პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპი საყვარელი გადაცემის ყოფილ წამყვანს გაეროში ელჩად ნიშნავს  - ამერიკული მედია
დონალდ ტრამპი საყვარელი გადაცემის ყოფილ წამყვანს გაეროში ელჩად ნიშნავს  - ამერიკული მედია

პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი დღეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ე­რო-ში აშშ-ს ელჩს და­ა­სა­ხე­ლებს. NBC News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტმა არ­ჩე­ვა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფოქ­სის“ ყო­ფილ ჟურ­ნა­ლისტზე, ჰი­ზერ ნა­უ­ერ­ტზე შე­ა­ჩე­რა.

თუ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სე­ნა­ტი მხარს და­უ­ჭერს, ნა­უ­ერ­ტი ნიკი ჰე­ი­ლის ჩა­ა­ნაც­ვლებს, რო­მელ­მაც ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ წლის ბო­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს.

ნა­უ­ერტს გა­და­ცე­მა Fox & Friends („ფოქ­სი და მე­გობ­რე­ბი“) მიჰ­ყავ­და, 2017 წლის აპ­რი­ლი­დან კი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს.

ის ახა­ლი ამ­ბე­ბის კო­რეს­პონ­დენ­ტად 1998 წლი­დან მუ­შა­ობ­და, კა­რი­ე­რის უდი­დე­სი ნა­წი­ლი Fox News-ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, მცი­რე პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და ABC News-ში. ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­მა­გის­ტრო კურ­სი ნა­უ­ერ­ტმა კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა.

„ფოქ­სი“ ტრამ­პის ფა­ვო­რი­ტი ტე­ლე­ვი­ზი­აა. რო­გორც „ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი“ 2017 წელს წერ­და, მას ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ის გა­და­ცე­მა მოს­წონს, რო­მე­ლიც ნა­უ­ერტს მიჰ­ყავ­და - Fox and Friends. გა­და­ცე­მა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ტრამ­პი „ტვი­ტერ­ზე“ ჯერ კი­დევ პროგ­რა­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას წერ­და ხოლ­მე.

ავტორი:

დონალდ ტრამპი საყვარელი გადაცემის ყოფილ წამყვანს გაეროში ელჩად ნიშნავს  - ამერიკული მედია

დონალდ ტრამპი საყვარელი გადაცემის ყოფილ წამყვანს გაეროში ელჩად ნიშნავს  - ამერიკული მედია

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, სავარაუდოდ, გაერო-ში აშშ-ს ელჩს დაასახელებს. NBC News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა არჩევანი ტელეკომპანია „ფოქსის“ ყოფილ ჟურნალისტზე, ჰიზერ ნაუერტზე შეაჩერა.

თუ მის გადაწყვეტილებას სენატი მხარს დაუჭერს, ნაუერტი ნიკი ჰეილის ჩაანაცვლებს, რომელმაც ოქტომბერში განაცხადა, რომ წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.

ნაუერტს გადაცემა Fox & Friends („ფოქსი და მეგობრები“) მიჰყავდა, 2017 წლის აპრილიდან კი სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობს.

ის ახალი ამბების კორესპონდენტად 1998 წლიდან მუშაობდა, კარიერის უდიდესი ნაწილი Fox News-ში აქვს გატარებული, მცირე პერიოდის მანძილზე მუშაობდა ABC News-ში. ჟურნალისტიკის სამაგისტრო კურსი ნაუერტმა კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიარა.

„ფოქსი“ ტრამპის ფავორიტი ტელევიზიაა. როგორც „ბიზნეს ინსაიდერი“ 2017 წელს წერდა, მას ყველაზე მეტად სწორედ ის გადაცემა მოსწონს, რომელიც ნაუერტს მიჰყავდა - Fox and Friends. გადაცემაში გაკეთებული განცხადებების შესახებ ტრამპი „ტვიტერზე“ ჯერ კიდევ პროგრამის მიმდინარეობისას წერდა ხოლმე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე