სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TBC ბანკი მზადაა პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდეს
TBC ბანკი მზადაა პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდეს

„თი­ბი­სი ბან­კი მზა­დაა, შე­უ­ერ­თდეს პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა სა­სარ­გებ­ლოდ,“ - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „თი­ბი­სი ბან­კი­დან“ აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი სა­ხის სეს­ხე­ბის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა „თი­ბი­სი ბან­კში“ შე­ად­გენს 120 მი­ლი­ონ ლარს და ის ბან­კის მთლი­ა­ნი საკ­რე­დი­ტო პორ­ტფე­ლის 1%-ია.

„თი­ბი­სი ბან­კის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არა­სა­ბან­კო სექ­ტო­რის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვრის და­წე­სე­ბა ხელს შე­უ­წყობს მო­მა­ვალ­ში უპა­სუ­ხის­მგებ­ლო დაკ­რე­დი­ტე­ბის მას­შტა­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბას.

„თი­ბი­სი ბან­კი“, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე უმ­სხვი­ლე­სი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა ქარ­თუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის და ზო­გა­დად, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მდგრა­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

„თი­ბი­სი ბან­კი“ მზა­დაა შე­უ­ერ­თდეს პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა სა­სარ­გებ­ლოდ. ასე­თი სა­ხის სეს­ხე­ბის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა „თი­ბი­სი ბან­კში“ შე­ად­გენს 120 მი­ლი­ონ ლარს და ის ბან­კის მთლი­ა­ნი საკ­რე­დი­ტო პორ­ტფე­ლის მხო­ლოდ 1%-ია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრან­ზაქ­ცია დას­რულ­დე­ბა 2018 წლის ბო­ლომ­დე.

გა­ცხა­დე­ბუ­ლი 1.5 მი­ლი­არ­დი ლა­რის ოდე­ნო­ბის პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის პორ­ტფელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სექ­ტო­რის წილი 30%-ზე ნაკ­ლე­ბია, ხოლო „თი­ბი­სი ბან­კის“ წილი აქე­დან მხო­ლოდ 8%-ია.

ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სექ­ტო­რი არ წარ­მო­ად­გენს მო­სახ­ლე­ო­ბის ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის უმ­თავ­რეს მი­ზეზს. არა­სა­ბან­კო სექ­ტო­რის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვრის და­წე­სე­ბა ხელს შე­უ­წყობს მო­მა­ვალ­ში უპა­სუ­ხის­მგებ­ლო დაკ­რე­დი­ტე­ბის მას­შტა­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბას.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ბოლო ხა­ნებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ბან­კო რი­ტო­რი­კა აზი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რე­გი­ონ­ში აღი­ა­რე­ბულ ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სულ და გან­ვი­თა­რე­ბულ ინ­დუსტრი­ას - სა­ბან­კო სექ­ტორს. ეს ტენ­დენ­ცია სა­ბო­ლოო ჯამ­ში ზი­ანს აყე­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო იმიჯს, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

„თი­ბი­სი ბან­კი“ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის ინ­ვეს­ტი­ცი­ებს მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით, რად­გან სა­ბან­კო სექ­ტო­რის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა და მისი მდგრა­დო­ბა წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი­ას,“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

TBC ბანკი მზადაა პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდეს

TBC ბანკი მზადაა პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდეს

„თიბისი ბანკი მზადაა, შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა „თიბისი ბანკში“ შეადგენს 120 მილიონ ლარს და ის ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ია.

„თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არასაბანკო სექტორის ახალი რეგულაციები და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს მომავალში უპასუხისმგებლო დაკრედიტების მასშტაბების შემცირებას.

„თიბისი ბანკი“, როგორც საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული ფინანსური სექტორის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სტაბილურობას.

„თიბისი ბანკი“ მზადაა შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ. ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა „თიბისი ბანკში“ შეადგენს 120 მილიონ ლარს და ის ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 1%-ია. აღნიშნული ტრანზაქცია დასრულდება 2018 წლის ბოლომდე.

გაცხადებული 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის პრობლემური სესხების პორტფელში საქართველოს საბანკო სექტორის წილი 30%-ზე ნაკლებია, ხოლო „თიბისი ბანკის“ წილი აქედან მხოლოდ 8%-ია.

ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არ წარმოადგენს მოსახლეობის ჭარბვალიანობის უმთავრეს მიზეზს. არასაბანკო სექტორის ახალი რეგულაციები და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს მომავალში უპასუხისმგებლო დაკრედიტების მასშტაბების შემცირებას.

მიგვაჩნია, რომ ბოლო ხანებში გააქტიურებული ანტისაბანკო რიტორიკა აზიანებს საქართველოში და რეგიონში აღიარებულ ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ ინდუსტრიას - საბანკო სექტორს. ეს ტენდენცია საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

„თიბისი ბანკი“ მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, რადგან საბანკო სექტორის გამართული მუშაობა და მისი მდგრადობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის გარანტიას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო