საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის სექტემბრიდან იკავებს.
2018 წლის 30 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მექვაბიშვილი ფლობს 173 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკსა და 1 010 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს კოჯორში; ასევე მის საკუთრებაშია ამავე მისამართზე მდებარე 1 020 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2017 წელს 85 750 ლარად აქვს შეძენილი. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „ფოლქსვაგენ პასატი“.
ამასთან, მექვაბიშვილი ფლობდა „თი-ბი-სი ბანკის“ 167 ფასიან ქაღალდს, კერძოდ, სადეპოზიტო სერტიფიკატს, რომელშიც 2017 წელს 150 450,45 დოლარი აქვს გადახდილი; ასევე 165 სადეპოზიტო სერთიფიკატს, რომელიც 2018 წელს 149 981,32 დოლარად შეიძინა და 220 სერტიფიკატს რომელიც მიმდინარე წელს 199 975,1 დოლარად აქვს ნაყიდი. წაიკითხეთ სრულად