პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცენტრალური გათბობის სისტემა - დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
ცენტრალური გათბობის სისტემა - დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

სა­ბი­ნაო ექ­სპერ­ტის რი­ჩარდ მუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით (Thermal comfort and control, Richard Moore) სა­ერ­თო ოთა­ხის­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა 21C°, სა­ძი­ნე­ბელ­ში 18C° , გა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად არ­ცერთ ოთახ­ში არ უნდა იყოს 16C° ნაკ­ლე­ბი, თუ 2 სა­ათ­ზე მეტი გავ­ჩერ­დე­ბით ოთახ­ში, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა 12C°-ია, გა­იზ­რდე­ბა წნე­ვის აწე­ვის, გუ­ლის შე­ტე­ვი­სა და ინ­სულ­ტის რის­კი. ამ სტან­დარ­ტებ­ზე უფრო მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბიც არ არის სა­სურ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან ასეთ შემ­თხვე­ვა­შიც ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის და სა­ცხოვ­რებ­ლის გა­რე­მოს სით­ბუ­რი ბა­ლან­სი.

თა­ნა­მედ­რო­ვე გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბი იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, მომ­ხმა­რე­ბელ­მა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ და­ა­ბა­ლან­სოს და აკონ­ტრო­ლოს კლი­მა­ტი თი­თო­ე­ულ ოთახ­ში. ცივ ზამ­თარ­ში მთელ სახ­ლში სა­სურ­ვე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მაა. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მის მონ­ტა­ჟი ამ ყვე­ლა­ფერს ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ნიშ­ნავს. უამ­რა­ვი დე­ტა­ლია, რომ­ლის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ მი­ი­ღებთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ და­გეგ­მოთ და რაც მთა­ვა­რია, კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად. ჩვენ კი შე­მოგ­თა­ვა­ზებთ რჩე­ვებს, რო­მე­ლიც მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ბრენ­დი

პირ­ველ ეტაპ­ზე უნდა შე­არ­ჩი­ოთ ბრენ­დი, რომ­ლის ქვაბ­სა და რა­დი­ა­ტო­რებ­საც იყი­დით.

გახ­სოვ­დეთ, რომ ქვა­ბი­სა და რა­დი­ა­ტო­რე­ბის ხა­რის­ხი ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მის მონ­ტა­ჟი­სას უმ­ნიშ­ვნლო­ვა­ნე­სი დე­ტა­ლე­ბია. შე­არ­ჩი­ეთ ბრენ­დი, რო­მელ­საც აქვს მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ბრენ­დის პრო­დუქ­ცი­ას აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი და სეგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი არ იყოს ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. სა­სურ­ვე­ლია ბრენ­დის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში შე­დი­ო­დეს საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბი­სა და გა­მო­ნა­ბოლ­ქვის შეც­მი­რე­ბა, რად­გან ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა და გა­რე­მოს დაც­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც გლო­ბა­ლუ­რად, ისე უშუ­ა­ლოდ თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბრენ­დია "ბოში", რო­მე­ლიც არის ლი­დე­რი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ბრენ­დი მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით.

მა­ღა­ზია

ბრენ­დის შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, უნდა შე­არ­ჩი­ოთ მა­ღა­ზია, სა­დაც გათ­ბო­ბის სის­ტე­მებს შე­ი­ძენთ. სა­სურ­ვე­ლია ის შე­ი­ძი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრენ­დის უშუ­ა­ლო შე­მომ­ტა­ნის­გან. ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ უზ­რუნ­ველ­ყოფთ რო­გორც პრო­დუქ­ცი­ის ორი­გი­ნა­ლო­ბას და მა­ღალ ხა­რისხს, ისე მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­სა­ღებ ფასს. ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლურ­წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქ­ცი­ას უფრო ია­ფად შე­ი­ძენთ, ვიდ­რე სხვა მა­ღა­ზი­ებ­ში. მე­ო­რე მხრივ კი, თა­ვი­დან და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბით არა­ო­რი­გი­ნა­ლი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნის­გა­ნაც. მა­გა­ლი­თად,"ქე­ბუ­ლი კლი­მა­ტი" სა­ქარ­თვე­ლო­ში გათ­ბო­ბის, გაგ­რი­ლე­ბის, ვენ­ტი­ლა­ცი­ი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ცი­ის ყვე­ლა­ზე ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტით სტა­ბი­ლუ­რად ლი­დე­რობს ბა­ზარ­ზე 2005 წლი­დან.

გა­რან­ტია

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­გა­რან­ტიო პი­რო­ბებ­საც. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ხან­გრძლივ გა­რან­ტი­ას გთა­ვა­ზობთ, ერთი მხრივ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ი­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღალ ხა­რისხში. მე­ო­რე მხრივ კი, თუ მა­ინც რა­ღაც მოხ­და, თქვენ 2 ან 3 წლის შემ­დე­გაც შეძ­ლებთ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბას. სა­სურ­ვე­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის პა­კეტ­ში შე­დი­ო­დეს, რო­გორც გეგ­მი­უ­რი ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ასე­ვე უფა­სო სა­გან­გე­ბო გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი.

ოპ­ტი­მა­ლუ­რი და­გეგ­მა­რე­ბა

ალ­ბათ გსმე­ნი­ათ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მის მოხ­მა­რე­ბის­თვის კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი ერთი და იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის ფარ­თზე ზოგს ბევ­რი აქვს, ზოგს კი ცოტა. ამის მი­ზე­ზი არის ბი­ნის თბო­და­ნა­კარ­გი და ით­ვლე­ბა იმის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად, კუ­თხის ბი­ნაა თუ არა, მა­ღალ სარ­თულ­ზეა თუ და­ბალ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მის მონ­ტა­ჟამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია თბოპ­რო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა. ეს გუ­ლის­ხმო­ბის რა­დი­ა­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და გან­ლა­გე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვას.

ინ­სტა­ლა­ცია

შემ­დე­გი ეტა­პი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, გა­მოც­დი­ლი, სან­დო და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ხე­ლო­სა­ნია. მონ­ტა­ჟის დროს გა­პა­რულ­მა მცი­რე ხარ­ვეზ­მაც კი მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გა­მო­იწ­ვი­ოს და დიდი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯი დაგ­ჭირ­დეთ. მე­ო­რე მხრივ, სა­კუ­თა­რი და ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა გა­რის­კვად ნამ­დვი­ლად არ ღირს. ამი­ტომ ეს საქ­მე მი­ან­დეთ მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს.

ქვა­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა

ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მა რომ ეფექ­ტუ­რად მო­იხ­მა­როთ, ქვა­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უნდა იყოს მა­ღალ გრა­დუს­ზე. მა­ღალ გრა­დუს­ზე აწე­ვა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბი­ნას არ ჰყოფ­ნის რა­დი­ა­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გათ­ბო­ბის სის­ტე­მა არას­წო­რად არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და აკ­ლია რა­დი­ა­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ბინა არ თბე­ბა, გა­მათ­ბო­ბე­ლი არ ითი­შე­ბა, ვერ ძა­ლავს კუ­ბა­ტუ­რო­ბას. ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­და­სა­ხა­დი გა­გეზ­რდე­ბათ, რისი თა­ვი­დან არი­დე­ბაც სწო­რი და­გეგ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ცენტრალური გათბობის სისტემა - დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ცენტრალური გათბობის სისტემა - დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

საბინაო ექსპერტის რიჩარდ მურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით (Thermal comfort and control, Richard Moore) საერთო ოთახისთვის რეკომენდირებულია ტემპერატურა 21C°, საძინებელში 18C° , გაციების თავიდან ასაცილებლად არცერთ ოთახში არ უნდა იყოს 16C° ნაკლები, თუ 2 საათზე მეტი გავჩერდებით ოთახში, სადაც ტემპერატურა 12C°-ია, გაიზრდება წნევის აწევის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი. ამ სტანდარტებზე უფრო მაღალი ტემპერატურებიც არ არის სასურველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც ირღვევა ადამიანის სხეულის და საცხოვრებლის გარემოს სითბური ბალანსი.

თანამედროვე გათბობის სისტემები იძლევა საშუალებას, მომხმარებელმა საჭიროებისამებრ დააბალანსოს და აკონტროლოს კლიმატი თითოეულ ოთახში. ცივ ზამთარში მთელ სახლში სასურველი ტემპერატურისა და კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად ყველაზე კარგი საშუალება ცენტრალური გათბობის სისტემაა. თუმცა აღნიშნული სისტემის მონტაჟი ამ ყველაფერს ავტომატურად არ ნიშნავს. უამრავი დეტალია, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. აუცილებელია, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ და რაც მთავარია, კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად. ჩვენ კი შემოგთავაზებთ რჩევებს, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ბრენდი

პირველ ეტაპზე უნდა შეარჩიოთ ბრენდი, რომლის ქვაბსა და რადიატორებსაც იყიდით.

გახსოვდეთ, რომ ქვაბისა და რადიატორების ხარისხი ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟისას უმნიშვნლოვანესი დეტალებია. შეარჩიეთ ბრენდი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრენდის პროდუქციას აქტიურად გამოიყენებდნენ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები და სეგმენტირებული არ იყოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობისთვის. სასურველია ბრენდის პრიორიტეტებში შედიოდეს საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვის შეცმირება, რადგან ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თქვენი ოჯახისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია "ბოში", რომელიც არის ლიდერი მომავალი თაობის ტექნოლოგიების განვითარებაში. ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს კომფორტული გარემოს შექმნას ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებით.

მაღაზია

ბრენდის შერჩევის შემდეგ, უნდა შეარჩიოთ მაღაზია, სადაც გათბობის სისტემებს შეიძენთ. სასურველია ის შეიძინოთ საქართველოში ბრენდის უშუალო შემომტანისგან. ამ შემთხვევაში თქვენ უზრუნველყოფთ როგორც პროდუქციის ორიგინალობას და მაღალ ხარისხს, ისე მაქსიმალურად მისაღებ ფასს. ბრენდის ოფიციალურწარმომადგენელთან ნებისმიერ პროდუქციას უფრო იაფად შეიძენთ, ვიდრე სხვა მაღაზიებში. მეორე მხრივ კი, თავიდან დაზღვეული იქნებით არაორიგინალი პროდუქტის შეძენისგანაც. მაგალითად,"ქებული კლიმატი" საქართველოში გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტით სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე 2005 წლიდან.

გარანტია

ყურადღება მიაქციეთ საგარანტიო პირობებსაც. კომპანია, რომელიც ხანგრძლივ გარანტიას გთავაზობთ, ერთი მხრივ, დარწმუნებულია საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების მაღალ ხარისხში. მეორე მხრივ კი, თუ მაინც რაღაც მოხდა, თქვენ 2 ან 3 წლის შემდეგაც შეძლებთ კვალიფიციური საგარანტიო მომსახურების მიღებას. სასურველია მომსახურების პაკეტში შედიოდეს, როგორც გეგმიური ტექნიკური დათვალიერება, ასევე უფასო საგანგებო გამოძახებები.

ოპტიმალური დაგეგმარება

ალბათ გსმენიათ, რომ ცენტრალური გათბობის სისტემის მოხმარებისთვის კომუნალური გადასახადი ერთი და იმავე მოცულობის ფართზე ზოგს ბევრი აქვს, ზოგს კი ცოტა. ამის მიზეზი არის ბინის თბოდანაკარგი და ითვლება იმის მიხედვით, მაგალითად, კუთხის ბინაა თუ არა, მაღალ სართულზეა თუ დაბალზე. სწორედ ამიტომ ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟამდე აუცილებელია თბოპროექტის გაკეთება. ეს გულისხმობის რადიატორების რაოდენობისა და განლაგების სწორად შერჩევას.

ინსტალაცია

შემდეგი ეტაპი კვალიფიციური, გამოცდილი, სანდო და კეთილსინდისიერი ხელოსანია. მონტაჟის დროს გაპარულმა მცირე ხარვეზმაც კი მომავალში შეიძლება, სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს და დიდი ფინანსური ხარჯი დაგჭირდეთ. მეორე მხრივ, საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოება გარისკვად ნამდვილად არ ღირს. ამიტომ ეს საქმე მიანდეთ მხოლოდ პროფესიონალებს.

ქვაბის ტემპერატურა

ცენტრალური გათბობის სისტემა რომ ეფექტურად მოიხმაროთ, ქვაბის ტემპერატურა არ უნდა იყოს მაღალ გრადუსზე. მაღალ გრადუსზე აწევა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბინას არ ჰყოფნის რადიატორების რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ გათბობის სისტემა არასწორად არის დამონტაჟებული და აკლია რადიატორების რაოდენობა, ბინა არ თბება, გამათბობელი არ ითიშება, ვერ ძალავს კუბატურობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი ბუნებრივი აირის გადასახადი გაგეზრდებათ, რისი თავიდან არიდებაც სწორი დაგეგმარების შემთხვევაში ძალიან მარტივია.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის