კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაათავისუფლა სააკაშვილმა "კრიმინალური ავტორიტეტი" რუსი დიპლომატის თხოვნით  - ე.წ კანონიერი ქურდები "ოცნების" და "ნაციონალების" დროს
როგორ გაათავისუფლა სააკაშვილმა "კრიმინალური ავტორიტეტი" რუსი დიპლომატის თხოვნით  - ე.წ კანონიერი ქურდები "ოცნების" და "ნაციონალების" დროს

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - ეს არის ერთ-ერთი ბრალ­დე­ბა, რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს უყე­ნებს და ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რის სა­გა­ნიც ხდე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში რამ­დე­ნად ქმე­დი­თი იყო ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს და რო­გო­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი დღეს? AMBEBI.GE-მ ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი შე­ის­წავ­ლა და მკვლე­ვა­რე­ბის შე­ფა­სე­ბებს გა­ეც­ნო.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა და­ა­ა­ნონ­სა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­მა, ქვე­ყა­ნა­ში ე.წ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნე­ბი მარ­თლაც შე­ა­სუს­ტა, შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკლო კრი­მი­ნა­ლის დო­ნე­მაც.

თუმ­ცა ფაქ­ტე­ბი მოწ­მობს - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ე.წ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის მქო­ნე­ებს კი მფარ­ვე­ლობ­და კი­დეც. ამ მო­საზ­რე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მრა­ვა­ლი ფაქ­ტის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა.

ასე მა­გა­ლი­თად: დღე­საც ბევ­რს ემახ­სოვ­რე­ბა 2005 წლის დე­კემ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" და­ვით ქუ­რას­ბე­დი­ა­ნის იგი­ვე "წრი­პას" სკან­და­ლუ­რი გა­სე­ირ­ნე­ბა ე.წ. ჭრელ აბა­ნო­ში. მა­შინ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი "წრი­პა" აბა­ნო­ში ბი­ძას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ასე­ვე, ბევ­რის მთქმე­ლია ისიც, რომ ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლი ვატო ყი­ფი­ა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ე.წ. უდოს წე­სით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ად­ვო­კა­ტი შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე 2004 წელს მომ­ხდარ კი­დევ ერთ შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს, როცა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ბა­ი­კო ქუ­თა­თე­ლა­ძე სა­პა­ტიმ­რო­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იმ დრო­ის­თვის ხა­ჭა­პუ­რი­ძე ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე იყო.

"ქუ­თა­თე­ლა­ძის პა­ტიმ­რო­ბა გრძელ­დე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვე. ერთ ღა­მეს და­მი­რე­კა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა და მი­თხრა, რომ ბა­ი­კო უნდა გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ თბი­ლის­ში, თა­ნაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ამი­ტომ შენი მო­სა­მარ­თლე თბი­ლის­ში უნდა ჩა­მო­ვი­დე­სო. ქუ­თა­ი­სის მო­სა­მარ­თლე სჭირ­დე­ბო­დათ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი გან­სჯა­დი საქ­მე იყო, რად­გან თა­ვი­დან­ვე ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რორს და­ა­წე­რეს. მე, ადე­იშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მარ­თლაც და­ვუ­რე­კე მო­სა­მარ­თლე კოზ­მა­ვას, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო თბი­ლის­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად.

გვი­ან ღა­მით გა­აღ­ვი­ძეს ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რო­რი და ორი­ვე სას­წრა­ფოდ ჩა­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, მი­იყ­ვა­ნეს მე-7 სა­პყრო­ბი­ლე­ში. პრო­ცე­სიც იქვე სა­ხელ­და­ხე­ლოდ ჩა­ტარ­და. მა­ნამ­დე მო­სა­მარ­თლეს ჰქონ­და მი­თი­თე­ბა, ქუ­თა­თე­ლა­ძეს და­კის­რე­ბო­და მი­ნი­მა­ლუ­რი ჯა­რი­მა, თუ არ ვცდე­ბი, 2 ათა­სი ლარი. იმა­ვე ღა­მეს გა­მო­იყ­ვა­ნეს ცი­ხი­დან. რო­გორც ამ მო­სა­მარ­თლემ და პრო­კუ­რორ­მა მი­თხრეს, ქუ­თა­თე­ლა­ძეს ცი­ხის გა­რეთ ელო­დე­ბო­და ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი - "მერ­სე­დე­სი" და ლი­მუ­ზი­ნი. ლი­მუ­ზინ­თან "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" დახ­ვდა იგორ ივა­ნო­ვი, რო­მე­ლიც მა­შინ თუ არ ვცდე­ბი, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი გახ­ლდათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქუ­თა­ის­ში ბა­ი­კოს ნა­თე­სა­ვე­ბის­გან გა­ვი­გე, რომ პი­რა­დად ივა­ნოვ­მა სთხო­ვა სა­ა­კაშ­ვილს, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, გვა­რად ქუ­თა­თე­ლა­ძე. ეს­კორ­ტი მი­ვი­და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და გამ­თე­ნი­ი­სას ერ­თად გა­ა­ცი­ლეს ქუ­თა­თე­ლა­ძე და ივა­ნო­ვი მოს­კოვ­ში.

ეს შე­უძ­ლი­ათ და­ა­დას­ტუ­რონ იმ მო­სა­მარ­თლემ, პრო­კუ­რორ­მა და ად­ვო­კატ­მაც, რომ­ლე­ბიც მე-7 სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­მარ­თულ ე.წ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ" - იხ­სე­ნებს შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

2015 წელს მა­შინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ფაქ­ტე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, წი­ნა­მორ­ბე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­სა და გას­ვლის თა­ვი­სუფ­ლე­ბას აძ­ლევ­და. დო­კუ­მენ­ტში ასა­ხუ­ლი იყო 12 "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თი­სა და ქვეყ­ნი­დან გას­ვლის შემ­თხვე­ვე­ბი.

მათ შო­რის თა­ლაკ­ვა­ძემ და­ა­სა­ხე­ლა: "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ფრი­დონ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2008 წლის 5 აპ­რილს შე­მო­ვი­და და იმა­ვე დღეს, ასე­ვე, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. ასე­ვე,"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ამი­რან ებ­რა­ლი­ძე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში შე­მო­ვი­და 2009 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს და მე­ო­რე დღეს სა­დახ­ლოს სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტით ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. კი­დევ ერთი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" რა­მაზ წი­ქო­რი­ძე, იგი­ვე რა­მაზ "ბაღ­დატ­სკი" თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში 2011 წლის 10 დე­კემ­ბერს შე­მო­ვი­და და იმა­ვე დღეს სა­ქარ­თვე­ლო სარ­ფის სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან და­ტო­ვა და ა.შ.

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"

2017 წელს, 10 თვე­ში ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა­სა და კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ათი ადა­მი­ა­ნი­დან, 8 სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მათ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი ვერ და­უმ­ტკი­ცა და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პი­რებს შო­რის არა­ერთ ცნო­ბილ და გახ­მა­უ­რე­ბულ გვარს ამო­ი­კი­თხავთ, მათ შო­რის და­ვით გერ­ლი­ანს მეტ­სა­ხე­ლად "სვა­ნას", ასე­ვე ბაგ­რატ ფან­ცუ­ლა­ი­ას მეტ­სა­ხე­ლად "მა­რატ სუ­ხუმსკის" და ა.შ..

მარ­თა­ლია, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კა­ნო­ნი კი­დევ უფრო გა­ამ­კაც­რა, თუმ­ცა წი­ნა­მორ­ბე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სად ზო­გი­ერ­თი დიდი გავ­ლე­ნის მქო­ნე კრი­მი­ნა­ლის მი­მართ ლმო­ბი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. რა­საც მოწ­მობს შემ­დე­გი ფაქ­ტე­ბი:

2015 წელს თე­მურ გვა­სა­ლია ("თემო სუ­ხუმსკი") ზუგ­დი­დის სა­სა­მარ­თლო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გვა­სა­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სოფ. რუხ­ში და­ა­კა­ვეს. ის აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყალ­ბი, თე­მურ სონ­გუ­ლი­ას სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი პას­პორ­ტით შე­მო­ვი­და, "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­აჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბით და­უდ­გინ­და ოპი­უ­მის ჯგუ­ფის ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი. გვა­სა­ლი­ამ და­კა­ვე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კი­სას "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა" აღი­ა­რა. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, მო­სა­მარ­თლე შოთა ბი­ჭი­ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, იგი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ოთხი წლით ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა უდი­დე­სი გავ­ლე­ნის მქო­ნე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" - ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, მეტ­სა­ხე­ლად "ლოტუ გული". მას 23-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა 1995 წელს შე­უ­ფარ­დეს. ად­ვო­კატ­მა ტი­რა­ნა ალი­ე­ვამ მე­დი­ა­ში გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს შსს-მ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 45 წლის ნა­დირ სა­ლი­ფოვს და­კა­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში საბ­ჭო­თა პას­პორ­ტი ჰქონ­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის გა­რე­შე იგი პას­პორ­ტის აღე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ბუნ­დო­ვა­ნია, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ლი­ფოვ­მა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა საბ­ჭო­თა პას­პორ­ტით, თუკი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლა...

სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" კა­ხა­ბერ ორაგ­ვე­ლი­ძე, იგი­ვე „კახა ტბი­ლის­კი“. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის გა­ნა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ორაგ­ვე­ლი­ძემ ქვე­ყა­ნა მა­შინ­ვე და­ტო­ვა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის კი­ევ­ში და­ა­კა­ვეს. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ორაგ­ვე­ლი­ძე რუ­სეთ­ში 1998 წლი­დან გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით იძებ­ნე­ბო­და.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­იჟ­ღე­რა "ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში" დიდი გავ­ლე­ნის მქო­ნე "ლა­ვას ოღ­ლის", მინ­დია გო­რა­ძის სა­ხელ­მა. ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ის სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბით აჭა­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ცდი­ლობ­და. გო­რა­ძე 2016 წლის იან­ვარ­ში თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" და­კა­ვე­ბი­სას შსს-მ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა:

"2013 წლი­დან დღემ­დე მარ­თავ­და და სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მიზ­ნით ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევრთა გარ­კვე­ულ ჯგუფს. მუ­ქა­რით, და­ში­ნე­ბი­თა და ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბის გზით, იგი აი­ძუ­ლებ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს, შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ მათ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ქმე­დე­ბე­ბი".

თუმ­ცა, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ვადა ისე გა­ვი­და, რომ მას ბრა­ლი ვერ და­უ­დას­ტუ­რეს - 2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გო­რა­ძემ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა და მე­ო­რე დღეს­ვე წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან.

2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მისი სა­ხე­ლი კი­დევ ერთხელ ახ­სე­ნა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა. მისი თქმით, "აჭა­რა­ში ვინ­მეს რა­მის მოგ­ვა­რე­ბა თუ უნდა, ყვე­ლამ იცის, ქურ­დი ლა­ვა­ს­ ოღ­ლი":

"კა­ციშ­ვილ­მა არ იცის, ვინ არის აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე. ცხა­დია, არა­ვის აქვს ილუ­ზია, რომ ის ოც­და­ა­თი წლის ბიჭი ვინ­მეს რა­მეს მო­უგ­ვა­რებს, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, აჭა­რა­ში ვინ­მეს რა­მის მოგ­ვა­რე­ბა თუ უნდა, ყვე­ლამ იცის, ვინ­მე ქურ­დი ლა­ვა­ს ­ოღ­ლი, რო­მელ­საც ხო­ფა­ში უნდა მი­აწ­ვდი­ნო ხმა და ის მო­აგ­ვა­რებს საქ­მეს ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით. აჭა­რა­ში ეს ქურ­დი მარ­თავს ყვე­ლა­ფერს. ვინ­მეს თუ მოჰ­პა­რა­ვენ რა­მეს და დაბ­რუ­ნე­ბა უნდა, ლა­ვა­ს­ოღ­ლის უნდა უთხრას; სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა გინ­და ლა­ვა­ს­ოღ­ლის უნდა შე­უთ­ვა­ლო..." - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

2018 წლის ივ­ლის­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­სა და აჭა­რის რე­გი­ონ­ში, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის და ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით 10 პირი და­ა­კა­ვეს, 36 წლის "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა და მას­ზე ძებ­ნა ინ­ტერ­პო­ლით გა­მო­ცხად­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ტრაბ­ზონ­ში და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" და­კა­ვე­ბა თურ­ქე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მოხ­და.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, არ შე­იძ­ლე­ბა, არ ით­ქვას იმ ხმა­უ­რი­ან ბრალ­დე­ბებ­ზეც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "ოც­ნე­ბამ" არ­ჩევ­ნებ­ში და­სახ­მა­რებ­ლად "კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს" მი­მარ­თა. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი და "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" ჩარ­თო. ზო­დე­ლა­ვა ამ­ტკი­ცებ­და, რომ "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი" მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­დი­ოდ­ნენ და აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რილ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის მი­ე­ცათ.

შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად კი, 2018 წლის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის, ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლია 39 პირი, მათ შო­რის 2 "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია". ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, საფ­რან­გეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზე­ბულ-და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს 127 მო­ქა­ლა­ქე და 12 ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი".

ფაქ­ტე­ბი მოწ­მობს - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წინა და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წი­ნა­აღ­მდეგ შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლით იწო­ნებს თავს, რო­დე­საც საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით "გავ­ლე­ნი­ან ქურ­დებს" ეხე­ბათ, სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­თა­ლი შერ­ჩე­ვი­თია.

სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი, თსუ-ს პრო­ფე­სო­რი, კრი­მი­ნო­ლო­გი გი­ორ­გი ღლონ­ტი ამ გა­რე­მო­ე­ბას ასე ხსნის:

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მარ­თლაც და­ი­წყო "კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან" ბრძო­ლა. იმა­ვეს აგ­რძე­ლებს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც. თუმ­ცა არ­სე­ბობს ისე­თი ცალ­კე­უ­ლი, ასე ვთქვათ, გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ამა თუ იმ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ ხელს აფა­რებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბას აძ­ლევს და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მფარ­ვე­ლობს კი­დეც. რა­ტომ?

იმი­ტომ, რომ დიდი ფული და გავ­ლე­ნა ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს წო­ნის. სტა­ტის­ტი­კა მოწ­მობს იმას, რომ რო­გორც წინა, ისე მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე, თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა.

„ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კა­ნო­ნით კი, ძი­რი­თა­დად „შავ სამ­ყა­როს­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­სა­მარ­თლდნენ“ - ამ­ბობს ღლონ­ტი.

"ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე გა­ამ­კაც­რა. 2018 წლის აპ­რილ­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბე­ბის წრე გა­ფარ­თოვ­და, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კა­ნო­ნი გამ­კაცრ­და. მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა, ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის/კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის მი­მარ­თვა. ცვლი­ლე­ბამ­დე "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ზე" კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 10 წლამ­დე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ კი სას­ჯე­ლი 9-დან 15 წლამ­დე გა­იზ­რდა.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­სა და კა­ნონ­ში ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვის ცნე­ბის შე­ტა­ნას, ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ფა­სა­დურ პო­ლი­ტი­კად მი­იჩ­ნევს და ამ ფაქტს ხო­რა­ვას ქუ­ჩის გახ­მა­უ­რე­ბულ ტრა­გე­დი­ას უკავ­ში­რებს. მათი მო­საზ­რე­ბით, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­ა­ლუ­რად სურს კრი­მი­ნა­ლურ ცნო­ბი­ე­რე­ბას­თან ბრძო­ლა, ეს უპირ­ვე­ლე­სად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბით უნდა და­ი­წყოს.

"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა, სკო­ლა არ მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ ბავ­შვს ჰქონ­დეს ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნი, რა არის სწო­რი და რა - არას­წო­რი. ახალ­გაზ­რდებს უჭირთ პა­სუ­ხი გას­ცენ კი­თხვას, რა არის მათ­თვის უკე­თე­სი: მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა და უს­მი­ნონ სა­ღა­მო­ო­ბით გა­ნათ­ლე­ბულ, დაღ­ლილ მშო­ბელს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, ამ­დე­ნი ვის­წავ­ლე და ვინ აფა­სებს ჩემს შრო­მა­სო, თუ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წე­სით მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ფული აქვთ, კარ­გი ცხოვ­რე­ბა…

რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლი გან­წყო­ბა ამ ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ ისევ არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში. გა­აზ­რე­ბა არ ხდე­ბა, ამი­ტო­მაც გვაქვს ეს შე­დე­გი" - აცხა­დებს სა­მარ­თალმცოდ­ნე თა­მარ კორ­ძა­ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როგორ გაათავისუფლა სააკაშვილმა "კრიმინალური ავტორიტეტი" რუსი დიპლომატის თხოვნით  - ე.წ კანონიერი ქურდები "ოცნების" და "ნაციონალების" დროს

როგორ გაათავისუფლა სააკაშვილმა "კრიმინალური ავტორიტეტი" რუსი დიპლომატის თხოვნით  - ე.წ კანონიერი ქურდები "ოცნების" და "ნაციონალების" დროს

ე.წ. კანონიერი ქურდების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება - ეს არის ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც "ნაციონალების" და "ოცნების" ხელისუფლება ერთმანეთს უყენებს და ხშირად პოლიტიკური ქულების დაწერის საგანიც ხდება. სინამდვილეში რამდენად ქმედითი იყო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს და როგორია ხელისუფლების მიდგომები დღეს? AMBEBI.GE-მ ამ საკითხის ირგვლივ კონკრეტული ფაქტები შეისწავლა და მკვლევარების შეფასებებს გაეცნო.

"ქურდული სამყარო" და "ნაციონალური მოძრაობა"

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში უკომპრომისო ბრძოლა დააანონსა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხელისუფლების მიერ გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ქვეყანაში ე.წ ქურდული სამყაროს გავლენები მართლაც შეასუსტა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იკლო კრიმინალის დონემაც.

თუმცა ფაქტები მოწმობს - "ნაციონალების" ხელისუფლება ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებთან მიმართებაში შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებული გავლენების მქონეებს კი მფარველობდა კიდეც. ამ მოსაზრების დასადასტურებლად მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება.

ასე მაგალითად: დღესაც ბევრს ემახსოვრება 2005 წლის დეკემბერში ცნობილი "კანონიერი ქურდის" დავით ქურასბედიანის იგივე "წრიპას" სკანდალური გასეირნება ე.წ. ჭრელ აბანოში. მაშინ პატიმრობაში მყოფი "წრიპა" აბანოში ბიძასთან ერთად იმყოფებოდა.

ასევე, ბევრის მთქმელია ისიც, რომ ყველასათვის ცნობილი კრიმინალი ვატო ყიფიანი სააკაშვილის ხელისუფლებამ ე.წ. უდოს წესით გაათავისუფლა.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე 2004 წელს მომხდარ კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა "კანონიერი ქურდი" ბაიკო ქუთათელაძე საპატიმროდან ხელისუფლების უშუალო მითითების შედეგად გათავისუფლდა. იმ დროისთვის ხაჭაპურიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

"ქუთათელაძის პატიმრობა გრძელდებოდა დაახლოებით ორი თვე. ერთ ღამეს დამირეკა ზურაბ ადეიშვილმა და მითხრა, რომ ბაიკო უნდა გაესამართლებინათ თბილისში, თანაც დაუყოვნებლივ, ამიტომ შენი მოსამართლე თბილისში უნდა ჩამოვიდესო. ქუთაისის მოსამართლე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ჩვენი განსჯადი საქმე იყო, რადგან თავიდანვე ქუთაისის პროკურორს დააწერეს. მე, ადეიშვილის მითითების შესაბამისად, მართლაც დავურეკე მოსამართლე კოზმავას, რომ მომზადებულიყო თბილისში გასამგზავრებლად.

გვიან ღამით გააღვიძეს ქუთაისის პროკურორი და ორივე სასწრაფოდ ჩაიყვანეს თბილისში, მიიყვანეს მე-7 საპყრობილეში. პროცესიც იქვე სახელდახელოდ ჩატარდა. მანამდე მოსამართლეს ჰქონდა მითითება, ქუთათელაძეს დაკისრებოდა მინიმალური ჯარიმა, თუ არ ვცდები, 2 ათასი ლარი. იმავე ღამეს გამოიყვანეს ციხიდან. როგორც ამ მოსამართლემ და პროკურორმა მითხრეს, ქუთათელაძეს ციხის გარეთ ელოდებოდა ორი ავტომობილი - "მერსედესი" და ლიმუზინი. ლიმუზინთან "კანონიერ ქურდს" დახვდა იგორ ივანოვი, რომელიც მაშინ თუ არ ვცდები, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ.

მოგვიანებით, ქუთაისში ბაიკოს ნათესავებისგან გავიგე, რომ პირადად ივანოვმა სთხოვა სააკაშვილს, გაეთავისუფლებინა რუსეთის მოქალაქე, გვარად ქუთათელაძე. ესკორტი მივიდა თბილისის აეროპორტში და გამთენიისას ერთად გააცილეს ქუთათელაძე და ივანოვი მოსკოვში.

ეს შეუძლიათ დაადასტურონ იმ მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმაც, რომლებიც მე-7 საპყრობილეში გამართულ ე.წ. სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ" - იხსენებს შალვა ხაჭაპურიძე.

2015 წელს მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაასაჯაროვა ფაქტები, რომლის თანახმადაც, წინამორბედი ხელისუფლება "კანონიერ ქურდებს" ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის თავისუფლებას აძლევდა. დოკუმენტში ასახული იყო 12 "კანონიერი ქურდის" მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისა და ქვეყნიდან გასვლის შემთხვევები.

მათ შორის თალაკვაძემ დაასახელა: "კანონიერი ქურდი" ფრიდონ სულაქველიძე, რომელიც თბილისის აეროპორტში 2008 წლის 5 აპრილს შემოვიდა და იმავე დღეს, ასევე, თბილისის აეროპორტიდან საქართველო დატოვა. ასევე,"კანონიერი ქურდი" ამირან ებრალიძე თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2009 წლის 29 ოქტომბერს და მეორე დღეს სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა. კიდევ ერთი "კანონიერი ქურდი" რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ "ბაღდატსკი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2011 წლის 10 დეკემბერს შემოვიდა და იმავე დღეს საქართველო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან დატოვა და ა.შ.

"კანონიერი ქურდები" და "ქართული ოცნება"

2017 წელს, 10 თვეში ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერ ქურდობაში ბრალდებული ათი ადამიანიდან, 8 სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მათ პროკურატურამ ბრალი ვერ დაუმტკიცა და საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გათავისუფლებულ პირებს შორის არაერთ ცნობილ და გახმაურებულ გვარს ამოიკითხავთ, მათ შორის დავით გერლიანს მეტსახელად "სვანას", ასევე ბაგრატ ფანცულაიას მეტსახელად "მარატ სუხუმსკის" და ა.შ..

მართალია, "ქართულმა ოცნებამ" "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ მიმართული კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა, თუმცა წინამორბედი ხელისუფლების მსგავსად ზოგიერთი დიდი გავლენის მქონე კრიმინალის მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება მაინც შეინარჩუნა. რასაც მოწმობს შემდეგი ფაქტები:

2015 წელს თემურ გვასალია ("თემო სუხუმსკი") ზუგდიდის სასამართლოდან გაათავისუფლეს. გვასალია სამართალდამცველებმა სოფ. რუხში დააკავეს. ის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში ყალბი, თემურ სონგულიას სახელზე გაცემული პასპორტით შემოვიდა, "კანონიერ ქურდს" დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი. გვასალიამ დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას "კანონიერი ქურდობა" აღიარა. ამ ყველაფრის ფონზე, მოსამართლე შოთა ბიჭიამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, იგი უდანაშაულოდ ცნო.

2017 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის სასამართლომ პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ოთხი წლით ადრე გაათავისუფლა უდიდესი გავლენის მქონე "კანონიერი ქურდი" - ნადირ სალიფოვი, მეტსახელად "ლოტუ გული". მას 23-წლიანი პატიმრობა 1995 წელს შეუფარდეს. ადვოკატმა ტირანა ალიევამ მედიაში გააკეთა განცხადება, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ნადირ სალიფოვი საქართველოში ჩამოვიდა. ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-მ კატეგორიულად უარყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, 45 წლის ნადირ სალიფოვს დაკავების პერიოდში საბჭოთა პასპორტი ჰქონდა. გათავისუფლების შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე იგი პასპორტის აღებას ვერ მოახერხებდა. შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ მოახერხა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სალიფოვმა ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა საბჭოთა პასპორტით, თუკი საქართველოში არ ჩამოსულა...

სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო "კანონიერი ქურდი" კახაბერ ორაგველიძე, იგივე „კახა ტბილისკი“. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენის საფუძველზე, "კანონიერი ქურდი" სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ორაგველიძემ ქვეყანა მაშინვე დატოვა, თუმცა მოგვიანებით ის კიევში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, ორაგველიძე რუსეთში 1998 წლიდან განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.

"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში რამდენჯერმე გაიჟღერა "ქურდულ სამყაროში" დიდი გავლენის მქონე "ლავას ოღლის", მინდია გორაძის სახელმა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ის საკუთარი გავლენებით აჭარის გაკონტროლებას ცდილობდა. გორაძე 2016 წლის იანვარში თბილისის აეროპორტში დააკავეს. "ლავასოღლის" დაკავებისას შსს-მ ასეთი განცხადება გააკეთა:

"2013 წლიდან დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით, იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები".

თუმცა, წინასწარი პატიმრობის ვადა ისე გავიდა, რომ მას ბრალი ვერ დაუდასტურეს - 2017 წლის ოქტომბერში გორაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და მეორე დღესვე წავიდა საქართველოდან.

2018 წლის სექტემბერში მისი სახელი კიდევ ერთხელ ახსენა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, "აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, ყველამ იცის, ქურდი ლავას ოღლი":

"კაციშვილმა არ იცის, ვინ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ის ოცდაათი წლის ბიჭი ვინმეს რამეს მოუგვარებს, მაგრამ პრობლემა ის არის, აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, ყველამ იცის, ვინმე ქურდი ლავას ოღლი, რომელსაც ხოფაში უნდა მიაწვდინო ხმა და ის მოაგვარებს საქმეს ქურდული წესებით. აჭარაში ეს ქურდი მართავს ყველაფერს. ვინმეს თუ მოჰპარავენ რამეს და დაბრუნება უნდა, ლავასოღლის უნდა უთხრას; სამშენებლო ნებართვა გინდა ლავასოღლის უნდა შეუთვალო..." - აღნიშნა ელისაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

2018 წლის ივლისში, სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, "ქურდული სამყაროს" წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, 36 წლის "ლავასოღლის" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა ინტერპოლით გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში ე.წ. კანონიერი ქურდი ტრაბზონში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, "ლავასოღლის" დაკავება თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

"ქართული ოცნებისა" და ე.წ კანონიერი ქურდების ურთიერთდამოკიდებულებაზე საუბრისას, არ შეიძლება, არ ითქვას იმ ხმაურიან ბრალდებებზეც, რომლის მიხედვითაც "ოცნებამ" არჩევნებში დასახმარებლად "კრიმინალურ ავტორიტეტებს" მიმართა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავამ მედიასთან განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ე.წ. კანონიერი ქურდები და "მაყურებლები" ჩართო. ზოდელავა ამტკიცებდა, რომ "კრიმინალური ავტორიტეტები" მოსახლეობაში დადიოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ხმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად კი, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია 39 პირი, მათ შორის 2 "კანონიერი ქურდია". ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - საქართველოს 127 მოქალაქე და 12 ქართველი "კანონიერი ქურდი".

ფაქტები მოწმობს - მიუხედავად იმისა, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლება "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით იწონებს თავს, როდესაც საქმე განსაკუთრებით "გავლენიან ქურდებს" ეხებათ, სახელმწიფოს სამართალი შერჩევითია.

სამართლის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი, კრიმინოლოგი გიორგი ღლონტი ამ გარემოებას ასე ხსნის:

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლებამ მართლაც დაიწყო "კრიმინალურ ავტორიტეტებთან" ბრძოლა. იმავეს აგრძელებს მოქმედი ხელისუფლებაც. თუმცა არსებობს ისეთი ცალკეული, ასე ვთქვათ, გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ „კანონიერ ქურდს“ ხელს აფარებს, თავისუფლებას აძლევს და ზოგიერთ შემთხვევაში მფარველობს კიდეც. რატომ?

იმიტომ, რომ დიდი ფული და გავლენა ყოველთვის ყველაფერს წონის. სტატისტიკა მოწმობს იმას, რომ როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების მმართველობის დროს პასუხისგებაში მიეცნენ „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მქონე პირების ძალიან მცირე, თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობა.

„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ მიმართული კანონით კი, ძირითადად „შავ სამყაროსთან“ დაკავშირებული პირები გასამართლდნენ“ - ამბობს ღლონტი.

"ოცნების" ხელისუფლებამ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა საკანონმდებლო დონეზე გაამკაცრა. 2018 წლის აპრილში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე გაფართოვდა, "კანონიერი ქურდობის" წინააღმდეგ მიმართული კანონი გამკაცრდა. მოქმედი რედაქციით, დანაშაულად ითვლება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვა. ცვლილებამდე "კანონიერ ქურდობაზე" კანონი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი სასჯელი 9-დან 15 წლამდე გაიზრდა.

"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ კანონის გამკაცრებასა და კანონში ქუჩური გარჩევის ცნების შეტანას, ექსპერტების ნაწილი ფასადურ პოლიტიკად მიიჩნევს და ამ ფაქტს ხორავას ქუჩის გახმაურებულ ტრაგედიას უკავშირებს. მათი მოსაზრებით, თუ ხელისუფლებას რეალურად სურს კრიმინალურ ცნობიერებასთან ბრძოლა, ეს უპირველესად განათლების სისტემის რეფორმირებით უნდა დაიწყოს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არც ერთი ხელისუფლების პრიორიტეტი არ ყოფილა საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, სკოლა არ მუშაობს იმაზე, რომ ბავშვს ჰქონდეს ღირებულებითი არჩევანი, რა არის სწორი და რა - არასწორი. ახალგაზრდებს უჭირთ პასუხი გასცენ კითხვას, რა არის მათთვის უკეთესი: მიიღონ განათლება და უსმინონ საღამოობით განათლებულ, დაღლილ მშობელს, რომელიც ამბობს, ამდენი ვისწავლე და ვინ აფასებს ჩემს შრომასო, თუ ქურდული სამყაროს წესით მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც ფული აქვთ, კარგი ცხოვრება…

რომანტიზებული განწყობა ამ ინსტიტუტის მიმართ ისევ არსებობს საზოგადოების ნაწილში. გააზრება არ ხდება, ამიტომაც გვაქვს ეს შედეგი" - აცხადებს სამართალმცოდნე თამარ კორძაია.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს