მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემიგრანტების არჩევანი, ანუ მშენებლობა, რომელიც მადლზე დგას
ემიგრანტების არჩევანი, ანუ მშენებლობა, რომელიც მადლზე დგას

ალ­ბათ, ბევ­რმა არ იცის, რომ თბი­ლის­ში არ­სე­ბობს კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ბი­ნად­რე­ებს, რომ­ლე­ბიც მშე­ნე­ბელ­თა და­უ­დევ­რო­ბი­სა თუ მა­ვან­თა თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლნი გახ­დნენ.

მაგ­რამ ბევ­რის­თვის ცნო­ბი­ლია ის ფაქ­ტი, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა სა­მარ­თალს ათე­ულ წელ­ზე მე­ტია, ეძებს... არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც სა­კუ­თარ ბი­ნა­ში შეს­ვლის იმე­დი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ე­წუ­რათ.

თუმ­ცა, სას­წა­უ­ლე­ბი არ­სე­ბობს და ამ­ჯე­რად ამ სას­წა­ულს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქვე­მოთ მო­გი­თხრობთ, მად­ლი ჰქვია. სწო­რედ ამ მად­ლის წყა­ლო­ბით, დღემ­დე 1000-მდე ადა­მი­ანს აუხ­და დიდი ხნის ოც­ნე­ბა და გა­და­ე­ცა კუთ­ვნი­ლი ფარ­თი.

ბი­ნა­და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებ­ზე კომ­პა­ნია „მეტი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ ზრუ­ნავს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის კე­თი­ლი ნე­ბაა, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა ჩვე­ნი გუნ­დის მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბაა - ამ­ბობს მეტი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პა­პუ­ნა ხა­ზა­ლია.

პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­თან გამ­კლა­ვე­ბა მეტი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი­სათ­ვის ნაც­ნო­ბია, ამი­ტო­მაც იქცა ბიზ­ნე­სის ერთ-ერთ შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად სფე­რო, რო­მე­ლიც ბი­ნა­და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „მეტი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ კლი­ენ­ტე­ბი უნე­ბუ­რად ხდე­ბი­ან კე­თი­ლი საქ­მის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი. ბინა, რო­მელ­საც ისი­ნი ყი­დუ­ლო­ბენ, ერთ დროს უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი და ახლა უკვე უამ­რა­ვი ოც­ნე­ბა­ახ­დე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რე­ბით არის სავ­სე.

სა­უ­ბარ­ში ისიც გა­ირ­კვა, რომ 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­საც გა­და­ე­ცათ სა­ჩუქ­რად 5 ბინა - „სა­დაც ჩვენს ქა­ლაქს უჭირს, ჩვენც იქ ვდგა­ვართ“ ამ ფაქ­ტზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს, სი­კე­თე ჩუ­მად უნდა აკე­თოო, ამ­ბობს.

პა­პუ­ნა ხა­ზა­ლია:

– სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია ასე­თი რამ: ვაი იმ კაცს, რომ­ლის სა­ხე­ლიც წინ უს­წრებს მის საქ­მე­სო და ვცდი­ლობ, ჩემი სა­ხე­ლი წინ არ უს­წრებ­დეს საქ­მეს, პი­რი­ქით იყოს.

– თუმ­ცა, თქვენ­თან ერთ-ერთი მად­ლი­ე­რი მო­ბი­ნად­რის ის­ტო­რი­ამ მოგ­ვიყ­ვა­ნა, რო­მელ­საც თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ჩა­რე­ვის შე­დე­გად ყვე­ლა­ზე გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა მო­უგ­ვარ­და და მი­ი­ღო მის­თვის და მისი ოჯა­ხის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – ბინა, რო­მელ­საც 12 წელი ელოდ­ნენ. ვიცი, რომ ასე­თი მად­ლი­ე­რი ოჯა­ხი უამ­რა­ვი გყავთ...

– მად­ლი­ე­რი არა­ერ­თი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ვე­რა­ვის გა­მო­ვარ­ჩევ, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ვუდ­გე­ბი. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რამ­დე­ნი ოჯა­ხი­ცაა და­საკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, იმ­დე­ნი­ვეს შე­ვუქ­მნა ერ­თნა­ი­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და კარ­გი გა­რე­მო.

მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან და ეს გვაძ­ლი­ე­რებს, სტი­მულს გვაძ­ლევს, რომ კი­დევ და კი­დევ გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც სი­კე­თის კე­თე­ბა ჰქვია. ეს ყო­ვე­ლი­ვე დიდი ძა­ლის მომ­ცე­მია და ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა ახ­ლავს.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, ამ ობი­ექ­ტებ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დაგ­ვე­ლა­გე­ბი­ნა და გა­მო­სა­ვა­ლი გვე­პო­ვა. ძი­რი­თა­დად ერ­თმა­ნეთს იყ­ვნენ გა­და­კი­დე­ბულ­ნი მო­ბი­ნად­რე­ე­ბი და ძვე­ლი მშე­ნებ­ლე­ბი... ათწლე­უ­ლო­ბით გრძელ­დე­ბო­და მათ შო­რის ეს და­პი­რის­პი­რე­ბა. ჩვენ ვპო­უ­ლობთ გა­მო­სა­ვალს... და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტზე სხვა­დას­ხვაა. 30 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხით და­ვი­წყეთ და ათა­სამ­დე ავე­დით... ახ­ლა­ხანს და­ვას­რუ­ლეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შან-ხაის უბან­ში არ­სე­ბულ გა­ჩე­რე­ბულ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც 150 და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახს ბი­ნით და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ჩვენ მშე­ნებ­ლო­ბის და­სა­წყე­ბად მზად ვართ და ამ­ჯე­რად მე­რი­ის ნე­ბარ­თვას ვე­ლო­დე­ბით.

– ეს მი­ზა­ნი სა­ი­დან გაჩ­ნდა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ ამ კუ­თხით წა­სუ­ლი­ყა­ვით?

– პი­რა­დად მე ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიყ­ვარს სიძ­ნე­ლე­ებ­თან შერ­კი­ნე­ბა და პრობ­ლე­მუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის და­ლა­გე­ბა. ყო­ველ­თვის ასე იყო, თუ ვინ­მეს უჭირ­და, მეც იქ ვი­ყა­ვი. სკო­ლა­შიც, მთე­ლი ბავ­შვო­ბა პრობ­ლე­მე­ბი იმის გამო მქონ­და, რომ და­ჩაგ­რუ­ლებს ვი­ცავ­დი. ერთხელ ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სი კომ­კავ­ში­რის მდი­ვა­ნიც შე­მო­მე­ლა­ხა, რად­გან თა­ვის­ზე ბევ­რად პა­ტა­რა და­ჩაგ­რა, სცე­მა, ეს ვერ ავი­ტა­ნე... მა­შინ ამის გამო სკო­ლი­დან გამ­რი­ცხეს... უსა­მარ­თლო­ბას ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი. დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი გუნ­დის წევ­რე­ბი - ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი არი­ან..

ამ სფე­რო­ში კონ­კუ­რენ­ცია ნუ­ლის ტო­ლია. 10 000 ვოლტს რომ შიშ­ვე­ლი ხე­ლით შე­ე­ხო, ამის ტოლ­ფა­სია. თან უნდა იცო­დე, სწო­რად რო­გორ გა­ა­კე­თო, უნდა შე­გეძ­ლოს წარ­მარ­თვა, გან­ვი­თა­რე­ბა და რაც ყვე­ლას­თვის და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დას­რუ­ლე­ბა...

როცა საქ­მე კეთ­დე­ბა, მა­შინ ყვე­ლა მხა­რე კმა­ყო­ფი­ლი რჩე­ბა, მთა­ვა­რია, პრობ­ლე­მურ გა­რე­მოს და­ა­ნა­ხო, რომ საქ­მე უნდა გა­კეთ­დეს, რომ უნდა შე­წყვი­ტონ ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა... თუ ამა თუ იმ პრო­ექ­ტში ჩვენს შეს­ვლამ­დე ორი ან ორზე მეტი მხა­რე იყო, ჩვე­ნი ჩარ­თვის შე­დე­გად ეს რამ­დე­ნი­მე მხა­რე ერთ მხა­რედ იქ­ცე­ო­და, ყვე­ლა­ნი ერთ ნავ­ში ვსხდე­ბო­დით და ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ო­დით.

მეც მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში ოდეს­ღაც სიძ­ნე­ლე­ე­ბი, ვიცი რას ნიშ­ნავს სა­კუ­თა­რი სახ­ლის დათ­მო­ბა და რო­გო­რია, როცა სხვი­სი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო შენ და შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან. მაგ­რამ რწმე­ნა არა­სო­დეს და­მი­კარ­გავს და მინ­და რომ ყვე­ლას ჯე­რო­დეს - „გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი არ არ­სე­ბობს“ - გარ­და სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი­სა და ამ­ბი­ცი­ი­სა ვა­შე­ნოთ ხა­რის­ხი­ა­ნი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სახ­ლე­ბი, ეს მეტი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის კი­დევ ერთი მო­ტი­ვა­ცი­აა - ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა იმედ­გა­და­წუ­რულ ადა­მი­ანს ჯერ რწმე­ნას რომ აძ­ლევ და შემ­დეგ ბი­ნას...

თუმ­ცა, გვაქვს შემ­თხვე­ვა, როცა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის უჩე­უ­ლოდ გა­ი­წე­ლა ერთ-ერთი მშე­ნებ­ლო­ბის ვა­დე­ბი. ჩვე­ნი ერთ-ერთი ფა­სე­უ­ლო­ბა სწო­რედ გამჭვირ­ვა­ლო­ბა და მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბე­ბის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბაა. კრწა­ნის­ში 250 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი იყო და­საკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ, ფორ­მა­ლუ­რი მხა­რის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცეს­ში და ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გამო, მშე­ნებ­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის ვადა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით გა­დაგ­ვიც­და.

ჩვენ ზუს­ტად ისე ვსწავ­ლობთ გა­მოწ­ვე­ვევბზე, რო­გორც ყვე­ლა...ეს ჩვენ­თვის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. ამ ეტა­პი­სათ­ვის ორი ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია ავიყ­ვა­ნეთ ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რე­ბად და რაც მთა­ვა­რია, ახლა უკვე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და. სა­იტ­ზე ყო­ველ­თვი­უ­რად გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ ან­გა­რიშს ამის შე­სა­ხებ, რათა კვლავ გავ­ყვეთ ფეხ­და­ფეხ ჩვენს ფა­სე­უ­ლო­ბებს და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­მარ­თლოთ ჩვენ­ზე მონ­დო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დე­ბი.

– რო­გორც ვნა­ხე, თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის დე­ვი­ზია „მეტი კომ­ფორ­ტი თქვენ­თვის“. რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს?

– მე­ტის უკან დგას მეტი ხა­რის­ხი, მეტი ეკო­ლო­გია, მეტი დახ­მა­რე­ბა, მეტი გა­დახ­დის კარ­გი პი­რო­ბა, მეტი გამ­წვა­ნე­ბა, მეტი სუფ­თა ჰა­ე­რი...

ჩვე­ნი გუნ­დი მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა,ნერ­გავს ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, იკ­ვლევს ბაზ­რის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს და სა­ერ­თოდ, გუნდში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა...გარ­და იმი­სა, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბაა თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ყო­ველ­დღი­უ­რად ურ­თი­ერ­თო­ბა, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბიც სა­ერ­თო გვაქვს: 1.საქ­მე მადლზე უნდა გა­დი­ო­დეს; 2. სირ­თლე­ებ­თან შერ­კი­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა; 3.ოჯა­ხი - ჩვე­ნი სიწ­მინ­დეა და ა.შ. ასე მოხ­და, რომ რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა გუნ­დის წევ­რის გარ­და, ყვე­ლა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავთ შვი­ლე­ბი. სულ ვი­ღა­ცის ბავ­შვის და­ბა­დე­ბას ვე­ლო­დე­ბით და ეს სიმ­ბო­ლუ­რი­ცაა - ჩვე­ნი ბიზ­ნე­სიც ხომ იმის­თვი­საა შექ­მნი­ლი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩენი აშე­ნე­ბუ­ლი ჭე­რის ქვეშ, თა­ვი­ან­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა შექ­მნან?

ხა­რისხს დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ, თი­თო­ე­უ­ლი კორ­პუ­სი შენ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ხარ­ჯის 60%-ით შემ­ცი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს!

მე­ექ­ვსე წე­ლია ამ სტან­დარ­ტე­ბით ვა­შე­ნებთ. კედ­ლებს ვათ­ბუ­ნებთ, ბოლო ორი წე­ლია, ვათ­ბუ­ნებთ ია­ტაკ­საც და ჭერ­საც. ჩვე­ნი მიმ­დი­ნა­რე კორ­პუ­სე­ბის სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და ფა­სა­დე­ბი არის მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ქვით და ფუნ­დერ­მაქ­სის პა­ნე­ლით. სახ­ლე­ბის ფა­სა­დის ქვით მო­პირ­კე­თე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, სახ­ლმა დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სი გა­რეგ­ნუ­ლი იერ­სა­ხე.

დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ლო­კა­ცი­ას. ჩვენს პრო­ექ­ტებს ჰქვია: „ეკო­სი­ტი კრწა­ნი­სი“, „ეკო­სი­ტი სამ­გო­რი“, ანუ გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ ჩვენ­მა მო­ბი­ნად­რე­ებ­მა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში იცხოვ­რონ.

– გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბიც გაგ­ვა­ცა­ნით, რო­გორც ვი­ცით თქვე­ნი გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბი ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლად ით­ვლე­ბა სა­ქარ­თე­ლოს ბა­ზარ­ზე...

– გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბი გვაქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან კარ­გი. რა­მო­დე­ნი­მე ემიგ­რან­ტის­გან გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბაც კი მიგ­ვი­ღია ამ პი­რო­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით. მე ვარ მარ­კე­ტო­ლო­გი, ყო­ფი­ლი ბან­კი­რი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს, რომ ჩემს მყიდ­ველს გა­დახ­დის მხრივ ზუს­ტად შე­ვურ­ჩიო ის პი­რო­ბე­ბი, რაც მის­თვის მოქ­ნი­ლი და ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა. ვცდი­ლობ, ჩემ­სა და ჩემს კლი­ენტს შო­რის ბან­კი არ ჩად­გეს და ამი­ტომ ისი­ნი გრძელ­ვა­დი­ა­ნი შიდა გან­ვა­დე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

ვიცი, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და­ბა­ლია, აქე­დან გა­მოვ­დი­ვარ. ამი­ტომ თუ ვინ­მეს აქვს ძვე­ლი სახ­ლი, აგა­რა­კი, ან მი­წის ნაკ­ვე­თი და უნდა ახა­ლი სახ­ლის შე­ძე­ნა, შე­უძ­ლია, პირ­ვე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ზე­რუ­ლი თან­ხა გა­და­ი­ხა­დოს, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ძი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის გა­ყიდ­ვა შეძ­ლოს. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­დის მხო­ლოდ 30 პრო­ცენტს, ხოლო დარ­ჩე­ნილ თან­ხას – ორი წლის შემ­დეგ.

ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ფორ­მით მას აქ­ტივს ვუქ­მნით, ანუ სახ­ლს ვაძ­ლევთ, მას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ სახ­ლში იცხოვ­როს და თან გა­დახ­და გა­აგ­რძე­ლოს. თუ ესეც ვერ შეძ­ლო, შე­უძ­ლია, ბან­კში ჩა­დოს და იქი­დან გრძელ­ვა­დი­ა­ნი სეს­ხი აი­ღოს.

რო­გორც ზე­ვით ვახ­სე­ნე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ემიგ­რან­ტე­ბის თე­მაც, სიმ­წრით ნა­შოვ­ნი ფული რომ პრო­ცენ­ტებ­ში არ გა­და­ი­ხა­დონ, მათ­თვის მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბია ჩვენ­თან. შე­უძ­ლი­ათ, ჩა­მოს­ვლის გა­რე­შე გა­ა­ფორ­მონ გარ­კვე­უ­ლი კონ­ტრაქ­ტი და სა­ნამ უცხო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, აქ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი სახ­ლი აუ­შენ­დე­ბათ.

– და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას აგ­რძე­ლებთ?

– რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია და კარ­გია, თუ ამ მთა­ვარ საქ­მე­ში ბევ­რი ჩა­ერ­თვე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ასარ­ჩე­ვად აქვს, სად იყი­დოს სახ­ლი, არ­ჩე­ვანს იმის მი­ხედ­ვით აკე­თებს, რომ უნდა კარ­გი ხა­რის­ხი, კარ­გი გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბი, მაგ­რამ, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი დგას მადლზე და როცა იცის, რომ ამ სახ­ლის ყიდ­ვით თან უდი­დეს კე­თილ საქ­მე­საც აკე­თებს, რად­გან უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ან­საც ეხ­მა­რე­ბა და უნე­ბუ­რად თბილ გა­რე­მოს უქ­მნის, ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი. „მეტი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ თი­თო­ე­ულ­მა კლი­ენ­ტმა, რო­მელ­საც უკვე ნა­ყი­დი აქვს ბინა, შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად თქვას, რომ თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა იმ სი­კე­თის, რომ ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დღეს სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

„უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რე­ბაა იყო ბრძე­ნი, ხოლო უდი­დე­სი სიბ­რძნეა იყო კე­თი­ლი“.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ემიგრანტების არჩევანი, ანუ მშენებლობა, რომელიც მადლზე დგას

ემიგრანტების არჩევანი, ანუ მშენებლობა, რომელიც მადლზე დგას

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს კომპანია, რომელიც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს იმ დაზარალებულ მობინადრეებს, რომლებიც მშენებელთა დაუდევრობისა თუ მავანთა თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.

მაგრამ ბევრისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ დაზარალებულთა უმეტესობა სამართალს ათეულ წელზე მეტია, ეძებს... არიან ისეთებიც, რომლებსაც საკუთარ ბინაში შესვლის იმედი საბოლოოდ გადაეწურათ.

თუმცა, სასწაულები არსებობს და ამჯერად ამ სასწაულს, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ, მადლი ჰქვია. სწორედ ამ მადლის წყალობით, დღემდე 1000-მდე ადამიანს აუხდა დიდი ხნის ოცნება და გადაეცა კუთვნილი ფართი.

ბინადაკარგულ ადამიანებზე კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ ზრუნავს. ეს გადაწყვეტილება ჩვენი კომპანიის კეთილი ნებაა, ადამიანების დახმარება ჩვენი გუნდის მთავარი ფასეულობაა - ამბობს მეტი დეველოპმენტის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია.

პრობლემურ საკითხებთან გამკლავება მეტი დეველოპმენტის გუნდის თითოეული წევრისათვის ნაცნობია, ამიტომაც იქცა ბიზნესის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად სფერო, რომელიც ბინადაკარგულ ადამიანებს უკავშირდება.

და ამ გადაწყვეტილების დამსახურებით სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ კლიენტები უნებურად ხდებიან კეთილი საქმის თანამონაწილენი. ბინა, რომელსაც ისინი ყიდულობენ, ერთ დროს უსახლკაროდ დარჩენილი და ახლა უკვე უამრავი ოცნებაახდენილი ადამიანის მადლიერებით არის სავსე.

საუბარში ისიც გაირკვა, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებსაც გადაეცათ საჩუქრად 5 ბინა - „სადაც ჩვენს ქალაქს უჭირს, ჩვენც იქ ვდგავართ“ ამ ფაქტზე ხმამაღლა საუბარი არ უყვარს, სიკეთე ჩუმად უნდა აკეთოო, ამბობს.

პაპუნა ხაზალია:

– სახარებაში წერია ასეთი რამ: ვაი იმ კაცს, რომლის სახელიც წინ უსწრებს მის საქმესო და ვცდილობ, ჩემი სახელი წინ არ უსწრებდეს საქმეს, პირიქით იყოს.

– თუმცა, თქვენთან ერთ-ერთი მადლიერი მობინადრის ისტორიამ მოგვიყვანა, რომელსაც თქვენი კომპანიის ჩარევის შედეგად ყველაზე გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდა და მიიღო მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ბინა, რომელსაც 12 წელი ელოდნენ. ვიცი, რომ ასეთი მადლიერი ოჯახი უამრავი გყავთ...

– მადლიერი არაერთი ყოფილა, მაგრამ კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, ყველას ერთნაირად ვუდგები. ჩემთვის მთავარია, რამდენი ოჯახიცაა დასაკმაყოფილებელი, იმდენივეს შევუქმნა ერთნაირი საცხოვრებელი პირობები და კარგი გარემო.

მადლიერები არიან და ეს გვაძლიერებს, სტიმულს გვაძლევს, რომ კიდევ და კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმ მიმართულებით, რასაც სიკეთის კეთება ჰქვია. ეს ყოველივე დიდი ძალის მომცემია და ბედნიერების შეგრძნება ახლავს.

ჩვენი მიზანი იყო, ამ ობიექტებზე ურთიერთობები დაგველაგებინა და გამოსავალი გვეპოვა. ძირითადად ერთმანეთს იყვნენ გადაკიდებულნი მობინადრეები და ძველი მშენებლები... ათწლეულობით გრძელდებოდა მათ შორის ეს დაპირისპირება. ჩვენ ვპოულობთ გამოსავალს... დაზარალებულთა რიცხვი სხვადასხვა ობიექტზე სხვადასხვაა. 30 დაზარალებული ოჯახით დავიწყეთ და ათასამდე ავედით... ახლახანს დავასრულეთ მოლაპარაკებები შან-ხაის უბანში არსებულ გაჩერებულ პროექტთან დაკავშირებით, სადაც 150 დაზარალებულ ოჯახს ბინით დავაკმაყოფილებთ. ჩვენ მშენებლობის დასაწყებად მზად ვართ და ამჯერად მერიის ნებართვას ველოდებით.

– ეს მიზანი საიდან გაჩნდა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ კუთხით წასულიყავით?

– პირადად მე ბავშვობიდანვე მიყვარს სიძნელეებთან შერკინება და პრობლემური სიტუაციების დალაგება. ყოველთვის ასე იყო, თუ ვინმეს უჭირდა, მეც იქ ვიყავი. სკოლაშიც, მთელი ბავშვობა პრობლემები იმის გამო მქონდა, რომ დაჩაგრულებს ვიცავდი. ერთხელ ჩემზე ბევრად უფროსი კომკავშირის მდივანიც შემომელახა, რადგან თავისზე ბევრად პატარა დაჩაგრა, სცემა, ეს ვერ ავიტანე... მაშინ ამის გამო სკოლიდან გამრიცხეს... უსამართლობას ვერ ვეგუებოდი. დღემდე ასე გრძელდება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გუნდის წევრები - ჩემი თანამოაზრეები არიან..

ამ სფეროში კონკურენცია ნულის ტოლია. 10 000 ვოლტს რომ შიშველი ხელით შეეხო, ამის ტოლფასია. თან უნდა იცოდე, სწორად როგორ გააკეთო, უნდა შეგეძლოს წარმართვა, განვითარება და რაც ყველასთვის და ყველაზე მნიშვნელოვანია, დასრულება...

როცა საქმე კეთდება, მაშინ ყველა მხარე კმაყოფილი რჩება, მთავარია, პრობლემურ გარემოს დაანახო, რომ საქმე უნდა გაკეთდეს, რომ უნდა შეწყვიტონ ერთმანეთთან დაპირისპირება... თუ ამა თუ იმ პროექტში ჩვენს შესვლამდე ორი ან ორზე მეტი მხარე იყო, ჩვენი ჩართვის შედეგად ეს რამდენიმე მხარე ერთ მხარედ იქცეოდა, ყველანი ერთ ნავში ვსხდებოდით და ერთი მიმართულებით მივდიოდით.

მეც მქონია ცხოვრებაში ოდესღაც სიძნელეები, ვიცი რას ნიშნავს საკუთარი სახლის დათმობა და როგორია, როცა სხვისი უპასუხისმგებლობის გამო შენ და შენი ოჯახის წევრები ზარალდებიან. მაგრამ რწმენა არასოდეს დამიკარგავს და მინდა რომ ყველას ჯეროდეს - „გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს“ - გარდა სამშენებლო ბიზნესისა და ამბიციისა ვაშენოთ ხარისხიანი მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა სახლები, ეს მეტი დეველოპმენტის კიდევ ერთი მოტივაციაა - ძალიან სასიამოვნოა იმედგადაწურულ ადამიანს ჯერ რწმენას რომ აძლევ და შემდეგ ბინას...

თუმცა, გვაქვს შემთხვევა, როცა ჩვენი საქმიანობისთვის უჩეულოდ გაიწელა ერთ-ერთი მშენებლობის ვადები. ჩვენი ერთ-ერთი ფასეულობა სწორედ გამჭვირვალობა და მიცემული პირობების ზედმიწევნით შესრულებაა. კრწანისში 250 დაზარალებული ოჯახი იყო დასაკმაყოფილებელი, მაგრამ, ფორმალური მხარის მოგვარების პროცესში და ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო, მშენებლობის ხანგრძლივობის ვადა გარკვეული პერიოდით გადაგვიცდა.

ჩვენ ზუსტად ისე ვსწავლობთ გამოწვევევბზე, როგორც ყველა...ეს ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო. ამ ეტაპისათვის ორი ახალი სამშენებლო კომპანია ავიყვანეთ ქვეკონტრაქტორებად და რაც მთავარია, ახლა უკვე ყველაფერი დალაგდა. საიტზე ყოველთვიურად გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ამის შესახებ, რათა კვლავ გავყვეთ ფეხდაფეხ ჩვენს ფასეულობებს და სიამოვნებით გავამართლოთ ჩვენზე მონდობილი ადამიანების იმედები.

– როგორც ვნახე, თქვენი კომპანიის დევიზია „მეტი კომფორტი თქვენთვის“. რაში გამოიხატება ეს?

– მეტის უკან დგას მეტი ხარისხი, მეტი ეკოლოგია, მეტი დახმარება, მეტი გადახდის კარგი პირობა, მეტი გამწვანება, მეტი სუფთა ჰაერი...

ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება,ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, იკვლევს ბაზრის მოთხოვნილებებს და საერთოდ, გუნდში ძალიან გამიმართლა...გარდა იმისა, რომ ბედნიერებაა თავისი საქმის პროფესიონალებთან ყოველდღიურად ურთიერთობა, ფასეულობებიც საერთო გვაქვს: 1.საქმე მადლზე უნდა გადიოდეს; 2. სირთლეებთან შერკინება საინტერესოა; 3.ოჯახი - ჩვენი სიწმინდეა და ა.შ. ასე მოხდა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა გუნდის წევრის გარდა, ყველა დაოჯახებულია, ჰყავთ შვილები. სულ ვიღაცის ბავშვის დაბადებას ველოდებით და ეს სიმბოლურიცაა - ჩვენი ბიზნესიც ხომ იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანებმა ჩენი აშენებული ჭერის ქვეშ, თავიანთი ბედნიერება შექმნან?

ხარისხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, თითოეული კორპუსი შენდება ევროპული ხარისხის, ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით, რაც საყოფაცხოვრებო ხარჯის 60%-ით შემცირებას უზრუნველყოფს!

მეექვსე წელია ამ სტანდარტებით ვაშენებთ. კედლებს ვათბუნებთ, ბოლო ორი წელია, ვათბუნებთ იატაკსაც და ჭერსაც. ჩვენი მიმდინარე კორპუსების სადარბაზოები და ფასადები არის მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით და ფუნდერმაქსის პანელით. სახლების ფასადის ქვით მოპირკეთება საშუალებას იძლევა, სახლმა დიდხანს შეინარჩუნოს თავისი გარეგნული იერსახე.

დიდ ყურადღებას ვაქცევთ ლოკაციას. ჩვენს პროექტებს ჰქვია: „ეკოსიტი კრწანისი“, „ეკოსიტი სამგორი“, ანუ გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მობინადრეებმა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრონ.

– გადახდის პირობებიც გაგვაცანით, როგორც ვიცით თქვენი გადახდის პირობები ყველაზე ხელსაყრელად ითვლება საქართელოს ბაზარზე...

– გადახდის პირობები გვაქვს განსხვავებული და ძალიან კარგი. რამოდენიმე ემიგრანტისგან გულწრფელი მადლობაც კი მიგვიღია ამ პიროების დამსახურებით. მე ვარ მარკეტოლოგი, ყოფილი ბანკირი და აქედან გამომდინარე, ჩემი გამოცდილება იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ ჩემს მყიდველს გადახდის მხრივ ზუსტად შევურჩიო ის პირობები, რაც მისთვის მოქნილი და ხელსაყრელი იქნება. ვცდილობ, ჩემსა და ჩემს კლიენტს შორის ბანკი არ ჩადგეს და ამიტომ ისინი გრძელვადიანი შიდა განვადებით სარგებლობენ.

ვიცი, რომ დღეს საქართველოში მსყიდველუნარიანობა დაბალია, აქედან გამოვდივარ. ამიტომ თუ ვინმეს აქვს ძველი სახლი, აგარაკი, ან მიწის ნაკვეთი და უნდა ახალი სახლის შეძენა, შეუძლია, პირველი ორი წლის განმავლობაში მიზერული თანხა გადაიხადოს, რომ ამ ხნის განმავლობაში მიძინებული აქტივის გაყიდვა შეძლოს. ორი წლის განმავლობაში იხდის მხოლოდ 30 პროცენტს, ხოლო დარჩენილ თანხას – ორი წლის შემდეგ.

ამ ორი წლის განმავლობაში ამ ფორმით მას აქტივს ვუქმნით, ანუ სახლს ვაძლევთ, მას აქვს შესაძლებლობა, ამ სახლში იცხოვროს და თან გადახდა გააგრძელოს. თუ ესეც ვერ შეძლო, შეუძლია, ბანკში ჩადოს და იქიდან გრძელვადიანი სესხი აიღოს.

როგორც ზევით ვახსენე, მნიშვნელოვანია ემიგრანტების თემაც, სიმწრით ნაშოვნი ფული რომ პროცენტებში არ გადაიხადონ, მათთვის მისაღები პირობებია ჩვენთან. შეუძლიათ, ჩამოსვლის გარეშე გააფორმონ გარკვეული კონტრაქტი და სანამ უცხოეთში იმყოფებიან, აქ მათთვის სასურველი სახლი აუშენდებათ.

– დაზარალებულების დახმარებას აგრძელებთ?

– რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მთავარია და კარგია, თუ ამ მთავარ საქმეში ბევრი ჩაერთვება. თითოეული ადამიანი, რომელსაც ასარჩევად აქვს, სად იყიდოს სახლი, არჩევანს იმის მიხედვით აკეთებს, რომ უნდა კარგი ხარისხი, კარგი გადახდის პირობები, მაგრამ, როცა ეს ყველაფერი დგას მადლზე და როცა იცის, რომ ამ სახლის ყიდვით თან უდიდეს კეთილ საქმესაც აკეთებს, რადგან უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანსაც ეხმარება და უნებურად თბილ გარემოს უქმნის, ეს არის ყველაზე მთავარი. „მეტი დეველოპმენტის“ თითოეულმა კლიენტმა, რომელსაც უკვე ნაყიდი აქვს ბინა, შეუძლია თავისუფლად თქვას, რომ თანამონაწილეა იმ სიკეთის, რომ ქუჩაში დარჩენილი ადამიანები დღეს საკუთარ სახლებში ცხოვრობენ.

„უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა იყო კეთილი“.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის