მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თქვა სასამართლოში ვეფხია ბაქრაძემ - "ბრალდებული ცდილობს თავის გამართლებას..."
რა თქვა სასამართლოში ვეფხია ბაქრაძემ - "ბრალდებული ცდილობს თავის გამართლებას..."

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბაა 32 ჭრი­ლო­ბა გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ზე და ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კეა 6 და 3 წლის შვი­ლე­ბის თვალ­წინ დე­დის მკვლე­ლო­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, გია შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბუ­ლი ვე­ფხია ბაქ­რა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კის­გან თა­ვის არი­დე­ბას ცდი­ლობს.

„დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დას­რულ­და ბრალ­დე­ბუ­ლის და­კი­თხვა, რო­მე­ლიც წინა პრო­ცეს­ზე და­ი­წყო. ბრალ­დე­ბუ­ლი ცდი­ლობს თა­ვის გა­მარ­თლე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კის­გან თა­ვის არი­დე­ბას. საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი კი სულ სხვა ფაქ­ტებ­ზე მი­უ­თი­თე­ბენ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით რომ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი, ამა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის­გან არც ვე­ლო­დით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბას. ამის თა­ო­ბა­ზე საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­უბ­რობს და სა­უბ­რო­ბენ მოწ­მე­ე­ბი, არ­სე­ბობს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, რი­თიც დას­ტურ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა.

შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 10 დე­კემ­ბერს, 14:00 სა­ათ­ზე დაც­ვის მხა­რის დას­კვნი­თი სი­ტყვით გაგ­რძელ­დე­ბა.

ვე­ფხია ბაქ­რა­ძემ შვი­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის თვალ­წინ მო­მიკ­ლა. რა თქმა უნდა, ეს არის სი­სას­ტი­კე! ის იმ­სა­ხუ­რებს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბარ­ნოვ­ზე მოკ­ლუ­ლი 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის დე­დამ, ნა­თე­ლა გო­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მკვლე­ლო­ბა რომ ნამ­დვი­ლად სი­სას­ტი­კით არის ჩა­დე­ნი­ლი, ეს ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა.

„დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ. ბრალ­დე­ბულ­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბი არ იყ­ვნენ, ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია. ბავ­შვი და­ი­კი­თხა და სა­სა­მარ­თლო­ში მოყ­ვა რა, რო­გორ იყო. თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით მის ად­ვო­კატ­თან ერ­თად რა­ღა­ცას მო­ი­მოქ­მე­დებს. ად­ვო­კა­ტი იცავს, მაგ­რამ რას იცავს, ვის იცავს და რო­გორ?

ამ­ბობს თით­ქოს, ბავ­შვე­ბი არ იყ­ვნენ და ჩემ­მა შვილ­მა იძა­ლა­და. ძა­ლი­ან ბევ­რი უაზ­რო­ბა მო­ვის­მი­ნე მისი მხრი­დან. იმე­დი მაქვს, სა­სა­მარ­თლო სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

მან შვი­ლი მო­მიკ­ლა და ამის გამო უნდა და­ი­სა­ჯოს. შვი­ლი მო­მიკ­ლა თა­ვი­სი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის თვალ­წინ, ეს არის სრუ­ლი სი­მარ­თლე. რა თქმა უნდა, ეს არის სი­სას­ტი­კე! ის იმ­სა­ხუ­რებს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას", - აცხა­დებს ნა­თე­ლა გო­ბა­ძე.

გა­მო­ძი­ე­ბის გან­ზრახ­ვა მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბის შე­რა­ცხვა იყო, რაც სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის დროს არ დად­გინ­და. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რა ბრალ­დე­ბე­ბიც ბრალ­დე­ბის მხრი­და­ნაა შე­რა­ცხუ­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ტყუ­ი­ლია, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ბარ­ნოვ­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ვე­ფხია ბაქ­რა­ძის ად­ვო­კატ­მა, თე­ი­მუ­რაზ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბულს და­ნას თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი ურტყამ­და და ამის შე­დე­გად, მან და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც მი­ი­ღო. თუმ­ცა, საქ­მე­ში ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

„როცა მო­სა­მარ­თლე და­ე­კი­თხა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, ბაქ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა თუ სად ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც ექ­სპერ­ტმა არ და­ა­დას­ტუ­რა. ბრალ­დე­ბულს გა­მო­კი­თხვის ოქ­მიც არ გა­დას­ცეს. გა­მო­ძი­ე­ბის გან­ზრახ­ვა მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბის შე­რა­ცხვა იყო, რაც სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის დროს არ დად­გინ­და.

პრო­კუ­რორ­მა გა­მო­კი­თხა ბრალ­დე­ბუ­ლი ვე­ფხია ბაქ­რა­ძე. მის მი­მართ მძი­მე მუხ­ლი­თაა ბრალ­დე­ბა შე­რა­ცხუ­ლი - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა, წა­მე­ბა, მუ­ქა­რა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ასეთ რა­მეს შეძ­ლებ­და. ისე­თი მუხ­ლე­ბი აქვს შე­რა­ცხუ­ლი, რომ პრო­კუ­რო­რი ყვე­ლა­ფერს ცდი­ლობს, რათა სა­სა­მარ­თლო და მო­სა­მარ­თლე ამა­ში და­არ­წმუ­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლეს. მას ყელი ჰქონ­და გა­მოჭ­რი­ლი. აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე 14 აპ­რილს, თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვეს. ის მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

რა თქვა სასამართლოში ვეფხია ბაქრაძემ - "ბრალდებული ცდილობს თავის გამართლებას..."

რა თქვა სასამართლოში ვეფხია ბაქრაძემ - "ბრალდებული ცდილობს თავის გამართლებას..."

განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაა 32 ჭრილობა გარდაცვლილის სხეულზე და ასევე, განსაკუთრებული სისასტიკეა 6 და 3 წლის შვილების თვალწინ დედის მკვლელობა, - აღნიშნულის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე განსაკუთრებული სისასტიკისგან თავის არიდებას ცდილობს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასრულდა ბრალდებულის დაკითხვა, რომელიც წინა პროცესზე დაიწყო. ბრალდებული ცდილობს თავის გამართლებას და განსაკუთრებული სისასტიკისგან თავის არიდებას. საქმის გარემოებები კი სულ სხვა ფაქტებზე მიუთითებენ.

განსაკუთრებული სისასტიკით რომ არის აღნიშნული მკვლელობა ჩადენილი, ამაზე ბრალდებულისგან არც ველოდით ინფორმაციის მოწოდებას. ამის თაობაზე საქმეში არსებული მტკიცებულებები საუბრობს და საუბრობენ მოწმეები, არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, რითიც დასტურდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 10 დეკემბერს, 14:00 საათზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.

ვეფხია ბაქრაძემ შვილი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მომიკლა. რა თქმა უნდა, ეს არის სისასტიკე! ის იმსახურებს უვადო პატიმრობას, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედამ, ნათელა გობაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მკვლელობა რომ ნამდვილად სისასტიკით არის ჩადენილი, ეს ექსპერტიზამ დაადასტურა.

„დღევანდელი პროცესი ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, შოკირებული ვარ. ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. ამბობს, რომ ბავშვები არ იყვნენ, ეს სრული აბსურდია. ბავშვი დაიკითხა და სასამართლოში მოყვა რა, როგორ იყო. თავის დაცვის მიზნით მის ადვოკატთან ერთად რაღაცას მოიმოქმედებს. ადვოკატი იცავს, მაგრამ რას იცავს, ვის იცავს და როგორ?

ამბობს თითქოს, ბავშვები არ იყვნენ და ჩემმა შვილმა იძალადა. ძალიან ბევრი უაზრობა მოვისმინე მისი მხრიდან. იმედი მაქვს, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მან შვილი მომიკლა და ამის გამო უნდა დაისაჯოს. შვილი მომიკლა თავისი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, ეს არის სრული სიმართლე. რა თქმა უნდა, ეს არის სისასტიკე! ის იმსახურებს უვადო პატიმრობას", - აცხადებს ნათელა გობაძე.

გამოძიების განზრახვა მძიმე ბრალდებების შერაცხვა იყო, რაც სასამართლო განხილვების დროს არ დადგინდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რა ბრალდებებიც ბრალდების მხრიდანაა შერაცხული, აბსოლუტურად ტყუილია, - აღნიშნულის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა, თეიმურაზ მაგრაქველიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებულს დანას თამარ გამრეკელაშვილი ურტყამდა და ამის შედეგად, მან დაზიანებებიც მიიღო. თუმცა, საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

„როცა მოსამართლე დაეკითხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ბაქრაძემ აღნიშნა თუ სად ჰქონდა დაზიანებები, რაც ექსპერტმა არ დაადასტურა. ბრალდებულს გამოკითხვის ოქმიც არ გადასცეს. გამოძიების განზრახვა მძიმე ბრალდებების შერაცხვა იყო, რაც სასამართლო განხილვების დროს არ დადგინდა.

პროკურორმა გამოკითხა ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე. მის მიმართ მძიმე მუხლითაა ბრალდება შერაცხული - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, წამება, მუქარა, გაუპატიურება. ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანი ასეთ რამეს შეძლებდა. ისეთი მუხლები აქვს შერაცხული, რომ პროკურორი ყველაფერს ცდილობს, რათა სასამართლო და მოსამართლე ამაში დაარწმუნოს“, - განაცხადა მაგრაქველიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს