პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლები სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც მინდია გოგოჭური აიყვანეს
რას ყვებიან ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლები სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც მინდია გოგოჭური აიყვანეს

ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, იმ კორ­პუს­ში, სა­დაც წუ­ხელ ღა­მით გი­ორ­გი მარ­გველშვი­ლის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვეს, მა­ცხოვ­რებ­ლებს სრო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ რომ ხმა­უ­რი იყო.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" იხ­სე­ნებს. მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტის სიძე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გუ­შინ რამ­დენ­ჯერ­მე ნახა, თუმ­ცა სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვია.

“პო­ლი­ცი­ის მოს­ვლის ხმა გუ­შინ ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე გა­ვი­გე. ხმა­უ­რი და ყვი­რი­ლი იყო, თუმ­ცა სრო­ლის ხმა არ ყო­ფი­ლა. ვინ არის მე­ო­რე პირი, ვისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც შე­ვი­ტყეთ, არ ვიცი”, - აღ­ნიშ­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, სა­დაც მინ­დია გო­გო­ჭური და­ა­კა­ვეს, მას ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ გა­ნუ­ცხა­და, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმარ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ იქი­რა­ვა.

„არა­ფე­რი სა­ეჭ­ვო წყვილს არ ეტყო­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ. ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე პი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ჭურს ბი­ნა­ში ია­რა­ღი ჰქონ­და, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის გა­მო­ჩე­ნი­სას ბი­ნი­დან გა­და­ყა­რა.

კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­თა ნა­წი­ლის თქმით, ისი­ნი მინ­დია გო­გო­ჭურს არ იც­ნობ­დნენ და რამ­დე­ნა­დაც მათ­თვის ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტის სიძე კორ­პუს­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ცოტა ხნის წინ გა­და­ვი­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან, სა­დაც გო­გო­ჭუ­რი და კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვეს, ამო­ღე­ბუ­ლია ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი ჟი­ლე­ტი, კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან კი 2 პის­ტო­ლე­ტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა პო­ლი­ცი­ის გა­მო­ჩე­ნი­სას ბი­ნი­დან გა­და­ყა­რეს.

00:00 / 00:00
ავტორი:

რას ყვებიან ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლები სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც მინდია გოგოჭური აიყვანეს

რას ყვებიან ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლები სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც მინდია გოგოჭური აიყვანეს

ამაშუკელის ქუჩაზე, იმ კორპუსში, სადაც წუხელ ღამით გიორგი მარგველშვილის სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, მაცხოვრებლებს სროლის ხმა არ გაუგიათ, თუმცა ამბობენ რომ ხმაური იყო.

ერთ-ერთი ადგილობრივი სპეცოპერაციის დეტალებს "ინტერპრესნიუსთან" იხსენებს. მისი თქმით, პრეზიდენტის სიძე საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე გუშინ რამდენჯერმე ნახა, თუმცა საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.

“პოლიციის მოსვლის ხმა გუშინ ღამის პირველ საათზე გავიგე. ხმაური და ყვირილი იყო, თუმცა სროლის ხმა არ ყოფილა. ვინ არის მეორე პირი, ვისი დაკავების შესახებაც შევიტყეთ, არ ვიცი”, - აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამაშუკელის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა, სადაც მინდია გოგოჭური დააკავეს, მას ნაქირავები ჰქონდა.

როგორც ჟურნალისტებს ბინის მეპატრონემ განუცხადა, მისი საცხოვრებელი ბინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავა.

„არაფერი საეჭვო წყვილს არ ეტყობოდა“, - განაცხადა ბინის მეპატრონემ. ამასთან, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე პირის ინფორმაციით, გოგოჭურს ბინაში იარაღი ჰქონდა, რომელიც პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარა.

კორპუსის მცხოვრებთა ნაწილის თქმით, ისინი მინდია გოგოჭურს არ იცნობდნენ და რამდენადაც მათთვის ცნობილია, პრეზიდენტის სიძე კორპუსში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ