პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამ რუსეთში 3 თვის შიშველი ბავშვი აივანზე დატოვა, რადგან მისი ტირილი მობეზრდა
დედამ რუსეთში 3 თვის შიშველი ბავშვი აივანზე დატოვა, რადგან მისი ტირილი მობეზრდა

რუ­სეთ­ში დე­დამ სამი თვის ბავ­შვი ტან­საც­მლის გა­რე­შე აი­ვან­ზე გა­იყ­ვა­ნა. რად­გან, მისი თქმით, ჩვილ­მა ტი­რი­ლით „თავი მო­ა­ბეზ­რა“.

„დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელი­ზა­ვე­ტა კლი­მო­ვამ ატი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი აი­ვან­ზე და­ტო­ვა, მა­ნამ­დე კი მას ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღო და ყო­ფილ ქმარს, ბავ­შვის მა­მას გა­და­უგ­ზავ­ნა.

ალექ­სან­დრ პოტ­რი­ა­სოვს კლი­მო­ვამ მოს­თხო­ვა, მი­სუ­ლი­ყო მას­თან და ბავ­შვის­თვის მი­ე­ხე­და, რად­გან მას ძა­ლი­ან მო­ა­ბეზ­რა თავი. აი­ვან­ზე კა­ლა­თით და­ტო­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის სუ­რა­თე­ბი პოტ­რი­ა­სოვ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა.

„მინ­და, ჩემს ყო­ფილ ცოლს დე­დო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვას. და­ვი­ღა­ლე იმა­ზე ფიქ­რით, რომ მან შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი აი­ვან­ზე გა­ყი­ნოს,“ - გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის მა­მამ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან.

ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ კი კლი­მო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ პოტ­რი­ა­სოვ­მა ბავ­შვთან ერ­თად მარ­ტო და­ტო­ვა, არც ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა. კლი­მო­ვას მე­ზობ­ლის თქმით, პოტ­რი­ა­სოვ­მა ცოლი მშო­ბი­ა­რო­ბი­დან მა­ლე­ვე და­ტო­ვა და სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და და­შო­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი პო­ლი­ცი­ამ შე­ის­წავ­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, გა­არ­კვი­ეს, რომ ფო­ტო­ე­ბი ოქ­ტომ­ბერ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა ექი­მებ­მა შე­ა­მოწ­მეს და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

დედა მშობ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის არა­სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის და­ა­ჯა­რი­მეს.

„დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში ბა­ლა­კო­ვო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა, შე­საძ­ლოა, 0-ს ქვე­მო­თაც იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დედამ რუსეთში 3 თვის შიშველი ბავშვი აივანზე დატოვა, რადგან მისი ტირილი მობეზრდა

დედამ რუსეთში 3 თვის შიშველი ბავშვი აივანზე დატოვა, რადგან მისი ტირილი მობეზრდა

რუსეთში დედამ სამი თვის ბავშვი ტანსაცმლის გარეშე აივანზე გაიყვანა. რადგან, მისი თქმით, ჩვილმა ტირილით „თავი მოაბეზრა“.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ელიზავეტა კლიმოვამ ატირებული ბავშვი აივანზე დატოვა, მანამდე კი მას ფოტოები გადაუღო და ყოფილ ქმარს, ბავშვის მამას გადაუგზავნა.

ალექსანდრ პოტრიასოვს კლიმოვამ მოსთხოვა, მისულიყო მასთან და ბავშვისთვის მიეხედა, რადგან მას ძალიან მოაბეზრა თავი. აივანზე კალათით დატოვებული ბავშვის სურათები პოტრიასოვმა სოციალურ ქსელში გააზიარა.

„მინდა, ჩემს ყოფილ ცოლს დედობის უფლება ჩამოერთვას. დავიღალე იმაზე ფიქრით, რომ მან შეიძლება ბავშვი აივანზე გაყინოს,“ - განაცხადა ბავშვის მამამ ადგილობრივ მედიასთან.

ფოტოების გავრცელების შემდეგ კი კლიმოვამ განაცხადა, რომ პოტრიასოვმა ბავშვთან ერთად მარტო დატოვა, არც ფინანსურად ეხმარება. კლიმოვას მეზობლის თქმით, პოტრიასოვმა ცოლი მშობიარობიდან მალევე დატოვა და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.

ყოფილ მეუღლეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და დაშორების შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა.

სოციალურ ქსელში გაზიარებული სურათები პოლიციამ შეისწავლა. სამართალდამცველების თქმით, გაარკვიეს, რომ ფოტოები ოქტომბერშია გადაღებული, ბავშვის მდგომარეობა ექიმებმა შეამოწმეს და დამაკმაყოფილებელია.

დედა მშობლის მოვალეობების არასათანადოდ შესრულებისთვის დააჯარიმეს.

„დეილი მეილი“ წერს, რომ ოქტომბერში ბალაკოვოში ტემპერატურა, შესაძლოა, 0-ს ქვემოთაც იყოს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ