საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცარიელი სკამი და უპასუხოდ დარჩენილი ჟურნალისტები - რატომ არ მივიდა ეკა ბესელია "პალიტრანიუსში"
ცარიელი სკამი და უპასუხოდ დარჩენილი ჟურნალისტები - რატომ არ მივიდა ეკა ბესელია "პალიტრანიუსში"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "7VS1" მიწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ეკა ბე­სე­ლია არ მი­ვი­და. რო­გორც გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ნიკა სა­ჯა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბა ჰქონ­დათ, ანონ­სიც გა­დი­ო­და ეთერ­ში, თუმ­ცა ბე­სე­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მათ­თვის ცნო­ბი­ლი, გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე 10 წუ­თით ადრე გახ­და.

"დღე­ვან­დელ გა­და­ცე­მა­ში მე და ექვს, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ჟურ­ნა­ლისტს უნდა ესა­უბ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთ ლი­დერ­თან ეკა ბე­სე­ლი­ას­თან, თუმ­ცა ხე­დავთ, რომ ჩემს მარ­ჯვნივ სკა­მი ცა­რი­ე­ლია. მოხ­და პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც სტუ­მარ­მა ჩვენ­თან გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რებ­მა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბე­სე­ლია ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ში" მოს­ვლას, 10 წუ­თით ადრე შე­ი­ტყვეს. ბო­დიშს ვუხ­დი მა­ყუ­რე­ბელს, რომ დღეს ვერ მი­ი­ღებთ პა­სუხს, რო­მე­ლიც გა­გაჩ­ნი­ათ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც აქვთ პრე­ტენ­ზია, რომ ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს..." - აღ­ნიშ­ნა გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა.

მისი თქმით, ბე­სე­ლი­ას არ­მოს­ვლის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლი სა­გან­გე­ბო სხდო­მა გახ­და, რო­მელ­საც ის უნდა დას­წრე­ბო­და. თუმ­ცა რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში დღეს ბე­სე­ლია სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

VIDEO: "სკა­მი ცა­რი­ე­ლია“ - რა­ტომ არ მი­ვი­და ეკა ბე­სე­ლია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში 7 ჟურ­ნა­ლის­ტის პი­რის­პირ სა­სა­უბ­როდ?

00:00 / 00:00
ავტორი:

ცარიელი სკამი და უპასუხოდ დარჩენილი ჟურნალისტები - რატომ არ მივიდა ეკა ბესელია "პალიტრანიუსში"

ცარიელი სკამი და უპასუხოდ დარჩენილი ჟურნალისტები - რატომ არ მივიდა ეკა ბესელია "პალიტრანიუსში"

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1" მიწვეული სტუმარი, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია არ მივიდა. როგორც გადაცემის წამყვანმა ნიკა საჯაიამ აღნიშნა, მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობა ჰქონდათ, ანონსიც გადიოდა ეთერში, თუმცა ბესელიას გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ცნობილი, გადაცემის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გახდა.

"დღევანდელ გადაცემაში მე და ექვს, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტს უნდა ესაუბრა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერთან ეკა ბესელიასთან, თუმცა ხედავთ, რომ ჩემს მარჯვნივ სკამი ცარიელია. მოხდა პირველი პრეცედენტი, როდესაც სტუმარმა ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გადაცემის პროდიუსერებმა ინფორმაცია, რომ ბესელია ვერ მოახერხებდა "პალიტრანიუსში" მოსვლას, 10 წუთით ადრე შეიტყვეს. ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, რომ დღეს ვერ მიიღებთ პასუხს, რომელიც გაგაჩნიათ მმართველი პარტიის წარმომადგენელთან და ადამიანთან, რომელსაც აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანაში პროცესები დემოკრატიულად მიმდინარეობს..." - აღნიშნა გადაცემის წამყვანმა.

მისი თქმით, ბესელიას არმოსვლის სავარაუდო მიზეზი მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილი საგანგებო სხდომა გახდა, რომელსაც ის უნდა დასწრებოდა. თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ბესელია საერთოდ არ იმყოფებოდა.

VIDEO: "სკამი ცარიელია“ - რატომ არ მივიდა ეკა ბესელია "პალიტრანიუსის" გადაცემაში 7 ჟურნალისტის პირისპირ სასაუბროდ?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები