პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული..." - როგორ ინაუგურაციას გეგმავს ბასა ფოცხიშვილი
"დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული..." - როგორ ინაუგურაციას გეგმავს ბასა ფოცხიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია თე­ლავ­ში, ერეკ­ლე მე­ო­რის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხოლო სა­ღა­მოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა წი­ნან­დალ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ რე­ჟი­სორ­მა ბასა ფო­ცხიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ფო­ცხიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას­თან ერ­თად ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მხატ­ვა­რი თა­მარ ფო­ცხიშ­ვი­ლი და რე­ჟი­სო­რი ნი­კო­ლოზ შვე­ლი­ძე იმუ­შა­ვებს.

"ვფიქ­რობ, ეს უნდა იყოს ღირ­სე­უ­ლი, დახ­ვე­წი­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, ქარ­თუ­ლი და ამავდრო­უ­ლად ევ­რო­პუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­ში არის მხატ­ვა­რი თა­მარ ფო­ცხიშ­ვი­ლი და რე­ჟი­სო­რი ნი­კო­ლოზ შვე­ლი­ძე. დიდი ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს, რად­გან არის დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა. ცალ-ცალ­კე სცე­ნა­რე­ბი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. მუ­შა­ო­ბა მი­დის სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. დღეს მი­ვი­ღეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­ტუ­რი და და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას.

ად­გი­ლი, რო­მელ­ზეც ჯერ­ჯე­რო­ბით ლა­პა­რა­კია, არის ძა­ლი­ან ის­ტო­რი­უ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­თუ­თი ად­გი­ლი. ვფიქ­რობ, ერეკ­ლე მე­ო­რის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­ნან­დალ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა ვა­რი­ან­ტი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ბასა ფო­ცხიშ­ვილ­მა.

ავტორი:

"დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული..." - როგორ ინაუგურაციას გეგმავს ბასა ფოცხიშვილი

"დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული..." - როგორ ინაუგურაციას გეგმავს ბასა ფოცხიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე, ხოლო საღამოს ოფიციალური მიღება წინანდალში გაიმართება, - ამის შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ფოცხიშვილმა აღნიშნა, მასთან ერთად ინაუგურაციის ღონისძიებებზე მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე იმუშავებს.

"ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული ღონისძიება.

შემოქმედებით ჯგუფში არის მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე. დიდი ჯგუფია, რომელიც იმუშავებს, რადგან არის დიდი ღონისძიება. ცალ-ცალკე სცენარები არ განიხილება. მუშაობა მიდის სხვადასხვა ღონისძიებაზე. დღეს მივიღეთ ოფიციალური დასტური და დავიწყებთ მუშაობას.

ადგილი, რომელზეც ჯერჯერობით ლაპარაკია, არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი და სათუთი ადგილი. ვფიქრობ, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე იქნება საინტერესო სანახაობა.

ოფიციალური მიღება სავარაუდოდ, წინანდალში გაიმართება. ჯერჯერობით სხვა ვარიანტი არ განიხილება",- განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

"5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა

"საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურსა და ენგურჰესზეც" - რა ინფორმაცია მიაწოდეს შს მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს

რამ გამოიწვია რაჭაში სტიქიური მოვლენები?