მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის ტრენდულ ქალაქებს შორის ასახელებს
ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის ტრენდულ ქალაქებს შორის ასახელებს

ბა­თუმს Airbnb 2019 წლის­თვის, ყვე­ლა მო­თხოვ­ნად სა­მოგ­ზა­უ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბებს შო­რის ასა­ხე­ლებს. სა­ი­ტის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის, ჯავ­შნე­ბი­სა და ვიშ­ლის­თე­ბის მზარდ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ბა­თუ­მი ეს­პა­ნე­თის, ბრა­ზი­ლი­ის, იტა­ლი­ის, შოტ­ლან­დი­ი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის ქა­ლა­ქე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს შო­რის მოხ­ვდა. რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, შავი ზღვის კუ­რორ­ტი, სულ უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რებს შო­რის.

„სა­ქარ­თვე­ლოს სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლა­ქი სულ უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რებს შო­რის, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­ნა­პი­რო­თი და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტით. 160,000-იანი მო­სახ­ლე­ო­ბით შავი ზღვის ეს კუ­რორ­ტი და სა­პორ­ტო ქა­ლა­ქი გა­მორ­ჩე­უ­ლია ღა­მის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­თა და ქა­ლა­ქის ძვე­ლი უბ­ნით დრო­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ, პლა­ჟე­ბი­თა და ახლო მდე­ბა­რე სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტით. გა­მარ­თუ­ლი სარ­კი­ნიგ­ზო კავ­ში­რით დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­სა და ბა­თუმს შო­რის, შე­გიძ­ლი­ათ იმ­გზავ­როთ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რემ­დე სულ რა­ღაც ათ დო­ლა­რად, და­ახ­ლო­ე­ბით ოთხ სა­ათ­ში,“ - ნათ­ქვა­მია Airbnb-ის გან­ცხა­დე­ბა­ში - https://goo.gl/VTiDZm.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონ­ტი ბა­თუმ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდას ქა­ლა­ქის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებ­სა და რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს უკავ­ში­რებს. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას 16 სა­მიზ­ნე ქვე­ყა­ნა­ში უწევს.

„Airbnb მოგ­ზა­უ­რებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ვე­ბპორ­ტა­ლია მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც 150 მი­ლი­ო­ნი აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ი­ტის მომ­ხმა­რებ­ლებ­ში ბა­თუ­მი პო­პუ­ლა­რუ­ლია. Airbnb-ს სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში ჩვენს ქა­ლაქ­ზე მო­თხოვ­ნა 200%-ითაა გაზ­რდი­ლი, რაც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი სა­რეკ­ლა­მო და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის შე­დე­გია. როცა რე­გი­ო­ნის სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი ტრი­ა­ლებს ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა CNN, BBC, Deutsche Welle, Euronews, აქ­ტი­უ­რი ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­სა და ძი­რი­თად ონ­ლა­ინ არ­ხებ­ზე ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი შე­დე­გე­ბი დგე­ბა. წელს, ბა­თუ­მი ასე­ვე, იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ევ­რო­პა­ში სა­უ­კე­თე­სო ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ათე­ულ­ში National Geographic Traveler-ის მიერ. Airbnb თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს 2019 წლის სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ბა­თუ­მის მოხ­ვედ­რა ბუ­ნებ­რი­ვია ხელს შე­უ­წყობს კერ­ძო სექ­ტორ­სა და ზო­გა­დად, რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტე­ბის მა­ტე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის ტრენდულ ქალაქებს შორის ასახელებს

ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის ტრენდულ ქალაქებს შორის ასახელებს

ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის, ყველა მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის ასახელებს. საიტის საძიებო სისტემის, ჯავშნებისა და ვიშლისთების მზარდ მონაცემებზე დაყრდნობით, ბათუმი ესპანეთის, ბრაზილიის, იტალიის, შოტლანდიისა და სხვა ქვეყნების ქალაქების ჩამონათვალს შორის მოხვდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, შავი ზღვის კურორტი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს შორის.

„საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შორის, რაც გამოწვეულია სანაპიროთი და წლის განმავლობაში შენარჩუნებული ზომიერი კლიმატით. 160,000-იანი მოსახლეობით შავი ზღვის ეს კურორტი და საპორტო ქალაქი გამორჩეულია ღამის აქტიური ცხოვრებითა და ქალაქის ძველი უბნით დროში სამოგზაუროდ, პლაჟებითა და ახლო მდებარე სათხილამურო კურორტით. გამართული სარკინიგზო კავშირით დედაქალაქ თბილისსა და ბათუმს შორის, შეგიძლიათ იმგზავროთ ერთი ადგილიდან მეორემდე სულ რაღაც ათ დოლარად, დაახლოებით ოთხ საათში,“ - ნათქვამია Airbnb-ის განცხადებაში - https://goo.gl/VTiDZm.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ბათუმზე მოთხოვნის ზრდას ქალაქის ცნობადობის გაზრდას, განხორციელებულ სარეკლამო კამპანიებსა და რეგიონში არსებულ მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს უკავშირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს.

„Airbnb მოგზაურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვებპორტალია მსოფლიოში, რომელსაც 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიტის მომხმარებლებში ბათუმი პოპულარულია. Airbnb-ს საძიებო სისტემაში ჩვენს ქალაქზე მოთხოვნა 200%-ითაა გაზრდილი, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული აქტიური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების შედეგია. როცა რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე, როგორებიცაა CNN, BBC, Deutsche Welle, Euronews, აქტიური ონლაინ რეკლამა მიმდინარეობს სოციალურ მედიასა და ძირითად ონლაინ არხებზე ბუნებრივია, მსგავსი შედეგები დგება. წელს, ბათუმი ასევე, იყო დასახელებული ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში National Geographic Traveler-ის მიერ. Airbnb თავის მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს 2019 წლის საინტერესო ტურისტული მიმართულებების შესახებ. ამ ჩამონათვალში ბათუმის მოხვედრა ბუნებრივია ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა და ზოგადად, რეგიონში ტურისტების მატებას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი