მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაგვიანებული რეისების მგზავრები "ვიზეართან" შუამავალ კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ - "თანხის ნაწილი ჩარიცხეს, როცა პოლიციაში განვაცხადე"
დაგვიანებული რეისების მგზავრები "ვიზეართან" შუამავალ კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ - "თანხის ნაწილი ჩარიცხეს, როცა პოლიციაში განვაცხადე"

მას შემ­დეგ რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უვი­ზოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად შე­საძ­ლოა, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბიც მოჰ­ყვეს: რე­ი­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბა, გა­და­დე­ბა, გა­უქ­მე­ბა, უცხო ქვე­ყა­ნა­ში და­გეგ­მილ­ზე მეტ­ხანს ჩარ­ჩე­ნა და ა.შ.

ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რე­ი­სის სამი სა­ა­თით და მე­ტით დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მგზავრს ავი­ა­კომ­პა­ნი­ის­გან კომ­პენ­სა­ცი­ი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვს. კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ან და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა მო­აგ­ვა­რონ პრობ­ლე­მა, ან მი­მარ­თონ ფირ­მებს, რომ­ლე­ბიც ამ სა­კი­თხში კარ­გად ერ­კვე­ვი­ან.

flyback.ge - ასე ქვია ერთ-ერთ ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც სწო­რედ კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას და ავი­ა­კომ­პა­ნი­ას­თან შუ­ა­მავ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს მოგ­ზა­უ­რებს. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ტყუ­ე­ბა­სა და თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "მოგ­ზა­ურ­თა კლუ­ბის" წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე მათ­განს ესა­უბ­რა.

ლიკა ნუ­ცუ­ბი­ძე ყვე­ბა, რომ მა­ის­ში ქუ­თა­ი­სი-პა­რი­ზის ფრე­ნა დაგ­ვი­ან­და. "ვი­ზე­არ­მა" რე­ი­სი ხუთი სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შეს­რულ­და. ფრე­ნი­დან ერთ კვი­რა­ში კი ლი­კამ კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნა­ზე გა­ნა­ცხა­დი flyback.ge-ს დახ­მა­რე­ბით შე­ავ­სო. კომ­პა­ნი­ა­ში საქ­მის მო­გე­ბა­სა და კუთ­ვნი­ლი თან­ხის მი­ღე­ბას დაჰ­პირ­დნენ, თუმ­ცა მრა­ვა­ლი მი­მარ­თვის და სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში ჩი­ვი­ლის შე­დე­გად, ცოტა ხნის წინ ლი­კას კუთ­ვნი­ლი 2 700 ლა­რი­დან მხო­ლოდ 899 ლარი ჩა­ე­რი­ცხა.

"flyback.ge-ის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნა­ხე ინ­ფორ­მა­ცია. ორ ბავ­შვთან ერ­თად ვიმ­გზავ­რე, შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­ცხა­დი შე­ვავ­სე სამი ადა­მი­ა­ნის კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნით. ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და, რომ ამ თან­ხის მცი­რე ნა­წი­ლი მა­ინც ჩა­ე­რი­ცხათ. სრუ­ლად ამ დრომ­დე არ მი­მი­ღია კუთ­ვნი­ლი კომ­პენ­სა­ცია. გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ას მოვ­თხო­ვე გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ ჩემი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რა­შიც ასი ევ­როს გა­დახ­და მომ­თხო­ვეს. მი­თხრეს, რომ მათ უკვე და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­დათ საქ­მე და ამ თან­ხას გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს სა­ნაც­ვლოდ ითხოვ­დნენ.

მერე ვთხოვ­დი, მო­ე­ცათ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ თუ რა გა­ა­კე­თეს, რა­ზეც არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. 10 ოქ­ტომ­ბერს მომ­წე­რეს ავი­ა­კომ­პა­ნი­ას­თან საქ­მის მო­გე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ისიც აღ­ნიშ­ნეს, რომ თან­ხის ჩა­რი­ცხვის­თვის 4 კვი­რა დას­ჭირ­დე­ბო­დათ. მას შემ­დეგ დათ­ქმულ დრო­ზე ბევ­რად მეტი გა­ვი­და, თუმ­ცა თან­ხა ისევ არ მი­მი­ღია. ის ნა­წი­ლიც, რაც ჩა­მი­რი­ცხეს იმის შე­დე­გია, რომ პო­ლი­ცი­ა­ში გან­ვა­ცხა­დე და კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი საბა მიგ­რი­ა­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ი­ბა­რეს" - გვი­თხრა ლიკა ნუ­ცუ­ბი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ "მოგ­ზა­ურ­თა კლუბ­ში" ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თაც მა­სა­ვით მო­ექ­ცნენ და კომ­პა­ნი­ას არა­ერ­თი მგზავ­რის ნაც­ვლად აქვს "ვი­ზე­ა­რის­გან" თან­ხა აღე­ბუ­ლი.

კომ­პენ­სა­ცი­ის ამომ­ღებ კომ­პა­ნი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს კი­დევ ერთ მგზავრს, ნა­ნუ­კა ხა­ჭა­პუ­რი­ძე­საც.

"მარ­ტში მივფრი­ნავ­დი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან, მაგ­რამ "ვი­ზე­არ­მა" და­აგ­ვი­ა­ნა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, საბა მიგ­რი­ა­უ­ლის პოს­ტი­დან გა­ვი­გე, რომ ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი­სას მგზავრს კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა აქვს. რად­გან ჩავ­თვა­ლე, რომ პირ­და­პირ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მივ­მარ­თე სწო­რედ სა­ბას კომ­პა­ნია flyback.ge-ს.

5 ოქ­ტომ­ბერს მი­ვი­ღე ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა, სა­დაც ეწე­რა, რომ "ვი­ზე­არ­მა" თან­ხა ჩა­უ­რი­ცხა კომ­პა­ნი­ას და თან­ხის ჩემს ან­გა­რიშ­ზე ჩა­სა­რი­ცხად მთხო­ვეს რეკ­ვი­ზი­ტე­ბი. რა თქმა უნდა, გა­და­ვუგ­ზავ­ნე და ცოტა ხან­ში მი­პა­სუ­ხეს, რომ თან­ხის გად­მოგ­ზავ­ნა მოხ­დე­ბო­და ოთხ კვი­რა­ში. მას შემ­დეგ ოთხი კვი­რაც გა­ვი­და და მალე ორი თვეც შეს­რულ­დე­ბა, თუმ­ცა თან­ხა ამ დრომ­დე არ ჩა­უ­რი­ცხავთ. აქვე მინ­და ვთქვა ისიც, რომ ოთხი ადა­მი­ა­ნის გა­ნა­ცხა­დი გვქონ­და შევ­სე­ბუ­ლი და აქე­დან ერთს სრუ­ლად ჩა­ე­რი­ცხა, ერთს 30 ევრო და­აკ­ლდა. ორი კი ამ დრომ­დე უშე­დე­გოდ ვე­ლო­დე­ბით კომ­პენ­სა­ცი­ას" - გვი­თხრა ნა­ნუ­კა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

AMBEBI.GE მგზავ­რე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ, flyback.ge-ს და­უ­კავ­შირ­და. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, საბა მიგ­რი­ა­ულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თან­ხე­ბის ჩა­რი­ცხვის დაგ­ვი­ა­ნე­ბა მათი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა და გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­რი­ცხვე­ბის კომ­პა­ნია TrasnfeeWise-ით.

"როცა ერ­თდრო­უ­ლად დიდი ოდე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი გა­იგ­ზავ­ნა, მოხ­და სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზი და ამი­ტომ კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლი ჩა­ი­რი­ცხა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ან­გა­რიშ­ზე. ხოლო მას შემ­დეგ, რაც გა­მოს­წორ­და ხარ­ვე­ზი, ანუ 29 ნო­ემ­ბერს, და­ი­წყო თან­ხის გაგ­ზავ­ნა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ან­გა­რიშ­ზე და ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი იღებს კომ­პენ­სა­ცი­ას. მათ გარ­კვე­ულ ნა­წილს ჯერ კი­დევ არ მი­უ­ღია კომ­პენ­სა­ცია, თუმ­ცა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მათ ან­გა­რი­შებ­ზეც აი­სა­ხე­ბა კუთ­ვნი­ლი თან­ხა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ თან­ხა ნაკ­ლე­ბი ჩა­ი­რი­ცხა, ეს არ წარ­მო­ად­გენს სი­მარ­თლეს. ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რია კომ­პენ­სა­ცი­ის 25%, რო­მე­ლიც მხო­ლოდ კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ აკ­ლდე­ბა თან­ხას. ხოლო მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მი­ი­ღეს კომ­პენ­სა­ცი­ის ზუს­ტად 75%. ამას თა­ვის­თა­ვად და­აკ­ლდა ტრან­ზაქ­ცი­ის სა­კო­მი­სიო, რო­მე­ლიც ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ხდე­ბა" - გა­ნა­ცხა­და საბა მიგ­რი­ა­ულ­მა.

ჩვენ TrasnfeeWise-საც მივ­წე­რეთ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­რი­ცხვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ხარ­ვე­ზის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რე­ბენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ არ­გუ­მენ­ტის სა­პა­სუ­ხოდ, საბა მიგ­რი­ა­ულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხარ­ვე­ზი ჰქონ­და მათ ან­გა­რიშს TrasnfeeWise-ს სის­ტე­მა­ში და არა მთელ პლატ­ფორ­მას.

ამას­თან, მი­სი­ვე ფე­ის­ბუქ-პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, კომ­პა­ნია მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან 25-ის ნაც­ვლად 15%-ს აი­ღებს. თუმ­ცა მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ flyback.ge-მა არც ეს პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვით კვლავ საბა მიგ­რი­ა­ულს მივ­მარ­თეთ, რა­ზეც მან ასე­თი პა­სუ­ხი გაგ­ვცა:

"მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მო­მა­ვალ­ში ისარ­გებ­ლე­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით ჩვენს სერ­ვის­ზე და 25%-ის ნაც­ვლად, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრო­ცენ­ტია მსოფ­ლი­ო­ში, მათ თან­ხას ჩა­მო­ეჭ­რე­ბა მხო­ლოდ 15 %. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვფიქ­რობ ჩემი გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­ოდ მკა­ფიო იყო, რამ­დე­ნი­მე მომ­ხმა­რე­ბელ­მა იფიქ­რა, რომ ეს ფას­დაკ­ლე­ბა იმოქ­მე­დებ­და აღ­ნიშ­ნულ კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე. მე ბო­დიშს ვიხ­დი თუ ჩემ­მა გან­ცხა­დე­ბამ შექ­მნა რა­ი­მე ტი­პის გა­უ­გებ­რო­ბა", - აღ­ნიშ­ნა მი­გი­რი­ა­ულ­მა.

თუმ­ცა, ამის სა­პა­სუ­ხოდ უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა 25%-ის ნაც­ვლად მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში 15%-ის აღე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სწო­რედ იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის სა­პა­სუ­ხო კო­მენ­ტა­რებ­ში, რომ­ლე­ბიც flyback.ge-ს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

დაგვიანებული რეისების მგზავრები "ვიზეართან" შუამავალ კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ - "თანხის ნაწილი ჩარიცხეს, როცა პოლიციაში განვაცხადე"

დაგვიანებული რეისების მგზავრები "ვიზეართან" შუამავალ კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ - "თანხის ნაწილი ჩარიცხეს, როცა პოლიციაში განვაცხადე"

მას შემდეგ რაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, მოგზაურობის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, სხვა ქვეყნების მონახულებას, სიამოვნებასთან ერთად შესაძლოა, გაუთვალისწინებელი პრობლემებიც მოჰყვეს: რეისის დაგვიანება, გადადება, გაუქმება, უცხო ქვეყანაში დაგეგმილზე მეტხანს ჩარჩენა და ა.შ.

ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც რეისის სამი საათით და მეტით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრს ავიაკომპანიისგან კომპენსაციიის მიღების უფლება აქვს. კომპენსაციის მისაღებად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებმა ან დამოუკიდებლად უნდა მოაგვარონ პრობლემა, ან მიმართონ ფირმებს, რომლებიც ამ საკითხში კარგად ერკვევიან.

flyback.ge - ასე ქვია ერთ-ერთ ქართულ კომპანიას, რომელიც სწორედ კომპენსაციის მიღებაში დახმარებას და ავიაკომპანიასთან შუამავლობას სთავაზობს მოგზაურებს. თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნულ კომპანიას რამდენიმე ათეული ადამიანი მოტყუებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "მოგზაურთა კლუბის" წევრები ავრცელებენ. AMBEBI.GE რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

ლიკა ნუცუბიძე ყვება, რომ მაისში ქუთაისი-პარიზის ფრენა დაგვიანდა. "ვიზეარმა" რეისი ხუთი საათის დაგვიანებით შესრულდა. ფრენიდან ერთ კვირაში კი ლიკამ კომპენსაციის მოთხოვნაზე განაცხადი flyback.ge-ს დახმარებით შეავსო. კომპანიაში საქმის მოგებასა და კუთვნილი თანხის მიღებას დაჰპირდნენ, თუმცა მრავალი მიმართვის და სამართალდამცავ უწყებაში ჩივილის შედეგად, ცოტა ხნის წინ ლიკას კუთვნილი 2 700 ლარიდან მხოლოდ 899 ლარი ჩაერიცხა.

"flyback.ge-ის შესახებ სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია. ორ ბავშვთან ერთად ვიმგზავრე, შესაბამისად განაცხადი შევავსე სამი ადამიანის კომპენსაციის მოთხოვნით. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ამ თანხის მცირე ნაწილი მაინც ჩაერიცხათ. სრულად ამ დრომდე არ მიმიღია კუთვნილი კომპენსაცია. გარკვეული ხნის შემდეგ კომპანიას მოვთხოვე გაეუქმებინათ ჩემი ხელშეკრულება, რაშიც ასი ევროს გადახდა მომთხოვეს. მითხრეს, რომ მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ საქმე და ამ თანხას გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.

მერე ვთხოვდი, მოეცათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გააკეთეს, რაზეც არანაირი პასუხი არ მიმიღია. 10 ოქტომბერს მომწერეს ავიაკომპანიასთან საქმის მოგების შესახებ. თუმცა, ისიც აღნიშნეს, რომ თანხის ჩარიცხვისთვის 4 კვირა დასჭირდებოდათ. მას შემდეგ დათქმულ დროზე ბევრად მეტი გავიდა, თუმცა თანხა ისევ არ მიმიღია. ის ნაწილიც, რაც ჩამირიცხეს იმის შედეგია, რომ პოლიციაში განვაცხადე და კომპანიის დამფუძნებელი საბა მიგრიაული განყოფილებაში დაიბარეს" - გვითხრა ლიკა ნუცუბიძემ და დასძინა, რომ "მოგზაურთა კლუბში" ბევრი ადამიანი აღმოაჩინა, რომელთაც მასავით მოექცნენ და კომპანიას არაერთი მგზავრის ნაცვლად აქვს "ვიზეარისგან" თანხა აღებული.

კომპენსაციის ამომღებ კომპანიასთან ურთიერთობის მსგავსი გამოცდილება აქვს კიდევ ერთ მგზავრს, ნანუკა ხაჭაპურიძესაც.

"მარტში მივფრინავდი ქუთაისის აეროპორტიდან, მაგრამ "ვიზეარმა" დააგვიანა რამდენიმე საათით. მოგვიანებით, საბა მიგრიაულის პოსტიდან გავიგე, რომ ანალოგიური შემთხვევებისას მგზავრს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს. რადგან ჩავთვალე, რომ პირდაპირ ავიაკომპანიასთან ურთიერთობა გამიჭირდებოდა, მივმართე სწორედ საბას კომპანია flyback.ge-ს.

5 ოქტომბერს მივიღე ელექტრონული ფოსტა, სადაც ეწერა, რომ "ვიზეარმა" თანხა ჩაურიცხა კომპანიას და თანხის ჩემს ანგარიშზე ჩასარიცხად მთხოვეს რეკვიზიტები. რა თქმა უნდა, გადავუგზავნე და ცოტა ხანში მიპასუხეს, რომ თანხის გადმოგზავნა მოხდებოდა ოთხ კვირაში. მას შემდეგ ოთხი კვირაც გავიდა და მალე ორი თვეც შესრულდება, თუმცა თანხა ამ დრომდე არ ჩაურიცხავთ. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ოთხი ადამიანის განაცხადი გვქონდა შევსებული და აქედან ერთს სრულად ჩაერიცხა, ერთს 30 ევრო დააკლდა. ორი კი ამ დრომდე უშედეგოდ ველოდებით კომპენსაციას" - გვითხრა ნანუკა ხაჭაპურიძემ.

AMBEBI.GE მგზავრების პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, flyback.ge-ს დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა, საბა მიგრიაულმა განაცხადა, რომ თანხების ჩარიცხვის დაგვიანება მათი პრობლემა არ ყოფილა და გამოწვეული იყო საერთაშორისო გადარიცხვების კომპანია TrasnfeeWise-ით.

"როცა ერთდროულად დიდი ოდენობის კომპენსაციები გაიგზავნა, მოხდა სისტემური ხარვეზი და ამიტომ კომპენსაციების მხოლოდ ნაწილი ჩაირიცხა მომხმარებლების ანგარიშზე. ხოლო მას შემდეგ, რაც გამოსწორდა ხარვეზი, ანუ 29 ნოემბერს, დაიწყო თანხის გაგზავნა მომხმარებლების ანგარიშზე და ეტაპობრივად ყველა მომხმარებელი იღებს კომპენსაციას. მათ გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ არ მიუღია კომპენსაცია, თუმცა უახლოეს დღეებში მათ ანგარიშებზეც აისახება კუთვნილი თანხა.

რაც შეეხება იმას, რომ თანხა ნაკლები ჩაირიცხა, ეს არ წარმოადგენს სიმართლეს. ჩვენი მომსახურების საფასურია კომპენსაციის 25%, რომელიც მხოლოდ კომპენსაციის მიღების შემდეგ აკლდება თანხას. ხოლო მომხმარებლებმა მიიღეს კომპენსაციის ზუსტად 75%. ამას თავისთავად დააკლდა ტრანზაქციის საკომისიო, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება" - განაცხადა საბა მიგრიაულმა.

ჩვენ TrasnfeeWise-საც მივწერეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა საერთაშორისო გადარიცხვების კომპანიაში ხარვეზის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მოგვიანებით, ამ არგუმენტის საპასუხოდ, საბა მიგრიაულმა განაცხადა, რომ ხარვეზი ჰქონდა მათ ანგარიშს TrasnfeeWise-ს სისტემაში და არა მთელ პლატფორმას.

ამასთან, მისივე ფეისბუქ-პოსტიდან ირკვევა, რომ შექმნილი ვითარების გამო, კომპანია მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან 25-ის ნაცვლად 15%-ს აიღებს. თუმცა მოტყუებული მგზავრები ამბობენ, რომ flyback.ge-მა არც ეს პირობა შეასრულა.

აღნიშნული კითხვით კვლავ საბა მიგრიაულს მივმართეთ, რაზეც მან ასეთი პასუხი გაგვცა:

"მომხმარებლები მომავალში ისარგებლებენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ჩვენს სერვისზე და 25%-ის ნაცვლად, რომელიც ყველაზე დაბალი პროცენტია მსოფლიოში, მათ თანხას ჩამოეჭრება მხოლოდ 15 %. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ჩემი განცხადება საკმაოდ მკაფიო იყო, რამდენიმე მომხმარებელმა იფიქრა, რომ ეს ფასდაკლება იმოქმედებდა აღნიშნულ კომპენსაციაზე. მე ბოდიშს ვიხდი თუ ჩემმა განცხადებამ შექმნა რაიმე ტიპის გაუგებრობა", - აღნიშნა მიგირიაულმა.

თუმცა, ამის საპასუხოდ უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის განცხადება 25%-ის ნაცვლად მომსახურებაში 15%-ის აღების თაობაზე განთავსებულია სწორედ იმ მომხმარებლების საპასუხო კომენტარებში, რომლებიც flyback.ge-ს თაღლითობაში ადანაშაულებენ.

"წარღვნა დაწყებულია...ცოდვის ღვარცოფი მატულობს და ცდილობს ჩასძიროს ადამიანები" - მეუფე დანიელი

ვისი სამიზნეა პატრიარქი? - სასულიერო პირების კომენტარები ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით

ხორცის სარეალიზაციო 4 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"