საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაშორდი თუ მოკვდა, სიყვარული სიყვარულად რჩება" - როგორ გადაიტანა ნელი აგირბამ ქმრის გარდაცვალება და ვინ არის მისი ახალი შეყვარებული
"დაშორდი თუ მოკვდა, სიყვარული სიყვარულად რჩება" - როგორ გადაიტანა ნელი აგირბამ ქმრის გარდაცვალება და ვინ არის მისი ახალი შეყვარებული

„მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ნელი აგირ­ბა, მა­ყუ­რე­ბელს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­ემ­შვი­დო­ბა. მას მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა, რის შემ­დე­გაც ჟურ­ნა­ლის­ტმა საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­აბ­ზე უარი თქვა და ერ­თწ­ლი­ა­ნი "ტაიმ-აუტი" აიღო. რო­გორ ცხოვ­რობს დღეს ნელი აგირ­ბა და ვინ არის მისი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლი „თბილ­სი­ე­ლებს“ ესა­უბ­რა.

ნელი აგირ­ბა: თით­ქმის ერთი წლის წინ წა­ვე­დი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად და­ვის­ვე­ნე. ძილი და გან­ტვირ­თვა კარ­გი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახლა მივ­ხვდი, რომ ზამ­თარ­ში ბევ­რი გა­და­სახ­დე­ლია. ზა­ფხულ­ში მარ­ტი­ვად გა­მოვ­ძვე­რი. მოკ­ლედ შე­მო­სა­ვა­ლი დამ­ჭირ­და, გა­ბუს ვკი­თხე რამე სა­ჭი­რო­ე­ბა ხომ არ გაქვთ არა­პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში-მეთ­ქი?! პო­ლი­ტი­კას ვერ გავ­ქა­ჩავ, ჩე­ლეს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ აზრი და­კარ­გა.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­ლი­ტი­კამ?

- იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რი ამ­პარ­ტავ­ნო­ბა, გა­იძ­ვე­რო­ბა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­ქმაა. კი­დევ რა­ღა­ცე­ე­ბის და ვი­ღა­ცე­ბის გა­მე­ტე­ბა ჩემ­თვის რთუ­ლია. თუმ­ცა იყო პე­რი­ო­დი, როცა გულ­თან ახ­ლოს მიმ­ქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, მი­ხა­რო­და ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ვიწ­ვევ­დით. მაგ­რამ სიკ­ვდილ­თან შე­ხე­ბა ბევრ რა­მეს ცვლის. „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ პირ­ველ გა­და­ცე­მა­ზე რომ მივ­დი­ო­დი, მე­ში­ნო­და იმ ეფექ­ტის, რა­საც ეს სი­ახ­ლე ჩემ­ზე მო­ახ­დენ­და. მას შემ­დეგ რაც ეს ტრავ­მა მი­ვი­ღე, „სა­დღაც გაღ­მა ვარ“. ბავ­შვე­ბი მე­ძა­ხი­ან, მაგ­რამ არ მეს­მის. საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვი­ყა­ვი იზო­ლა­ცი­ა­ში და თურ­მე სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­აც მომ­ნატ­რე­ბია. მაგ­რამ ახლა უნდა ვის­წავ­ლო ბა­ლან­სი, უცებ ამი­ფეთ­ქდა ემო­ცი­ე­ბი და მე­ო­რე დღეს ენერ­გი­ის­გან დაც­ლილ­მა გა­ვიღ­ვი­ძე, დავ­ვარ­დი და მთე­ლი დღე მე­ძი­ნა.

- ეს ერთი წელი რო­გო­რი იყო ემო­ცი­უ­რად?

- არ იყო მარ­ტი­ვი. ემო­ცი­უ­რი გა­თი­შუ­ლო­ბე­ბი მაქვს ხოლ­მე - ენერ­გია რომ არ გაქვს. გღ­ვი­ძავს, მაგ­რამ გძი­ნავს. და­ვი­წყე სე­ლის ზე­თის სმა, რად­გან ომე­გას მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა აქვს. ერთი პე­რი­ო­დი უკ­ვდა­ვას ვსვამ­დი, სხვა­თა­შო­რის უშ­ვე­ლა ჩემი ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას, და­ვარ­დნი­ლო­ბას, სევ­დას. მოკ­ლედ ნაღ­ვლი­ა­ნი რომ ხარ, მაგ დროს კარ­გია და მე­ტა­ბო­ლიზმსაც აწეს­რი­გებს. კი­დევ ერთ მცე­ნა­რეს ვი­ყე­ნებ პა­სიფ­ლო­რას, იგი­ვე ვნე­ბის ყვა­ვილს, რო­მე­ლიც შფოთვებს და უე­ნერ­გი­ო­ბას შვე­ლის. გარ­და ამი­სა, მუ­სი­კას და­ვუბ­რუნ­დი და მე და ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რა­ღა­ცებს ვა­კე­თებთ.

- ალ­ბათ ბავ­შვებ­საც მი­უ­ძღვით წვლი­ლი თქვენს გა­მო­კე­თე­ბა­ში?

- კი, რე­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბის გამო დავ­რჩი ფი­ზი­კურ სამ­ყა­რო­ში. თა­ვი­დან ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი გაქ­რა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­რაფ­რის და ვე­რა­ვის მი­მართ ვერ გან­ვიც­დი­დი ამ გრძნო­ბას. გული და­ი­ხუ­რა და მერე ნელ-ნელა, პირ­ვე­ლად ბავ­შვე­ბის მი­მართ და­ი­წყო გახ­სნა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"დაშორდი თუ მოკვდა, სიყვარული სიყვარულად რჩება" - როგორ გადაიტანა ნელი აგირბამ ქმრის გარდაცვალება და ვინ არის მისი ახალი შეყვარებული

"დაშორდი თუ მოკვდა, სიყვარული სიყვარულად რჩება" - როგორ გადაიტანა ნელი აგირბამ ქმრის გარდაცვალება და ვინ არის მისი ახალი შეყვარებული

„მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი წამყვანი ნელი აგირბა, მაყურებელს დაახლოებით ერთი წლის წინ დაემშვიდობა. მას მეუღლე გარდაეცვალა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა საყვარელ საქმიანოაბზე უარი თქვა და ერთწლიანი "ტაიმ-აუტი" აიღო. როგორ ცხოვრობს დღეს ნელი აგირბა და ვინ არის მისი ახალი სიყვარული, ამის შესახებ ჟურნალი „თბილსიელებს“ ესაუბრა.

ნელი აგირბა: თითქმის ერთი წლის წინ წავედი ტელევიზიიდან და ცხოვრებაში პირველად დავისვენე. ძილი და განტვირთვა კარგი ყოფილა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ზამთარში ბევრი გადასახდელია. ზაფხულში მარტივად გამოვძვერი. მოკლედ შემოსავალი დამჭირდა, გაბუს ვკითხე რამე საჭიროება ხომ არ გაქვთ არაპოლიტიკურ ჭრილში-მეთქი?! პოლიტიკას ვერ გავქაჩავ, ჩელეს სიკვდილის შემდეგ აზრი დაკარგა.

- რატომ მაინცდამაინც პოლიტიკამ?

- იმიტომ, რომ პოლიტიკაში ბევრი ამპარტავნობა, გაიძვერობა და მატერიალური სამყაროს ძალიან სერიოზული აღქმაა. კიდევ რაღაცეების და ვიღაცების გამეტება ჩემთვის რთულია. თუმცა იყო პერიოდი, როცა გულთან ახლოს მიმქონდა ყველაფერი, მიხაროდა ის ცვლილებები, რომელსაც ვიწვევდით. მაგრამ სიკვდილთან შეხება ბევრ რამეს ცვლის. „მხოლოდ ქართულის“ პირველ გადაცემაზე რომ მივდიოდი, მეშინოდა იმ ეფექტის, რასაც ეს სიახლე ჩემზე მოახდენდა. მას შემდეგ რაც ეს ტრავმა მივიღე, „სადღაც გაღმა ვარ“. ბავშვები მეძახიან, მაგრამ არ მესმის. საკმაოდ დიდხანს ვიყავი იზოლაციაში და თურმე სოციალიზაციაც მომნატრებია. მაგრამ ახლა უნდა ვისწავლო ბალანსი, უცებ ამიფეთქდა ემოციები და მეორე დღეს ენერგიისგან დაცლილმა გავიღვიძე, დავვარდი და მთელი დღე მეძინა.

- ეს ერთი წელი როგორი იყო ემოციურად?

- არ იყო მარტივი. ემოციური გათიშულობები მაქვს ხოლმე - ენერგია რომ არ გაქვს. გღვიძავს, მაგრამ გძინავს. დავიწყე სელის ზეთის სმა, რადგან ომეგას მაღალი შემცველობა აქვს. ერთი პერიოდი უკვდავას ვსვამდი, სხვათაშორის უშველა ჩემი ენერგიის ნაკლებობას, დავარდნილობას, სევდას. მოკლედ ნაღვლიანი რომ ხარ, მაგ დროს კარგია და მეტაბოლიზმსაც აწესრიგებს. კიდევ ერთ მცენარეს ვიყენებ პასიფლორას, იგივე ვნების ყვავილს, რომელიც შფოთვებს და უენერგიობას შველის. გარდა ამისა, მუსიკას დავუბრუნდი და მე და ჩემი შეყვარებული რაღაცებს ვაკეთებთ.

- ალბათ ბავშვებსაც მიუძღვით წვლილი თქვენს გამოკეთებაში?

- კი, რეალურად ბავშვების გამო დავრჩი ფიზიკურ სამყაროში. თავიდან ჩემთვის სიყვარული გაქრა, აბსოლუტურად ვერაფრის და ვერავის მიმართ ვერ განვიცდიდი ამ გრძნობას. გული დაიხურა და მერე ნელ-ნელა, პირველად ბავშვების მიმართ დაიწყო გახსნა. წაიკითხეთ სრულად

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები