Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული..." - ბასა ფოცხიშვილი ინაუგურაციის დეტალებზე
"ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული..." - ბასა ფოცხიშვილი ინაუგურაციის დეტალებზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნთან ერ­თად კა­ხუ­რი მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი შეს­რულ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ რე­ჟი­სორ­მა ბასა ფო­ცხიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თე­ლავ­ში, ბა­ტო­ნის სა­სახ­ლის ციხე-გა­ლავ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ფო­ცხიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის სტი­ლის­ტი­კა იქ­ნე­ბა ზო­მი­ე­რი, ელე­გან­ტუ­რი, ღირ­სე­უ­ლი და ისე­თი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რას შე­ე­ფე­რე­ბა.

„დღეს იმი­ტომ ვართ აქ, რომ გა­დავ­წყვი­ტოთ, რო­მელ მხა­რეს ჩა­ტარ­დე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა დე­კო­რა­ცი­ას, ეს იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად თან­ხვედ­რი და გა­რე­მოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ორ­გა­ნუ­ლი. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლიც, რაც მო­ი­ცავს გერბს, დრო­შას, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო­ზე. სტი­ლის­ტი­კა იქ­ნე­ბა ზო­მი­ე­რი, ელე­გან­ტუ­რი, ღირ­სე­უ­ლი და ისე­თი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რას შე­ე­ფე­რე­ბა. არას­დროს სა­ქარ­თვე­ლოს არც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი, არც ლან­დშაფ­ტი, პომ­პე­ზუ­რი არ არის. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და კულ­ტუ­რა­ში ყო­ველ­თვის იყო და­ცუ­ლი ზო­მი­ე­რე­ბა და ღვთა­ებ­რივ სი­სა­და­ვეს რა­საც ეძა­ხი­ან. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს მი­სა­და­გე­ბუ­ლი იყოს ქარ­თულ კულ­ტუ­რას­თან. სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იყო ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა მო­ი­ცავს ევ­რო­პულ ელე­მენ­ტებს. მუ­სი­კა­ლუ­რი მხა­რე ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე არის ჰიმ­ნი და მინ­და, რომ მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი შეს­რულ­დეს. ამ სა­ო­ცა­რი კავ­კა­სი­ო­ნის ფონ­ზე კა­ხუ­რი მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი რომ არ შეს­რულ­დეს, არ შე­იძ­ლე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღეს­ვე და­ი­წყე­ბა - კონ­კრე­ტუ­ლად, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის სცე­ნარ­ზე და ეს­კიზ­ზე; ამის შემ­დეგ ის შე­თან­ხმდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ცხიშ­ვილ­მა.

არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სი­სა­და­ვე, პირ­და­პი­რო­ბა, აქ არ შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტი პომ­პე­ზუ­რო­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის სა­კი­თხზე შექ­მნი­ლი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რმა, მხატ­ვარ­მა თა­მარ ფო­ცხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

„პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იმა­ზე, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი სცე­ნა აწყო­ბი­ლი, მე­ო­რე იქ­ნე­ბა აზომ­ვი­თი სა­მუ­შაო. უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჩა­მო­დის და ტრი­ბუ­ნე­ბის გან­ლა­გე­ბა ჩემ­თვის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ამო­ცა­ნაა. რაც მთა­ვა­რია ეს სტი­ლის­ტუ­რად ისე უნდა გა­და­წყდეს, რომ ორ­გა­ნუ­ლი იყოს გა­რე­მოს­თვის, აქ მთა­ვა­რი გა­რე­მოა“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ცხიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ კონ­კრე­ტუ­ლად ბა­ტო­ნის სა­სახ­ლის ციხე-გა­ლავ­ნის რა ნა­წილ­ში იქ­ნე­ბა ცე­რე­მო­ნია, თა­მარ ფო­ცხიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ზედა ნა­წი­ლი ჯო­ბია, რად­გან იქი­დან კადრში შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს რო­გორც ეკ­ლე­სია, ასე­ვე მე­ფის სა­სახ­ლე.

„ზედა ნა­წი­ლი უკე­თე­სია, კადრში შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად მოხ­ვდეს რო­გორც ეკ­ლე­სია, ასე­ვე სა­ე­რო ნა­გე­ბო­ბა, მე­ფის სა­სახ­ლე. ამ ორი­ვეს იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს, კარ­გი იქ­ნე­ბა ორი­ვე ხვდე­ბო­დეს კადრში“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ფო­ცხიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე პომ­პე­ზუ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა.

„არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სი­სა­და­ვე, პირ­და­პი­რო­ბა. აქ არ შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტი პომ­პე­ზუ­რო­ბა და ისე­თი ტი­პის დე­კო­რი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ადრე გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია. აქ იმ­დე­ნად ძი­რძვე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი, კა­ხუ­რი გა­რე­მო გვაქვს, რომ აქე­დან შორს წას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი აუ­თენ­ტუ­რო­ბა იყოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ცხიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

"ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული..." - ბასა ფოცხიშვილი ინაუგურაციის დეტალებზე

"ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული..." - ბასა ფოცხიშვილი ინაუგურაციის დეტალებზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად კახური მრავალჟამიერი შესრულდება, - ამის შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს თელავში, ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

როგორც ფოცხიშვილმა აღნიშნა, ინაუგურაციის სტილისტიკა იქნება ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული და ისეთი, რომელიც საქართველოს კულტურას შეეფერება.

„დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს ჩატარდება ინაუგურაცია. რაც შეეხება დეკორაციას, ეს იქნება აბსოლუტურად თანხვედრი და გარემოსთან მიმართებაში ორგანული. თუმცა, არსებობს ოფიციალური ნაწილიც, რაც მოიცავს გერბს, დროშას, მაგრამ ეს იქნება მორგებული გარემოზე. სტილისტიკა იქნება ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული და ისეთი, რომელიც საქართველოს კულტურას შეეფერება. არასდროს საქართველოს არც არქიტექტურული ძეგლები, არც ლანდშაფტი, პომპეზური არ არის. საქართველოს ხელოვნებაში და კულტურაში ყოველთვის იყო დაცული ზომიერება და ღვთაებრივ სისადავეს რასაც ეძახიან. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველაფერი ეს მისადაგებული იყოს ქართულ კულტურასთან. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კულტურის ნაწილი და ქართული კულტურა მოიცავს ევროპულ ელემენტებს. მუსიკალური მხარე ინაუგურაციაზე არის ჰიმნი და მინდა, რომ მრავალჟამიერი შესრულდეს. ამ საოცარი კავკასიონის ფონზე კახური მრავალჟამიერი რომ არ შესრულდეს, არ შეიძლება. პრაქტიკული სამუშაოები დღესვე დაიწყება - კონკრეტულად, ინაუგურაციის სცენარზე და ესკიზზე; ამის შემდეგ ის შეთანხმდება“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა, აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა, - ამის შესახებ ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა განაცხადა.

„პირველი სამუშაო იქნება გადაწყვეტილების მიღება იმაზე, თუ რა მიმართულებით იქნება ძირითადი სცენა აწყობილი, მეორე იქნება აზომვითი სამუშაო. უამრავი სტუმარი ჩამოდის და ტრიბუნების განლაგება ჩემთვის ერთ-ერთი სერიოზული ამოცანაა. რაც მთავარია ეს სტილისტურად ისე უნდა გადაწყდეს, რომ ორგანული იყოს გარემოსთვის, აქ მთავარი გარემოა“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ბატონის სასახლის ციხე-გალავნის რა ნაწილში იქნება ცერემონია, თამარ ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ზედა ნაწილი ჯობია, რადგან იქიდან კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე მეფის სასახლე.

„ზედა ნაწილი უკეთესია, კადრში შეიძლება ერთდროულად მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე საერო ნაგებობა, მეფის სასახლე. ამ ორივეს იმდენად სერიოზული ფუნდამენტური დატვირთვა აქვს, კარგი იქნება ორივე ხვდებოდეს კადრში“, - განაცხადა თამარ ფოცხიშვილმა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე პომპეზურობა არ იქნება.

„არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა. აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა და ისეთი ტიპის დეკორი, რომელიც შეიძლება ადრე გამოგვიყენებია. აქ იმდენად ძირძველი, ტრადიციული, კახური გარემო გვაქვს, რომ აქედან შორს წასვლა არ შეიძლება, ყველანაირად ვეცდები აუთენტურობა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს