საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველოში საცხოვრებლად გადმოდის - "ყველას ვუყვები, როგორი ევროპული ქვეყანაა"
ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველოში საცხოვრებლად გადმოდის - "ყველას ვუყვები, როგორი ევროპული ქვეყანაა"

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დერ ვან დერ ბე­ლე­ნის შვილ­მა, ფლო­რი­ან­მა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის­გან შე­ი­ტყო. მან გა­და­წყვი­ტა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და ქვე­ყა­ნას და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა ზუს­ტად ერთი წლის შემ­დეგ შე­ას­რუ­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს - სი­უ­ჟე­ტი ქარ­თუ­ლი ტიტ­რე­ბით

პორ­ტა­ლი Sova.news წერს, რომ თბი­ლის­ში ფლო­რი­ა­ნი 2017 წლის აპ­რილ­ში ჩა­მო­ვი­და, საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით, თუმ­ცა გამ­გზავ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­დო და მო­ა­ხერ­ხა, სვა­ნე­თი მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა, რო­მელ­მაც მშობ­ლი­უ­რი, მა­ღალმთი­ა­ნი ტი­რო­ლი გა­ახ­სე­ნა - იქაც, სვა­ნე­თის მსგავ­სად, დი­ა­ლექ­ტზე სა­უბ­რო­ბენ და სხვა ავ­სტრი­ე­ლებს ტი­რო­ლე­ლე­ბის ენის გა­გე­ბა უჭირთ.

ავ­სტრი­ა­ში ფლო­რი­ა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დაბ­რუნ­და და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, და­ძი­ნე­ბაც კი უჭირ­და, თით­ქოს, რა­ღაც არ აძ­ლევ­და მოს­ვე­ნე­ბას.

მას შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ ქვე­ყა­ნა უკეთ გა­ეც­ნო. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის არ ჯე­რო­და, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, თა­ვად ენა­ხა, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

„მინ­დო­და გა­მერ­კვია, ნამ­დვი­ლად არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი ლი­ბე­რა­ლუ­ლი, კო­რუფ­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი და ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა,“ - ამ­ბობს Sova-სთან ფლო­რი­ა­ნი.

2018 წელს მან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია და­ა­არ­სა და ახლა უკვე მზად არის, ქვე­ყა­ნა­ში სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ვი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად.

ვან დერ ბე­ლე­ნი მი­იჩ­ნევს, რომ და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის გაზ­რდის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ ბევ­რმა არ იცის.

„ევ­რო­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ ეგ­ზო­ტი­კაა,“ - მი­იჩ­ნევს ის.

პრე­ზი­დენ­ტის შვილს ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ფლო­რი­ან­მა გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­ყე­ნოს. ვან დერ ბე­ლე­ნი, ასე­ვე, ბიზ­ნეს-კონ­სალ­ტინ­გით არის და­კა­ვე­ბუ­ლი - პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა.

„ყვე­ლას ვუყ­ვე­ბი, რო­გო­რი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ევ­რო­პე­ლე­ბი ჯერ კი­დევ ეგ­ზო­ტი­კუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, თუმ­ცა აქ ჩა­მო­სუ­ლე­ბი ხვდე­ბი­ან, რომ ეს ასე არ არის,“ - ამ­ბობს ის Sova-სთან.

ვან დერ ბე­ლე­ნი ფიქ­რობს, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ტუ­რი­ტულ პო­ტენ­ცი­ალს სრუ­ლად თა­ვად ქარ­თვე­ლე­ბიც ვერ იაზ­რე­ბენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გე­ბი კი, სა­დაც ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ფლო­რი­ა­ნის აზ­რით, ენერ­გო­სექ­ტო­რი და ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბაა.

მისი მამა, ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დერ ვან დერ ბე­ლე­ნია, თა­ნამ­დე­ბო­ბას ის 2016 წლი­დან იკა­ვებს.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პრე­ზი­დენ­ტიც და მისი შვი­ლის ავ­სტრი­ა­ში და­ი­ბად­ნენ, ოჯა­ხის ფეს­ვე­ბი ფსკოვ­შია, რუ­სეთ­ში. ფლო­რი­ა­ნის პაპა რუსი იყო, ბე­ბია კი - ეს­ტო­ნე­ლი. გერ­მა­ნუ­ლი გვა­რის გამო რეპ­რე­სი­ებს რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, საბ­ჭო­თა არ­მი­ას მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გა­ექ­ცნენ.

„პრე­ზი­დენ­ტო­ბა მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა ჩემი. ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ, რაც მა­მა­ჩე­მი ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. მე ვპა­სუ­ხობ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, არ შეც­ვლი­ლა. მხო­ლოდ ის შე­იც­ვა­ლა, რომ უფრო იშ­ვი­ა­თად ვნა­ხუ­ლობ მას, ვიდ­რე ადრე,“ - ჰყვე­ბა ფლო­რი­ა­ნი.

ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ შეძ­ლებს, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ი­ტა­ნოს, რად­გან მის­თვის შორს ცხოვ­რე­ბა იმ ქვეყ­ნის­გან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და, სულ უფრო რთუ­ლი ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველოში საცხოვრებლად გადმოდის - "ყველას ვუყვები, როგორი ევროპული ქვეყანაა"

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველოში საცხოვრებლად გადმოდის - "ყველას ვუყვები, როგორი ევროპული ქვეყანაა"

საქართველოს შესახებ ავსტრიის პრეზიდენტის, ალექსანდერ ვან დერ ბელენის შვილმა, ფლორიანმა სამხრეთ კორეაში, საქართველოს დელეგაციისგან შეიტყო. მან გადაწყვიტა, რომ აუცილებლად მოინახულებდა ქვეყანას და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა ზუსტად ერთი წლის შემდეგ შეასრულა.

იხილეთ ვიდეო: ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველოში გადმოსვლის მიზეზებზე საუბრობს - სიუჟეტი ქართული ტიტრებით

პორტალი Sova.news წერს, რომ თბილისში ფლორიანი 2017 წლის აპრილში ჩამოვიდა, საქმიანი ვიზიტით, თუმცა გამგზავრება რამდენიმე დღით გადადო და მოახერხა, სვანეთი მოენახულებინა, რომელმაც მშობლიური, მაღალმთიანი ტიროლი გაახსენა - იქაც, სვანეთის მსგავსად, დიალექტზე საუბრობენ და სხვა ავსტრიელებს ტიროლელების ენის გაგება უჭირთ.

ავსტრიაში ფლორიანი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა და როგორც თავად ამბობს, დაძინებაც კი უჭირდა, თითქოს, რაღაც არ აძლევდა მოსვენებას.

მას შემდეგ ის საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, რომ ქვეყანა უკეთ გაეცნო. ამბობს, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ქვეყნის პირველი პირების განცხადებების არ ჯეროდა, ამიტომ გადაწყვიტა, თავად ენახა, რამდენად რეალური იყო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები.

„მინდოდა გამერკვია, ნამდვილად არის თუ არა საქართველო ასეთი ლიბერალული, კორუფციისგან თავისუფალი და ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა,“ - ამბობს Sova-სთან ფლორიანი.

2018 წელს მან საქართველოში საკუთარი კომპანია დააარსა და ახლა უკვე მზად არის, ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოვიდეს საცხოვრებლად.

ვან დერ ბელენი მიიჩნევს, რომ დასავლეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადის გაზრდის მიუხედავად, საქართველოს შესახებ მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის.

„ევროპისთვის საქართველო ჯერ კიდევ ეგზოტიკაა,“ - მიიჩნევს ის.

პრეზიდენტის შვილს ტურიზმის სფეროში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ფლორიანმა გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება საქართველოში გამოიყენოს. ვან დერ ბელენი, ასევე, ბიზნეს-კონსალტინგით არის დაკავებული - პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს შესაძლებლობების შესახებ უყვება.

„ყველას ვუყვები, როგორი ევროპული ქვეყანაა. ევროპელები ჯერ კიდევ ეგზოტიკურად მიიჩნევენ საქართველოს, თუმცა აქ ჩამოსულები ხვდებიან, რომ ეს ასე არ არის,“ - ამბობს ის Sova-სთან.

ვან დერ ბელენი ფიქრობს, რომ საკუთარი ქვეყნის ტურიტულ პოტენციალს სრულად თავად ქართველებიც ვერ იაზრებენ. მნიშვნელოვანი დარგები კი, სადაც ინვესტიციების განხორციელება შეიძლება, ფლორიანის აზრით, ენერგოსექტორი და ნარჩენების გადამუშავებაა.

მისი მამა, ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენია, თანამდებობას ის 2016 წლიდან იკავებს.

იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტიც და მისი შვილის ავსტრიაში დაიბადნენ, ოჯახის ფესვები ფსკოვშია, რუსეთში. ფლორიანის პაპა რუსი იყო, ბებია კი - ესტონელი. გერმანული გვარის გამო რეპრესიებს რომ გადარჩენილიყვნენ, საბჭოთა არმიას მეორე მსოფლიო ომის დროს გაექცნენ.

„პრეზიდენტობა მისი დამსახურებაა და არა ჩემი. ბევრი მეკითხება, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მამაჩემი ავსტრიის პრეზიდენტი გახდა. მე ვპასუხობ, რომ ფაქტობრივად, არ შეცვლილა. მხოლოდ ის შეიცვალა, რომ უფრო იშვიათად ვნახულობ მას, ვიდრე ადრე,“ - ჰყვება ფლორიანი.

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი იმედოვნებს, რომ შეძლებს, საკუთარი ბიზნესი მთლიანად საქართველოში გადმოიტანოს, რადგან მისთვის შორს ცხოვრება იმ ქვეყნისგან, რომელიც ძალიან შეუყვარდა, სულ უფრო რთული ხდება.

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პირველი სეანსი დასრულდა - "ამირანიდან" გამოსული მაყურებლების მისამართით პიროტექნიკა ისროლეს

LIVE: "ამირანის" შესასვლელისკენ აქციის მონაწილეები ბოთლებს და სხვადასხვა საგანს ისვრიან

"სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი" - "ამირანთან" შეხლა-შემოხლის დროს ანა სუბელიანი დაშავდა