სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებული ცხოველების ლაბორატორიები, კრემატორიუმები - 100-ზე მეტ ადამიანს დანიაში მიტოვებულ კუნძულზე გადაასახლებენ
დაავადებული ცხოველების ლაბორატორიები, კრემატორიუმები - 100-ზე მეტ ადამიანს დანიაში მიტოვებულ კუნძულზე გადაასახლებენ

და­ნია გეგ­მავს, ყვე­ლა­ზე არა­სა­სურ­ვე­ლი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ყვე­ლა­ზე არა­სა­სურ­ველ ად­გი­ლას და­ა­სახ­ლოს - New York Times-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლტოლ­ვი­ლებს, რომ­ლებ­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი აქვთ, გა­და­ა­სახ­ლე­ბენ პა­ტა­რა კუნ­ძულ­ზე, სა­დაც ცხო­ვე­ლე­ბის გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და კრე­მა­ტო­რი­უ­მე­ბია.

ორი ბორ­ნი­დან ერთ-ერთს, რო­მე­ლიც კუნ­ძულს ემ­სა­ხუ­რე­ბა, „ვირუ­სი“ ჰქვია.

„მათი ყოფ­ნა და­ნი­ა­ში არ გვი­ხა­რია და ამას იგ­რძნო­ბენ,“ - და­წე­რა „ფე­ის­ბუქ­ზე“ იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრმა ინ­გერ სტო­ჯ­ბერ­გმა.

ინ­გერ სტო­ჯ­ბერ­გი

მე­მარ­ჯვე­ნე ცენ­ტრის­ტმა მთავ­რო­ბამ და მე­მარ­ჯვე­ნე „და­ნი­ის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ“ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ლინდჰოლ­მის კუნ­ძულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე ლტოლ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ შე­თან­ხმდნენ. მათი გან­მარ­ტე­ბით, იქ გა­და­ა­სახ­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი აქვთ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო მათი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ ხერ­ხდე­ბა.

კუნ­ძუ­ლი ბალ­ტო­ოს ზღვა­ში, უახ­ლო­ე­სი სა­ნა­პი­რო­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 კმ-ს და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს და გა­და­ად­გი­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს ბორ­ნე­ბიც არა­რე­გუ­ლა­რუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. უცხო­ე­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ყო­ველ დღე გა­მო­ცხად­დნენ კუნ­ძუ­ლის ცენ­ტრში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მათ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ.

და­ნი­ის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარ­ტინ ჰენ­რიკ­სენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბორ­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­და­ვენ, გა­აძ­ვი­რე­ბენ და მო­უ­ხერ­ხე­ბელს გახ­დი­ან.

სა­ი­მიგ­რა­ციო ცენ­ტრე­ბის ასა­შე­ნებ­ლად 115 მლნ დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გახ­სნა კი 2021 წელს იგეგ­მე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დაავადებული ცხოველების ლაბორატორიები, კრემატორიუმები - 100-ზე მეტ ადამიანს დანიაში მიტოვებულ კუნძულზე გადაასახლებენ

დაავადებული ცხოველების ლაბორატორიები, კრემატორიუმები - 100-ზე მეტ ადამიანს დანიაში მიტოვებულ კუნძულზე გადაასახლებენ

დანია გეგმავს, ყველაზე არასასურველი უცხოელი სტუმრები ყველაზე არასასურველ ადგილას დაასახლოს - New York Times-ის ინფორმაციით, ლტოლვილებს, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ, გადაასახლებენ პატარა კუნძულზე, სადაც ცხოველების გადამდები დაავადებების შემსწავლელი ლაბორატორიები და კრემატორიუმებია.

ორი ბორნიდან ერთ-ერთს, რომელიც კუნძულს ემსახურება, „ვირუსი“ ჰქვია.

„მათი ყოფნა დანიაში არ გვიხარია და ამას იგრძნობენ,“ - დაწერა „ფეისბუქზე“ იმიგრაციის მინისტრმა ინგერ სტოჯბერგმა.

ინგერ სტოჯბერგი

მემარჯვენე ცენტრისტმა მთავრობამ და მემარჯვენე „დანიის სახალხო პარტიამ“ განაცხადეს, რომ ლინდჰოლმის კუნძულზე დაახლოებით 100-მდე ლტოლვილის გადაყვანის შესახებ შეთანხმდნენ. მათი განმარტებით, იქ გადაასახლებენ ადამიანებს, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მათი სამშობლოში დაბრუნება არ ხერხდება.

კუნძული ბალტოოს ზღვაში, უახლოესი სანაპიროდან, დაახლოებით, 3 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და გადაადგილების მსურველებს ბორნებიც არარეგულარულად ემსახურებიან. უცხოელები ვალდებულები იქნებიან, ყოველ დღე გამოცხადდნენ კუნძულის ცენტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დააპატიმრებენ.

დანიის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა მარტინ ჰენრიკსენმა განაცხადა, რომ ბორნების მოძრაობას მაქსიმალურად შეზღუდავენ, გააძვირებენ და მოუხერხებელს გახდიან.

საიმიგრაციო ცენტრების ასაშენებლად 115 მლნ დოლარი დაიხარჯება, დაწესებულებების გახსნა კი 2021 წელს იგეგმება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

ორთვიანი კარანტინის შემდეგ მაღაზიაში ტყავის საქონელი დაობდა - მალაიზიაში გადაღებულ ფოტოებს ათი ათასობით გაზიარება აქვს

ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს