Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბიშვილის კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და ინაუგურაციისთვის თელავის შერჩევაზე
ზურაბიშვილის კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და ინაუგურაციისთვის თელავის შერჩევაზე

არ ვმა­ლავ, რომ დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია არის ერთ-ერთი, რო­მელ­საც გან­ვი­ხი­ლავ ჩემი გუნ­დის წევ­რად,- ამის შე­სა­ხებ არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, გუნ­დის ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია.

„ის არის ერთ-ერთი, რო­მელ­საც გავ­ნი­ხი­ლავ, თუმ­ცა სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ არის ჩემი გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ნა­ად­რე­ვია იმა­ზე სა­უ­ბა­რი თუ ვინ იქ­ნე­ბა და ვინ არა მისი წევ­რი. არ ვმა­ლავ, რომ დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია არის ერთ-ერთი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ჯერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ბო­ლოო ფორ­მა­ტიც არ ვი­ცით და ამი­ტომ თავს ვი­კა­ვებ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­გან, რო­მე­ლიც მერე გა­და­სა­ხე­დი იქ­ნე­ბა. მირ­ჩევ­ნია, როცა მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს იყოს სა­ბო­ლოო,"- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ბუ­ნი­ას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­ი­აზ­რებს. დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ღია მხარ­დამ­ჭე­რი იყო და მას დახ­მა­რე­ბას სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­შიც უწევ­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ის არა­ვი­ზე გა­ბუ­ტუ­ლი არ არის, მათ შო­რის არც მათ­ზე, ვინც არ­ჩევ­ნებ­ზე მხა­რი სხვა კან­დი­დატს და­უ­ჭი­რა. ამი­ტომ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის­თვის იმ ად­გი­ლის ამორ­ჩე­ვა, სა­დაც ნაკ­ლებ­მა ადა­მი­ან­მა მის­ცა ხმა, იმის სიმ­ბო­ლუ­რი დას­ტუ­რია, რომ ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტია.

"იმ ად­გი­ლის ამორ­ჩე­ვა, სა­დაც ნაკ­ლებ­მა ადა­მი­ან­მა მომ­ცა ხმა, იმის სიმ­ბო­ლუ­რი დას­ტუ­რია, რომ მე ვარ ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტი. არა­ვის­ზე არ ვარ გა­ბუ­ტუ­ლი, თუნ­დაც არ მომ­ცეს ხმა. ვთვლი, რომ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბა არის ძა­ლი­ან სწო­რი. ქვე­ყა­ნა­ში, პრინ­ციპ­ში ყვე­ლა­ფე­რი ტარ­დე­ბა თბი­ლის­ში და ეს სწო­რი არ არის. ეს არის გზავ­ნი­ლი არა მხო­ლოდ თე­ლა­ვის იმ ამომ­რჩევ­ლის­თვის, რომ­ლებ­მაც არ მომ­ცეს ხმა, ეს არის გზავ­ნი­ლი მთე­ლი იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რო­მელ­მაც თავი შე­ი­კა­ვა ჩემ­თვის ხმის მი­ცე­მის­გან და სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ას და­უ­ჭი­რა მხა­რი, რომ მე მათი პრე­ზი­დენ­ტიც ვიქ­ნე­ბი. ამის­თვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი," - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია 16 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ავტორი:

ზურაბიშვილის კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და ინაუგურაციისთვის თელავის შერჩევაზე

ზურაბიშვილის კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და ინაუგურაციისთვის თელავის შერჩევაზე

არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც განვიხილავ ჩემი გუნდის წევრად,- ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ის არის ერთ-ერთი, რომელსაც გავნიხილავ, თუმცა სანამ საბოლოოდ არ არის ჩემი გუნდის შემადგენლობა დადასტურებული, ნაადრევია იმაზე საუბარი თუ ვინ იქნება და ვინ არა მისი წევრი. არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. ჯერ ადმინისტრაციის საბოლოო ფორმატიც არ ვიცით და ამიტომ თავს ვიკავებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც მერე გადასახედი იქნება. მირჩევნია, როცა მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს იყოს საბოლოო,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გაბუნიას სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მოიაზრებს. დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდამჭერი იყო და მას დახმარებას საარჩევნო შტაბშიც უწევდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არავიზე გაბუტული არ არის, მათ შორის არც მათზე, ვინც არჩევნებზე მხარი სხვა კანდიდატს დაუჭირა. ამიტომ ინაუგურაციისთვის იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მისცა ხმა, იმის სიმბოლური დასტურია, რომ ყველას პრეზიდენტია.

"იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა, იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც თავი შეიკავა ჩემთვის ხმის მიცემისგან და სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი, რომ მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები