სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურებიან ზურაბ ჟვანიას შვილები (ფოტო)
როგორ გამოიყურებიან ზურაბ ჟვანიას შვილები (ფოტო)

დღეს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 14 წლი გა­ვი­და. იგი 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს და­ი­ღუ­პა. მას სამი შვი­ლი დარ­ჩა - ლიზა, ბუსა და ანჩო. ბუსა და ლიზა ამე­რი­კა­ში სწავ­ლო­ბენ. ისი­ნი ქარ­თუ­ლი მე­დი­ის წინ იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბი­ან.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ლიზა და ბუსა ჟვა­ნი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას 55 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრნენ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით მო­ე­წყო. პარ­ლა­მენ­ტში მიწ­ვე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მი­მარ­თა.

"ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა იმ დროს, რო­დე­საც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მი ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში იყო, ჯერ კი­დევ არ იყო მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი, თუნ­დაც, ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი და ზუ­რაბ ჟვა­ნია იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ ყვე­ლა­ფერ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი შე­ას­რუ­ლა. სწო­რედ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ დღეს ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მი. ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი და ძლი­ერ­დე­ბა სა­გა­რეო და კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით",- გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს ოჯა­ხის სა­ხე­ლით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟ­მა ბუსა ჟვა­ნი­ამ მი­მარ­თა.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და სი­ხა­რუ­ლია დღეს აქ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა, რომ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მი­უ­ძღვნა. სწო­რედ აქ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გან­ვი­თა­რე­ბის იმ ხედ­ვას, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც დღემ­დე ერ­თი­ან­დე­ბა სრუ­ლი­ად პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ ეს ხედ­ვა ერთ ის­ტო­რი­ულ ფრა­ზა­ში შე­ა­ჯა­მა - “მე ვარ ქარ­თვე­ლი, მა­შა­სა­და­მე, ვარ ევ­რო­პე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბუსა ჟვა­ნი­ამ.

ლიზა და ბუსა ჟვა­ნი­ე­ბი სტუმ­რად პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­თათ­ბი­რო­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როგორ გამოიყურებიან ზურაბ ჟვანიას შვილები (ფოტო)

როგორ გამოიყურებიან ზურაბ ჟვანიას შვილები (ფოტო)

დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 14 წლი გავიდა. იგი 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. მას სამი შვილი დარჩა - ლიზა, ბუსა და ანჩო. ბუსა და ლიზა ამერიკაში სწავლობენ. ისინი ქართული მედიის წინ იშვიათად ჩნდებიან.

რამდენიმე თვის წინ ლიზა და ბუსა ჟვანიები საქართველოს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით მოეწყო. პარლამენტში მიწვეულ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა.

"ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში, განსაკუთრებული როლი შეასრულა. სწორედ ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის, რომ დღეს ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვითარდება ჩვენი პარლამენტარიზმი. ვითარდება ჩვენი პოზიციები და ძლიერდება საგარეო და კულტურული მიმართულებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ოჯახის სახელით, ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბუსა ჟვანიამ მიმართა.

"ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ყოფნა, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ზურაბ ჟვანიამ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფო განვითარების იმ ხედვას, რომლის ირგვლივაც დღემდე ერთიანდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური პროცესებისა. ზურაბ ჟვანიამ ეს ხედვა ერთ ისტორიულ ფრაზაში შეაჯამა - “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", - განაცხადა ბუსა ჟვანიამ.

ლიზა და ბუსა ჟვანიები სტუმრად პარლამენტის თავმჯდომარის სათათბიროში

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება - რა წერია "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებათა პროექტში

"გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება მოსახლეობის 60-70%" - თენგიზ ცერცვაძე

"პაციენტი მანამდე უნდა მივიდეს კლინიკაში, ვიდრე ძალიან დამძიმდება" - ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების მთავარ მიზეზად დაგვიანებული მიმართვა რჩება