სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპმა კლინტონები "არ შეიმჩნია", ობამებს კი ხელი ჩამოართვა - რა მოხდა ჯორჯ ბუშის პანაშვიდზე
ტრამპმა კლინტონები "არ შეიმჩნია", ობამებს კი ხელი ჩამოართვა - რა მოხდა ჯორჯ ბუშის პანაშვიდზე

აშშ-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯორჯ ბუში უფ­რო­სის პა­ნაშ­ვიდ­ზე კლინ­ტო­ნე­ბის, ობა­მე­ბი­სა და ტრამ­პე­ბის ოჯა­ხე­ბი მი­ვიდ­ნენ. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ერთ რიგ­ში, გვერ­დიგ­ვერდ ის­ხდნენ.

რო­დე­საც ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე დო­ნალდ ტრამ­პი ცოლ­თან, მე­ლა­ნი­ას­თან ერ­თად მი­ვი­და, ობა­მებ­სა და კლინ­ტო­ნებს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლე­ბი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. არა­ვის დარ­ჩა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი, რომ მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ და მი­შელ ობა­მებს ჩა­მო­არ­თვა ხელი, ჰი­ლა­რი და ბილ კლინ­ტო­ნე­ბის იქ ყოფ­ნა კი „არც შე­უმ­ჩნე­ვია“. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ლა­ნი­ას, მან ბილ კლინ­ტონს ხელი ჩა­მო­არ­თვა, ჰი­ლა­რის კი შო­რი­დან მი­ე­სალ­მა, რად­გან ახ­ლოს მის­ვლა ვერ შეძ­ლო.

მი­შელ­მა დო­ნალდ ტრამპს თა­ვა­ზი­ა­ნად, მაგ­რამ ცი­ვად ჩა­მო­არ­თვა ხელი. ცოტა ხნის წინ ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, რომ მას არ შე­უძ­ლია რეს­პუბ­ლი­კელ პრე­ზი­დენტს მის ქმარ­ზე აგო­რე­ბუ­ლი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რია აპა­ტი­ოს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ბა­რაკ ობა­მა აშშ-ში არ და­ბა­დე­ბუ­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცე­რე­მო­ნი­ას ჯორჯ ბუში შე­უ­ერ­თდა, ცოლ­თან ერ­თად, მან პირ­ველ რიგ­ში მსხდო­მებს ჩა­მო­არ­თვა ხელი და რო­გორც CNN აღ­ნიშ­ნავს, მი­შელ ობა­მას რა­ღაც მის­ცა ხელ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლავ კან­ფე­ტი - რო­გორც ჯონ მა­კ­კე­ი­ნის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე. რო­გორც ჩანს, ტრამპმა და ბუ­შებ­მა ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბუ­ლი ყვე­ლა კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და­ი­ვი­წყეს. მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­ნალდ ტრამპმა არა­ერ­თხელ მი­ა­გო პა­ტი­ვი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ხსოვ­ნას.

ნა­ხეთ ვი­დეო : მი­შელ ობა­მას სახე, რო­დე­საც ჯორჯ ბუშ­მა ტრა­დი­ცია არ და­არ­ღვია და კან­ფე­ტი მა­მის პა­ნაშ­ვიდ­ზეც მი­უ­ტა­ნა

ჯორჯ ბუ­შის გა­მოს­ვლა კი ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, მან ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნად და სა­უ­კე­თე­სო მა­მად და­ა­ხა­სი­ა­თა. მისი თქმით, ჯორჯ ბუში უფ­რო­სი ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც დი­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი. სა­უბ­რი­სას ბუში უმ­ცროს­მა ცრემ­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა ვერ შეძ­ლო.

"ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­ში და­ი­წე­რე­ბა, რომ ჯორჯ ბუში დი­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი იყო. ის იყო გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მთა­ვარ­სარ­და­ლი და ჯენტლე­მე­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს ღირ­სე­უ­ლად ას­რუ­ლებ­და" - გა­ნა­ცხა­და ბუშ­მა უმ­ცროს­მა, რო­მელ­საც სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ცრემ­ლი წას­კდა.

"მამა, ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდე­ბი. შენი ღირ­სე­ბა, გულ­წრფე­ლო­ბა, შენი სული ჩვენ­თან დარ­ჩე­ბა" - დას­ძი­ნა ჯორჯ ბუშ­მა უმ­ცროს­მა.

აშშ-ს 41-ე პრე­ზი­დენ­ტი, ჯორჯ ბუში, რო­მელ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა 1989-1993 წლებ­ში ეკა­ვა, 94 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას ტე­ხას­ში, ცო­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ.

ნა­ხეთ ვი­დეო: რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტე­ბი მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად ჯორჯ ბუშ უფ­რო­სის პა­ნაშ­ვიდ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

ტრამპმა კლინტონები "არ შეიმჩნია", ობამებს კი ხელი ჩამოართვა - რა მოხდა ჯორჯ ბუშის პანაშვიდზე

ტრამპმა კლინტონები "არ შეიმჩნია", ობამებს კი ხელი ჩამოართვა - რა მოხდა ჯორჯ ბუშის პანაშვიდზე

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის პანაშვიდზე კლინტონების, ობამებისა და ტრამპების ოჯახები მივიდნენ. CNN-ის ინფორმაციით, ისინი ერთ რიგში, გვერდიგვერდ ისხდნენ.

როდესაც ცერემონიალზე დონალდ ტრამპი ცოლთან, მელანიასთან ერთად მივიდა, ობამებსა და კლინტონებს საკუთარი ადგილები უკვე დაკავებული ჰქონდათ. არავის დარჩა შეუმჩნეველი, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ და მიშელ ობამებს ჩამოართვა ხელი, ჰილარი და ბილ კლინტონების იქ ყოფნა კი „არც შეუმჩნევია“. რაც შეეხება მელანიას, მან ბილ კლინტონს ხელი ჩამოართვა, ჰილარის კი შორიდან მიესალმა, რადგან ახლოს მისვლა ვერ შეძლო.

მიშელმა დონალდ ტრამპს თავაზიანად, მაგრამ ცივად ჩამოართვა ხელი. ცოტა ხნის წინ ყოფილმა პირველმა ლედიმ ინტერვიუში ისაუბრა, რომ მას არ შეუძლია რესპუბლიკელ პრეზიდენტს მის ქმარზე აგორებული კონსპირაციული თეორია აპატიოს, რომლის მიხედვით, ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა.

მოგვიანებით ცერემონიას ჯორჯ ბუში შეუერთდა, ცოლთან ერთად, მან პირველ რიგში მსხდომებს ჩამოართვა ხელი და როგორც CNN აღნიშნავს, მიშელ ობამას რაღაც მისცა ხელში, სავარაუდოდ, კვლავ კანფეტი - როგორც ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიალზე. როგორც ჩანს, ტრამპმა და ბუშებმა ერთმანეთის შესახებ გაკეთებული ყველა კრიტიკული განცხადება დაივიწყეს. მთელი კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპმა არაერთხელ მიაგო პატივი გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას.

ნახეთ ვიდეო : მიშელ ობამას სახე, როდესაც ჯორჯ ბუშმა ტრადიცია არ დაარღვია და კანფეტი მამის პანაშვიდზეც მიუტანა

ჯორჯ ბუშის გამოსვლა კი ცერემონიალზე ძალიან ემოციური აღმოჩნდა, მან ყოფილი პრეზიდენტი არაჩვეულებრივ ადამიანად და საუკეთესო მამად დაახასიათა. მისი თქმით, ჯორჯ ბუში უფროსი ისტორიაში შევა, როგორც დიდებული პრეზიდენტი. საუბრისას ბუში უმცროსმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

"ისტორიის წიგნებში დაიწერება, რომ ჯორჯ ბუში დიდებული პრეზიდენტი იყო. ის იყო განუმეორებელი დიპლომატი, შესანიშნავი მთავარსარდალი და ჯენტლემენი, რომელიც თავის მოვალეობებს ღირსეულად ასრულებდა" - განაცხადა ბუშმა უმცროსმა, რომელსაც სიტყვით გამოსვლისას ცრემლი წასკდა.

"მამა, ძალიან დაგვაკლდები. შენი ღირსება, გულწრფელობა, შენი სული ჩვენთან დარჩება" - დასძინა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა.

აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, რომელსაც თანამდებობა 1989-1993 წლებში ეკავა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ტეხასში, ცოლის გვერდით დაკრძალავენ.

ნახეთ ვიდეო: როგორ გამოიყურებიან ამერიკის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად ჯორჯ ბუშ უფროსის პანაშვიდზე

ისრაელის პრემიერი რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ყაზახეთში დააკავეს

ავიაიერიში ღაზაში - ჩამოინგრა შენობა, სადაც Associated Press -ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა