პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოდესმე გიფიქრიათ რატომ იცინით? - სიცილის ეპიდემია და სხვა საინტერესო ფაქტები
20:10 / 14-12-2018
ოდესმე გიფიქრიათ რატომ იცინით? - სიცილის ეპიდემია და სხვა საინტერესო ფაქტები
20:10 / 14-12-2018

არის­ტო­ტე­ლემ სი­ცი­ლი ადა­მი­ა­ნის გან­მსა­ზღვრელ თვი­სე­ბად აღი­ა­რა, რომ სი­ცი­ლით აზ­როვ­ნე­ბა­სა და მე­ტყვე­ლე­ბას­თან ერ­თად, პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი სული ვლინ­დე­ბა. ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სის გან­მარ­ტე­ბით, სი­ცი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი რე­აქ­ცი­აა ამა თუ იმ შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე. სი­ცი­ლი სხვა­დას­ხვა ფორ­მით ვლინ­დე­ბა - ქირ­ქი­ლი, კის­კი­სი, რა­საც ზო­გა­დად ღი­მი­ლი უძღვის წინ, სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ბედ­ნი­ე­რე­ბას ან სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­მო­ხა­ტავს.

ღი­მი­ლი კულ­ტუ­რის, რა­სი­სა და რე­ლი­გი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

კის­კი­სი მა­ღა­ლი, წვრი­ლი ხმით გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლია, ხოლო ხარ­ხა­რი - ბრიყ­ვუ­ლი სი­ცი­ლი. არ­სე­ბობს ჩაბ­ჟი­რე­ბუ­ლი სი­ცი­ლიც და ის­ტო­რია "სი­ცი­ლის ეპი­დე­მი­ა­საც" ინა­ხავს:

ტან­ზა­ნი­ა­ში 1962 წელს მა­სობ­რი­ვი სი­ცი­ლის, ეპი­დე­მი­ის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც სო­ფელ კა­შა­შა­ში, ქალ­თა სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში სამ­მა მოს­წავ­ლემ უკონ­ტრო­ლო სი­ცი­ლი და­ი­წყო. ის 95 მოს­წავ­ლეს გა­და­ე­დო და 16 დღე გაგ­რძელ­და. ამ ფაქ­ტის გამო სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა. სი­ცი­ლის ეპი­დე­მია სოფ­ლის ფარ­გლებ­საც გას­ცდა და კი­დევ 217 ახალ­გაზ­რდა "ჩა­ით­რია". სა­ბო­ლო­ოდ, ეპი­დე­მია 18 თვე­ში დას­რულ­და, თუმ­ცა ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი გავ­ლე­ნის ქვეშ 14 სკო­ლა და 1 000 ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

სი­ცი­ლის გამო, ბევ­რი უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აც შექ­მნი­ლა, ასე მა­გა­ლი­თად, და­ნი­ე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ერიკ ჰარ­ტმა­ნი 17 წლის წინ გა­და­ცე­მა "ბუ­მე­რან­გის" წამ­ყვა­ნი იყო და პირ­და­პირ ეთერ­ში თოქ­შოუ მიჰ­ყავ­და. მის­მა ერთ-ერ­თმა შოუმ კი დიდი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია. გა­და­ცე­მა­ში მას­თან სტუმ­რად იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ექი­მე­ბის შეც­დო­მე­ბის გამო ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქონ­დათ შერ­ყე­უ­ლი. სტუ­დი­ა­ში მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი­დან მა­მა­კა­ცი სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ი­სას ხმის სი­მე­ბი და­უ­ზი­ან­და, გო­გო­ნას კი ხერ­ხე­მალ­ზე სიმ­სივ­ნის ამო­საკ­ვე­თად ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ა­ზე ხერ­ხე­მა­ლი და­უ­ზი­ა­ნეს. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მათ ხმის ტემ­ბრზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

რო­დე­საც ერიკ ჰარ­ტმა­ნი სტუმ­რებს უს­მენ­და, უეც­რად ის­ტე­რი­კუ­ლი სი­ცი­ლი აუ­ტყდა ისე, რომ ვე­რაფ­რით გა­ჩერ­და. არა­და, გა­და­ცე­მა სუ­ლაც არ იყო სა­სა­ცი­ლო, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ ტრა­გე­დი­ებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ, თუმ­ცა წამ­ყვა­ნის­თვის მათი უც­ნა­უ­რი ხმა სა­ო­ცარ სი­ცილს იწ­ვევ­და. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით დას­რულ­და, რომ მას გა­და­ცე­მა და­უ­ხუ­რეს და სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა.

რა არის სი­ცი­ლი, რა იწ­ვევს მას, არის თუ არ ის გა­დამ­დე­ბი და რას უწო­დე­ბენ სი­ცი­ლის თე­რა­პი­ას? - ამ თე­მა­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი ნანა ჩა­ჩუა.

"სი­ცი­ლი ფი­ზი­კუ­რის და ფსი­ქი­კუ­რის სინ­ქრო­ნუ­ლი რე­აქ­ცი­აა ამა თუ იმ შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე ან პი­რი­ქით, უჩ­ვე­უ­ლოდ, უზუს­ტე­სად მო­ცე­მულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე. ადა­მი­ა­ნი იცი­ნის სხვებ­თან ერ­თად და მარ­ტო მყო­ფიც. მარ­ტოდმყო­ფი ადა­მი­ა­ნის სი­ცი­ლი სა­კუ­თარ თავ­თან ემო­ცი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერ­თგვა­რი გა­მოვ­ლე­ნაა.

- ხში­რად სი­ცი­ლი გა­დამ­დე­ბია. რა იწ­ვევს ამას?

- ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გარ­კვე­უ­ლი დონე. ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი არის ემო­ცი­ის აღ­ქმის, გა­გე­ბის, გა­მო­ხატ­ვის, მარ­თვი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის უნა­რი. იქ, სა­დაც ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტია (EQ), ყო­ველ­თვის ხდე­ბა რო­გორც სა­კუ­თა­რი, ასე­ვე სხვი­სი აზ­რობ­რი­ვი და ემო­ცი­უ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა.

- სი­ცი­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია და ეს რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბას სი­ცი­ლიც ამ­ჟღავ­ნებს. ქირ­ქი­ლი, ღი­მი­ლი, კის­კი­სი, ხარ­ხა­რი, ჩაბ­ჟი­რე­ბა და ა.შ. ადა­მი­ა­ნის მთელ რიგ პი­როვ­ნულ ნიშ­ნებ­ზეც მი­უ­თი­თებს. მათ შო­რის ხა­სი­ათ­ზეც, ტემ­პე­რა­მენტზეც, ში­ნა­გან კულ­ტუ­რა­ზეც, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მა­ზეც და ა.შ. სად, რო­დის, რო­გორ, ვის­თან, რაზე იცი­ნი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ამით ისი­ნი სრუ­ლად ამ­ჟღავ­ნე­ბენ სა­კუ­თარ თავს.

- თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­დროს იცი­ნი­ან, მაგ­რამ სულ იღი­მე­ბი­ან.

- ასე­თი იყო მერი შერ­ვა­ში­ძე, იღი­მე­ბო­და, ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლი კი არ ახა­სი­ა­თებ­და...

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, სი­ცი­ლი თე­რა­პი­აა, აჯან­სა­ღებს ორ­გა­ნიზმს და იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზეც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს...

- სი­ცი­ლის თე­რა­პი­ის სამ­შობ­ლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია. ის ჰე­ლო­ტო­ლო­გი­ის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ცნო­ბი­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტია: 6-7 თვის ბავ­შვთან დედა ე.წ. გა­ყი­ნუ­ლი სა­ხით ურ­თი­ერ­თობს. 3-4 შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, ბავ­შვმა დე­დას აღარ შე­ხე­და, თავი გან­ზე გას­წია. დიახ, ბავ­შვი იმ­თა­ვით­ვე ითხოვს ღი­მილს, ანუ თბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

ია­პო­ნე­ლე­ბი გან­საც­დე­ლის შემ­თხვე­ვებ­საც ღი­მი­ლით ხვდე­ბი­ან, ეს თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი. კი, ია­პო­ნუ­რი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, სწო­რედ მზის ქალღმერ­თი­დან ამა­ტე­რა­სუ­სა­გან იშვა მი­თი­უ­რი იმ­პე­რა­ტო­რი ძიმუ. ქალღმერ­თი ამა­ტე­რა­სუ, რო­მე­ლიც ბნელ გა­მოქ­ვა­ბულ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სწო­რედ სი­ცილ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა გა­რეთ. ამი­ტომ, პირ­ვე­ლი, რაც უნდა ვის­წავ­ლოთ, ეს ღი­მი­ლია. ის სი­ცი­ლის პირ­ვე­ლი ტალ­ღაა. ღი­მილ­ში ყვე­ლა­ფე­რია - თა­ნაგ­რძნო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, მზა­ო­ბა, ღი­ა­ო­ბა, გახ­სნი­ლო­ბა.

ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლებ­მა, აღ­მზრდე­ლებ­მა, ძი­ძებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დებ­მა ბავ­შვებ­თან გა­ი­ღი­მონ! ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ამა თუ იმ ფაქ­ტზე, მოვ­ლე­ნა­ზე მუდ­მი­ვად ღი­მი­ლით აქვთ რექ­ცია, ში­ნა­გა­ნი ბავ­შვის გა­მომ­ხატ­ვე­ლე­ბი არი­ან, ში­ნა­გა­ნი სით­ბო და მზა­ო­ბა აქვთ და ეს კი იმას გა­მო­ხა­ტავს, რომ სამ­ყა­როს კე­თილს ვხე­დავ. გო­ე­თეს ჰყავ­და ძა­ლი­ან მკაც­რი მამა და დედა კი - ძა­ლი­ან თბი­ლი. ის წერ­და, რომ ბავ­შვო­ბა დე­დამ მა­ჩუ­ქა... უნდა გა­ვუ­ღი­მოთ ბავ­შვებს და ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თან ღი­მი­ლით და­ვი­წყოთ. ისი­ნი ამის მი­სა­ღე­ბად მზად არი­ან. ღი­მი­ლი ეს არის ადა­მი­ან­ში არ­სე­ბუ­ლი ბავ­შვი - კე­თი­ლი, მიმ­ნდო­ბი, მიმ­ტე­ვე­ბე­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ბავ­შვი!

ავტორი:

ოდესმე გიფიქრიათ რატომ იცინით? - სიცილის ეპიდემია და სხვა საინტერესო ფაქტები

ოდესმე გიფიქრიათ რატომ იცინით? - სიცილის ეპიდემია და სხვა საინტერესო ფაქტები

არისტოტელემ სიცილი ადამიანის განმსაზღვრელ თვისებად აღიარა, რომ სიცილით აზროვნებასა და მეტყველებასთან ერთად, პიროვნების თავისუფალი სული ვლინდება. ბერძენი ფილოსოფოსის განმარტებით, სიცილი თავისუფალი რეაქციაა ამა თუ იმ შეუსაბამობაზე. სიცილი სხვადასხვა ფორმით ვლინდება - ქირქილი, კისკისი, რასაც ზოგადად ღიმილი უძღვის წინ, სახის გამომეტყველება, რომელიც ძირითადად ბედნიერებას ან სიამოვნებას გამოხატავს.

ღიმილი კულტურის, რასისა და რელიგიის მიუხედავად, ყველასთვის გასაგებია და კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა.

კისკისი მაღალი, წვრილი ხმით გულიანი სიცილია, ხოლო ხარხარი - ბრიყვული სიცილი. არსებობს ჩაბჟირებული სიცილიც და ისტორია "სიცილის ეპიდემიასაც" ინახავს:

ტანზანიაში 1962 წელს მასობრივი სიცილის, ეპიდემიის შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სოფელ კაშაშაში, ქალთა სკოლა-ინტერნატში სამმა მოსწავლემ უკონტროლო სიცილი დაიწყო. ის 95 მოსწავლეს გადაედო და 16 დღე გაგრძელდა. ამ ფაქტის გამო სკოლა-ინტერნატი დროებით დაიხურა. სიცილის ეპიდემია სოფლის ფარგლებსაც გასცდა და კიდევ 217 ახალგაზრდა "ჩაითრია". საბოლოოდ, ეპიდემია 18 თვეში დასრულდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში მისი გავლენის ქვეშ 14 სკოლა და 1 000 ადამიანი აღმოჩნდა.

სიცილის გამო, ბევრი უხერხული სიტუაციაც შექმნილა, ასე მაგალითად, დანიელი ტელეწამყვანი ერიკ ჰარტმანი 17 წლის წინ გადაცემა "ბუმერანგის" წამყვანი იყო და პირდაპირ ეთერში თოქშოუ მიჰყავდა. მისმა ერთ-ერთმა შოუმ კი დიდი ხმაური გამოიწვია. გადაცემაში მასთან სტუმრად იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ექიმების შეცდომების გამო ჯანმრთელობა ჰქონდათ შერყეული. სტუდიაში მოწვეული სტუმრებიდან მამაკაცი საუბრობდა იმაზე, რომ გლანდების ოპერაციისას ხმის სიმები დაუზიანდა, გოგონას კი ხერხემალზე სიმსივნის ამოსაკვეთად ჩატარებულ ოპერაციაზე ხერხემალი დაუზიანეს. ამ ყველაფერმა მათ ხმის ტემბრზე სერიოზული გავლენა იქონია.

როდესაც ერიკ ჰარტმანი სტუმრებს უსმენდა, უეცრად ისტერიკული სიცილი აუტყდა ისე, რომ ვერაფრით გაჩერდა. არადა, გადაცემა სულაც არ იყო სასაცილო, ადამიანები საკუთარ ტრაგედიებზე საუბრობდნენ, თუმცა წამყვანისთვის მათი უცნაური ხმა საოცარ სიცილს იწვევდა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მას გადაცემა დაუხურეს და სამსახური დაკარგა.

რა არის სიცილი, რა იწვევს მას, არის თუ არ ის გადამდები და რას უწოდებენ სიცილის თერაპიას? - ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

"სიცილი ფიზიკურის და ფსიქიკურის სინქრონული რეაქციაა ამა თუ იმ შეუსაბამობაზე ან პირიქით, უჩვეულოდ, უზუსტესად მოცემულ შესაბამისობაზე. ადამიანი იცინის სხვებთან ერთად და მარტო მყოფიც. მარტოდმყოფი ადამიანის სიცილი საკუთარ თავთან ემოციური კომუნიკაციის ერთგვარი გამოვლენაა.

- ხშირად სიცილი გადამდებია. რა იწვევს ამას?

- ემოციური ინტელექტის გარკვეული დონე. ემოციური ინტელექტი არის ემოციის აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების უნარი. იქ, სადაც ემოციური ინტელექტია (EQ), ყოველთვის ხდება როგორც საკუთარი, ასევე სხვისი აზრობრივი და ემოციური მოცემულობის მიმღებლობა.

- სიცილის გამოხატულება სხვადასხვანაირია და ეს რაზეა დამოკიდებული?

- ადამიანის ბუნებას სიცილიც ამჟღავნებს. ქირქილი, ღიმილი, კისკისი, ხარხარი, ჩაბჟირება და ა.შ. ადამიანის მთელ რიგ პიროვნულ ნიშნებზეც მიუთითებს. მათ შორის ხასიათზეც, ტემპერამენტზეც, შინაგან კულტურაზეც, ღირებულებათა სისტემაზეც და ა.შ. სად, როდის, როგორ, ვისთან, რაზე იცინიან ადამიანები, ამით ისინი სრულად ამჟღავნებენ საკუთარ თავს.

- თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს იცინიან, მაგრამ სულ იღიმებიან.

- ასეთი იყო მერი შერვაშიძე, იღიმებოდა, ხმამაღალი სიცილი კი არ ახასიათებდა...

- როგორც ამბობენ, სიცილი თერაპიაა, აჯანსაღებს ორგანიზმს და იმუნურ სისტემაზეც დადებითად მოქმედებს...

- სიცილის თერაპიის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია. ის ჰელოტოლოგიის სახელითაა ცნობილი. ცნობილი ექსპერიმენტია: 6-7 თვის ბავშვთან დედა ე.წ. გაყინული სახით ურთიერთობს. 3-4 შემთხვევის შემდეგ, ბავშვმა დედას აღარ შეხედა, თავი განზე გასწია. დიახ, ბავშვი იმთავითვე ითხოვს ღიმილს, ანუ თბილ დამოკიდებულებას.

იაპონელები განსაცდელის შემთხვევებსაც ღიმილით ხვდებიან, ეს თვითგადარჩენის ინსტიქტითაა ნაკარნახევი. კი, იაპონური მითოლოგიის მიხედვით, სწორედ მზის ქალღმერთიდან ამატერასუსაგან იშვა მითიური იმპერატორი ძიმუ. ქალღმერთი ამატერასუ, რომელიც ბნელ გამოქვაბულში იმყოფებოდა, სწორედ სიცილმა გამოიყვანა გარეთ. ამიტომ, პირველი, რაც უნდა ვისწავლოთ, ეს ღიმილია. ის სიცილის პირველი ტალღაა. ღიმილში ყველაფერია - თანაგრძნობა, სიყვარული, მზაობა, ღიაობა, გახსნილობა.

ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლებმა, აღმზრდელებმა, ძიძებმა, განსაკუთრებით დედებმა ბავშვებთან გაიღიმონ! ადამიანებს, რომლებსაც ამა თუ იმ ფაქტზე, მოვლენაზე მუდმივად ღიმილით აქვთ რექცია, შინაგანი ბავშვის გამომხატველები არიან, შინაგანი სითბო და მზაობა აქვთ და ეს კი იმას გამოხატავს, რომ სამყაროს კეთილს ვხედავ. გოეთეს ჰყავდა ძალიან მკაცრი მამა და დედა კი - ძალიან თბილი. ის წერდა, რომ ბავშვობა დედამ მაჩუქა... უნდა გავუღიმოთ ბავშვებს და ურთიერთობა მათთან ღიმილით დავიწყოთ. ისინი ამის მისაღებად მზად არიან. ღიმილი ეს არის ადამიანში არსებული ბავშვი - კეთილი, მიმნდობი, მიმტევებელი და სიყვარულით სავსე ბავშვი!

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

მაია ჯაბუას უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი მსახიობისგან ჰყავს - "თორნიკე 3-4 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვედით"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 667-მდე გაიზარდა