ავტორი:

როგორ უნდა შევხვდეთ დღევანდელ ახალმთვარეობას და რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე ვენერა მორიელში - ასტროლოგის რეკომენდაციები

როგორ უნდა შევხვდეთ დღევანდელ ახალმთვარეობას და რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე ვენერა მორიელში - ასტროლოგის რეკომენდაციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი დღევანდელ ახალმთვარეობასა და უახლოესი დღეების ასტროლოგიურ მოვლენებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვთავაზობს:

"7 დეკემბერს 11:20-ზე მშვილდოსნის ნიშნის მე-15 გრადუსზე ამ წლის ბოლო ახალმთვარეობაა. მზე, მთვარე და იუპიტერი ერთად იყრიან თავს ცის კაბადონზე. თუმცა, რასაკვირველია, ახალმთვარეობის დროს ღამის მნათობი საერთოდ არ ჩანს ხოლმე არც დღისით, არც ღამით, ის მზის სხივებში იკარგება.

ახლმთვარეობა მშვილდოსანში - ეს ის დრო გახლავთ, როდესაც ჩვენში მომავლის იმედები ისახება, ადამიანები ენთუზიაზმით იმსჭვალებიან და საკუთარი შესაძლებლობების უპირობოდ სჯერათ.

ზოგ შემთხვევაში ასეთი თავდაჯერებულობა ცოტათი გადაჭარბებულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ახალმთვარეობის ჟამს მარსისა და ნეპტუნის შეერთება გვაქვს და ეს ჩვენს ნაბიჯებს ილუზორულობის საბურველში ახვევს. ახალმთვარეობის ზეგავლენა გამოკვეთილად შესამჩნევი და სასიკეთო იქნება მშვილდოსნებისათვის და ვერძის ბოლო გრადუსებზე დაბადებული ადამიანებისათვის. ხოლო თევზების 13-14-15 გრადუსზე დაბადებულებს, ან მათ ვისაც აქ პირადი პლანეტები ჰყავთ, შესაძლოა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა სირთულეები მოუტანონ. ამიტომ ვიდრე რამეს გადაჭრით გადაწყვეტდეთ, კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი.

სამაგიეროდ, კარგი პერიოდია საკუთარი თავის მოტყუებაზე ხელის აღებისთვის, თვალების ფართოდ გახელისა და რეალობისთვის გასწორებისთვისაც. ვინაიდან ახალმთვარეობა ტყუპების ოპოზიციურ ნიშანში ხდება, შესაძლოა ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებმაც გარკვეულწილად მოუსვენრად იგრძნონ თავი. განსაკუთრებით არაკომფორტული იქნება მათთვის პარტნიორებთან ურთიერთობა ამ სამი დღის განმავლობაში.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისათვის ახალმთვარეობის, მისი წინა და მომდევნო დღეები მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იქნება. უფრო ზუსტი პროგნოზისთვის ჩაიხედეთ თქვენს პირად რუკებში და ნახეთ, რომელ სახლში ხვდება მშვილდოსნის მე-15 გრადუსი თქვენთან. შესაბამისად იმ სახლის თემები იქნება წინ წამოწეული და არამხოლოდ ეს დღეები, არამედ მთვარის მომდევნო ფაზამდე.

***

2 დეკემბერს ვენერამ დატოვა სასწორის ნიშანი და ღრიანკალის ზოდიაქოში გადავიდა. აქედან მოყოლებული ჩვენც უკვე ვენერას გავლენას უკვე მორიელის ნიშნის ჭრილში ვიგრძნობთ. ეს შეეხება როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ ურთიერთობებს, ჩვენს ესთეტიკას, ჩვენს არჩევანს, სიამოვნების მიღების უნარს. ყველაფერი ეს მორიელურ პრიზმაში განვითარდება. აქვე შეგახსენებთ, რომ სასწორი ვენერასათვის მმართველობის ნიშანს, ანუ საკუთარ სამფლობელოს წარმოადგენდა. მორიელში კი სადაც მარსიანულ-პლუტონური ძალები მეფობენ, ვენერა გაძევებაშია, - ანუ აქ საკმაოდ შევიწროვებულად და უხერხულად გრძნობს ხოლმე თავს, რის დაფარვასაც სარკაზმით ცდილობს. შესაბამისად, ჩვენც უფრო კრიტიკულები და დამცინავები ვხდებით, მორიელის ნიშანი მართავს დიდ პოლიტიკას, მსხვილ ბიზნესს, ომებს, კრიზისებს და სექსუალურ და სიკვდილ-სიცოცხლის ტრანსფორმაციულ თემებს.

არც თუ ისე იშვიათად ვენერას ამ ნიშანში ტრანზიტის პერიოდში, მიუხედავად იმისა რომ ადამიანებს საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვა და ვნება უძლიერდებათ, ურთიერთობები მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე; რადგან იმავდროულად მატულობს ახალი, არცთუ უხიფათო კავშირების დამყარების სურვილი, მომატებული სექსუალური ლიბიდო ვნებიანი, თავმბრუდამხვევი სიყვარულის წინაპირობა შეიძლება რომ გახდეს. არაა გამორიცხული ფარული ან საიდუმლო სასიყვარულო შემთხვევებიც. თუმცა ღრიანკალი ფრიად მესაკუთრე და ეჭვიანია და ამ მხრივაც გამოაჩენს თავის საცეცებს. ამ მედლის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის რომ, ვენერა მორიელს ხშირად ავიწყდება, ან არ სურს პარტნიორის ინტერესების გათვალისწინება. ამ მომენტმა შესაძლოა გაართულოს არა მხოლოდ ინტიმური, არამედ საქმიანი ურთიერთობებიც, რაც ფინანსურ მხარეზეც პრობლემურად აისახება.

ეს პერიოდი ხშირად იმითაც გამოირჩევა, რომ საკმაოდ რთულდება ხოლმე ფინანსური და იურიდიული საკითხების მოგვარებაც, შესაძლოა გამწვავდეს ისეთი საქმეები, რომლებიც ეხება მემკვიდრეობას, ალიმენტებს, გადასახადებს, კრედიტებს და მსგავს თემებს. ამ დროს თითქოს მიდის გამოცდა კავშირების გამძლეობაზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ შეძლებთ და ამ თვეს ზედმეტი აგრესიულობის გამოვლენის გარეშე გადააგორებთ. თუმცა ეს უფრო ცნობიერების დაბალ საფეხურზე მყოფ ხალხს ეხება. განვითარებული და სულიერად ამაღლებული ადამიანისთვის ვენერა მორიელის პეროდი ხელსაყრელია სულიერი პრაქტიკებისა და განწმენდისათვის.

ძირითადი რეკომენდაციები იქნება:

1. ეცადეთ არ აკრიტიკოთ ახლობლები, პატივისცემით მოეპყარით მათ გრძნობებს.

2. ნუ მიიღებთ უცაბედ და მკვეთრ გადაწყვეტილებებს.

3. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას

4. ნაკლები ფლანგეთ.

5. ყური უგდეთ საკუთარ ინტუიციას.

ვენერა მორიელში 6 იანვრამდე დარჩება

მთელი ამ კვირის მანძილზე გრძელდება მარსისა და ნეპტუნის შეერთება თევზების ნიშანში, რომელსაც ამავდროულად მშვილდოსნის ნიშანში არსებულ მზისა და იუპიტერის შეერთებასთან აქვს ნეგატიური ასპექტი (კვადრატურა). მზის, იუპიტერისა და მერკურის შეერთება გადასარევად კარგი იქნებოდა და უამრავ შესაძლებლობებს მოგვცემდა, რომ არა მერკურის მარსთან კვადრატი. ასპექტი, როგორც ხვდებით, კონფლიქტურია და კამათს იწვევს ადამიანებს შორის. დავა, მეტწილად, იდეოლოგიურ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. საქართველოს პოლიტიკურად აჟიტირებულ დღევანდელ რეალობაში კი სავარაუდოდ - საპრეზიდენტო თემა წამოიწვს, თუმცა სხვა ნაკლებ პოლიტიკური დავებიც მოსალოდნელია. სხვადასხვა საკითხებზე ჩვენეული განსხვავებული ხედვების გამო. სჯობს, თავი შევიკავოთ კონფლიქტში შესვლისაგან და ყველამ საკუთარი საკეთებელი ვაკეთოთ. რაღაცეები, როგორც იტყვიან, - გაატარეთ. შედეგი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე აწეწილ ნერვებზე გაკეთებული საქმის შემთხვევაში.

დაეყრდენით სატურნისა და მარსის სექსტილს, ანუ პრაგმატულობას თქვენს ქმედებაში, კანონის, გნებავთ მორალურის, გნებავთ სახელმწიფოს მიერ დაწერილის პატივისცემას. ამის პარალელურად ცაზე ურანისა და ვენერას დაპირისპირებული განლაგება ქმნის დაძაბულობას. ურანისა და ვენერას შორის ნეგატიური ასპექტი უმეტეს შემთხვევაში შფოთვასა და გაღიზიანრებულობას იწვევს. ადამიანებს სურვილი აქვთ რაღაც განსხვავებულის მიღების, არა ისეთის, რაც აქამდე ჰქონდათ. თუმცა ბოლომდე გარკვეულები თავიანთ სურვილებში მაინც არ არიან, და ჩამოყალიბებულად ვერც ხსნიან, რა სურთ. უბრალოდ არის ემოციური უკმაყოფილება არსებულით. ასეთმა ასპექტმა შესაძლოა მოულოდნელი, არაადეკვატური ქმედებებისკენაც უბიძგოს ადამიანთა გარკვეულ ნაწილს. ჩნდება საყოველთაოდ მიღებული წესების და ფასეულობების უგულვებელყოფის მოთხოვნილება. ამ ტრანზიტის დროს საერთოდ არაა სასიკეთო საზოგადოებრივ ასპარეზზე არც პირველი გამოსვლა და არც ზოგადად აქტიურობა ამ მხრივ. განსაკუთრებით, თუ ხაზგასმულ იდეოლოგიურ კუთვნილებას ამჟღავნებთ რომელიმე დაჯგუფების მხრივ.

ფინანსური კონფლიქტები შესაძლოა წარმოიშვას იმ ადამიანთა არაკეთილსინდისიერების გამო, რომლებსაც სურვილი ექნებათ უცაბედად მოიხვეჭონ სიმდიდრე და დოვლათი. მეგობრების ჩარევამ, ამ შემთხვევაშიც და ზემოთნახსენებშიც, შესაძლოა უარესად გაამწვავოს სიტუაცია. საკმაოდ არახელსაყრელი პერიოდია საშოპინგოდ. ასევე საკუთარ გარეგნობაში, იმიჯში რადიკალური ცვლილებების შესატანად. ამ ასპექტაციის მიერ შექმნილი დაძაბულობა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება 5 დეკემბრის დღის ბოლომდე. კვირის შუა პერიოდი თითქმის ნეიტრალურია.

8 დეკემბერს დირექტულ მოძრაობას უბრუნდება მერკური და უკვე აქედან მოყოლებული, მათ ვისაც რუკაში ეს პლანეტა დირექტული გყავთ, უკვე შეგიძლიათ გააფორმოთ კონტრაქტები და ხელშეკრულებები, შეიძინოთ ტექნიკა, დაიწყოთ სწავლა. უპრობლემოდ მიმდინარეობს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა, ახალი კონტაქტების დამყარება. რეტრო მერკურის პატრონებს კი პაუზის აღება მოუწევთ.

9 რიცხვიდან კი უკვე ირთვება რამოდენიმე ჰარმონიული ასპექტი, რომლებიც ცხადია სასიკეთო ატმოსფეროს შექმნიან და ბევრად უფრო დააბალანსებენ აქამდე არსებულ ვითარებას. მომდევნო კვირიდან კი ფაქტიურად პლანეტათა დადებითი ზეგავლენა კიდევ უფრო მოიმატებს და ჩვენს ცხოვრებაშიც უფრო მეტ სასიამოვნო მოვლენას ექნება ადგილი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ