პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე..." - რა მოლოდინები აქვს გილიგაშვილს "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან"
"მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე..." - რა მოლოდინები აქვს გილიგაშვილს "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან"

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" კონ­კურ­სან­ტე­ბი წე­სე­ბის თა­ნახ­მად შე­ცო­ტავ­დნენ, თუმ­ცა გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი, იგი­ვე "ჩემ­მა მზემ" თა­ვის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ მე­წყვი­ლე, სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თან ერ­თად, კვლავ პრო­ექ­ტშია და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძვის. თუმ­ცა თა­ვად ამ­ბობს, რომ ეს არც ბრძო­ლაა და გა­მარ­ჯვე­ბას სუ­ლაც არ ცდი­ლობს. მისი მი­ზა­ნია, ყო­ვე­ლი მო­რი­გი ნომ­რით ადა­მი­ა­ნებს სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭოს. უნდა ით­ქვას, რომ ერთ-ერთი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტია და მა­ყუ­რებ­ლის მხარ­და­ჭე­რას გულ­წრფე­ლად იმ­სა­ხუ­რებს:

გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი:

- იმ­დე­ნად სწრა­ფად ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ ვერ ვას­წრებ და­ფიქ­რე­ბას და ამა თუ იმ ტურ­ში ჩემი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვის გახ­სე­ნე­ბას, ამის­თვის დრო არ მრჩე­ბა, რად­გან ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე ვცდი­ლობთ, რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ხა­სი­ა­თი წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. სა­ლო­მე იმა­ში მეხ­მა­რე­ბა, რომ სა­კუ­თარ თავს არ და­ვე­კარ­გო. ამას­თა­ნა­ვე, ცეკ­ვა მი­სე­უ­ლი ხედ­ვით და ჩე­მე­ბუ­რი შეს­რუ­ლე­ბით წარ­მო­ვად­გი­ნო. ვცდი­ლობთ, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა არ და­ი­კარ­გოს, ყვე­ლა­ფე­რი იყოს სულ ახა­ლი. რად­გან ამ პრო­ექ­ტში ვართ, ჩვენ ჩვენ უნდა ვი­ყოთ და არა ვი­ღა­ცის აჩ­რდი­ლე­ბი. ცეკ­ვა ისე უნდა წარ­მო­ვად­გი­ნოთ, რო­გორც ვხე­დავთ. ისეთ ნომ­რებს ვირ­ჩევ, სა­დაც სხვე­ბის ცეკ­ვის გა­მე­ო­რე­ბა არ მი­წევს. მინ­და, ვიყო თვითმყო­ფა­დი გი­ორ­გი ალექ­სან­დრეს ძე გი­ლი­გა­ში­ლი. სა­ლო­მეს­თან ერ­თად ვხე­დავ თი­თო­ე­ულ ცეკ­ვას და შემ­დეგ სა­კუ­თარ თავ­ში ვა­ტა­რებ.

- რა მოგ­ცა პრო­ექ­ტმა?

- მად­ლო­ბა უფალს, ყვე­ლაფ­რის­თვის. ესა თუ ის გან­საც­დე­ლი არის ჩემი სა­მად­ლო­ბე­ლი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, შენს თავს რა ხდე­ბა. თუკი რამე ხდე­ბა ე.ი. უფალ­მა ასე და­უშ­ვა და უნდა მი­ი­ღო და ასე­ვე გა­ნი­ცა­დო. ამ გან­საც­დელ­მა კი შენ­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი უნდა და­ტო­ვოს და სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში, უფალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­ში და­გეხ­მა­როს. ამი­ტომ, მად­ლი­ე­რი ვარ იმის­თვის, რომ ამ პრო­ექ­ტმა ძალა შემ­ძი­ნა. სამ­ყა­რო ისეთ ნი­უ­ან­სებ­ში შე­ვი­ცა­ნი, რაც აქამ­დე არ მქონ­და შეც­ნო­ბი­ლი.

- ბევ­რი არ ელო­და ისეთ შე­დეგს, რო­გო­რიც აჩ­ვე­ნე და ასე რო­გორ გა­ა­ო­ცე მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- რა­ტომ არ ელოდ­ნენ, არ ვიცი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა გა­ვა­კე­თე, არც ეს ვიცი. ვიცი, მე რას ვფიქ­რობ და ვა­კე­თებ. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უფ­ლის ნე­ბით დავ­თან­ხმდი, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რა მე­ლო­და. სა­ო­ცა­რი ვნებ­თა­ღელ­ვაა, ეს ცეკ­ვე­ბი შორს არ არის ადა­მი­ა­ნის­გან...

- სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რი გყავს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუა...

- სა­ლო­მე ნი­ჭი­ე­რი და სულ­გრძე­ლი გო­გოა, რო­მე­ლიც არას­დროს ცდი­ლობს, თა­ვის სიძ­ლი­ე­რე ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ პარტნი­ო­რი დაჩ­რდი­ლოს. არა­და, შე­უძ­ლია თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით მე­წყვი­ლე გვერ­დით ჩას­წი­ოს, მაგ­რამ მისი მი­ზა­ნი პარტნი­ო­რის წარ­მო­ჩე­ნაა, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ის კარ­გად გა­იც­ნოს.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს ამ პრო­ექ­ტის­გან?

- გულ­წრფე­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ უფალ­მა იცის, რა მოხ­დე­ბა. არას­დროს ვცეკ­ვავთ ქუ­ლე­ბის­თვის, ამა­ზე თა­ვი­დან­ვე შევ­თან­ხმდით - ვცეკ­ვავთ ხალ­ხის­თვის და უდი­დე­სი პა­ტი­ვი­ცე­მა გვაქვს ჟი­უ­რის მი­მართ. არას­დროს მომ­წონ­და კონ­კურ­სე­ბი, რო­დე­საც რა­ღაც საქ­მის გამო ქუ­ლე­ბი იწე­რე­ბო­და. ჩვენ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ხა­რუ­ლი რომ მი­ვა­ნი­ჭოთ, ამ ყვე­ლა­ფერს ამი­ტომ ვა­კე­თებთ და ამას ვემ­სა­ხუ­რე­ბით.

ავტორი:

"მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე..." - რა მოლოდინები აქვს გილიგაშვილს "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან"

"მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე..." - რა მოლოდინები აქვს გილიგაშვილს "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტები წესების თანახმად შეცოტავდნენ, თუმცა გიორგი გილიგაშვილი, იგივე "ჩემმა მზემ" თავის განუმეორებელ მეწყვილე, სალომე ჭაჭუასთან ერთად, კვლავ პროექტშია და გამარჯვებისთვის იბრძვის. თუმცა თავად ამბობს, რომ ეს არც ბრძოლაა და გამარჯვებას სულაც არ ცდილობს. მისი მიზანია, ყოველი მორიგი ნომრით ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს. უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია და მაყურებლის მხარდაჭერას გულწრფელად იმსახურებს:

გიორგი გილიგაშვილი:

- იმდენად სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, რომ ვერ ვასწრებ დაფიქრებას და ამა თუ იმ ტურში ჩემი შესრულებული ცეკვის გახსენებას, ამისთვის დრო არ მრჩება, რადგან ტურიდან ტურამდე ვცდილობთ, რადიკალურად სხვა ხასიათი წარმოვაჩინოთ. სალომე იმაში მეხმარება, რომ საკუთარ თავს არ დავეკარგო. ამასთანავე, ცეკვა მისეული ხედვით და ჩემებური შესრულებით წარმოვადგინო. ვცდილობთ, მრავალფეროვნება არ დაიკარგოს, ყველაფერი იყოს სულ ახალი. რადგან ამ პროექტში ვართ, ჩვენ ჩვენ უნდა ვიყოთ და არა ვიღაცის აჩრდილები. ცეკვა ისე უნდა წარმოვადგინოთ, როგორც ვხედავთ. ისეთ ნომრებს ვირჩევ, სადაც სხვების ცეკვის გამეორება არ მიწევს. მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე გილიგაშილი. სალომესთან ერთად ვხედავ თითოეულ ცეკვას და შემდეგ საკუთარ თავში ვატარებ.

- რა მოგცა პროექტმა?

- მადლობა უფალს, ყველაფრისთვის. ესა თუ ის განსაცდელი არის ჩემი სამადლობელი, არ აქვს მნიშვნელობა, შენს თავს რა ხდება. თუკი რამე ხდება ე.ი. უფალმა ასე დაუშვა და უნდა მიიღო და ასევე განიცადო. ამ განსაცდელმა კი შენზე წარუშლელი კვალი უნდა დატოვოს და საკუთარი თავის ძიებაში, უფალთან მიახლოებაში დაგეხმაროს. ამიტომ, მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ამ პროექტმა ძალა შემძინა. სამყარო ისეთ ნიუანსებში შევიცანი, რაც აქამდე არ მქონდა შეცნობილი.

- ბევრი არ ელოდა ისეთ შედეგს, როგორიც აჩვენე და ასე როგორ გააოცე მაყურებელი?

- რატომ არ ელოდნენ, არ ვიცი, განსაკუთრებული რა გავაკეთე, არც ეს ვიცი. ვიცი, მე რას ვფიქრობ და ვაკეთებ. ამ პროექტში მონაწილეობას უფლის ნებით დავთანხმდი, მაგრამ არ ვიცოდი, რა მელოდა. საოცარი ვნებთაღელვაა, ეს ცეკვები შორს არ არის ადამიანისგან...

- საუკეთესო პარტნიორი გყავს, პროფესიონალი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა...

- სალომე ნიჭიერი და სულგრძელი გოგოა, რომელიც არასდროს ცდილობს, თავის სიძლიერე ისე წარმოაჩინოს, რომ პარტნიორი დაჩრდილოს. არადა, შეუძლია თავისი პროფესიონალიზმით მეწყვილე გვერდით ჩასწიოს, მაგრამ მისი მიზანი პარტნიორის წარმოჩენაა, რომ მაყურებელმა ის კარგად გაიცნოს.

- რა მოლოდინი გაქვს ამ პროექტისგან?

- გულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ უფალმა იცის, რა მოხდება. არასდროს ვცეკვავთ ქულებისთვის, ამაზე თავიდანვე შევთანხმდით - ვცეკვავთ ხალხისთვის და უდიდესი პატივიცემა გვაქვს ჟიურის მიმართ. არასდროს მომწონდა კონკურსები, როდესაც რაღაც საქმის გამო ქულები იწერებოდა. ჩვენ თანამოქალაქეებს სიხარული რომ მივანიჭოთ, ამ ყველაფერს ამიტომ ვაკეთებთ და ამას ვემსახურებით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ