პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომელ იარაღზე მესაუბრებით? ბუნებაში ასეთი არ არსებობს" - მინდია გოგოჭურის ადვოკატი საქმის დეტალებზე
"რომელ იარაღზე მესაუბრებით? ბუნებაში ასეთი არ არსებობს" - მინდია გოგოჭურის ადვოკატი საქმის დეტალებზე

მინ­დია გო­გო­ჭურ­თან ან გი­ორ­გი რაზ­მა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სა­გა­ნი არ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის მინ­დია გო­გო­ჭუ­რის ად­ვო­კატ­მა შოთა მა­ნე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ტარ­დე­ბო­და ჩხრე­კა. ჩვენ იმ­თა­ვით­ვე ვი­ცო­დით, რომ უკა­ნო­ნო იქ არა­ფე­რი იყო. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, ჩვენ მზად ვი­ყა­ვით, რომ სახ­ლში ნე­ბის­მი­ე­რი კუ­თხე სა­თა­ნა­დოდ ყო­ფი­ლი­ყო დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც ვი­ჩენ­დით მა­ღალ სა­მარ­თლებ­რივ კულ­ტუ­რას, მოთ­მი­ნე­ბას. ფაქ­ტობ­რი­ვად, დი­ლის 08:00 სა­ა­თამ­დე მორ­ჩი­ლად ვე­ლო­დე­ბო­დით", - გა­ნა­ცხა­და მა­ნე­ლი­ძემ.

ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს გო­გო­ჭურ­თან და მის მე­გო­ბარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „და­ნა­შა­უ­ლის რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სა­გა­ნი“.

"რო­მელ ია­რაღ­ზე მე­სა­უბ­რე­ბით? დღეს და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ თურ­მე ერთ კი არა, ორ ია­რაღ­ზეც ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი. ცალ­სა­ხად გე­უბ­ნე­ბით, ბუ­ნე­ბა­ში ასე­თი არ არ­სე­ბობს. მინ­დია გო­გო­ჭურ­თან ან გი­ორ­გი რაზ­მა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სა­გა­ნი არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და მა­ნე­ლი­ძემ.

მინ­დია გო­გო­ჭუ­რის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ თვლის. რო­გორც ად­ვო­კატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს თუ თა­ვის პო­ზი­ცი­ას უბ­რა­ლოდ უარ­ყო­ფა­სა და კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბით გა­მო­ხა­ტავს, ამას ერ­თობ­ლი­ვად გა­და­წყვე­ტენ.

„იმე­დი გვაქვს, რომ ჩვენ სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლით სა­თა­ნა­დო შე­დეგს მი­ვაღ­წევთ და მინ­დია და­ამ­ტკი­ცებს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა. ამ ეტაპ­ზე მისი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც არ ყო­ფი­ლა, ჯერ და­კი­თხვის ეტა­პი არ არის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გა­დავ­წყვეტთ, ეს დუ­მილ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, უბ­რა­ლოდ უარ­ყო­ფა­სა და კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა­ში თუ სხვა რა­მე­ში", - აღ­ნიშ­ნა მან.

შე­კი­თხვა­ზე, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა მინ­დია გო­გო­ჭუ­რი­სა და გი­ორ­გი რაზ­მა­ძის და­კა­ვე­ბა გი­ორ­გი რაზ­მა­ძის მიერ მიმ­დი­ნა­რე წელს ჩა­დე­ნილ ორ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბას, შოთა მა­ნე­ლი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბას ის არც ერთ კონ­კრე­ტულ მოვ­ლე­ნას არ უკავ­ში­რებს, სა­ნამ საქ­მის მა­სა­ლებს არ გა­ეც­ნო­ბა.

„სა­ნამ დე­ტა­ლებს არ გავ­ცნო­ბი­ვარ, ჩემი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი არის და იქ­ნე­ბა მინ­დია გო­გო­ჭუ­რის პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ნა­წილ­სა და ბრალ­დე­ბა­ში ცალ­სა­ხად უდა­ნა­შა­უ­ლოა", - აღ­ნიშ­ნა მან.

შსს-მ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და გი­ორ­გი რაზ­მა­ძე წუ­ხელ და­ა­კა­ვეს. „სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი ჟი­ლე­ტი ამო­ი­ღეს. ასე­ვე, კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამო­ღე­ბულ იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მიერ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან გად­მოყ­რი­ლი 2 პის­ტო­ლე­ტი, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. გ.რ. გა­დაყ­ვა­ნილ იქნა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მ.გ. კი დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში. გა­მო­ძი­ე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"რომელ იარაღზე მესაუბრებით? ბუნებაში ასეთი არ არსებობს" - მინდია გოგოჭურის ადვოკატი საქმის დეტალებზე

"რომელ იარაღზე მესაუბრებით? ბუნებაში ასეთი არ არსებობს" - მინდია გოგოჭურის ადვოკატი საქმის დეტალებზე

მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა.

„მთელი ღამის განმავლობაში, საცხოვრებელ ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა. ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი იყო. თვალსაჩინოებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით, რომ სახლში ნებისმიერი კუთხე სათანადოდ ყოფილიყო დათვალიერებული. ამიტომაც ვიჩენდით მაღალ სამართლებრივ კულტურას, მოთმინებას. ფაქტობრივად, დილის 08:00 საათამდე მორჩილად ველოდებოდით", - განაცხადა მანელიძემ.

იარაღთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბუნებაში არ არსებობს გოგოჭურთან და მის მეგობართან დაკავშირებული „დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი“.

"რომელ იარაღზე მესაუბრებით? დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე ერთ კი არა, ორ იარაღზეც ყოფილა საუბარი. ცალსახად გეუბნებით, ბუნებაში ასეთი არ არსებობს. მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს", - განაცხადა მანელიძემ.

მინდია გოგოჭურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაკავებული დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ თავის პოზიციას უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემობების დაფიქსირებით გამოხატავს, ამას ერთობლივად გადაწყვეტენ.

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლებრივი ბრძოლით სათანადო შედეგს მივაღწევთ და მინდია დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ამ ეტაპზე მისი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაც არ ყოფილა, ჯერ დაკითხვის ეტაპი არ არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ, ეს დუმილში გამოიხატება, უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემოებების დაფიქსირებაში თუ სხვა რამეში", - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მინდია გოგოჭურისა და გიორგი რაზმაძის დაკავება გიორგი რაზმაძის მიერ მიმდინარე წელს ჩადენილ ორ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შოთა მანელიძემ უპასუხა, რომ აღნიშნული პირების დაკავებას ის არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირებს, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა.

„სანამ დეტალებს არ გავცნობივარ, ჩემი ამოსავალი წერტილი არის და იქნება მინდია გოგოჭურის პოზიცია, რომელიც ყველა ნაწილსა და ბრალდებაში ცალსახად უდანაშაულოა", - აღნიშნა მან.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე წუხელ დააკავეს. „სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ეშინიათ, შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ... მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი" - როგორ აფასებს მიხეილ კალანდიას განაჩენს ოჯახი

მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს Facebook-მა ვერიფიკაცია მიანიჭა