუ­ლი?

- არა, მე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ქის­ტი ვარ. ეს ჩემი სამ­შობ­ლოა და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ჩემი რე­სურ­სი ბო­ლომ­დე და­მე­ხარ­ჯა. ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის წლებ­ში კი არა, გა­ნათ­ლე­ბა ქის­ტებ­ში ახ­ლაც არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რა­შიც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვა­და­ნა­შა­უ­ლებ... ამა­სო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ავირ­ჩი­ეთ. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვამ­დე, რამ­დენ­ჯერ­მე მო­მი­წია გროზ­ნო­ში, ჯო­ხარ დუ­და­ევ­თან შეხ­ვედ­რა. ბევრ თე­მას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ერთ-ერთი, აფხა­ზე­თის სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩე­ჩე­ნი ბო­ე­ვი­კე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო.

ზვი­ა­დი ჯო­ხარს სთხოვ­და ჩეჩ­ნე­ბი სა­ომ­რად არ წა­სუ­ლიყ­ვნენ... ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნას გა­დავ­ცემ­დი, თა­ვად დუ­და­ე­ვი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის­თვის მო­მი­წია იმის ახ­სნა, აფხა­ზე­თი ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აა-მეთ­ქი. აფხა­ზე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ჩვენ, თქვენს ძმებს, მუს­ლიმ აფხა­ზებს ქარ­თვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი გვა­ვიწ­რო­ე­ბე­ნო... ამა­ში, ჩარ­თუ­ლი იყო რუ­სე­თიც.

ჯერ კი­დევ 1989 წელს, "სრუ­ლი­ად ჩე­ჩენ­თა მსოფ­ლიო ყრი­ლო­ბა" გა­ი­მარ­თა და პან­კი­სი­დან მე წა­ვე­დი, აფხაზ სე­პა­რა­ტის­ტთა მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი კონ­სტან­ტი­ნე ოზ­გა­ნი, სერ­გეი შამ­ბა, ასე­ვე, ჩეჩ­ნე­თის "ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ზე­ლიმ­ხან იან­დარ­ბი­ე­ვი და სხვე­ბი დამ­ხვდნენ... ეს მათი ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლუ­რი ყრი­ლო­ბა იყო, სა­დაც აფხა­ზე­ბი თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ტით იყ­ვნენ მო­სუ­ლი - იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა უნ­დო­დათ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეკო­ნო­მი­კაც გვექ­ნე­ბაო... იან­დარ­ბი­ევს ავუხ­სე­ნი - აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აა-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გაჭ­რა. ამის შემ­დეგ, პი­რა­დად დუ­და­ევს შევ­ხვდი და აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მი­წაა-მეთ­ქი. ის მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი...

შემ­დეგ­ში, 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო, ჯო­ჰა­რი უკვე ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი პირი იყო. მან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნის­ტრი, მუსა თე­მი­შე­ვი აფხა­ზეთ­ში გაგ­ზავ­ნა და იქ მყო­ფი 200-მდე ჩე­ჩე­ნი ბო­ე­ვი­კი გა­მო­იყ­ვა­ნა. თუმ­ცა, შემ­დეგ, რო­დე­საც გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ამ­ხეს, სი­ტუ­ა­ცია მალე ჩეჩ­ნეთ­შიც შე­იც­ვა­ლა და აფხა­ზეთ­ში ჩე­ჩე­ნი ბო­ე­ვი­კე­ბი მა­ინც ჩა­ვიდ­ნენ... იმ წლებ­ში მა­შინ­დელ­მა ქარ­თველ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ახ­ლაც გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რე­ბი არი­ან, მთხო­ვეს, ჩე­ჩე­ნი მე­ომ­რე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნე აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს იბ­რძო­ლო­ნო. უარი ვუ­თხა­რი. ეს არ იყო ჩემი საქ­მე...

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და ჯო­ჰარ დუ­და­ე­ვი

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის შემ­დეგ, თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი პრო­რექ­ტო­რად არ­ჩე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ, ჩემს ად­გილს, ად­გი­ლობ­რივ ქისტს, გვა­რად გუ­მაშ­ვილს შეჰ­პირ­დნენ. ამის­თვის კი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი უნდა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. 1992 წლის მა­ის­ში, სას­წავ­ლე­ბელ­ში თბი­ლი­სი­დან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჩა­მო­ვი­და. დე­რე­ფან­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი შევ­ნიშ­ნე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში უკვე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე იყო... ამ­ბობ­დნენ, ჩეჩ­ნე­თი­დან პან­კი­სის, ბორ­ბა­ლოს გზით, დუ­და­ე­ვის დახ­მა­რე­ბით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, ია­რა­ღი­თა და ტექ­ნი­კით აპი­რებს შე­მოს­ვლას; პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სამ­ხედ­რო შტა­ბია გახ­სნი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლიო... არა­და, შტა­ბი კი არა, ჩეჩ­ნე­თის სა­ზღვრის­კენ ისე­თი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კე­ბია, ცხე­ნით თუ შე­მო­ვა ადა­მი­ა­ნი. ეს იცოდ­ნენ, მაგ­რამ ასე სჭირ­დე­ბო­დათ. მა­შინ­დელ­მა პრე­ფექ­ტმა მე­რაბ ხი­და­შელ­მა დას­ძი­ნა, ბორ­ჩაშ­ვი­ლი პან­კი­სის ამ­ბებს არას­დროს მე­უბ­ნე­ბა, - გუ­მაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბი­თო...

- და­ჭე­რას გი­პი­რებ­დნენ?

- დიახ... მე­ო­რე დი­ლით, ახ­მე­ტი­დან ახ­ლო­ბე­ლი მო­ვი­და, - მა­შინ­დე­ლი შს წარ­მო­მად­გე­ნელს გივი კვან­ტა­ლი­ანს და­სა­ჭერ­თა სი­ა­ში უწე­რი­ხართ და აქა­უ­რო­ბას გა­ე­რი­დე­თო. გა­დავ­წყვი­ტე კვან­ტა­ლი­ა­ნი მე­ნა­ხა და დე­ტა­ლუ­რად ვუ­ამ­ბე - სად, რა და­ვა­ლე­ბით ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი... ორი კვი­რის შემ­დეგ, თე­ლა­ვის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ზურა სი­მო­ნიშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და, ხვალ, დი­ლის 9 სა­ათ­ზე, პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან უნდა ვი­ყო­თო... მა­შინ მთავ­რო­ბა იმე­ლის შე­ნო­ბა­ში იყო, მე­სა­მე სარ­თულ­ზე. ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა კაი ხანს მი­ყუ­რა და შემ­დეგ მკი­თხა, - რო­გორ არი­ან ჩემი ქის­ტე­ბიო... მა­საც იგი­ვე ვუ­თხა­რი, რაც კვან­ტა­ლი­ანს.

შე­ვარ­დნა­ძეს ჯო­ხარ დუ­და­ევ­თან უნ­დო­და შეხ­ვედ­რა და დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზე - ეს სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რო­ბით დღის წეს­რიგ­ში არ დგას, თუმ­ცა, დად­გე­ბაო... პირ­და­პირ ვუ­თხა­რი - თქვენ და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ქარ­თვე­ლე­ბი ხართ, მე ქის­ტი ვარ და მხო­ლოდ შე­რი­გე­ბის საქ­მე­ში შე­მიძ­ლია თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, სხვას ნუ­რა­ფერს ელო­დე­ბით-მეთ­ქი... თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებს უთხრა, ნომ­რე­ბი მი­ე­ცით და და­ეხ­მა­რე­თო...

- დაგ­ჭირ­დათ მათი დახ­მა­რე­ბა?

- ისი­ნი მი­რე­კავ­დნენ, პან­კის­ში ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად და და­სამ­შვი­დებ­ლად... ყვე­ლა­ფერს დღე­საც ვერ ვი­ტყვი, თუმ­ცა, ჯო­ხარ დუ­და­ევ­თან ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბარ­ტე­რუ­ლად მო­წო­დე­ბის თემა მე მო­ვაგ­ვა­რე. იმ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო და ჯო­ხარ დუ­და­ე­ვი რო­გორ­ღაც და­ვი­ყო­ლიე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი, ბენ­ზი­ნი, დი­ზე­ლი - ბარ­ტე­რით მი­ე­წო­დე­ბი­ნა. მა­შინ, რო­დე­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იქ ჰყავ­და შე­ფა­რე­ბუ­ლი, ნავ­თობს გვაწ­ვდი­და.

- რის ფა­სად?

- ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის - ტან­საც­მლის, საკ­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ... იმავდრო­უ­ლად, შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უამ­რავ რა­მეს მთა­ვა­ზობ­და და მპირ­დე­ბო­და: მი­წის ნაკ­ვეთს, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის ან ქარ­ხნის გახ­სნას, ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას პან­კის­ში, თე­ლავ­ში, თბი­ლის­ში... უარს ვამ­ბობ­დი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს სა­მარ­თა­ვად გინ­დათ, არ გა­მო­ვა ჩემ­გან ბიზ­ნეს­მე­ნი-მეთ­ქი... სხვე­ბის მა­გა­ლით­ზე ვი­ცო­დი ასე იქ­ნე­ბო­და.

- დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ შეხ­ვდით ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას?

- ჩეჩ­ნეთ­ში, რო­გორც დუ­და­ევ­თან, ასე­ვე, ას­ლან მას­ხა­დოვ­თან და სხვა მა­შინ­დელ პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან მი­წევ­და შეხ­ვედ­რა... ერთხელ იქა­ურ ბა­ზარ­ში მისი მე­უღ­ლეც ვნა­ხე. ვი­ცო­დი, არ ულ­ხინ­დათ. ახ­ლო­ბე­ლიც მახ­ლდა და ორი­ვემ რაც თან­ხაც გვქონ­და, მი­ვე­ცით. დაც­ვა ჩა­ე­რია, თავი და­ა­ნე­ბე­თო. ესეც ვუ­ამ­ბე კვან­ტა­ლი­ანს. და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს-მეთ­ქი - სხვას მა­ინც ნუ ეტყვიო, გა­მაფრ­თხი­ლა. შე­ვარ­დნა­ძის კად­რი იყო, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, ში­ნა­გა­ნად მა­ინც ზვი­ადს უთა­ნაგ­რძნობ­და... შემ­დეგ, ისიც მო­ი­ცი­ლა შე­ვარ­დნა­ძემ და სხვე­ბიც. ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ქის­ტი ვი­ყა­ვი, ვინც ჩეჩ­ნე­თის ომის დროს ხე­ო­ბა­ში ლტოლ­ვი­ლე­ბის კომ­პაქ­ტურ ჩა­სახ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. ვუ­თხა­რი კი­დევ შე­ვარ­დნა­ძეს, - კა­ხე­თის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებ­ში არა­ერ­თი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­მო­სა­დე­გი შე­ნო­ბაა-მეთ­ქი...

1999 წელს, შე­ვარ­დნა­ძემ ჩე­ჩენ ბო­ე­ვი­კებ­ზე "გას­ვლა" და­მა­ვა­ლა. უარი ვუ­თხა­რი, რის გა­მოც, კი­დევ ერთხელ გა­და­ვურ­ჩი და­ჭე­რას... შე­მო­მით­ვა­ლა, - აღარ ხარ სა­ჭი­რო, პან­კის­ში სხვა მე­გობ­რე­ბიც მყავ­სო... ეს იყო ჩვე­ნი ბოლო კონ­ტაქ­ტი. მან უამ­რა­ვი ის ადა­მი­ა­ნი გა­წი­რა და ჩა­მო­ი­შო­რა, ვინც მის­თვის თავ­გა­და­დე­ბუ­ლი იყო.

- შემ­დგომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უც­დია თქვე­ნი კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა?

- კი, ოღონდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დით. თე­ლავ­თან ახ­ლოს, სო­ფელ ნა­სამ­ხრალ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი მქონ­და, რომ­ლის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად ადა­მი­ა­ნებს ვქი­რა­ობ­დი და ფულს ვუხ­დი­დი. 2005 წელს, ერ­თმა ჩემ­გან (გვარს არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, ოჯა­ხი ჰყავს) 1 000 დო­ლა­რი ისეს­ხა. შემ­დეგ შემ­ხვდა და სად მო­გი­ტა­ნოთ ფუ­ლიო, სა­დაც გინ­დათ-მეთ­ქი... სამ­სა­ხურ­ში მო­მი­ტა­ნა და სპეც­რაზ­მიც მოჰ­ყვა... ამიყ­ვა­ნეს - ქრთა­მის აღე­ბის მუხ­ლით და 3-თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს. ხან­და­ხან ვი­ღა­ცე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - ითა­ნამ­შრომ­ლე ჩვენ­თან, დღეს­ვე გა­გიშ­ვებთ და სამ­სა­ხურ­შიც და­გაბ­რუ­ნებ­თო...

ორ­თა­ჭა­ლის მე-5 საპრყო­ბი­ლე­ში ჩემი ად­ვო­კა­ტი მე­რაბ თა­ლაკ­ვა­ძე იყო. მისი სი­ტყვე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა - ვიცი თქვე­ნი ამა­გი ქარ­თვე­ლი, ქის­ტი და ჩე­ჩე­ნი ხალ­ხე­ბის წი­ნა­შე და ჩემი ხალ­ხის სა­ხე­ლით ბო­დიშს გიხ­დი­თო...

ცი­ხე­ში ლა­მის ყო­ველ­დღე ნიღ­ბი­ა­ნე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ. არ ვიცი, არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია-მეთ­ქი, ვპა­სუ­ხობ­დი - ჩვენ გას­წავ­ლი­თო. მა­გას მირ­ჩევ­ნია, აქვე კე­დელ­თან მი­მა­ყე­ნოთ და დამ­ხვრი­ტოთ-მეთ­ქი... ერთხე­ლაც, თქვე­ნი მე­უღ­ლე და შვი­ლია მო­სუ­ლიო, მი­თხრეს. არ ვიცი, რო­გორ და­ა­ში­ნეს, მაგ­რამ ორი­ვე მთხოვ­და - და­თან­ხმდი თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, თო­რემ აქე­დან ცო­ცხა­ლი ვერ გახ­ვა­ლო. ბი­ჭის­გან გა­მიკ­ვირ­და - რო­გორ მა­კად­რე-მეთ­ქი...

წი­ნას­წა­რი 3-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, თე­ლავ­ში ჩა­მიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ისევ უკან და­მაბ­რუ­ნეს... სა­კან­ში სამ­ნი შე­მო­ვიდ­ნენ, მათ­გან ერთი ვი­ცა­ნი, სა­კან­ში შე­მო­დი­ო­და და სა­ქო­ნე­ლი­ვით გვთვლი­და... შენ­მა მე­უღ­ლემ ბად­რაგს ფული მის­ცაო, ეცად­ნენ, ახლა ამ გზით ემუ­შა­ვათ ჩემ­ზე. შემ­დეგ, ისევ მო­თაფლვა და­მი­პი­რეს - ჩვე­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლე და სამ­სა­ხურ­შიც და­გაბ­რუ­ნებთ და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­თაც ისარ­გებ­ლე­ბო... ვუ­თხა­რი, - შე­გიძ­ლი­ათ აქვე მეს­რო­ლოთ-მეთ­ქი... ერთი სი­ტყვით, - გა­მიშ­ვეს, მაგ­რამ გი­რა­ოს სა­ხით 55 ათა­სი ლარი მი­ვუ­ტა­ნე...

- ახლა ხე­ო­ბა­ში მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ტრა­გე­დი­ის გამო, ვი­თა­რე­ბა ისევ და­ი­ძა­ბა...

- დიახ. ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია, რო­გორც ოჯა­ხის­თვის, ასე­ვე ხე­ო­ბის­თვის და მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვის. რო­დე­საც პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე შვილმკვდა­რი მა­მის გა­მოს­ვლა და მი­მარ­თვა, ვთქვი, რომ ეს კაცი ქარ­თულ-ქის­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ცო­ცხა­ლი ძეგლია, თა­ვი­სი მო­ზო­მი­ლი და თავ­და­ჭე­რი­ლი პო­ზი­ცი­ით-მეთ­ქი.

მე პა­ტივს ვცემ მას, რო­გორც შვილმკვდარ მა­მას, მისი შვი­ლის სულს, მაგ­რამ ხე­ო­ბა­ში ისე­თი ვი­თა­რე­ბაა - ვი­ღა­ცამ უნდა თქვას სი­მარ­თლე, პო­ლი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აყო­ლა ყვე­ლა­ფერს აფუ­ჭებს...

ფაქ­ტია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბას სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა მის­ცეს, მაგ­რამ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს პო­ლი­ტი­კო­სებ­თან დგო­მა არ ეკად­რე­ბა. 6 შვი­ლი მყავს და მათი და ჩემი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, სი­მარ­თლე ვთქვა - ახლა პან­კი­სის ხე­ო­ბას პატ­რო­ნი არ ჰყავს! ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბი სკო­ლებ­ში არ და­დი­ან. უმე­ტე­სო­ბა ვა­ჰა­ბიზ­მის იდე­ო­ლო­გი­ით არი­ან მო­წამ­ლუ­ლი. სა­დაც გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვია.

ამი­ტომ ვთხოვ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: სა­ნამ გვი­ა­ნი არ არის, მი­ხე­დეთ ხე­ო­ბას... გა­ნა­ვი­თა­რეთ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, ოღონდ სწო­რად აარ­ჩი­ეთ პერ­სო­ნე­ბი. იქ ახლა და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა და ერთი ასან­თის ღე­რიც კი საკ­მა­რი­სია, ცუდი ამ­ბე­ბის და­სა­წყე­ბად. მე ჩემი კალო უკვე გავ­ლე­წე, მაგ­რამ არ მინ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ ერთი კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყოს. ვთხოვ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გო­ნი­ე­რად იმოქ­მე­დოს და ნუ და­უშ­ვებს კი­დევ ერთ და­პი­რის­პი­რე­ბას...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"პანკისს პატრონი არ ჰყავს!" - რას ყვება ქისტი ისტორიკოსი გამსახურდია-შევარდნაძესთან ურთიერთობაზე და ხეობის პრობლემებზე

"პანკისს პატრონი არ ჰყავს!" - რას ყვება ქისტი ისტორიკოსი გამსახურდია-შევარდნაძესთან ურთიერთობაზე და ხეობის პრობლემებზე

პანკისის ხეობა ყოველთვის თუ არა, ბოლო წლებია ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ზოგი მიიჩნევს, რომ მას ქვეყნის ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზების გამო ბოლომდე ვერ აკონტროლებს...

წლების შემდეგ, პანკისის ხეობის მკვიდრი, 74 წლის ისტორიკოსი ელდარ ბორჩაშვილი, რომელიც პანკისში მიმდინარე პროცესებში ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან არის ჩართული, დუმილს არღვევს და ხეობაში არსებულ ძველ და ახალ პრობლემებზე საუბრობს...

- სოფელ დუისში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის დამთავრების შემდეგ, ჩემი თხოვნით, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამანაწილეს... 1980-იან წლების ბოლოს, იმავე სასწავლებელში მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად ვმუშაობდი. მალე პრორექტორის ვაკანსია გათავისუფლდა და მაშინდელი წესის თანახმად, ამ პოსტზე მოსახვედრად მსურველს კენჭი უნდა ეყარა.

რადგან ქისტი ვიყავი, პრობლემები შემხვდა, რის გამოც, "ეროვნული მოძრაობის" ლიდერთან ზვიად გამსახურდიასთან გადავწყვიტე შეხვედრა. სხვანურ კოშკში, მისი წარმომადგენლები შემხვდნენ, შემდეგ კი, თავად გამსახურდიაც ვნახე და მისი პირადი ჩარევით, პრორექტორის თანამდებობაზე ამირჩიეს... იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირის ბედი გადაწყვეტილი იყო. რესპუბლიკები დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ... მე მთელი სანათესაო და საახლობლო ჩეჩნეთში მყავდა (ახლაც მყავს, მაგრამ ვიზების გამო მათ ნახვას ვერ ვახერხებ) და ზვიადის დავალებით, საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის კავშირები, სახალხო დიპლომატია და ადამიანური ურთიერთობის მოგვარება მევალებოდა.

- "ეროვნულ მოძრაობაში" იყავით ჩართული?

- არა, მე საქართველოს მოქალაქე ქისტი ვარ. ეს ჩემი სამშობლოა და ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი რესურსი ბოლომდე დამეხარჯა. ჩემი ახალგაზრდობის წლებში კი არა, განათლება ქისტებში ახლაც არ არის მაინცდამაინც პრიორიტეტული, რაშიც ახლა ხელისუფლებას ვადანაშაულებ... ამასობაში, საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ხელისუფლებაც ავირჩიეთ. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევამდე, რამდენჯერმე მომიწია გროზნოში, ჯოხარ დუდაევთან შეხვედრა. ბევრ თემას განიხილავდნენ, ერთ-ერთი, აფხაზეთის საომარ მოქმედებებში ჩეჩენი ბოევიკების მონაწილეობა იყო.

ზვიადი ჯოხარს სთხოვდა ჩეჩნები საომრად არ წასულიყვნენ... ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის თხოვნას გადავცემდი, თავად დუდაევისა და მისი გარემოცვისთვის მომიწია იმის ახსნა, აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაა-მეთქი. აფხაზები ეუბნებოდნენ, ჩვენ, თქვენს ძმებს, მუსლიმ აფხაზებს ქართველი ქრისტიანები გვავიწროებენო... ამაში, ჩართული იყო რუსეთიც.

ჯერ კიდევ 1989 წელს, "სრულიად ჩეჩენთა მსოფლიო ყრილობა" გაიმართა და პანკისიდან მე წავედი, აფხაზ სეპარატისტთა მაშინდელი ლიდერი კონსტანტინე ოზგანი, სერგეი შამბა, ასევე, ჩეჩნეთის "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ხელმძღვანელი ზელიმხან იანდარბიევი და სხვები დამხვდნენ... ეს მათი ერთიანობის სიმბოლური ყრილობა იყო, სადაც აფხაზები თავიანთი პროდუქტით იყვნენ მოსული - იმის დემონსტრირება უნდოდათ, დამოუკიდებლობის შემთხვევაში ეკონომიკაც გვექნებაო... იანდარბიევს ავუხსენი - აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა-მეთქი, მაგრამ არ გაჭრა. ამის შემდეგ, პირადად დუდაევს შევხვდი და აფხაზეთი საქართველოს მიწაა-მეთქი. ის მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტი...

შემდეგში, 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, ჯოჰარი უკვე ჩეჩნეთის პირველი პირი იყო. მან ინფორმაციის მინისტრი, მუსა თემიშევი აფხაზეთში გაგზავნა და იქ მყოფი 200-მდე ჩეჩენი ბოევიკი გამოიყვანა. თუმცა, შემდეგ, როდესაც გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს, სიტუაცია მალე ჩეჩნეთშიც შეიცვალა და აფხაზეთში ჩეჩენი ბოევიკები მაინც ჩავიდნენ... იმ წლებში მაშინდელმა ქართველმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ახლაც გავლენიანი ფიგურები არიან, მთხოვეს, ჩეჩენი მეომრები შემოიყვანე აფხაზეთში ქართველების მხარეს იბრძოლონო. უარი ვუთხარი. ეს არ იყო ჩემი საქმე...

ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, თელავის უნივერსიტეტის ის თანამშრომლები, რომლებიც ჩემი პრორექტორად არჩევის წინააღმდეგი იყვნენ, ჩემს ადგილს, ადგილობრივ ქისტს, გვარად გუმაშვილს შეჰპირდნენ. ამისთვის კი წინაპირობები უნდა მოემზადებინათ. 1992 წლის მაისში, სასწავლებელში თბილისიდან წარმომადგენლობა ჩამოვიდა. დერეფანში შეიარაღებული პირები შევნიშნე. ხელისუფლების სათავეში უკვე ედუარდ შევარდნაძე იყო... ამბობდნენ, ჩეჩნეთიდან პანკისის, ბორბალოს გზით, დუდაევის დახმარებით, ზვიად გამსახურდია, იარაღითა და ტექნიკით აპირებს შემოსვლას; პანკისის ხეობაში სამხედრო შტაბია გახსნილი და ადგილობრივები არიან ჩართულიო... არადა, შტაბი კი არა, ჩეჩნეთის საზღვრისკენ ისეთი საცალფეხო ბილიკებია, ცხენით თუ შემოვა ადამიანი. ეს იცოდნენ, მაგრამ ასე სჭირდებოდათ. მაშინდელმა პრეფექტმა მერაბ ხიდაშელმა დასძინა, ბორჩაშვილი პანკისის ამბებს არასდროს მეუბნება, - გუმაშვილისგან განსხვავებითო...

- დაჭერას გიპირებდნენ?

- დიახ... მეორე დილით, ახმეტიდან ახლობელი მოვიდა, - მაშინდელი შს წარმომადგენელს გივი კვანტალიანს დასაჭერთა სიაში უწერიხართ და აქაურობას გაერიდეთო. გადავწყვიტე კვანტალიანი მენახა და დეტალურად ვუამბე - სად, რა დავალებით ვიყავი წასული... ორი კვირის შემდეგ, თელავის მილიციის უფროსი ზურა სიმონიშვილი დამიკავშირდა, ხვალ, დილის 9 საათზე, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან უნდა ვიყოთო... მაშინ მთავრობა იმელის შენობაში იყო, მესამე სართულზე. ექსპრეზიდენტმა კაი ხანს მიყურა და შემდეგ მკითხა, - როგორ არიან ჩემი ქისტებიო... მასაც იგივე ვუთხარი, რაც კვანტალიანს.

შევარდნაძეს ჯოხარ დუდაევთან უნდოდა შეხვედრა და დახმარება შევთავაზე - ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, დადგებაო... პირდაპირ ვუთხარი - თქვენ და ზვიად გამსახურდია ქართველები ხართ, მე ქისტი ვარ და მხოლოდ შერიგების საქმეში შემიძლია თქვენი დახმარება, სხვას ნურაფერს ელოდებით-მეთქი... თავის წარმომადგენლებს უთხრა, ნომრები მიეცით და დაეხმარეთო...

- დაგჭირდათ მათი დახმარება?

- ისინი მირეკავდნენ, პანკისში ვითარების გასარკვევად და დასამშვიდებლად... ყველაფერს დღესაც ვერ ვიტყვი, თუმცა, ჯოხარ დუდაევთან ნავთობპროდუქტების ბარტერულად მოწოდების თემა მე მოვაგვარე. იმ წლებში საქართველოში ნავთობპროდუქტების დეფიციტი იყო და ჯოხარ დუდაევი როგორღაც დავიყოლიე, რომ საქართველოსთვის ნავთობპროდუქტები, ბენზინი, დიზელი - ბარტერით მიეწოდებინა. მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდია იქ ჰყავდა შეფარებული, ნავთობს გვაწვდიდა.

- რის ფასად?

- ჰუმანიტარული დახმარების - ტანსაცმლის, საკვების სანაცვლოდ... იმავდროულად, შევარდნაძის ხელისუფლება უამრავ რამეს მთავაზობდა და მპირდებოდა: მიწის ნაკვეთს, ავტოგასამართი სადგურის ან ქარხნის გახსნას, ბიზნესის დაწყებას პანკისში, თელავში, თბილისში... უარს ვამბობდი - ეს ყველაფერი ჩემს სამართავად გინდათ, არ გამოვა ჩემგან ბიზნესმენი-მეთქი... სხვების მაგალითზე ვიცოდი ასე იქნებოდა.

- დევნილობის შემდეგ შეხვდით ზვიად გამსახურდიას?

- ჩეჩნეთში, როგორც დუდაევთან, ასევე, ასლან მასხადოვთან და სხვა მაშინდელ პარლამენტარებთან მიწევდა შეხვედრა... ერთხელ იქაურ ბაზარში მისი მეუღლეც ვნახე. ვიცოდი, არ ულხინდათ. ახლობელიც მახლდა და ორივემ რაც თანხაც გვქონდა, მივეცით. დაცვა ჩაერია, თავი დაანებეთო. ესეც ვუამბე კვანტალიანს. დასამალი არაფერი მაქვს-მეთქი - სხვას მაინც ნუ ეტყვიო, გამაფრთხილა. შევარდნაძის კადრი იყო, მაგრამ ვხვდებოდი, შინაგანად მაინც ზვიადს უთანაგრძნობდა... შემდეგ, ისიც მოიცილა შევარდნაძემ და სხვებიც. ალბათ ერთადერთი ქისტი ვიყავი, ვინც ჩეჩნეთის ომის დროს ხეობაში ლტოლვილების კომპაქტურ ჩასახლებას ეწინააღმდეგებოდა. ვუთხარი კიდევ შევარდნაძეს, - კახეთის სხვადასხვა რაიონებში არაერთი საცხოვრებლად გამოსადეგი შენობაა-მეთქი...

1999 წელს, შევარდნაძემ ჩეჩენ ბოევიკებზე "გასვლა" დამავალა. უარი ვუთხარი, რის გამოც, კიდევ ერთხელ გადავურჩი დაჭერას... შემომითვალა, - აღარ ხარ საჭირო, პანკისში სხვა მეგობრებიც მყავსო... ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი. მან უამრავი ის ადამიანი გაწირა და ჩამოიშორა, ვინც მისთვის თავგადადებული იყო.

- შემდგომ ხელისუფლებას არ უცდია თქვენი კავშირების გამოყენება?

- კი, ოღონდ განსხვავებული მეთოდით. თელავთან ახლოს, სოფელ ნასამხრალში მიწის ნაკვეთი მქონდა, რომლის დასამუშავებლად ადამიანებს ვქირაობდი და ფულს ვუხდიდი. 2005 წელს, ერთმა ჩემგან (გვარს არ დავაკონკრეტებ, ოჯახი ჰყავს) 1 000 დოლარი ისესხა. შემდეგ შემხვდა და სად მოგიტანოთ ფულიო, სადაც გინდათ-მეთქი... სამსახურში მომიტანა და სპეცრაზმიც მოჰყვა... ამიყვანეს - ქრთამის აღების მუხლით და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მომისაჯეს. ხანდახან ვიღაცები შემოდიოდნენ და მეუბნებოდნენ - ითანამშრომლე ჩვენთან, დღესვე გაგიშვებთ და სამსახურშიც დაგაბრუნებთო...

ორთაჭალის მე-5 საპრყობილეში ჩემი ადვოკატი მერაბ თალაკვაძე იყო. მისი სიტყვები არასდროს დამავიწყდება - ვიცი თქვენი ამაგი ქართველი, ქისტი და ჩეჩენი ხალხების წინაშე და ჩემი ხალხის სახელით ბოდიშს გიხდითო...

ციხეში ლამის ყოველდღე ნიღბიანები შემოდიოდნენ და თანამშრომლობას მთავაზობდნენ. არ ვიცი, არასდროს გამიკეთებია-მეთქი, ვპასუხობდი - ჩვენ გასწავლითო. მაგას მირჩევნია, აქვე კედელთან მიმაყენოთ და დამხვრიტოთ-მეთქი... ერთხელაც, თქვენი მეუღლე და შვილია მოსულიო, მითხრეს. არ ვიცი, როგორ დააშინეს, მაგრამ ორივე მთხოვდა - დათანხმდი თანამშრომლობას, თორემ აქედან ცოცხალი ვერ გახვალო. ბიჭისგან გამიკვირდა - როგორ მაკადრე-მეთქი...

წინასწარი 3-თვიანი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, თელავში ჩამიყვანეს, მაგრამ ისევ უკან დამაბრუნეს... საკანში სამნი შემოვიდნენ, მათგან ერთი ვიცანი, საკანში შემოდიოდა და საქონელივით გვთვლიდა... შენმა მეუღლემ ბადრაგს ფული მისცაო, ეცადნენ, ახლა ამ გზით ემუშავათ ჩემზე. შემდეგ, ისევ მოთაფლვა დამიპირეს - ჩვენი დავალებები შეასრულე და სამსახურშიც დაგაბრუნებთ და პრივილეგიებითაც ისარგებლებო... ვუთხარი, - შეგიძლიათ აქვე მესროლოთ-მეთქი... ერთი სიტყვით, - გამიშვეს, მაგრამ გირაოს სახით 55 ათასი ლარი მივუტანე...

- ახლა ხეობაში მაჩალიკაშვილების ტრაგედიის გამო, ვითარება ისევ დაიძაბა...

- დიახ. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, როგორც ოჯახისთვის, ასევე ხეობისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. როდესაც პირველად მოვისმინე შვილმკვდარი მამის გამოსვლა და მიმართვა, ვთქვი, რომ ეს კაცი ქართულ-ქისტური ურთიერთობის ცოცხალი ძეგლია, თავისი მოზომილი და თავდაჭერილი პოზიციით-მეთქი.

მე პატივს ვცემ მას, როგორც შვილმკვდარ მამას, მისი შვილის სულს, მაგრამ ხეობაში ისეთი ვითარებაა - ვიღაცამ უნდა თქვას სიმართლე, პოლიტიკა და პოლიტიკოსების აყოლა ყველაფერს აფუჭებს...

ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გამოძიებას სწორი მიმართულება უნდა მისცეს, მაგრამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიტიკოსებთან დგომა არ ეკადრება. 6 შვილი მყავს და მათი და ჩემი სამშობლოს წინაშე ვალდებული ვარ, სიმართლე ვთქვა - ახლა პანკისის ხეობას პატრონი არ ჰყავს! ადგილობრივი ახალგაზრდები სკოლებში არ დადიან. უმეტესობა ვაჰაბიზმის იდეოლოგიით არიან მოწამლული. სადაც განათლების პრობლემაა, იქ ადამიანები ძალიან ადვილი სამართავია.

ამიტომ ვთხოვ ხელისუფლებას: სანამ გვიანი არ არის, მიხედეთ ხეობას... განავითარეთ რეგიონალური პროექტები, ოღონდ სწორად აარჩიეთ პერსონები. იქ ახლა დაძაბული ვითარებაა და ერთი ასანთის ღერიც კი საკმარისია, ცუდი ამბების დასაწყებად. მე ჩემი კალო უკვე გავლეწე, მაგრამ არ მინდა ჩემს ქვეყანაში კიდევ ერთი კონფლიქტი დაიწყოს. ვთხოვ ხელისუფლებას, გონიერად იმოქმედოს და ნუ დაუშვებს კიდევ ერთ დაპირისპირებას...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ