სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

30

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:28-ზე – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. დღე ხელსაყრელია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მოგზაურობის დასაწყებად.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია მაყურებელს ბოდიშს უხდის
ეკა ბესელია მაყურებელს ბოდიშს უხდის

პარ­ლა­მენ­ტა­რი ეკა ბე­სე­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ არ მი­ვი­და 7 დე­კემ­ბერს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "7VS1"-ის პირ­და­პირ ეთერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. დე­პუ­ტა­ტი წერს, რომ ამის მი­ზე­ზი გახ­და პრე­მი­ე­რის და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შეხ­ვედ­რა­ზე დას­წრე­ბა, რის გა­მოც მან ვერ მო­ა­ხერ­ხა გა­და­ცე­მა­ში მის­ვლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

"სა­ჭი­როდ ვთვლი, სა­ჯა­რო­დაც გა­ვა­კე­თო გან­მარ­ტე­ბა გა­და­ცე­მა "7VS1" გუ­შინ­დელ ეთერ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ პირ­ვე­ლად, რაც მახ­სოვს ჩემი მე­დი­ას­თან ურ­თერ­თო­ბის ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე, ვერ შევ­ძე­ლი ეთერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი მზა­ო­ბი­სა და სურ­ვი­ლი­სა. ამის თა­ო­ბა­ზე ვაც­ნო­ბე გა­და­ცე­მამ­დე პრო­დი­უ­სერს, ვინც მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნით, ასე­ვე პრეს­სამ­სა­ხურს და ვთხო­ვე ვინ­მეს შე­ვეც­ვა­ლე, რათა გა­და­ცე­მას არ შექ­მნო­და პრობ­ლე­მა. მო­ვუ­ბო­დი­შე გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­საც და დი­რექ­ტორ­საც (ინგა და­დი­ანს). ვთხო­ვე არ მი­ე­ღოთ ეს ფაქ­ტი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბად და ვაც­ნო­ბე რომ მქონ­და მი­ზე­ზი ამის­თვის. პა­რა­ლე­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი მე თა­ვად მე­თხო­ვა კო­ლე­გე­ბის­თვის გა­და­ცე­მა­ში მის­ვლა და და­ვუ­რე­კე კი­დეც ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ზაზა გა­ბუ­ნი­ას და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ხერ­ხდა. ამ დე­ტა­ლებს იმი­ტომ ვწერ, რომ მსურს ხაზ­გას­მა პა­ტი­ვის­ცე­მის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნა­წი­ლია ისიც, როცა გთხო­ვენ და­ეს­წრო პრე­მი­ე­რის და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შეხ­ვედ­რას.

შე­იძ­ლე­ბო­და ამ გა­რე­მო­ე­ბის ახ­სნა. სამ­წუ­ხა­როდ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვის­მი­ნე, რომ გა­და­ცე­მა­ში წამ­ყვა­ნით და­წყე­ბუ­ლი - ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი ცალ­მხრი­ვად, მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე რეს­პო­დენტს უპა­სუ­ხის­მგებ­ლოს უწო­დებ­და... ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ თვი­სე­ბას ვერ ვე­გუ­ე­ბი და ეს კარ­გად იცი­ან მათ, ვინც მე­დი­ი­დან მუ­შა­ობს პარ­ლა­მენ­ტში, ყო­ველ­დღი­უ­რად არი­ან სწო­რედ ჩემი სა­მუ­შაო ოთა­ხის წინ და ადევ­ნე­ბენ თვალს სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბას. მათ კი­თხეთ და გე­ტყვი­ან რო­გო­რი გახ­სნი­ლი, ღია და მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მე­დი­ას­თან და არა­სო­დეს არც ერთ კი­თხვას არ გა­ვურ­ბი­ვარ... მოკ­ლედ, რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლო, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­ბო­დი­შებ მა­ყუ­რე­ბელს და მსმე­ნელს, რომ ვერ შევ­ძე­ლი გა­და­ცე­მა­ში მის­ვლა გუ­შინ" - წერს ბე­სე­ლია.

7 დე­კემ­ბერს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" პირ­და­პირ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "7VS1" მიწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ეკა ბე­სე­ლია არ მი­ვი­და. რო­გორც გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ნიკა სა­ჯა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბა ჰქონ­დათ და გა­და­ცე­მის ანონ­სიც გა­დი­ო­და ეთერ­ში.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთ ლი­დე­რს გა­და­ცე­მა­ში 7 სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უამ­რა­ვი კი­თხვა ელო­და, თუმ­ცა ბე­სე­ლი­ამ არ­მის­ვლის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე 10 წუ­თით ადრე შე­ა­ტყო­ბი­ნა პრო­დი­უ­სერს, რის მი­ზე­ზა­დაც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლი სა­გან­გე­ბო სხდო­მა და­სა­ხელ­და, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და და ამ სხდო­მას ბე­სე­ლია უნდა დას­წრე­ბო­და.

თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში 7 დე­კემ­ბერს არც რა­ი­მე შეხ­ვედ­რა გა­მარ­თუ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, იქ არც ეკა ბე­სე­ლია იმ­ყო­ფე­ბო­და.

00:00 / 00:00
ავტორი:

ეკა ბესელია მაყურებელს ბოდიშს უხდის

ეკა ბესელია მაყურებელს ბოდიშს უხდის

პარლამენტარი ეკა ბესელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მივიდა 7 დეკემბერს "პალიტრანიუსის" გადაცემა "7VS1"-ის პირდაპირ ეთერში მონაწილეობის მისაღებად. დეპუტატი წერს, რომ ამის მიზეზი გახდა პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე დასწრება, რის გამოც მან ვერ მოახერხა გადაცემაში მისვლა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

"საჭიროდ ვთვლი, საჯაროდაც გავაკეთო განმარტება გადაცემა "7VS1" გუშინდელ ეთერთან დაკავშირებით. სამწუხაროდ პირველად, რაც მახსოვს ჩემი მედიასთან ურთერთობის ხანგრძლივი დროის მანძილზე, ვერ შევძელი ეთერში მონაწილეობა, მიუხედავად ჩემი მზაობისა და სურვილისა. ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემამდე პროდიუსერს, ვინც მეკონტაქტებოდა ტელეფონით, ასევე პრესსამსახურს და ვთხოვე ვინმეს შევეცვალე, რათა გადაცემას არ შექმნოდა პრობლემა. მოვუბოდიშე გადაცემის პროდიუსერსაც და დირექტორსაც (ინგა დადიანს). ვთხოვე არ მიეღოთ ეს ფაქტი უპატივცემულობად და ვაცნობე რომ მქონდა მიზეზი ამისთვის. პარალელურად ვცდილობდი მე თავად მეთხოვა კოლეგებისთვის გადაცემაში მისვლა და დავურეკე კიდეც ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა გაბუნიას და გედევან ფოფხაძეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ამ დეტალებს იმიტომ ვწერ, რომ მსურს ხაზგასმა პატივისცემის და პასუხისმგებლობის მედიისა და საზოგადოების მიმართ. პასუხისმგებლობის ნაწილია ისიც, როცა გთხოვენ დაესწრო პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას.

შეიძლებოდა ამ გარემოების ახსნა. სამწუხაროდ, მოგვიანებით მოვისმინე, რომ გადაცემაში წამყვანით დაწყებული - ყველა ჟურნალისტი ცალმხრივად, მიზეზის დასახელების გარეშე რესპოდენტს უპასუხისმგებლოს უწოდებდა... ყველაზე მეტად ამ თვისებას ვერ ვეგუები და ეს კარგად იციან მათ, ვინც მედიიდან მუშაობს პარლამენტში, ყოველდღიურად არიან სწორედ ჩემი სამუშაო ოთახის წინ და ადევნებენ თვალს საპარლამენტო მუშაობას. მათ კითხეთ და გეტყვიან როგორი გახსნილი, ღია და მუდმივი ურთიერთობა მაქვს მედიასთან და არასოდეს არც ერთ კითხვას არ გავურბივარ... მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ მაყურებელს და მსმენელს, რომ ვერ შევძელი გადაცემაში მისვლა გუშინ" - წერს ბესელია.

7 დეკემბერს, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "7VS1" მიწვეული სტუმარი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია არ მივიდა. როგორც გადაცემის წამყვანმა ნიკა საჯაიამ აღნიშნა, მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობა ჰქონდათ და გადაცემის ანონსიც გადიოდა ეთერში.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს გადაცემაში 7 სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტი და საზოგადოების უამრავი კითხვა ელოდა, თუმცა ბესელიამ არმისვლის შესახებ გადაცემის დაწყებამდე 10 წუთით ადრე შეატყობინა პროდიუსერს, რის მიზეზადაც მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილი საგანგებო სხდომა დასახელდა, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებდა და ამ სხდომას ბესელია უნდა დასწრებოდა.

თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მთავრობის ადმინისტრაციაში 7 დეკემბერს არც რაიმე შეხვედრა გამართულა და შესაბამისად, იქ არც ეკა ბესელია იმყოფებოდა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს