პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის, „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა“ ფარ­გლებ­ში, 13 დე­კემ­ბერს, სას­ტუმ­რო­ში „ბილტმო­რი“ (დიდი დარ­ბა­ზი), 20:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის (CSRDG) ორ­გა­ნი­ზე­ბით, „სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სის Meliora 2018’’ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს 41 კომ­პა­ნია, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (CSR) მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 76 პრო­ექ­ტით. წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის ჟი­უ­რი წამ­ყვა­ნი უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი ექპერ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა, მათ შო­რის არი­ან: თერ­თმე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, აშშ-დან, ბელ­გი­ი­დან, და­ნი­ი­დან, ის­რა­ე­ლი­დან, ნორ­ვე­გი­ი­დან, სლო­ვა­კე­თი­დან, და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან) და ქარ­თვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან და აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი­დან.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას 250 სტუ­მა­რი და­ეს­წრე­ბა, რო­მელ­თა შო­რის იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში - კარლ ჰარ­ცე­ლი, შვე­დე­თის სა­მე­ფოს ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში - ულ­რიკ ტი­დერ­სტრო­მი; სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე; სფე­როს ევ­რო­პე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და კონ­კურ­სის სა­ერ­თა­შო­რო ჟი­უ­რის წევ­რე­ბი: ანა ბოლ­ტი - ბრი­ტა­ნუ­ლი CSR და­ჯილ­დო­ე­ბის „Business in the Community” მე­ნე­ჯე­რი, Pavel Hrica - ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სლო­ვა­კუ­რი CSR და­ჯილ­დო­ე­ბის „Via Bona” ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი; კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა წამ­ყვა­ნი ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი; ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს და­ვით ევ­გე­ნი­ძე ბენდთად ერ­თად, ხოლო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას გა­უ­ძღვე­ბი­ან ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე და სა­ლო­მე არ­შბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ეკა ურუ­შა­ძე კონ­კურ­სის შე­სა­ხებ: „მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით და მხარს ვუ­ჭერთ ყვე­ლა იმ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებს წარ­მო­ა­ჩენს, ხოლო სხვა კომ­პა­ნი­ებს კი მო­ტი­ვა­ცი­ას უჩენს, გა­ი­ზი­ა­რონ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“.

სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სი Meliora 2018 იმარ­თე­ბა ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ სა­ექ­სპერ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ბიზ­ნეს პლატ­ფორ­მებ­სა და სამ­თავ­რო­ბო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რო­გო­რიც არის: აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში; სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო; სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო; სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მია; ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია; აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (USAID); შვე­დე­თის სა­მე­ფოს სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში; CENN; ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დი (WWF); ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს საბ­ჭო (EUGBC); ევ­რო­პუ­ლი ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია (EBA); სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია (BAG); სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა (ICC); სა­ქარ­თვე­ლოს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია (ACAG); სა­ქარ­თვე­ლოს მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ასო­ცი­ა­ცია; სა­ქარ­თვე­ლოს სამ­რეწ­ვე­ლო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა; სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო.

სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სის სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ტე­გო­რია ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მხარ­და­ჭე­რი­ლია USAID–ის პროგ­რა­მის მიერ “ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გია რე­გი­ო­ნებ­ში (ფაზა II)”, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს CENN. კა­ტე­გო­რი­ას „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი CSR” კი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია (ACAG).

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა კონ­კურ­სის ვებ-გვერ­დზე: www.meliora.ge.

კონ­კურ­სის სპონ­სო­რე­ბი არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი: დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნია; „მიკ­რო ბიზ­ნეს კა­პი­ტა­ლი“ (MBC); “სა­რა­ჯიშ­ვი­ლი” და Holiday Inn. კონ­კურ­სის და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლია სას­ტუმ­რო “ბილტმო­რი“.

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ: პრო­ექ­ტი „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა" (2017-2020) ხორ­ცი­ელ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. პრო­ექტს, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, ახორ­ცი­ე­ლებს კონ­სორ­ცი­უ­მი კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის (KAS) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მელ­შიც ასე­ვე შე­დის ოთხი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია: სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (CSI), სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი (CSRDG), კონ­სულ­ტა­ცი­ის და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრი (CTC), გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და და­საქ­მე­ბის ცენ­ტრი (EDEC).

ინ­ფორ­მა­ცია გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ: “სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი” (CSRDG) არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა 1995 წელს და იგი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის 22 წელს ით­ვლის. CSRDG და­არ­სე­ბის დღი­დან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ისეთ შე­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებს მო­უ­ტანს, რო­გორც ცალ­კე­ულ ადა­მი­ა­ნებს, ისე მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. CSRDG არის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც მო­ამ­ზა­და და გა­მოს­ცა: მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ან­გა­რი­ში „ან­გა­რიშ­გე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის“ (GRI) სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით; პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო CSR-ზე სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის; ვრცე­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი კვლე­ვა „კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის როლი“ (ანა­ლი­ტი­კუ­რი მი­მო­ხილ­ვა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროში „ბილტმორი“ (დიდი დარბაზი), 20:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობას იღებს 41 კომპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. წლევანდელი კონკურსის ჟიური წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან შედგება, მათ შორის არიან: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

დაჯილდოების ცერემონიას 250 სტუმარი დაესწრება, რომელთა შორის იქნებიან საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში - ულრიკ ტიდერსტრომი; საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თამარ ხულორდავა - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; სფეროს ევროპელი ექსპერტები და კონკურსის საერთაშორო ჟიურის წევრები: ანა ბოლტი - ბრიტანული CSR დაჯილდოების „Business in the Community” მენეჯერი, Pavel Hrica - ყველაზე პრესტიჟული სლოვაკური CSR დაჯილდოების „Via Bona” ორგანიზატორი; კონკურსის მონაწილე და საქართველოს სხვა წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები; ასევე საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს დავით ევგენიძე ბენდთად ერთად, ხოლო დაჯილდოების ცერემონიას გაუძღვებიან ირაკლი კაკაბაძე და სალომე არშბა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ეკა ურუშაძე კონკურსის შესახებ: „მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შესანიშნავი პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს წარმოაჩენს, ხოლო სხვა კომპანიებს კი მოტივაციას უჩენს, გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა“.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 იმართება ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნეს პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, როგორიც არის: აწარმოე საქართველოში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; ქალაქ თბილისის მერია; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში; CENN; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალური კატეგორია ნარჩენების მართვის მიმართულებით მხარდაჭერილია USAID–ის პროგრამის მიერ “ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (ფაზა II)”, რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორიას „შემოქმედებითი CSR” კი მხარს უჭერს საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა ვინაობა გამოქვეყნდება კონკურსის ვებ-გვერდზე: www.meliora.ge.

კონკურსის სპონსორები არიან კომპანიები: დუგლაძეების ღვინის კომპანია; „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (MBC); “სარაჯიშვილი” და Holiday Inn. კონკურსის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელია სასტუმრო “ბილტმორი“.

პროექტის შესახებ: პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017-2020) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი