პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც" - ნინო კალანდაძე თანაგუნდელს აკრიტიკებს?
"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც" - ნინო კალანდაძე თანაგუნდელს აკრიტიკებს?

"შე­ირ­ყა გემი და გა­მოჩ­ნდნენ პირ­ვე­ლი ვირ­თხე­ბიც? ტრა­დი­ცი­უ­ლად, ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბით არც ახლა გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან" - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, ნინო კა­ლან­და­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თა­ვის გვერ­დზე წერს.

რო­გორც კა­ლან­და­ძე აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში უჭ­კუ­ო­ბა უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა.

„შე­ირ­ყა გემი და გა­მოჩ­ნდნენ პირ­ვე­ლი ვირ­თხე­ბიც? არ­ცთუ პა­რა­დოქ­სა­ლუ­რად სულ ერ­თი­და­ი­გი­ვე ვირ­თხე­ბია ესე­ნი ოღონდ. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბით არც ახლა გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. თა­ი­მინ­გიც ისევ მრავ­ლისმთქმე­ლია და კონ­ტექ­სტიც.

ასეა: გა­მომ­ძალ­ველ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას ბუ­მე­რან­გის ეფექ­ტი აქვს - სა­ნამ ძლი­ე­რი ხარ, დრო­ე­ბით გიფრ­თხის და როცა ყვე­ლა­ზე სუს­ტი ხარ, მა­შინ მო­გა­ჭერს. აბა სხვა მხრივ უფა­სოს და მუ­დამ გა­მორ­ჩე­ნა­ზე მყოფს სხვა რა ინ­ტე­რე­სი აქვს? ჭკვი­ა­ნი სხვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობ­სო. ჩვენ­ში კი უჭ­კუ­ო­ბა უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა. სხვი­სი არ ვიცი და ჩემი დეჟა­ვიუ მგო­ნი აწი იწყე­ბა“, - წერს ნინო კა­ლან­და­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გვერ­დზე.

მარ­თა­ლია, კა­ლან­და­ძე კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს პოს­ტში არ ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ კრი­ტი­კუ­ლი მი­მარ­თვა მისი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წერვმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც წერს, რომ "აღარ აპი­რებს არა­ნა­ირ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, რო­მელ­ზეც გრი­გოლ ვა­შა­ძეს მი­ე­სალ­მე­ბი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს". ამის მი­ზე­ზად კი სა­მა­დაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და უდი­დე­სი დარ­ღვე­ვე­ბით, თუმ­ცა სა­უ­ბარ­მა არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­ზე და სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­ზე გა­მო­იწ­ვია ის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბი იყო ბევ­რად ნაკ­ლე­ბად კრი­ტი­კუ­ლი, ვიდ­რე შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც" - ნინო კალანდაძე თანაგუნდელს აკრიტიკებს?

"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც" - ნინო კალანდაძე თანაგუნდელს აკრიტიკებს?

"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს.

როგორც კალანდაძე აცხადებს, საქართველოში უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა.

„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც.

ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს - სანამ ძლიერი ხარ, დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭერს. აბა სხვა მხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა. სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჟავიუ მგონი აწი იწყება“, - წერს ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

მართალია, კალანდაძე კონკრეტულ სახელებსა და გვარებს პოსტში არ ასახელებს, თუმცა სავარაუდოდ კრიტიკული მიმართვა მისი თანაპარტიელის, სალომე სამადაშვილის გუშინდელ პოსტს ეხმაურება.

"ნაციონალური მოძრაობის" წერვმა სალომე სამადაშვილმა, "ფეისბუქზე" პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ "აღარ აპირებს არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს". ამის მიზეზად კი სამადაშვილი განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით, თუმცა საუბარმა არალეგიტიმურობაზე და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შესაძლოა ყოფილიყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები