Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიკვებოთ ზამთარში, რომ წონაში არ მოვიმატოთ - ენდოკრინოლოგის შერჩეული რაციონი
როგორ ვიკვებოთ ზამთარში, რომ წონაში არ მოვიმატოთ - ენდოკრინოლოგის შერჩეული რაციონი

ზამ­თარ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის კვე­ბი­თი რე­ჟი­მი და რა­ცი­ო­ნი სხვა სე­ზო­ნებ­თან შე­და­რე­ბით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და სწო­რედ ამი­ტო­მაც ხდე­ბა უმე­ტე­სად ზამ­თარ­ში წო­ნის მა­ტე­ბა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ზამ­თრის პე­რი­ო­დი სა­შო­ბაო მარ­ხვა­საც იტევს და შე­სა­ბა­მი­სად კვე­ბა აქაც სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა გა­კონ­ტროლ­დეს.

კვე­ბის რა რე­ჟი­მი უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ, რა პრო­დუქ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ, რომ ჩვე­ნი რა­ცი­ო­ნი და­ვა­ბა­ლან­სოთ, ამა­ზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ჩვენს ორ­გა­ნიზმს ყვე­ლა სე­ზონ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კვე­ბა აქვს. ზამ­თრის სე­ზო­ნი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა რო­გორც ზა­ფხუ­ლის, ასე­ვე შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნის­გან, რად­გა­ნაც ისი­ნი უფრო დატ­ვირ­თუ­ლია ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით, ვიდ­რე ზამ­თა­რი. წინა სე­ზო­ნის კვე­ბი­დან იმ მი­ნე­რა­ლებს და ვი­ტა­მი­ნებს ვი­ღებთ, რაც შემ­დე­გი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნიზ­მმა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს.

ზამ­თარ­ში ინ­ფექ­ცი­ე­ბის, ვირუ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კიც არ­სე­ბობს, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვე­ბა გვჭირ­დე­ბა - რა­ცი­ონ­ში ხილი და ბოსტნე­უ­ლი მე­ტად უნდა ჩავ­რთოთ. იმის­თვის, რომ გარ­კვე­უ­ლი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი ჰქონ­დეს ორ­გა­ნიზმს, უნდა მი­ვი­ღოთ C ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ციტ­რუ­სე­ბი, რი­თიც ზამ­თარ­ში საკ­მა­ოდ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­რიც, ამ მხრივ, ძა­ლი­ან მდი­და­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოსტნე­ულს, ორ­გა­ნიზმს იცავს: ბრო­კო­ლი, კომ­ბოს­ტო, სტა­ფი­ლო, რი­თაც ასე­ვე მდი­და­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ზა­რი...

- ზამ­თარ­ში წო­ნის მა­ტე­ბას მარ­თლაც ბევ­რი უჩი­ვის...

- დიახ და ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უმე­ტე­სად ბურ­ღუ­ლე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან, რად­გა­ნაც გა­და­დი­ან ნახ­შირ­წყლებ­ზე, კარ­ტო­ფილ­ზე, პუ­რე­ულ­ზე. ამ პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას უმე­ტე­სად ჩვე­ნი უდ­რო­ო­ბა იწ­ვევს, ვიდ­რე ვთქვათ, ცო­ცხა­ლი სა­ლა­თე­ბის, წვნი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხილი რო­გორც და­ნაყ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ ჰყოფ­ნით, რა დრო­საც სა­ხა­მე­ბე­ლი - ცო­მე­უ­ლი, კარ­ტო­ფი­ლი ბევ­რად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი საკ­ვებ-პრო­დუქ­ტე­ბი - ხილი და ბოსტნე­უ­ლი, მათი გა­მო­ყე­ნე­ბაც იწ­ვევს აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას, წო­ნის მა­ტე­ბას, რად­გა­ნაც მას­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არის შა­ქა­რი, მა­რი­ლი და ცხი­მი...

- ე.ი. სა­ზამ­თროდ შე­ნა­ხუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი წო­ნის მა­ტე­ბის­თვის ერთ-ერთი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია.

- დიახ... იმი­სათ­ვის, რომ თან ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ორ­გა­ნიზ­მი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბი­სად­მი მდგრა­დი გავ­ხა­დოთ, გარ­და ამი­სა, ეს პრობ­ლე­მა წო­ნა­ზე არ აი­სა­ხოს, უმ­ჯო­ბე­სია, ის პრო­დუქ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ, რაც ამ სე­ზონ­ზე გვაქვს. ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან გვა­ნე­ბივ­რებს ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბით და სე­ზო­ნუ­რად გვაქვს ის ხილი და ბოსტნე­უ­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ ჩვე­ნი რა­ცი­ონ­ში ამ პრო­დუქ­ტებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, მით უმე­ტეს, ვი­ცით, რომ მთე­ლი ზამ­თრის პე­რი­ო­დი, 7 იან­ვრამ­დე შო­ბის მარ­ხვა­საც მო­ი­ცავს. ამ დროს ხორ­ცის და რძის პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მმარ­ხვე­ლე­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია, თუმ­ცა ეს ერ­თგვა­რი გან­ტვირ­თვაც არის. ამას­თან, ამ ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბა უკვე მზა­დე­ბაა გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის, რომ ორ­გა­ნიზ­მი ზა­ფხუ­ლის სე­ზონს მი­ნე­რა­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი შეხ­ვდეს.

- იქ­ნებ მკი­თხველს სა­ზამ­თროდ შე­სა­ბა­მი­სი დი­ე­ტა შევ­თა­ვა­ზოთ?

- იმის­თვის, რომ დი­ლით მზად ვი­ყოთ გა­რეთ გა­სას­ვლე­ლად, ვირუ­სე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ სტა­ფი­ლოს და ვაშ­ლის ფრეშს მი­ვი­ღებთ და მას­ში ცო­ტა­თი ციტ­რუს­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ცოტა ფორ­თო­ხალს, ან მან­და­რინს, ლი­მონს და­ვა­მა­ტებთ - მშვე­ნი­ე­რი კოქ­ტე­ი­ლი გა­მო­ვა და ენერ­გი­ის წყა­როც იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ხილ­ში ნახ­შირ­წყლე­ბი შე­დის და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც აქვს.

დილა შეგ­ვიძ­ლია და­ვი­წყოთ ბურ­ღუ­ლე­უ­ლით (ჰერ­კუ­ლე­სით, ან წი­წი­ბუ­რით, ოღონდ, რძის პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად). ლან­ჩის­თვის - გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი, და­მა­ტე­ბად ხილი. სა­დილ­ზე - არა მარ­ხვის პი­რო­ბებ­ში, სა­სურ­ვე­ლია მი­ვი­ღოთ ხორ­ცი ან თევ­ზი, ასე­ვე წვნი­ა­ნი, ე.წ. ბორ­ში, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა - კომ­ბოს­ტო, სტა­ფი­ლო ჭარ­ხა­ლი და ბევ­რი მწვა­ნი­ლი.

დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უმ­ჯო­ბე­სია, თუ ხილს არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, თუმ­ცა ციტ­რუ­სი მისი ნახ­შირ­წყლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­საშ­ვე­ბია.

კარ­გია, თუ ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი იქ­ნე­ბა და სა­ღა­მოს კვე­ბა მსუ­ბუ­ქი რძის პრო­დუქ­ტე­ბით შე­ივ­სე­ბა, ხოლო მარ­ხვის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა ბოსტნე­უ­ლი მოვ­თუ­შოთ, რომ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი ცო­ცხა­ლი ბოსტნე­უ­ლით არ გა­დავ­ტვირ­თოთ.

წყალს და სი­თხეს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს! ზამ­თრის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ჩაის სა­ხით ხი­ლის მი­ღე­ბა, ასე­ვე მწვა­ნე ჩაი, გვი­რი­ლის, გვი­რი­ლას ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტე­ბიც გა­აჩ­ნია.

- ყა­ვა­ზეც შევ­ჩერ­დეთ. რო­გორც ვი­ცით, ის ორ­გა­ნიზ­მი­დან კალ­ცი­უმს გა­მო­დევ­ნის. რა დო­ზით უნდა მი­ვი­ღოთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, კალ­ცი­უ­მის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნას ორი­ვე (ნა­ლე­ქი­ა­ნი, უნა­ლე­ქო) ყავა იწ­ვევს, ამი­ტომ, გარ­კვე­უ­ლი დო­ზი­რე­ბაა სა­ჭი­რო და დღე­ში 2 ფინ­ჯა­ნია და­საშ­ვე­ბი.

უბ­რა­ლოდ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რო­დე­საც ყა­ვას მი­ვირ­თმევთ, ის რძის პრო­დუქტთან ერ­თად მი­ვი­ღოთ, რათა ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის ათ­ვი­სე­ბა მოხ­დეს. თა­ვად ყავა და მას­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა.

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვე­ბით, ყა­ვას ან­ტი­კარ­ცე­რო­გე­ნუ­ლი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი აქვს და ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის წვა­საც 30 პრო­ცენ­ტით აუმ­ჯო­ბე­სებს. თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, დილა მხო­ლოდ ყა­ვით არ და­ვი­წყოთ, ყა­ვას­თან რა­ი­მეს და­მა­ტე­ბაა სა­ჭი­რო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
78
13

ერთი ვერ მივაღწიე ვინმემ ამოღერღოს- როგორ უნდა მოიმატო წონაში,როცა ჭამით არაფერი გამოდის!!!!!ვერავინ ამას ვერ უპასუხა,არადა ნახევარს ეს პრობლემა აქვს...აბა იციით რამე??

digela
0

დააყენე ბატონო სიგნალიზაცია მაცივარზე და ვსიო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

როგორ ვიკვებოთ ზამთარში, რომ წონაში არ მოვიმატოთ - ენდოკრინოლოგის შერჩეული რაციონი

როგორ ვიკვებოთ ზამთარში, რომ წონაში არ მოვიმატოთ - ენდოკრინოლოგის შერჩეული რაციონი

ზამთარში ადამიანების კვებითი რეჟიმი და რაციონი სხვა სეზონებთან შედარებით, განსხვავებულია და სწორედ ამიტომაც ხდება უმეტესად ზამთარში წონის მატება, რაც სერიოზული პრობლემაა. ზამთრის პერიოდი საშობაო მარხვასაც იტევს და შესაბამისად კვება აქაც სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს.

კვების რა რეჟიმი უნდა შევარჩიოთ, რა პროდუქტები მივიღოთ, რომ ჩვენი რაციონი დავაბალანსოთ, ამაზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება.

- ჩვენს ორგანიზმს ყველა სეზონზე განსხვავებული კვება აქვს. ზამთრის სეზონი ძალიან განსხვავდება როგორც ზაფხულის, ასევე შემოდგომის სეზონისგან, რადგანაც ისინი უფრო დატვირთულია ვიტამინებით და მინერალებით, ვიდრე ზამთარი. წინა სეზონის კვებიდან იმ მინერალებს და ვიტამინებს ვიღებთ, რაც შემდეგი თვეების განმავლობაში ორგანიზმმა უნდა გამოიყენოს.

ზამთარში ინფექციების, ვირუსების განვითარების რისკიც არსებობს, ამიტომ განსაკუთრებული კვება გვჭირდება - რაციონში ხილი და ბოსტნეული მეტად უნდა ჩავრთოთ. იმისთვის, რომ გარკვეული ანტიოქსიდანტები, მინერალები და ვიტამინები ჰქონდეს ორგანიზმს, უნდა მივიღოთ C ვიტამინის შემცველი პროდუქტები, ციტრუსები, რითიც ზამთარში საკმაოდ განებივრებულები ვართ და საქართველოს ბაზარიც, ამ მხრივ, ძალიან მდიდარია.

რაც შეეხება ბოსტნეულს, ორგანიზმს იცავს: ბროკოლი, კომბოსტო, სტაფილო, რითაც ასევე მდიდარია საქართველოში ბაზარი...

- ზამთარში წონის მატებას მართლაც ბევრი უჩივის...

- დიახ და ეს დაკავშირებულია უმეტესად ბურღულეულის გამოყენებასთან, რადგანაც გადადიან ნახშირწყლებზე, კარტოფილზე, პურეულზე. ამ პროდუქტების გამოყენებას უმეტესად ჩვენი უდროობა იწვევს, ვიდრე ვთქვათ, ცოცხალი სალათების, წვნიანების მიღება. ხშირ შემთხვევაში, ხილი როგორც დანაყრების საშუალება, არ ჰყოფნით, რა დროსაც სახამებელი - ცომეული, კარტოფილი ბევრად აქტუალური ხდება.

გარდა ამისა, საქართველოს პირობებში აქტუალურია კონსერვირებული საკვებ-პროდუქტები - ხილი და ბოსტნეული, მათი გამოყენებაც იწვევს აღნიშნულ პრობლემას, წონის მატებას, რადგანაც მასში დიდი რაოდენობით არის შაქარი, მარილი და ცხიმი...

- ე.ი. საზამთროდ შენახული პროდუქტები წონის მატებისთვის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

- დიახ... იმისათვის, რომ თან ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ორგანიზმი ინფექციებისა და ვირუსებისადმი მდგრადი გავხადოთ, გარდა ამისა, ეს პრობლემა წონაზე არ აისახოს, უმჯობესია, ის პროდუქტები მივიღოთ, რაც ამ სეზონზე გვაქვს. ბუნება ძალიან გვანებივრებს ასეთი პროდუქტებით და სეზონურად გვაქვს ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც აუცილებელია.

სასურველი იქნება, თუ ჩვენი რაციონში ამ პროდუქტებს გამოვიყენებთ, მით უმეტეს, ვიცით, რომ მთელი ზამთრის პერიოდი, 7 იანვრამდე შობის მარხვასაც მოიცავს. ამ დროს ხორცის და რძის პროდუქტების გამოყენება მმარხველებისთვის აკრძალულია, თუმცა ეს ერთგვარი განტვირთვაც არის. ამასთან, ამ ხილის და ბოსტნეულის მიღება უკვე მზადებაა გაზაფხულის სეზონისთვის, რომ ორგანიზმი ზაფხულის სეზონს მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი შეხვდეს.

- იქნებ მკითხველს საზამთროდ შესაბამისი დიეტა შევთავაზოთ?

- იმისთვის, რომ დილით მზად ვიყოთ გარეთ გასასვლელად, ვირუსებისგან თავის დასაცავად, სასურველი იქნება, თუ სტაფილოს და ვაშლის ფრეშს მივიღებთ და მასში ცოტათი ციტრუსსაც გამოვიყენებთ, ცოტა ფორთოხალს, ან მანდარინს, ლიმონს დავამატებთ - მშვენიერი კოქტეილი გამოვა და ენერგიის წყაროც იქნება, ვინაიდან, ხილში ნახშირწყლები შედის და ანტიოქსიდანტური დანიშნულებაც აქვს.

დილა შეგვიძლია დავიწყოთ ბურღულეულით (ჰერკულესით, ან წიწიბურით, ოღონდ, რძის პროდუქტებთან ერთად). ლანჩისთვის - გამოვიყენოთ ბოსტნეულის სალათი, დამატებად ხილი. სადილზე - არა მარხვის პირობებში, სასურველია მივიღოთ ხორცი ან თევზი, ასევე წვნიანი, ე.წ. ბორში, რომელსაც ექნება - კომბოსტო, სტაფილო ჭარხალი და ბევრი მწვანილი.

დღის მეორე ნახევარში უმჯობესია, თუ ხილს არ გამოვიყენებთ, თუმცა ციტრუსი მისი ნახშირწყლებიდან გამომდინარე, დასაშვებია.

კარგია, თუ ბოსტნეულის სალათი იქნება და საღამოს კვება მსუბუქი რძის პროდუქტებით შეივსება, ხოლო მარხვის პირობებში შეიძლება ბოსტნეული მოვთუშოთ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ცოცხალი ბოსტნეულით არ გადავტვირთოთ.

წყალს და სითხეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! ზამთრის პირობებში შეიძლება სხვადასხვა ჩაის სახით ხილის მიღება, ასევე მწვანე ჩაი, გვირილის, გვირილას ანთების საწინააღმდეგო ეფექტებიც გააჩნია.

- ყავაზეც შევჩერდეთ. როგორც ვიცით, ის ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის. რა დოზით უნდა მივიღოთ?

- სამწუხაროდ, კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნას ორივე (ნალექიანი, უნალექო) ყავა იწვევს, ამიტომ, გარკვეული დოზირებაა საჭირო და დღეში 2 ფინჯანია დასაშვები.

უბრალოდ, გასათვალისწინებელია, როდესაც ყავას მივირთმევთ, ის რძის პროდუქტთან ერთად მივიღოთ, რათა ორგანიზმში კალციუმის ათვისება მოხდეს. თავად ყავა და მასში შემავალი ნივთიერებები აუცილებელიც კია, ვინაიდან ისინი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ბოლოდროინდელი კვლევებით, ყავას ანტიკარცეროგენული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ცხიმოვანი ქსოვილის წვასაც 30 პროცენტით აუმჯობესებს. თუმცა სასურველია, დილა მხოლოდ ყავით არ დავიწყოთ, ყავასთან რაიმეს დამატებაა საჭირო.

რას უნდა ერიდონ ციტრუსებზე ალერგიული ადამიანები და რით უნდა ჩაანაცვლონ C ვიტამინი - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა - ვირუსის რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 24 საათში

"ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე" - პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს