თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 296 მიმდინარე, 236 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც დედაქალაქში ულიმიტო სარგებლობის ბარათების ე.წ. თბილისი card-ის შექმნას გულისხმობს.
საუბარია, ერთდღიან, ორდღიან, სამდღიან და ერთკვირიან ბარათებზე, რომლებიც მოიცავს ულიმიტო სარგებლობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან big bus-ით.
„პარალელურად უნდა შეიქმნას ტურები, რომლებიც კონკრეტული ადამიანის ინტერესების შესაბამისად დაიგეგმება. მაგალითად, თუ ადამიანი მომლოცველია, ეკლესია-მონასტრები შეურჩიოს, არქიტექტურის მოტრფიალეს განსხვავებული არქიტექტურის მქონე შენობები დაუგეგმოს. ტურისტული კომპანიებიც ამავე სქემაში უნდა იყოს ჩართული. წაიკითხეთ სრულად