მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური
სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური

პრე­ზი­დენ­ტის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და­ა­კა­ვეს. სპე­ცო­პე­რა­ცია ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე წუ­ხელ ჩა­ტარ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გო­გო­ჭურ­თან ერ­თად აყ­ვა­ნი­ლია კი­დევ ერთი პირი.

„შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს და 376-ე მუხ­ლით, რაც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბაა“, - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის სიძე და­ა­კა­ვეს, მინ­დია გო­გო­ჭურს ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ გა­ნუ­ცხა­და, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმარ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ იქი­რა­ვა.

ნა­ხეთ ვი­დეო: პრე­ზი­დენ­ტის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი ისევ და­ა­კა­ვეს - შსს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ამ­სახ­ველ კად­რებს ავ­რცე­ლებს

„არა­ფე­რი სა­ეჭ­ვო წყვილს არ ეტყო­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ. ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე პი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ჭურს ბი­ნა­ში ია­რა­ღი ჰქონ­და, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის გა­მო­ჩე­ნი­სას ბი­ნი­დან გა­და­ყა­რა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, გო­გო­ჭურ­მა და მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბულ­მა კი­დევ ერ­თმა პირ­მა, პო­ლი­ცი­ის გა­მო­ჩე­ნი­სას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან ია­რა­ღი გა­და­ყა­რეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სი­ს პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ. და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ძებ­ნი­ლი გ.რ. და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი ჟი­ლე­ტი ამო­ი­ღეს. ასე­ვე, კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მიერ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან გად­მოყ­რი­ლი 2 პის­ტო­ლე­ტი, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. გ.რ. გა­დაყ­ვა­ნილ იქნა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მ.გ. კი დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური

სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე წუხელ ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგოჭურთან ერთად აყვანილია კიდევ ერთი პირი.

„შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობაა“, - განაცხადეს შსს-ში.

ამაშუკელის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა, სადაც პრეზიდენტის სიძე დააკავეს, მინდია გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა.

როგორც ჟურნალისტებს ბინის მეპატრონემ განუცხადა, მისი საცხოვრებელი ბინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავა.

ნახეთ ვიდეო: პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს - შსს სპეცოპერაციის ამსახველ კადრებს ავრცელებს

„არაფერი საეჭვო წყვილს არ ეტყობოდა“, - განაცხადა ბინის მეპატრონემ. ამასთან, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე პირის ინფორმაციით, გოგოჭურს ბინაში იარაღი ჰქონდა, რომელიც პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის დროს, გოგოჭურმა და მასთან ერთად დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, პოლიციის გამოჩენისას საცხოვრებელი ბინიდან იარაღი გადაყარეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს