საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩემი პატარების და ჩემი ოჯახის მომავალი" - ირინა სარიშვილი დახმარებას ითხოვს
"მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩემი პატარების და ჩემი ოჯახის მომავალი" - ირინა სარიშვილი დახმარებას ითხოვს

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას თხოვს. სა­რიშ­ვი­ლის თქმით, მისი პა­ტა­რე­ბის შვი­ლად აყ­ვა­ნის სა­კი­თხი სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა, რის გა­მოც გა­და­უ­დე­ბელ აუ­ცი­ლებ­ლობს წარ­მო­ად­გენს, მის ოჯახს ჰქონ­დეს მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, რა­საც სა­სა­მარ­თლო გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამის გამო, სა­რიშ­ვი­ლის მე­გობ­რებ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში და­ი­წყეს მის­თვის თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა ბი­ნის შე­სა­ძე­ნად. აი, რას წერს ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი:

"2018 წლის აგ­ვის­ტო­ში ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ამე­რი­კა­ში ცნო­ბილ ამე­რი­კულ სა­იტ­ზე gofundme.com-ზე წა­მო­ი­წყეს კამ­პა­ნია ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის ბი­ნის შე­სა­ძე­ნი თან­ხის მო­საგ­რო­ვებ­ლად. ჩემი მე­გობ­რე­ბი დიდი ხა­ნია ამის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ ვერ იწყებ­დნენ იმის გამო, რომ მე თვი­თონ ვი­ყა­ვი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ამ გზით ჩემი ოჯა­ხის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის, რად­გან ჯერ ერთი, ბინა მუდ­მი­ვად შე­ნია თუ ნა­ქი­რა­ვე­ბი, ჩემ­თვის არა­ნა­ირ ტრა­გე­დი­ას არ წარ­მო­ად­გენს, ასე ამ ქვეყ­ნა­დაც დრო­ე­ბით ვართ; და მე­ო­რეც - დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თო სხვებს, მით უმე­ტეს ამ გა­ჭირ­ვე­ბულ ყო­ფა­ში ჩემ­თვის და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ საქ­მე ჯან­მრთე­ლო­ბას, სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა.

მი­ზე­ზი, რის გა­მოც მე დავ­თან­ხმდი ჩემს მე­გობ­რებს ამ კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა­ზე, არ არის უბ­რა­ლოდ ბი­ნის თემა, რო­მე­ლიც ვი­მე­ო­რებ მე ნაკ­ლე­ბად მა­ღელ­ვებს, რაკი თუნ­დაც ქი­რით ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჩემი პა­ტა­რე­ბის შვი­ლად აყ­ვა­ნის სა­კი­თხი სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა. მარ­თა­ლი გი­თხრათ, მე ამის გა­კე­თე­ბას უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­დღაც 2-3 წე­ლი­წად­ში ვა­პი­რებ­დი, რად­გან ჯერ ერთი, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, რო­გორც კი ბავ­შვს ოფი­ცი­ა­ლუ­რად შვი­ლად გა­ა­ფორ­მებ, სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბა წყდე­ბა. ეს დახ­მა­რე­ბა კი ნამ­დვი­ლად არ არის ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მუ­რი ბავ­შვის სრულ­ფა­სოვ­ნად მო­სავ­ლე­ლად. უფრო მე­ტიც, მარ­ტო მა­სა­ჟებს რა თან­ხაც ჭირ­დე­ბა, ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ამ დახ­მა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას (სა­ხელ­მწი­ფო ვარ­ჯი­შე­ბის იმის მე­სა­მედ­საც ვერ აფი­ნან­სებს, რაც პრობ­ლე­მუ­რი ბავ­შვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია);

მე­ო­რე მი­ზე­ზი - ეს გახ­ლდათ ბი­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­ქო­ნა, რაც პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. ასეა თუ ისე, "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბის" თუ რამე სხვა მო­საზ­რე­ბის გამო ჩვე­ნი საქ­მე უკვე სა­სა­მარ­თლო­შია. ეხლა ამის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბარს აზრი აღა­რა აქვს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა დღეს არის ის რომ მე არ მაქვს ბინა სა­კუთ­რე­ბა­ში, რა­საც ითხოვს სა­სა­მარ­თლო. ამ­დე­ნად ბი­ნის თემა ჩემ­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის გახ­და და პირ­და­პირ კავ­შირ­შია ჩემი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­თან.

მხო­ლოდ ამი­ტომ დავ­თან­ხმდი ჩემს მე­გობ­რებს ჩემი ბი­ნის შე­სა­ძე­ნი თან­ხის მოგ­რო­ვე­ბის კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა­ზე და მხო­ლოდ ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ დახ­მა­რე­ბის­თვის ყვე­ლას, ვის­თვი­საც სუ­ლერ­თი არ არის ჩემი პა­ტა­რე­ბის და მთლი­ა­ნად ჩემი ოჯა­ხის მო­მა­ვა­ლი. კარ­გად ვიცი რო­გორ უჭირს დღეს ყვე­ლას და სურ­ვი­ლიც რომ ჰქონ­დეს, დიდი თან­ხით დახ­მა­რე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბას არ შე­უძ­ლია. ასე­თი კამ­პა­ნი­ის დროს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ამას არა აქვს. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბას რომ­ლე­ბიც გვერ­დით დაგ­ვიდ­გე­ბა და მა­შინ სულ მცი­რე­დი შე­ნა­ტა­ნიც ჯამ­ში საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა სულ ერ­თია რო­გო­რი და რამ­ხე­ლა, უბ­რა­ლოდ ბი­ნის შე­სა­ძე­ნად, რომ მე სა­სა­მარ­თლოს­თვის ბი­ნის სა­კუთ­რე­ბის ცნო­ბა მქონ­დეს.

არ ვიცი, რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბად აგიხ­სე­ნით ჩემი პრობ­ლე­მა. ძა­ლი­ან მი­ჭირს ამა­ზე სა­უ­ბა­რი არა ჩემი ქედ­მაღ­ლო­ბის გამო, არა­მედ იმი­ტომ რომ კარ­გად ვიცი რო­გორ უჭირს დღეს ყვე­ლას და რამ­დე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ჩემ­ზე უა­რეს დღე­შია. მე და ჩემ ოჯახს იმ­დე­ნი მე­გო­ბა­რი გვახ­ვე­ვია თავს, რომ ნამ­დვი­ლად ვერ და­ვი­წუ­წუ­ნებ. უბ­რა­ლოდ იმან, რომ სას­წორ­ზეა ჩემი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი ანუ ჩემი სო­ცო­ცხლე, გა­მა­ბე­დი­ნა თქვენ ასე­თი თხოვ­ნით მოგ­მარ­თოთ. დიდი ბო­დი­ში და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტანს ამ თხოვ­ნას.

ნა­ხავთ ამ სა­ი­ტის ბმულს, შეხ­ვალთ და შემ­დეგ ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით მო­იქ­ცე­ვით ვინც თუნ­დაც ძა­ლი­ან მცი­რე­დით დახ­მა­რე­ბას გა­და­წყვეტს. თუ რო­მე­ლი­მე თქვენ­განს რა­ი­მე სხვა გზა ურ­ჩევ­ნია დახ­მა­რე­ბის, შე­უძ­ლია მომ­მარ­თოს პი­რად­ში. ვთხოვ ყვე­ლას, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს, გა­ავ­რცე­ლოს ეს გან­ცხა­დე­ბა.

კი­დევ ერთხელ დიდი ბო­დი­ში და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას" - წერს ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­რიშ­ვილ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 ბავ­შვი აიყ­ვა­ნა და მათ­გან ექ­ვსს ზრდის.

იხი­ლეთ ბმუ­ლი აქ: Home - სახ­ლი პა­ტა­რებს და ირი­ნას

რეალობა....
0

ბავშვებს ყველაფერი საუკეთესო . შენ კი მეეჭვები კარგი დედა იყო წარსულიდან გამომდინარე .

ავტორი:

"მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩემი პატარების და ჩემი ოჯახის მომავალი" - ირინა სარიშვილი დახმარებას ითხოვს

"მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩემი პატარების და ჩემი ოჯახის მომავალი" - ირინა სარიშვილი დახმარებას ითხოვს

ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ მიმართვას აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას დახმარებას თხოვს. სარიშვილის თქმით, მისი პატარების შვილად აყვანის საკითხი სასამართლოს გადაეცა, რის გამოც გადაუდებელ აუცილებლობს წარმოადგენს, მის ოჯახს ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც სასამართლო გაითვალისწინებს. ამის გამო, სარიშვილის მეგობრებმა საქველმოქმედო ფონდში დაიწყეს მისთვის თანხის შეგროვება ბინის შესაძენად. აი, რას წერს ყოფილი პარლამენტარი:

"2018 წლის აგვისტოში ჩემმა მეგობრებმა ამერიკაში ცნობილ ამერიკულ საიტზე gofundme.com-ზე წამოიწყეს კამპანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბინის შესაძენი თანხის მოსაგროვებლად. ჩემი მეგობრები დიდი ხანია ამის გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ იწყებდნენ იმის გამო, რომ მე თვითონ ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი ამ გზით ჩემი ოჯახის პრობლემის გადაწყვეტის, რადგან ჯერ ერთი, ბინა მუდმივად შენია თუ ნაქირავები, ჩემთვის არანაირ ტრაგედიას არ წარმოადგენს, ასე ამ ქვეყნადაც დროებით ვართ; და მეორეც - დახმარებისთვის მიმართო სხვებს, მით უმეტეს ამ გაჭირვებულ ყოფაში ჩემთვის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ეხება.

მიზეზი, რის გამოც მე დავთანხმდი ჩემს მეგობრებს ამ კამპანიის დაწყებაზე, არ არის უბრალოდ ბინის თემა, რომელიც ვიმეორებ მე ნაკლებად მაღელვებს, რაკი თუნდაც ქირით ცხოვრების საშუალება გვაქვს. საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ჩემი პატარების შვილად აყვანის საკითხი სასამართლოს გადაეცა. მართალი გითხრათ, მე ამის გაკეთებას უფრო მოგვიანებით, სადღაც 2-3 წელიწადში ვაპირებდი, რადგან ჯერ ერთი, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, როგორც კი ბავშვს ოფიციალურად შვილად გააფორმებ, სახელმწიფო დახმარება წყდება. ეს დახმარება კი ნამდვილად არ არის ზედმეტი პრობლემური ბავშვის სრულფასოვნად მოსავლელად. უფრო მეტიც, მარტო მასაჟებს რა თანხაც ჭირდება, ბევრად აღემატება ამ დახმარების რაოდენობას (სახელმწიფო ვარჯიშების იმის მესამედსაც ვერ აფინანსებს, რაც პრობლემური ბავშვებისთვის აუცილებელია);

მეორე მიზეზი - ეს გახლდათ ბინის საკუთრებაში არქონა, რაც პრობლემა შეიძლება გახდეს სასამართლო პროცესზე. ასეა თუ ისე, "კეთილისმსურველების" თუ რამე სხვა მოსაზრების გამო ჩვენი საქმე უკვე სასამართლოშია. ეხლა ამის მიზეზებზე საუბარს აზრი აღარა აქვს. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის ის რომ მე არ მაქვს ბინა საკუთრებაში, რასაც ითხოვს სასამართლო. ამდენად ბინის თემა ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა და პირდაპირ კავშირშია ჩემი შვილების მომავალთან.

მხოლოდ ამიტომ დავთანხმდი ჩემს მეგობრებს ჩემი ბინის შესაძენი თანხის მოგროვების კამპანიის დაწყებაზე და მხოლოდ ამიტომ მოგმართავთ დახმარებისთვის ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩემი პატარების და მთლიანად ჩემი ოჯახის მომავალი. კარგად ვიცი როგორ უჭირს დღეს ყველას და სურვილიც რომ ჰქონდეს, დიდი თანხით დახმარება უმრავლესობას არ შეუძლია. ასეთი კამპანიის დროს არანაირი მნიშვნელობა ამას არა აქვს. მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანთა რაოდენობას რომლებიც გვერდით დაგვიდგება და მაშინ სულ მცირედი შენატანიც ჯამში საკმარისი იქნება სულ ერთია როგორი და რამხელა, უბრალოდ ბინის შესაძენად, რომ მე სასამართლოსთვის ბინის საკუთრების ცნობა მქონდეს.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად აგიხსენით ჩემი პრობლემა. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი არა ჩემი ქედმაღლობის გამო, არამედ იმიტომ რომ კარგად ვიცი როგორ უჭირს დღეს ყველას და რამდენი მატერიალურად ჩემზე უარეს დღეშია. მე და ჩემ ოჯახს იმდენი მეგობარი გვახვევია თავს, რომ ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. უბრალოდ იმან, რომ სასწორზეა ჩემი შვილების მომავალი ანუ ჩემი სოცოცხლე, გამაბედინა თქვენ ასეთი თხოვნით მოგმართოთ. დიდი ბოდიში და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ამ თხოვნას.

ნახავთ ამ საიტის ბმულს, შეხვალთ და შემდეგ ინსტრუქციის მიხედვით მოიქცევით ვინც თუნდაც ძალიან მცირედით დახმარებას გადაწყვეტს. თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე სხვა გზა ურჩევნია დახმარების, შეუძლია მომმართოს პირადში. ვთხოვ ყველას, საინფორმაციო სააგენტოებს, ჟურნალისტებს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს, გაავრცელოს ეს განცხადება.

კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში და უღრმესი მადლობა ყველას" - წერს ირინა სარიშვილი.

შეგახსენებთ, სარიშვილმა წლების განმავლობაში 7 ბავშვი აიყვანა და მათგან ექვსს ზრდის.

იხილეთ ბმული აქ: Home - სახლი პატარებს და ირინას