მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მინ­დია გო­გო­ჭურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა.

"ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვის და და­ნა­შა­უ­ლის წი­ნას­წარ შე­უ­პი­რებ­ლად და­ფარ­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ მ.გ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვის და და­ნა­შა­უ­ლის წი­ნას­წარ შე­უ­პი­რებ­ლად და­ფარ­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ მ.გ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი მ.გ. 2018 წლის 6 დე­კემ­ბერს, ქ.თბი­ლი­სი, ამა­შუ­კე­ლის ქუჩა N22 ბინა N25-ში და­ა­კა­ვეს, სა­დაც იგი იფა­რებ­და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ძებ­ნილ პირს გ.რ.-ს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მ.გ. და გ.რ. შე­ე­ცად­ნენ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას, რის გა­მოც მათ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან გა­და­ყა­რეს. ბრალ­დე­ბულ მ.გ.-ს სა­ქარ­თვე­ლოს ს.ს.კ. 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და სა­ქარ­თვე­ლოს ს.ს.კ. 375-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა, სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

"ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული მ.გ. 2018 წლის 6 დეკემბერს, ქ.თბილისი, ამაშუკელის ქუჩა N22 ბინა N25-ში დააკავეს, სადაც იგი იფარებდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს გ.რ.-ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. და გ.რ. შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს. ბრალდებულ მ.გ.-ს საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს ს.ს.კ. 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ