ავტორი:

კადიროვის სასახლის დალაგება ძვირი ჯდება - ბიუჯეტიდან 51 მლნ რუბლს გამოყოფენ

კადიროვის სასახლის დალაგება ძვირი ჯდება - ბიუჯეტიდან 51 მლნ რუბლს გამოყოფენ

ჩეჩნეთის ბიუჯეტიდან 51 მილიონ რუბლს დახარჯავენ შენობის დასალაგებლად, რომელსაც რესპუბლიკაში რამზან კადიროვის „სასახლეს“ უწოდებენ, ინფორმაციას openmedia ავრცელებს. განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე 27 ნოემბერს განთავსდა.

თანხა სასახლის დალაგებაზე დაიხარჯება, რომელიც ჩეჩნეთის დედაქალაქის ორ ქუჩაზეა გადანაწილებული.

აუქციონის შედეგები 18 დეკემბერს იქნება ცნობილი. კონკურსში გამარჯვებულებს მოუწევთ, გაწმინდონ ხალიჩები, მორწყან ყვავილები, წელიწადში ოთხჯერ გარეცხონ შენობის გარე ფასადი და გადაყარონ საყოფაცხოვრებო ნაგავი. დამკვეთის მოთხოვნაა, მომსახურე პერსონალი 18-დან 40 წლამდე ადამიანები იყვნენ.

საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავენ, რომ კადიროვის რეზიდენცია უფრო დიდია, ვიდრე სანკტ-პეტერბურგში მდებარე „ზამთრის სასახლე“.

იტალიის 10 ქალაქი, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"

შტორმმა კლუნების 12-მილიონიანი რეზიდენცია გაანადგურა - დატბორილი სასახლისა და ეზოს შოკისმომგვრელი ფოტოები