2018 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 729 600 ადამიანი ცხოვრობს. AMBEBI.GE-მ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელია ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარები და ყველაზე პოპულარული სახელები.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში წინა წლის მსგავსად ყველაზე გავრცელებული გვარი არის ბერიძე. ბოლო მონაცემებით საქართველოში 29 173 ბერიძე ცხოვრობს.
საქართველოში, ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების ათეული ასე გამოიყურება:
გარდა ამისა, ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების ოცეულში შევიდა გვარები: ნოზაძე, კვარაცხელია, ხუციშვილი, ჰუსეინოვი, აბულაძე, მიქელაძე, შენგელია, ბაირამოვი, ტაბატაძე, აბაშიძე...
რაც შეეხება სახელებს, როგორც წინა წლებში, მამაკაცებში პირველადგილოსანი კვლავ არის გიორგი - საქართველოში ამ სახელის 192 010 მამაკაცი ცხოვრობს, ხოლო ქალებში ყველაზე მეტს ნინო ჰქვია - 135 112.
გარდა ამ სახელებისა, მამაკაცებში ასევე პოპულარულია სახელები: საბა, ლაშა, ნიკა, ავთანდილი, გოჩა, მამუკა, ნოდარი, გურამი, ზაზა, თეიმურაზი... ხოლო ქალებში - მანანა, ნათელა, ეთერი, სალომე, ეკატერინე, ხათუნა, სოფიო, ლია, ლალი და მზია.