ავტორი:

გურამ დონაძე - კალაძე პირადად მადლობას მიხდის მისი ძმის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის

გურამ დონაძე - კალაძე პირადად მადლობას მიხდის მისი ძმის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე პირადად მადლობას მიხდის მისი ძმის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის, - აღნიშნულის შესახებ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თავის დასკვნით სიტყვაში, საპატრულო პოლიციის იმიჯზე ზრუნვა ნამდვილად შედიოდა მის უფლებამოსილებაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ პოლიციელთა მხრიდან რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედება დაემალა.

"ბატონო მოსამართლე, ამ საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მრავალჯერ გატეხილი ფიცის და ჩვენებების შეცვლითაა მიღებული. ეს ადამიანები მინიმუმ ერთხელ სასამართლოს ატყუებენ. გასაზიარებელია ამ ადამიანების ჩვენებები ჩემ წინააღმდეგ? ამ საქმის მთავარი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე დაისაჯა? - დღეს ის მაღალ თანამდებობაზეა.

ამ საქმის გამოძიება იმის ნათელი მაგალითია, რომ პროკურატურას სიმართლე არ აინტერესებს. ამ საქმის ხელახალი გამოძიების მიზეზი პოლიტიკური მოტივი და ჩემი განეიტრალებაა, როგორც ოპოზიციურად აქტიური ჟურნალისტის", - განაცხადა დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, ერთ თვეში, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს