პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
43 წლის ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი ბერად აღიკვეცა
43 წლის ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი ბერად აღიკვეცა

გა­ზეთ "ვერ­სი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ზვი­ად კო­პა­ძე ბე­რად აღიკ­ვე­ცა. კო­პა­ძე, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში "ყურ­შას" მეტ­სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუსს 2011 წლი­დან ატა­რებ­და. გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის "რი­გი­თი ქურ­დი" არ ყო­ფი­ლა და მას იტა­ლი­ა­ში, ქარ­თუ­ლი "ქურ­დუ­ლი ობ­ში­ა­კი" ება­რა.

"მი­ლან­ში მცხოვ­რებ კო­პა­ძეს ყვე­ლა ან­გა­რიშს უწევ­და, ჭკუ­ას ეკი­თხე­ბო­და და ისიც უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა, "ყურ­შას" რწმე­ნა ყო­ველ­თვის ჰქონ­და, მაგ­რამ არა­ვის ეგო­ნა, თუ ბე­რად აღ­კვე­ცას გა­და­წყვეტ­და. მან ქურ­დის სტა­ტუს­ზე უარი თქვა - "სხად­ნი­ა­კი" მო­იწ­ვია, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახ­სნა, "ობ­ში­ა­კი" სხვებს გა­და­ა­ბა­რა...

შემ­დეგ ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და­ა­ლა­გა ურ­თი­ერ­თო­ბა, აუხ­სნა, რომ მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა წარ­სულს ჩა­ბარ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ის ახლა ბე­რია და მა­ღალმთი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ მო­ნას­ტერ­ში მსა­ხუ­რობს" - უყ­ვე­ბა გა­ზეთ "ვერ­სი­ას" კო­პა­ძის გა­რე­მოც­ვის წევ­რი.

ფო­ტო­ზე: ზვი­ად კო­პა­ძე, რეზო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, სულ­ხან თვა­ლჭ­რე­ლი­ძე, და­ვით ბოჟა­ძე, ფი­რუზ კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი, მინ­დია დი­დე­ბაშ­ვი­ლი, აკა­კი ლან­დია. იტა­ლია, 2011 წელი

"ჩვენ იტა­ლი­ა­ში მყოფ ქარ­თვე­ლებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით და მათ დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ "ყურ­შამ" ქურ­დის სტა­ტუს­ზე უარი თა­ვად თქვა, მას არა­ფე­რი ემუქ­რე­ბო­და, არც მტრე­ბი ჰყავ­და და შე­სა­ბა­მი­სად, მშვი­დად ყოფ­ნა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა ერთ დღეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლამ პა­ტი­ვი სცა. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ კო­პა­ძეს ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­უ­ჯე­რეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს.

ისიც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ კო­პა­ძე მო­ნას­ტრის ეზო­საც კი არ ტო­ვებს და დროს მუდ­მი­ვად ლოც­ვებ­ში ატა­რებს. ეს ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ჩვე­უ­ლებ­რივ, რი­გით ბე­რად იქცა და ცხოვ­რე­ბის სხვა გზა არ­ჩია" - წერს გა­ზე­თი "ვერ­სია.

ზვი­ად კო­პა­ძის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია იძებ­ნე­ბა. ის 1975 წლის 22 ივ­ნისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლად 1994 წელს და­ა­კა­ვეს და ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ყურ­შა ე. წ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად 2011 წელს იტა­ლი­ა­ში და­ვით ბოჟა­ძემ, იგი­ვე "როკო თბი­ლის­კიმ" "მო­ნათ­ლა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

43 წლის ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი ბერად აღიკვეცა

43 წლის ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი ბერად აღიკვეცა

გაზეთ "ვერსიის" ინფორმაციით, ე.წ კანონიერი ქურდი ზვიად კოპაძე ბერად აღიკვეცა. კოპაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ყურშას" მეტსახელით იცნობენ, "კანონიერი ქურდის" სტატუსს 2011 წლიდან ატარებდა. გაზეთის ინფორმაციით, ის "რიგითი ქურდი" არ ყოფილა და მას იტალიაში, ქართული "ქურდული ობშიაკი" ებარა.

"მილანში მცხოვრებ კოპაძეს ყველა ანგარიშს უწევდა, ჭკუას ეკითხებოდა და ისიც უზრუნველად ცხოვრობდა. თუმცა, "ყურშას" რწმენა ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ არავის ეგონა, თუ ბერად აღკვეცას გადაწყვეტდა. მან ქურდის სტატუსზე უარი თქვა - "სხადნიაკი" მოიწვია, საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა, "ობშიაკი" სხვებს გადააბარა...

შემდეგ ქართველ სამართალდამცველებთან დაალაგა ურთიერთობა, აუხსნა, რომ მისი კრიმინალური ცხოვრება წარსულს ჩაბარდა და საქართველოში დაბრუნდა. ის ახლა ბერია და მაღალმთიანი საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში მსახურობს" - უყვება გაზეთ "ვერსიას" კოპაძის გარემოცვის წევრი.

ფოტოზე: ზვიად კოპაძე, რეზო ლორთქიფანიძე, სულხან თვალჭრელიძე, დავით ბოჟაძე, ფირუზ კავლელაშვილი, მინდია დიდებაშვილი, აკაკი ლანდია. იტალია, 2011 წელი

"ჩვენ იტალიაში მყოფ ქართველებსაც დავუკავშირდით და მათ დაგვიდასტურეს, რომ "ყურშამ" ქურდის სტატუსზე უარი თავად თქვა, მას არაფერი ემუქრებოდა, არც მტრები ჰყავდა და შესაბამისად, მშვიდად ყოფნა შეეძლო, თუმცა ერთ დღეს, მოულოდნელად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი სცა. მისასალმებელია, რომ კოპაძეს ქართველმა სამართალდამცავებმა დაუჯერეს, საქართველოში დაბრუნებისა და სურვილის ასრულების შესაძლებლობა მისცეს.

ისიც გავარკვიეთ, რომ კოპაძე მონასტრის ეზოსაც კი არ ტოვებს და დროს მუდმივად ლოცვებში ატარებს. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ "კანონიერი ქურდი" ჩვეულებრივ, რიგით ბერად იქცა და ცხოვრების სხვა გზა არჩია" - წერს გაზეთი "ვერსია.

ზვიად კოპაძის შესახებ ინტერნეტში მცირე ინფორმაცია იძებნება. ის 1975 წლის 22 ივნისს თბილისში დაიბადა. პირველად 1994 წელს დააკავეს და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ყურშა ე. წ კანონიერ ქურდად 2011 წელს იტალიაში დავით ბოჟაძემ, იგივე "როკო თბილისკიმ" "მონათლა".