პარიზში, „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებებში 548 ადამიანი გადაიყვანეს, აქედან 272 პატიმრობაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პოლიციის პრეფექტურა ავრცელებს.
პარიზის ცენტრში ადგილი ჰქონდა ცალკეულ მონაკვეთებზე პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებას, რომლის დროსაც პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. CNN წერს, რომ აქციის ტერიტორიაზე რეზინის ტყვიებიც იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.