საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ღამეს, 400-კომლიან სოფელში არავინ მისცა თავს უფლება ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს..." - ზურა შევარდნაძე გურიაში მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს
"იმ ღამეს, 400-კომლიან სოფელში არავინ მისცა თავს უფლება ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს..." - ზურა შევარდნაძე გურიაში მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს

ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე იხ­სე­ნებს წლე­ბის წი­ნან­დელ ემო­ცი­ურ ამ­ბავს, რო­მე­ლიც მის მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში მოხ­და.

"ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ახა­ლი წლის წინა დღე­ე­ბი იდგა, ჩა­ვა­ბა­რე სე­მესტრის გა­მოც­დე­ბი და სო­ფელ­ში წა­ვე­დი. ყვე­ლა სახ­ლში, ჟრი­ა­მუ­ლი და სამ­ზა­დი­სი დამ­ხვდა, ყვე­ლა ახალ წელ­თან შე­სახ­ვედ­რად ემ­ზა­დე­ბო­და. კა­ლან­დამ­დე ორი დღით ადრე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემი ახალ­გაზ­რდა ბიძა, ნიკო შე­ვარ­დნა­ძე, მე­ხის გა­ვარ­დნა იყო ეს ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის, შე­ვი­ცხა­დეთ და მგლო­ვი­ა­რე შე­იქ­ნა ბევ­რი, ბევ­რი.. და­იფ­სო ოჯა­ხი...

ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ჩემს მახ­სოვ­რო­ბა­ში, როცა ახალ წელს მიც­ვა­ლე­ბულ­თან ერ­თად შევ­ხვდით.

თორ­მე­ტი სა­ა­თი, რომ მო­ახ­ლოვ­და ბო­ცო­ლა­ჩემ­მა გვთხო­ვა, გა­რეთ გა­ვი­დეთ პარ­მაღ­ზე, ასე ნუ ვის­ხდე­ბი­თო და გა­რეთ გა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. დიდი თოვ­ლი და მთვა­რი­ა­ნი ღამე იყო, სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე იდგა, მხო­ლოდ ძაღ­ლე­ბი ყეფ­დნენ აქა იქ. ბი­ძა­ჩე­მის ბალ­კო­ნი­დან მთე­ლი თუ­ა­რა ნა­ხე­ვა­რი ას­კა­ნა მა­ინც ჩანს, მთე­ლი ბა­სი­ლე­თი, მთის­პი­რი, მზი­ა­ნი და ნა­გო­მა­რიც ხე­ლის­გუ­ლი­ვით. ფერ­დებ­ზე შე­ფე­ნი­ლი სახ­ლე­ბი­დან ბოლი და ფან­ჯრე­ბი­დან თბი­ლი სუს­ტი შუქი გა­მო­დი­ო­და, სო­ფელს არ ეძი­ნა, ჩვენც ვი­დე­ქით პარ­მაღ­ზე და ვე­ლო­დე­ბო­დით.

გახ­და 12 სა­ა­თი, გა­დაც­და თორ­მეტს, მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­ში ახა­ლი წლის მოს­ვლას სი­ხა­რუ­ლით და ორ­ლუ­ლი­ა­ნი თო­ფე­ბის გრი­ა­ლით შეხ­ვდნენ, ჩო­ხა­ტა­უ­რის თავ­ზე ცა გა­ნათ­და, ის­როდ­ნენ შუშ­ხუ­ნებ­საც.

იმ ღა­მეს არც ერთ, არც ერთ ას­კა­ნელს თოფი არ უს­ვრია, ოთხას კომ­ლი­ან სო­ფელ­ში არა­ვინ არ მის­ცა თავს უფ­ლე­ბა ხმა­უ­რით შე­გე­ბე­ბო­და ახალ წელს. პარ­მა­ღი­დან, რომ გა­და­ვი­ხე­დეთ, ბი­ძა­ჩე­მის დიდი გაშ­ლი­ლი ეზო სავ­სე იყო სოფ­ლის კა­ცე­ბით, ისე, უბ­რა­ლოდ მო­ვიდ­ნენ, დატ­კეპ­ნილ თოვ­ლზე ჯგუფ­ჯგუ­ფად იდ­გნენ, უხ­მოდ, უსი­ტყვოდ, ულა­პა­რა­კოდ...

თორ­მე­ტი რომ შეს­რულ­და ნელ-ნელა, ასე უსი­ტყვოდ წა­ვიდ­ნენ თავ თა­ვის ოჯა­ხებ­ში. დიდი, პა­ტა­რა, ყვე­ლა ვტი­რო­დით... ისევ სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე იდგა, მხო­ლოდ ძაღ­ლე­ბის ყეფა ის­მო­და.. ბედ­ნი­ე­რი ვარ რომ აქ გავჩნდი ამ ხალ­ხს შო­რის გა­ვი­ზარ­დე ვი­საც ასე­თი თა­ნაგ­რძნო­ბა შე­უძ­ლია, რამ­დე­ნი წელი უნდა გა­ვი­დეს, რომ მე ეს მხარ­და­ჭე­რა და­მა­ვი­წყდეს?!" - წერს შე­ვარ­დნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომა
1

მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ახლომახლო ვინმე რომ გარდაიცვლებოდა მის სულის ახსნამდე ტელევიზორს არ ვრთავდით და რადიოში მუსიკას არ ვისმენდით; არც ხორციანი კერძი მომზადდებოდა ოჯახში. დასავლეთ საქართველოში ხომ ქელეხში ხორცს არ მიირთმევდნენ. რამდენად ადამიანური იყო ეს ყველაფერი! ახლა? ეჰ, რა დრო წავიდა!!!

კახა
2

საოცარი ხალხი ვართ, მტრობაც საოცარი ვიცით, ძმობაც და თანაგრძნობაც.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"იმ ღამეს, 400-კომლიან სოფელში არავინ მისცა თავს უფლება ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს..." - ზურა შევარდნაძე გურიაში მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს

"იმ ღამეს, 400-კომლიან სოფელში არავინ მისცა თავს უფლება ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს..." - ზურა შევარდნაძე გურიაში მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს

ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე იხსენებს წლების წინანდელ ემოციურ ამბავს, რომელიც მის მშობლიურ სოფელში მოხდა.

"ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის წინა დღეები იდგა, ჩავაბარე სემესტრის გამოცდები და სოფელში წავედი. ყველა სახლში, ჟრიამული და სამზადისი დამხვდა, ყველა ახალ წელთან შესახვედრად ემზადებოდა. კალანდამდე ორი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ჩემი ახალგაზრდა ბიძა, ნიკო შევარდნაძე, მეხის გავარდნა იყო ეს ჩვენთვის ყველასთვის, შევიცხადეთ და მგლოვიარე შეიქნა ბევრი, ბევრი.. დაიფსო ოჯახი...

ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს მახსოვრობაში, როცა ახალ წელს მიცვალებულთან ერთად შევხვდით.

თორმეტი საათი, რომ მოახლოვდა ბოცოლაჩემმა გვთხოვა, გარეთ გავიდეთ პარმაღზე, ასე ნუ ვისხდებითო და გარეთ გამოგვიყვანა. დიდი თოვლი და მთვარიანი ღამე იყო, სამარისებური სიჩუმე იდგა, მხოლოდ ძაღლები ყეფდნენ აქა იქ. ბიძაჩემის ბალკონიდან მთელი თუარა ნახევარი ასკანა მაინც ჩანს, მთელი ბასილეთი, მთისპირი, მზიანი და ნაგომარიც ხელისგულივით. ფერდებზე შეფენილი სახლებიდან ბოლი და ფანჯრებიდან თბილი სუსტი შუქი გამოდიოდა, სოფელს არ ეძინა, ჩვენც ვიდექით პარმაღზე და ველოდებოდით.

გახდა 12 საათი, გადაცდა თორმეტს, მეზობელ სოფლებში ახალი წლის მოსვლას სიხარულით და ორლულიანი თოფების გრიალით შეხვდნენ, ჩოხატაურის თავზე ცა განათდა, ისროდნენ შუშხუნებსაც.

იმ ღამეს არც ერთ, არც ერთ ასკანელს თოფი არ უსვრია, ოთხას კომლიან სოფელში არავინ არ მისცა თავს უფლება ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს. პარმაღიდან, რომ გადავიხედეთ, ბიძაჩემის დიდი გაშლილი ეზო სავსე იყო სოფლის კაცებით, ისე, უბრალოდ მოვიდნენ, დატკეპნილ თოვლზე ჯგუფჯგუფად იდგნენ, უხმოდ, უსიტყვოდ, ულაპარაკოდ...

თორმეტი რომ შესრულდა ნელ-ნელა, ასე უსიტყვოდ წავიდნენ თავ თავის ოჯახებში. დიდი, პატარა, ყველა ვტიროდით... ისევ სამარისებური სიჩუმე იდგა, მხოლოდ ძაღლების ყეფა ისმოდა.. ბედნიერი ვარ რომ აქ გავჩნდი ამ ხალხს შორის გავიზარდე ვისაც ასეთი თანაგრძნობა შეუძლია, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ მე ეს მხარდაჭერა დამავიწყდეს?!" - წერს შევარდნაძე.

"აჩიმ უთხრა, კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო" - შოთა არველაძე კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტს იხსენებს

"ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა..." - ტყუპის გაჩენის შემდეგ ნინო სურგულაძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს

ინგა გრიგოლია TV "პირველის" დირექტორის პოსტს ტოვებს - "ჩემი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს"